ტერჟინანი: ეფექტიანი და მრავალფუნქციური პრეპარატი გინეკოლოგიური პრობლემებისათვის

ტერჟინანი წარმოადგენს თანამედროვე, კომბინირებული მოქმედების მედიკამენტს, რომელიც განკუთვნილია გინეკოლოგიური ინფექციების მკურნალობისა და პროფილაქტიკისათვის. მისი უნიკალური შედგენილობა და მოქმედების ფართო სპექტრი საშუალებას იძლევა, რომ ტერჟინანის ტაბლეტი გამოიყენებოდეს ვაგინიტის სხვადასხვა ფორმისა და მიზეზის წინააღმდეგ.

როგორია ტერჟინანის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი 

ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტი გამოირჩევა კომპლექსური შედგენილობით. თითო ტაბლეტი მოიცავს რამდენიმე აქტიურ ნივთიერებას, რომლებიც სხვადასხვა მიმართულებით ეხმარება ინფექციის წინააღმდეგ ბრძოლას:

  • ტერნიდაზოლი – ეფექტიანად მოქმედებს ანაერობულ ბაქტერიებზე და აქვს ანტიპროტოზოული თვისებები, რაც მას ტრიქომონიაზის წინააღმდეგ უპირატესობას ანიჭებს;
  • ნეომიცინი – ფართო სპექტრის ანტიბიოტიკი, რომელიც ანადგურებს როგორც გრამდადებით, ისე გრამუარყოფით ბაქტერიებს;
  • ნისტატინი – გამორჩეულია მოქმედებით საფუარის მსგავსი სოკოს წინააღმდეგ, როგორიცაა Candida spp;
  • პრედნიზოლონი – ჰორმონალური კომპონენტი, რომელიც ამცირებს ანთებას, ალერგიულ რეაქციებს და შეშუპებას.

ამ კომბინაციის წყალობით, ტერჟინანის ტაბლეტი უზრუნველყოფს საშვილოსნოს ლორწოვანი გარსის სტაბილურობას, pH ბალანსის დაცვას და ინფექციის ლოკალიზაციას.

საქართველოში ხელმისაწვდომია ტერჟინანი 10 და ტერჟინანი 6 ვაგინალური ტაბლეტი - ეს ნიშნავს, რომ შეფუთვაში არის 10- და 6-ტაბლეტიანი ფირფიტები. 

ხშირია მომხმარებლების მიერ ტაბლეტების ტერჟინანის სანთლებში არევა. თუმცა,  ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომი არის მედიკამენტი მხოლოდ ვაგინალური ტაბლეტის ფორმით. 

როგორია ტერჟინანის გამოყენების ჩვენებები  

ტერჟინანი გამოიყენება როგორც მკურნალობისთვის, ისე პროფილაქტიკისთვის. ტერჟინანის ვაგინალური ტაბლეტები რეკომენდებულია შემდეგ შემთხვევებში:

  1. ვაგინიტი – ბაქტერიული, სოკოვანი (Candida), ტრიქომონიაზით გამოწვეული ან შერეული ტიპის;
  2. პროფილაქტიკა – გინეკოლოგიური პროცედურების ან ოპერაციების წინ და შემდეგ:
    • მშობიარობის ან აბორტის წინ.
    • საშვილოსნოს შიდა საშუალებების დაყენებისას.
    • ჰისტეროგრაფიის ან დიათერმოკოაგულაციის წინ და შემდეგ.

როგორ მოიხმარენ პრეპარატს - გამოყენების წესი

ტერჟინანის ანოტაცია გვეუბნება, რომ ტაბლეტი გამოიყენება მხოლოდ ვაგინალურად და მოითხოვს მარტივ, მაგრამ მკაცრად განსაზღვრული პროტოკოლის დაცვას:

  • ტაბლეტი უნდა მოთავსდეს საშოში ღრმად, დაწოლილ მდგომარეობაში, ძილის წინ;
  • წინასწარ რეკომენდებულია ტაბლეტის წყალში დასველება 20-30 წამით, რათა მოხდეს უკეთესი შეღწევა და მოქმედება;
  • პროცედურის შემდეგ, პაციენტმა 10-15 წუთის განმავლობაში უნდა მოისვენოს დაწოლილ მდგომარეობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა, სტანდარტულად 10 დღეა, თუმცა, რთულ შემთხვევებში კურსი შეიძლება გაგრძელდეს 20 დღემდე. 

მნიშვნელოვანია, გვახსოვდეს - მედიკამენტის მიღება დაუშვებელია ექიმის რეკომენდაციის გარეშე, თვითნებურად. მკურნალობის ხანგრძლივობა, დოზები  სწორედ მკურნალმა ექიმმა უნდა განსაზღვროს.

შეიძლება თუ არა ტერჟინანის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში 

ტერჟინანი ორსულობის დროს შესაძლებელია გამოყენებული იყოს, მაგრამ მხოლოდ მეორე ტრიმესტრიდან და ექიმის მკაცრი მითითებით. პრეპარატის დანიშვნისას გასათვალისინებელია, რომ მისი სარგებელი უნდა აღემატებოდეს ნაყოფისთვის პოტენციურ რისკს. იგივე მიდგომაა საჭირო ლაქტაციის პერიოდში.

რა გვერდითი მოვლენები ახასიათებს პრეპარატს 

მიუხედავად იმისა, რომ გვერდითი ეფექტები იშვიათია, ტერჟინანის ტაბლეტებმა ზოგჯერ შეიძლება გამოიწვიოს ადგილობრივი რეაქციები:

ამგვარი მოვლენების დროს საჭიროა ექიმთან კონსულტაცია.

ტერჟინანი ხელმისაწვდომია სხვადასხვა აფთიაქში, მათ შორის, PSP-ს სააფთიაქო ქსელშიც. რაც შეეხება ღირებულებას - ტერჟინანის ფასი შეიძლება განსხვავდებოდეს აფთიაქების მიხედვით.