ცერვუჟიდი: თანამედროვე საშუალება გინეკოლოგიური ინფექციების წინააღმდეგ

ცერვუჟიდი არის მაღალი ეფექტიანობით გამორჩეული სამკურნალო საშუალება, რომელიც აქტიურად გამოიყენება გინეკოლოგიური ინფექციების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის. მისი მთავარი უპირატესობა კომპლექსური შედგენილობა და მრავალფეროვანი მოქმედებაა - სწორედ ეს ხდის ცერვუჟიდს მედიკოსები ერთ-ერთ ფავორიტად.

რა ვიცით ცერვუჟიდის შესახებ?

ცერვუჟიდი, საერთაშორისო დასახელებით Comb.drug, წარმოადგენს ვაგინალური სანთლების (სუპოზიტორიის) ფორმაში წარმოებულ მედიკამენტს. მისი ძირითადი მოქმედება ემყარება ბაქტერიული, სოკოვანი და ვირუსული ინფექციების მკურნალობასა და პრევენციას. ცერვუჟიდის სანთელი განსაკუთრებით ეფექტურია ვაგინიტისა და ცერვიციტის მკურნალობაში.

ცერვუჟიდის შეძენა საქართველოში, PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც შეგიძლიათ. აქ წარმოდგენილია მწარმოებელი კომპანია Ircon SRL-ის მიერ, რუმინეთში დამზადებული მედიკამენტი. 

ცერვუჟიდის ვაგინალური სანთლები ხელმისაწვდომია II ჯგუფის რეცეპტით, რაც ნიშნავს, რომ მისი გამოყენება ხდება ექიმის დანიშნულებით (ფორმა #3 რეცეპტით).

როგორია ცერვუჟიდის შედგენილობა

ცერვუჟიდის სანთლები მოიცავს ოთხ ძირითად აქტიურ ინგრედიენტს, რომლებიც იძლევიან მის სამკურნალო ეფექტს:

  • ქლორამფენიკოლი (200 მგ) – მოქმედებს როგორც ძლიერი ანტიბიოტიკი;
  • მეტრონიდაზოლი (500 მგ) – უზრუნველყოფს ანტიპროტოზოულ და ანტიბაქტერიულ ეფექტს;
  • ნისტატინი (660,000 ს.ე) – ანადგურებს სოკოვან ინფექციებს;
  • ჰიდროკორტიზონის აცეტატი (51 მგ) – ხსნის ანთებას და აქრობს ადგილობრივ გაღიზიანებას.

რა ჩვენებების დროს იყენებენ ამ პრეპარატს?

ცერვუჟიდის გამოყენება, როგორც უკვე აღვნიშნეთ, გინეკოლოგიური ინფექციების წინააღმდეგ ხდება. ამ სანთლების დანიშნულება შეიძლება მოიცავდეს როგორც მკურნალობას, ისე პროფილაქტიკას. 

ცერვუჟიდის ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტი გამოიყენება შემდეგი სამედიცინო ჩვენებების დროს:

  • აერობული და ანაერობული ბაქტერიებით გამოწვეული ვაგინიტი და ცერვიციტი (მათ შორის, Clostridium spp);
  • ვაგინალური ტრიქომონათი (Trichomonas vaginalis) გამოწვეული ვაგინიტი და ცერვიციტი;
  • Mycoplasma spp და Chlamydia spp–ით გამოწვეული ვაგინიტი და ცერვიციტი;
  • სოკოთი გამოწვეული ვაგინიტი;
  • მიქსინფექციების, მათ შორის E.coli, Trichomonas vaginalis, Candida spp და Mycoplasma spp და Chlamydia spp–ით გამოწვეული ვაგინიტი;
  • პათოგენური ფლორის მკურნალობისათვის:  Babes Papanicolau ციტოტესტისთვის ნაცხის აღებამდე (პაპ ნაცხი), რათა დადგინდეს მიკროსკოპული სფერო და გაუმჯობესდეს ციტოტესტის ინტერპრეტაცია.

