შაკიკი - გამომწვევი მიზეზები და მკურნალობის მეთოდები

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მონაცემებით, შაკიკი ადამიანების 15-20%-ს აწუხებს და  იგი ძალიან დიდ  გავლენას ახდენს ცხოვრების ხარისხზე.  გამომდინარე იქიდან, რომ  შეტევის დროს, ფაქტობრივად,  შეუძლებელია ყოველდღიური საქმეების შესრულება, შაკიკის მქონე ადამიანებისთვის სოციალური და სამუშაო ვალდებულებების განხორციელება სულ უფრო რთულდება. 

 

შაკიკი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ნევროლოგიური დაავადებაა. ჩვეულებრივ, მას თავის ერთ მხარეს, ძლიერი მფეთქავი ტკივილი ახასიათებს. თუმცა, ძლიერი ტკივილი ,  ასევე შეიძლება გამოიხატოს თავის მეორე მხარესაც. ბლოგში ფართოდ განვიხილავთ შაკიკის წარმოქმნის მიზეზებს, დაავადების სიმპტომებს  და მისი მკურნალობის გზებს.

 

დაავადების რა გამომწვევი მიზეზები არსებობს - შაკიკის ტიპები  

 

ჩვეულებრივ, შაკიკის გამომწვევი მიზეზები  ძალზე  ინდივიდუალურია და  სავსებით შესაძლებელია სხვადასხვა ადამიანზე განსხვავებული ფაქტორები მოქმედებდეს. 

 

ზოგადად, შაკიკის გამომწვევი კონკრეტული მიზეზი დაუდგენელია, თუმცა, კვლევები ადასტურებს, რომ მის წარმოქმნას  კომპლექსური – ბიოლოგიური და გარემო  ფაქტორები იწვევს. მაგალითად, გამოვყოთ, რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომლებიც შაკიკის წარმოქმნას უწყობს ხელს: 

 

  • გენეტიკური მიდრეკილება –  ძალზე  დიდია, იმ ადამიანების პროცენტული რიცხვი, რომელთა  ოჯახის წევრებსაც გამოხატული შაკიკი აქვთ, რაც მყარ საფუძველს ქმნის  შაკიკის მემკვიდრეობით გადაცემის ფაქტორზე.  ცხადია, რომ მომავალ თაობაში შაკიკის  რისკის ზრდა, დიდწილად სწორედ მემკვიდრეობაზეა დამოკიდებული;
  • ნერვული სისტემის არარეგულარობა – შაკიკი შეიძლება განვითარდეს თავის ტვინის ქიმიური პროცესების დარღვევის შედეგად. განსაკუთრებით, სეროტონინისა და სხვა ნეიროტრანსმიტერების დონის ცვლილების შემდეგ.
  • ტვინის სისხლძარღვების ცვლილებები –  შაკიკის მიზეზი შეიძლება გახდეს სისხლძარღვების გაფართოება ან შევიწროება;
  • ჰორმონალური ცვლილებები – ხშირად, ქალებში შაკიკის შეტევები  ჰორმონალურ ცვლილებებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მენსტრუალური ციკლის დროს, ორსულობის ან მენოპაუზის პერიოდში.
  • გარემო  ფაქტორები და ცხოვრების წესი – სტრესი, დაძაბულობა, ძილის ნაკლებობა ან უძილობა, არასწორი კვება, კოფეინის ან ალკოჰოლის მიღება, ასევე გარკვეული საკვები პროდუქტები, მაგ: შოკოლადი, დამარილებული ან გადამუშავებული პროდუქტები შეიძლება იყოს შაკიკის გამომწვევი.
  • გარე ფაქტორები – ზოგჯერ შაკიკს იწვევს მაღალი სინათლე, ხმაურიანი გარემო, ძლიერი სუნი ან კლიმატური ცვლილებები, მაგ: ატმოსფერული წნევის ვარდნა ან ამინდის სწრაფი ცვლილება.

რაც შეეხება შაკიკის ტიპებს, არსებობს მისი  რამდენიმე ტიპი  და თითოეულს თავისი სპეციფიკური მახასიათებელი გააჩნია. შაკიკის ყველაზე გავრცელებული ტიპებია:

შაკიკი აურის გარეშე –  შაკიკის ყველაზე გავრცელებული ტიპია, რომლიც ძლიერი თავის ტკივილით ხასიათდება, ძირითადად  ერთ მხარეს. მას შეიძლება თან ახლდეს ისეთი სიმპტომები, როგორიცაა გულისრევა, ღებინება, მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ.

