
პანტაპი წყლულის საწინააღმდეგო, პროტონული ტუმბოს ინჰიბიტორია, რომელიც აქტიური ნივთიერების სახით შეიცავს პანტაპრაზოლის ნატრიუმის სესკვიჰიდრატს. პრეპარატი გამოდის ტაბლეტების სახით და მისი შეძენა პსპ-ს აფთიაქებში შეგიძლიათ.
რისი წამალია პანტაპი?
პრეპარატი ინიშნება შემდეგი დაავადებების პროფილაქტიკისთვის და სამკურნალოდ:
- კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- რეფლუქს-ეზოფაგიტი;
- ზოლინგერ-ელისონის სინდრომისა და კუჭის სეკრეციის მომატებით გამოწვეული სხვა პათოლოგიური მდგომარეობები.
ვისთვის არის უკუნაჩვენები პანტაპის მიღება?
პანტაპი უკუნაჩვენებია იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აღენიშნებათ მომატებული ღვიძლის უკმარისობა ან აქვთ მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის რომელიმე კომპონენტის მიმართ.
პრეპარატი სიფრთხილით გამოიყენება თირკმლის მწვავე უკმარისობის მქონე პაციენტებში ან იმ პაციენტებში, რომლებიც ჰემოდიალიზზე იმყოფებიან.
რადგან ორსულ ქალებში არ ჩატარებულა ადეკვატური და კარგად კონტროლირებული კვლევები პრეპარატის უსაფრხოებაზე, ორსულობის დროს იგი მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის შემთხვევაში უნდა მიიღოთ.
ასევე არ არის რეკომენდებული პრეპარატის მიღება ლაქტაციის დროს. პანტაპის უსაფრთხოება და ეფექტიანობა ბავშვებში არ არის დადგენილი.
რა გვერდითი ეფექტები და არასასურველი რეაქციები შეიძლება მოჰყვეს მკურნალობას?
პანტაპი საერთოდ კარგად გადაიტანება, მაგრამ იშვიათად შეიძლება გამოვლინდეს გარკვეული გვერდითი ეფექტები და არასასურველი რეაქციები. ესენია: დროებითი დიარეა, მუცლის ტკივილი, მეტეორიზმი, გულისრევა, თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, მხედველობის დაბინდვა, გამონაყარი და ქავილი კანზე, მაღალი ტემპერატურა, შეშუპება.
გარდა ამისა, ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირებულია სხვა რეაქციებიც, თუმცა მათი პირდაპირი კავშირი პრეპარატის მიღებასთან არ დადასტურებულად. ეს რეაქციებია: ალერგია, გაციება, სახის შეშუპება, დარღვევები ელექტროკარდიოგრამაზე, ტკივილი გულ-მკერდის არეში, ანორექსია, აფთოზური სტომატიტი, კარდიოსპაზმი, კოლიტი, პირის სიმშრალე, გლუკოზურია, ბილიარული ტკივილი, ჰიპერბილირუბინემია, ტუტე-ფოსფატაზას და გამა-გლუტამილ-ტრანსპეპტიდაზას დონის მომატება, რკინადეფიციტური ანემია, ჰიპოქრომული ანემია, ართრიტი, ზურგის ტკივილი, სახსრების ტკივილი, მიალგია, აგზნება, ნევროზი, ძილის დარღვევა, ემოციური ლაბილურობა, დისფორია, ბრონქიტი, ლარინგიტი, ასთმა, ეპისტაქსი, სლოკინი, მხედველობის დაზიანება, ამბლიოპია, დიპლოპია, ყურის ტკივილი, გემოს დაკარგვა, ტინიტი, დისმენორეა, დიზურია, თირკმლის ტკივილი, საშარდე გზის დაზიანება.
ნებისმიერი ზემოთ აღნიშნული არასასურველი ეფექტის გამოვლენისას მიმართეთ ექიმს.
პრეპარატის დოზირება და მიღების წესი
თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულისა და კუჭის წყლულის სამკურნალოდ
რეკომენდებული დოზაა: მოზრდილებში 1 ტაბლეტი პანტაპი პერორალურად დღეში ერთხელ, 4 კვირის განმავლობაში. თუ 4-კვირიანი მკურნალობის შემდეგ სასურველი შედეგი არ დადგა, საჭიროა პანტაპის დამატებითი 4-კვირიანი კურსის ჩატარება.
გასტროეზოფაგეალური რეფლუქსი/ეროზიული ეზოფაგიტის დროს
რეკომენდებული დოზაა: მოზრდილებში 1 ტაბლეტი პერორალურად დღეში ერთხელ, 8 კვირის განმავლობაში. თუ განკურნება არ მოხდა 8-კვირიანი მკურნალობის შემდეგ, გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებითი 4-კვირიანი კურსის ჩატარება.
პათოლოგიური ჰიპერსეკრეტორული მდგომარეობების დროს (ზოლინგერ-ელისონის სინდრომის ჩათვლით) რეკომენდებული საწყისი დოზაა: მოზრდილებში 1 ტაბლეტი დღეში ორჯერ. ზოგჯერ მკურნალობა შეიძლება უწყვეტად გაგრძელდეს 2 წელზე მეტ ხანს.
პანტაპის მიღება არ არის რეკომენდებული არ არის 12 წლამდე ასაკის ბავშვებში გამოსაყენებლად, ამ ასაკობრივ ჯგუფში უსაფრთხოებისა და ეფექტიანობის შესახებ შეზღუდული მონაცემების გამო.
არ შეიძლება ტაბლეტების დაღეჭვა ან დამსხვრევა, იგი უნდა გადაიყლაპოს მთლიანად, ჭამამდე 1 საათით ადრე, მცირე რაოდენობის წყლის მიყოლებით.
როგორია პანტაპის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან
პანტაპი არ გამოიყენება სხვა ანტაციდებთან ერთად.
კლინიკური კვლევებისას არ გამოვლენილა მნიშვნელოვანი ურთიერთქმედება ვარფარინთან, ფენიტოინთან, დიაზეპამთან და თეოფილინთან.
ვინაიდან პრეპარატი იწვევს კუჭის მჟავის სეკრეციის ხანგრძლივ ინჰიბირებას, შესაძლებელია მან შეაფერხოს ზოგიერთი პრეპარატის აბსორბცია, როგორიცაა მაგალითად: კეტოკონაზოლი, ამპიცილინის ეთერები, რკინის მარილები და სხვა.
რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას?
პრეპარატის ჭარბი დოზირების შესახებ საკმაოდ მცირე მონაცემები არსებობს. მას არ გააჩნია ანტიდოტი და ორგანიზმიდან არ გამოიდევნება დიალიზით. ჭარბი დოზის მიღების შემთხვევაში, საკმარისის სიმპტომატური და დამხმარე თერაპიის ჩატარება.
გრძელვადიანი მკურნალობისას, განსაკუთრებით, 1 წელზე მეტი პერიოდით, აუცილებელია პაციენტის რეგულარული კონტროლი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account