გარდა ამისა, მას აქვს პროფილაქტიკის უნარიც და გამოიყენება:

  • ვაგინიტის და ცერვიციტის პრევენციისთვის ქალებში, რომელთაც უტარდებათ იმუნოსუპრესიული თერაპია, ქიმიოთერაპია ან კორტიკოსტეროიდებით თერაპია;
  • ქალებში, რომლებიც გადიან სხივური თერაპიის კურსს;
  • ვაგინიტის და ცერვიციტის პრევენციისთვის იმ პაციენტებში, რომლებსაც უტარდებათ კვლევითი ან ქირურგიული ჩარევა გენიტალიებში (ჰისტეროსალპინგოგრაფია, ენდომეტრიუმის ბიოფსია და ა.შ.);

როგორია ცერვუჟიდის გამოყენების წესი

პრეპარატი, როგორც წესი, განკუთვნილია ზრდასრული ქალებისათვის. თუმცა, საჭიროების მიხედვით, მკურნალობაში შეიძლება გამოიყენონ მოზარდ პაციენტებთანაც. ცერვუჟიდის სანთლები განკუთვნილია მხოლოდ ვაგინალური გამოყენებისთვის. 

როგორც უკვე ითქვა, მედიკამენტი მხოლოდ რეცეპტით გაიცემა და ეს პაციენტების მხრიდან თვითმკურნალობის შანსებს მნიშვნელოვნად ამცირებს. თუმცა, მაინც უნდა გვახსოვდეს - მისი მიღება მხოლოდ ექიმის რეკომენდაციითაა დაშვებული. სწორედ მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს, როგორი დოზირებით, რა ხანგრძლივობით მიიღოთ პრეპარატი და მრავალი სხვა ასპექტი.

პრეპარატის ზოგადი ინსტრუქცია კი მოიცავს ისეთ მითითებებს, რომლებიც დანიშვნის შემდეგ შეიძლება გამოგადგეთ. მაგალითად, დოზირება - როგორც წესი, მიიღება ცერვუჟიდის ერთი სანთელი დღეში ერთხელ, ძილის წინ. მკურნალობის ხანგრძლივობა განისაზღვრება სტანდარტულად 12 დღე. განსაკუთრებული შემთხვევების დროს შეიძლება საჭირო გახდეს კურსის განმეორება, ან გახანგრძლივება - ამაზე გადაწყვეტილებას მკურნალი ექიმი იღებს.

გარდა ამისა, მკურნალობა შეიძლება წარიმართოს შესვენებებით, დაავადების მიმდინრეობის გამო. მაგალითად, წყლულოვანი ცერვიციტის დროს, მკურნალობებს შორის რეკომენდებულია 7-დღიანი შესვენება. 

მედიკამენტის უკუჩვენებები — შეიძლება თუ არა მისი გამოყენება ორსულობა-ლაქტაციის დროს?

მიუხედავად ცერვუჟიდის ეფექტურობისა, არსებობს გარკვეული შემთხვევები, როდესაც მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული:

  • ჰიპერმგრძნობელობა რომელიმე კომპონენტის მიმართ;
  • ღვიძლის ან თირკმლის მძიმე უკმარისობა;
  • ჰემატოლოგიური დარღვევები;
  • ორსულობა და ლაქტაცია, ექიმის განსაკუთრებული მითითებების გარეშე.

როგორც სხვა მედიკამენტების შემთხვევაში, ცერვუჟიდის გამოყენება ორსულ და ლაქტაციაზე მყოფი დედებისთვის მხოლოდ გარკვეულ შემთხვევებშია რეკომენდებული. 