შაკიკი აურასთან ერთად  – იგი ცნობილია, როგორც კლასიკური შაკიკი, რომლსაც   ტკივილს თან ერთად  ახასიათებს  ნევროლოგიური სიმპტომები, როგორიცაა:   მხედველობის დარღვევები, სმენისა და მეტყველების პრობლემები ან მგრძნობელობის ცვლილება.

ქრონიკული შაკიკი – ამ დროს შაკიკის შეტევებითვეში 15 ან მეტ დღის განმავლობაში  გრძელდება.

მენსტრუაციული შაკიკი –  დაკავშირებულია მენსტრუალური ციკლის მიერ  გამოწვეულ ჰორმონულ ცვლილებებთან.

ვესტიბულური შაკიკი – ამ ტიპის შაკიკს ახასიათებს თავბრუსხვევა, თავის ტკივილი, გულისრევა და მგრძნობელობა სინათლის ან ხმის მიმართ. 

რეტინალური შაკიკი ან ოფთალმოპლეგიური შაკიკი – იგივე ბადურის შაკიკი  არის შაკიკის იშვიათი ფორმა, რომლის ძირითადი მახასიათებლებია მხედველობის დროებითი დარღვევები ან სიბრმავეა ერთ თვალში.

შაკიკი ბავშვებში – ბავშვებში გავრცელებული შაკიკის ტიპი, რომელსაც ვლინდება  თავის ტკივილის გარეშე არსებული სიმპტომების სახით, როგორიცაა მუცლის ტკივილი , თავბრუსხვევა ან სხვადასხვა ინტენსივობით, პერიოდული თავის ტკივილი.

 

რა სიმპტომებით ვლინდება შაკიკი?

როგორც წესი, სხვადასხვა ტიპის შაკიკისთვის, ერთმანეთისგან განსხვავებული სიმპტომებია დამახასიათებელი, ყველაზე გავრცელებულ შაკიკის ჩვენებებს შორის არის :

  • თავის ტკივილი;
  • მგრძნობელობა სინათლისა და ხმაურის მიმართ;
  • გულისრევის შეგრძნება;
  •  ღებინება;
  • დაღლილობა და სისუსტე;
  • უმადობა;
  • თავბრუსხვევა.

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანების დიდ ნაწილს  შემაწუხებელი სიმპტომები ცხოვრების ბოლომდე მიჰყვებათ ხოლმე, სამედიცინო სივრცეში არსებული მედიკამენტური თერაპიის დახმარებით შეიძლება არსებული დისკომფორტის მცირედით შემსუბუქება. 

როგორია დაავადების მკურნალობის მეთოდები 

შაკიკის მკურნალობა, თავის ტკივილის მართვის მიზნით,  მოიცავს როგორც ცხოვრების წესის ცვლილებას, ისე მედიკამენტურ მკურნალობას. 

პაციენტის მდგომარეობიდან გამომდინარე, ექიმები ხშირად ნიშნავენ შემდეგ მედიკამენტებს, რომელთაც ტკივილგამაყუჩებელი ეფექტი აქვთ. ასევე, მათ შორისაა შაკიკის საწინააღმდეგო და გულისრევის საწინააღმდეგო მედიკამენტები:

  • ბეტა-ბლოკატორები;
  • კომბინირებული მედიკამენტები;
  • ანტიკონვულსანტები;
  • ანტიდეპრესანტები;
  • კალციუმის არხის ბლოკატორები;
  • ბოტულოტოქსინის ინიექციები.

მიგრალგინი — შაკიკის სამკურნალო წამალი 

დღესდღეობით, აურით ან აურის გარეშე მიმდინარე შაკიკის მწვავე შეტევების კუპირებისთვის ხშირად გამოიყენება მიგრალგინი, რომლის აქტიური ნივთიერება სუმატრიპტანია

პრეპარატის მოქმედების მექანიზმი ეყრდნობა მის აქტიურ ნივთიერება – სუმატრიპტანს, რომელიც იწვევს თავის ტვინის სისხლძარღვებში განლაგებული 5HT1-რეცეპტორების სტიმულაციას, რის შედეგადაც ვიწროვდება საძილე არტერიები. სწორედ, საძილე არტერიები  უზრუნველყოფენ ექსტრაკრანიალური და ინტრაკრანიალური ქსოვილების სისხლმომარაგებას. გარდა ამისა, სუმატრიპტანი აინჰიბირებს სამწვერა ნერვის აქტივობას.

როგორც წესი, საძილე არტერიების გაფართოება და  შეშუპება შაკიკის განვითარების ძირითად მექანიზმს წარმოადგენს. ამ პროცესზე სუმატრიპტანის  ზემოქმედება კი  იწვევს შაკიკის საწინააღმდეგო მოქმედების ეფექტს.

მიგრალგინის პრეპარატის ეფექტი ვლინდება მიღებიდან 30 წუთში. ჩვეულებრივ,  პერორალური მიღების შემდეგ,  სუმატრიპტანი სწრაფად შეიწოვება და პლაზმაში პრეპარატის კონცენტრაცია, 45 წუთში მაქსიმალური კონცენტრაციის 70%-ს აღწევს. 14-21% უკავშირდება პლაზმის ცილებს. T1/2 2 სთ-ს შეადგენს, შემდეგ კი გამოიყოფა მეტაბოლიტების სახით შარდთან ერთად.

პრეპარატის გვერდითი ეფექტები 

როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, მიგრალგინმაც შეიძლება გამოიწვიოს გარკვეული გვერთიდი მოვლენები.

 მაგალითად, გულ-სისხლძარღვთა სისტემის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს:

  •  არტერიული ჰიპოტენზია;
  • ბრადიკარდია;
  •  ტაქიკარდია;
  •  არტერიული წნევის გარდამავალი მატება;
  •  გულის რიტმის დარღვევა;
  •  ეკგ-ზე იშემიური ტიპის გარდამავალი დარღვევები;
  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  •  კორონარული არტერიების სპაზმი;
  •  რეინოს სინდრომი.

საჭმლის მომნელებელი სისტემის შემთხვევაში: 

  • გულისრევა;
  • ღებინება;
  • იშემიური კოლიტი;
  •  მუცლის ღრუში დისკომფორტი;

ცნს-ის მხრივ შესაძლოა აგღენიშნებოდეთ:

  •  წამოხურების შეგრძნება;
  •  თავბრუსხვევა;
  • სისუსტე; 
  • ძილიანობა;
  • დაღლილობის შეგრძნება; 
  • ერთეულ შემთხვევაში - კრუნჩხვები 
  • დიპლოპია;
  • თვალებში ციმციმი;
  •  ნისტაგმი;
  •  სკოტომა;
  •  მხედველობის სიმახვილის დაქვეითება.

ერთეულ შემთხვევებში შესაძლებელია გამოიხატოს ალერგიული რეაქციები,  კანის რეაქციებიდან ანაფილაქსიურ შოკამდე. 

ჩვეულებრივ, არსებული  სიმპტომები გარდამავალი ხასიათისაა, რომელიც შეიძლება იყოს ინტენსიური და წარმოიშვას სხეულის ნებისმიერ ნაწილში, გულმკერდისა და ყელის არის ჩათვლით, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, შესაძლებელია გამოწვიოს შემდეგი გვერდითი მოვლენები: 

  • ტკივილი;
  •  ჩხვლეტითი ხასიათის შეგრძნებები;
  •  წამოხურების შეგრძნება;
  •  სიმძიმის შეგრძნება;
  •  ზეწოლისა და მოჭერითი ხასიათის შეგრძნებები. 

მიგრალგინის დოზირება და მიღების წესი 

როგორც წესი, პრეპარატი ერთნაირად ეფექტურია შეტევის ყველა ეტაპზე, თუმცა მისი  მიღება  რეკომენდებულია შაკიკის ადრეულ ეტაპზე, შეტევის დროს.

შაკიკის მწვავე შეტევის კუპირებისათვის მოზრდილებში რეკომენდებულია :  მიგრალგინი 50 მგ, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში - 100 მგ. სასურველია, ტაბლეტები  მიიღოთ მთლიანად, წყალთან ერთად.

თუ პრეპარატის პირველი მიღების შემდეგ, შაკიკის სიმპტომები არ მოიხსნა  ან არ შესუსტდა, რეკომენდებული არაა დამატებითი დოზის მიღება. თუმცა, მომდევნო შეტევის კუპირებისათვის პრეპარატის გამოყენება თავისუფლადაა შესაძლებელი.

იმ შემთხვევაში, თუ მიგრალგინის მიღების შემდეგ შაკიკის სიმპტომები  მოიხსნა ან შესუსტდა , ხოლო შემდგომში კვლავ განვითარდა,  შესაძლებელია პრეპარატის მეორე დოზის მიღება, შემდგომი 24 საათის განმავლობაში. თუმცა,  მიღებებს შორის ინტერვალი უნდა შეადგენდეს  2 საათზე ნაკლებ ხანს.  24 საათის განმავლობაში მიღებული პრეპარატის მაქსიმალური დოზა კი არ უნდა აღემატებოდეს 300 მგ-ს.

დოზის გადაჭარბების შემთხვევაში,  უმჯობესია პაციენტი  იმყოფებოდეს  დაკვირვების ქვეშ, 10 საათის განმავლობაში . 