ორსულობის დროს პრეპარატი მიიღება მხოლოდ ექიმის მიერ შეფასებული აუცილებლობის შემთხვევაში. ეს კი ნიშნავს, რომ მკურნალმა ექიმმა უნდა აწონ-დაწონოს, რამდენად დიდი სარგებლოს მომტანია პრეპარატი დედისთვის და აჭარბებს თუ არა ეს სარგებელი ნაყოფისათვის არსებულ რისკებს. გარდა ამისა, უნდა შეფასდეს, დაავადება ხომ არ ექვემდებარება უფრო სუსტი პრეპარატით მკურნალობასაც.

რაც შეეხება ლაქტაციაზე მყოფ დედებს - მათ პრეპარატის გამოყენებისას უნდა შეწყვიტონ ლაქტაცია. თუკი ლაქტაციის შეწყვეტა ვერ მოხდება, სანთლების გამოყენება დაუშვებელია.

შესაძლო გვერდითი მოვლენები და შენახვის პირობები

ცერვუჟიდი სანთლები იშვიათად იწვევს გვერდით ეფექტებს, მაგრამ ეს მათ არსებობას არ გამორიცხავს. ხანგრძლივი გამოყენებისას ან პირველივე დოზის შემდეგ შესაძლოა გამოვლინდეს ისეთი რეაქციები, როგორიცაა:

  • ადგილობრივი წვა ან ერითემა;
  • ალერგიული რეაქციები.

თუ გვერდითი მოვლენები შეინიშნება ან მდგომარეობა გაუარესდა, მიმართეთ ექიმს.

უმჯობესია, მედიკამენტის მიღებამდე დარწმუნდეთ, მასში შემავალ რომელიმე კომპონენტზე ხომ არ ხართ ალერგიული. ასევე, თუკი წარსულში რომელიმე მათგანზე (ქლორამფენიკოლი, ​მეტრონიდაზოლი, ნისტატინი და ჰიდროკორტიზონის აცეტატი) გქონიათ ალერგიული რეაქცია, ამის შესახებ შეატყობინეთ მკურნალ ექიმს.

მედიკამენტის შეძენა შესაძლებელია PSP-ს სააფთიაქო ქსელში, როგორც ონლაინ პლატფორმაზე, ისე ფიზიკურად აფთიაქში მისვლით. რაც შეეხება ღირებულებას - ცერვუჟიდის ფასი სხვადასხვა ფაქტორების გამო შეიძლება იყოს ცვალებადი. თუმცა, მისი გადამოწმება ყოველთვის შეგიძლიათ ვებგვერდზე Psp.ge

ბაზარზე ხელმისაწვდომია მსგავსი მოქმედების სხვა მედიკამენტებიც, თუმცა არცერთი ცერვუჟიდის ანალოგი არ არის - უნიკალური შედგენილობა ხშირად ანიჭებს მას უპირატესობას სხვა პრეპარატებთან შედარებით. 

პრეპარატი ინახება 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე თავისივე შეფუთვაში. ბუნებრივია, მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ვადის გასვლის შემდეგ, რაც მითითებულია შეფუთვაზე. ასევე, დაუშვებელია მისი გამოყენება შენახვის პირობების დარღვევის შემთხვევაშიც.

ცერვუჟიდი სანთლები წარმოადგენს თანამედროვე, კომპლექსურ და მაღალეფექტიან სამკურნალო საშუალებას, რომელიც გამოირჩევა უსაფრთხოებითა და მრავალფუნქციური მოქმედებით. მისი რეგულარული და სწორად დოზირებული გამოყენება უზრუნველყოფს გინეკოლოგიური პრობლემების სწრაფ მოგვარებას. 

ცერვუჟიდის ანოტაცია, მისი გამოყენების წესი და პრევენციის შესაძლებლობები ნათლად აჩვენებს, რომ იგი შეუცვლელი მედიკამენტია თანამედროვე გინეკოლოგიურ პრაქტიკაში. თუმცა, მნიშვნელოვანია პრეპარატი ისე შევინახოთ და მოვიხმაროთ, როგორც ამას ინსტრუქცია და ჩვენი მკურნალი ექიმი გვირჩევენ.