მიგრალგინი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში 

ორსულობის პერიოდში მიგრალგინის მიღება არ შეიძლება, ხოლო  ლაქტაციის პერიოდში პრეპარატი დიდი სიფრთხილით ინიშნება.  მიგრალგინის მიღებიდან 24 საათის განმავლობაში არ არის რეკომენდებული ძუძუთი კვება.

უსაფრთხოების ზომები, რომლებიც პრეპარატის მიღებამდე უნდა ვიცოდეთ  

ზოგადად,  მიგრალგინის მიღებამდე საჭიროა გამოირიცხოს პოტენციურად საშიში სხვა ნევროლოგიური დაავადებები.  გასათვალისწინებელია, რომ შაკიკით დაავადებულ პაციენტებში არსებობს ინსულტის ან თავის ტვინის სისხლმიმოქცევის გარდამავალი დარღვევების რისკი.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება შემდეგ შემთხვევებში:

  • თირკმლისა და ღვიძლის ფუნქციის დარღვევით პაციენტებში;
  • აეპილეფსიის;
  •  თავის ტვინის ორგანული დაზიანების დროს;
  •  კრუნჩხვითი განტვირთვის დაბალი ზღვრით (მათ შორის ანამნეზშიც).


ასევე, პაციენტებს, რომელთაც  მომატებული მგრძნობელობა აქვთ სულფანილამიდებისადმი, სუმატრიპტანს ექიმები  უნიშნავენ  სიფრთხილით, ალერგიული რეაქციის განვითარების გამო. აქვე, შეგახსენებთ, დაუშვებელია სუმატრიპტანის რეკომენდებული დოზის გადაჭარბება.

როგორია მიგრალგინის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

ქვემოთ გიზიარებთ სამკურნალო საშულებებს, რომელთან ერთადაც პრეპარატის გამოყენება საფრთხის შემცველია:

  • სუმატრიპტანისა და ერგოტამინის ერთდროული მიღებისას ვითარდება სისხლძარღვების ხანგრძლივი სპაზმი. ამიტომაც, სუმატრიპტანი შესაძლოა დაინიშნოს ერგოტამინის შემცველი პრეპარატების მიღებიდან 24 საათის შემდგომ.  სხვა შემთხვევაში, ერგოტამინის პრეპარატების მიღება რეკომენდებულია სუმატრიპტანის მიღებიდან 6 საათის შემდეგ.
  • სუმატრიპტანისა და მაო-ს ინჰიბიტორების ერთდროული მიღება მიზანშეწონილი არ არის. 
  • სეროტონინის უკუშეწოვის სელექციური ინჰიბიტორებისა და სუმატრიპტანის ერთდროული მიღებისას შესაძლოა განვითარდეს სისუსტე, ჰიპერრეფლექსია და კოორდინაციის დარღვევა. ამიტომ მათი კომბინაცია განსაკუთრებული სიფრთხილით გამოიყენება.

  • მიგრალგინი იწვევს ძილიანობას, ამიტომ, უმჯობესია ავტოტრანსპორტისა და მექანიკური საშუალებების მართვისას  დაიცვათ  განსაკუთრებული სიფრთხილე.

რა უკუჩვენებები აქვს პრეპარატს ?

მიგრალგინის მიღება არ არის რეკომენდებული შემდეგ შემთხვევებში:

  •  შაკიკის ჰემიპლეგიური, ბაზილარული ან ოფთალმოპლეგიური ფორმები;
  • პერიფერიული სისხლძარღვების ოკლუზიური დაავადებები;
  • ინსულტი ან თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის გარდამავალი დარღვევა ანამნეზში;
  • არაკონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია;
  •  ღვიძლის ან თირკმლის ფუნქციების გამოხატული დარღვევები;
  • ერგოტამინთან ან მის წარმოებულებთან კომბინირება;
  •  ორსულობა;
  • პაციენტები 18 წლამდე და 65 წლის ზემოთ;
  • პრეპარატის კომპონენტებისადმი მომატებული მგრძნობელობა.

გულის იშემიური დაავადება ან  დაავადების საეჭვო სიმპტომების დროს;

  • მიოკარდიუმის ინფარქტი;
  • პოსტინფარქტული კარდიოსკლეროზი;
  • სტენოკარდია;
  • პრინცმეტალის სტენოკარდია.

პრეპარატი სიფრთხილით ინიშნება ისეთ  პაციენტებში, რომელთაც  აქვთ ეპილეფსია ან  კონტროლირებადი არტერიული ჰიპერტენზია, რადგან პრეპარატმა შესაძლებელია არტერიული წნევის გარდამავალი მატება გამოიწვიოს. 

აქვე შეგახსენებთ,  რომ ყველა სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის  შემთხვევაში, აუცილებლად  მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.