სახსრების ტკივილი და მკურნალობა: ყველაფერი, რაც ამ დისკომფორტის შესახებ უნდა ვიცოდეთ

სახსრების ტკივილი წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ პრობლემას, რომელიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ადამიანის ყოველდღიურ ცხოვრებაზე. 

სახსრები ადამიანის საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის მნიშვნელოვანი შემადგენელი ელემენტებია, რომლებიც უზრუნველყოფენ მოძრაობასა და სიმყარეს, მაგრამ მათი დაზიანება ან დაავადება იწვევს დისკომფორტს, ტკივილს და გადაადგილების ფუნქციის შეზღუდვას.

სახსრების ტკივილი ყოველდღიურ ცხოვრებაში შეიძლება მნიშვნელოვან პრობლემად იქცეს. ეს პრობლემა გავლენას ახდენს ადამიანების ცხოვრების ხარისხზე, ამცირებს მათ მობილობას და ხშირად იწვევს განწყობის გაუარესებას. სახსრების ტკივილის მართვა და მკურნალობა მოითხოვს როგორც ინდივიდუალურ მიდგომას, ასევე დეტალურ ცოდნას პრობლემის გამომწვევი მიზეზების, სიმპტომებისა და მკურნალობის ხელმისაწვდომი საშუალებების შესახებ.

სახსრების ტკივილის ბუნება და მისი გამომწვევი მიზეზები 

სახსრების ტკივილი არის დისკომფორტი, რომელიც წარმოიშობა ძვლებს შორის კავშირის ადგილებში, ანუ სახსრებში. ისინი საშუალებას აძლევს ჩვენს სხეულს, იმოძრაოს და შეასრულოს სხვადასხვა ქმედება და, ამავდრულად, უზრუნველყოფს საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის ერთიანობას. 

ეს დისკომფორტი შეიძლება იყოს კუნთებისა და სახსრების ტკივილი, მხოლოდ სახსრებში უსიამოვნო შეგრძნება; თავის მხრივ, ეს შეიძლება იყოს როგორც მოკლევადიანი, ისე ქრონიკული ხასიათის, ძლიერი ან მსუბუქი დისკომფორტი. თუმცა, ნებისმიერ შემთხვევაში, იგი მნიშვნელოვნად მოქმედებს პაციენტის ცხოვრების ხარისხზე და გვაიძულებს ბევრი ასპექტის შეცვლას.

ტკივილი შეიძლება გამოწვეული იყოს მრავალი ფაქტორით, დაწყებული სიბერითა და მისი თანმდევი პროცესებით, დამთავრებული ნერვების დაზიანებითა და ტრავმებით. მათ შორის, ამ სიმპტომს შეიძლება იწვევდეს არასწორად ნამკურნალები ტრავმებიც კი.

სახსრების ტკივილის ძირითადი გამომწვევი ფაქტორებია:

  1. ოსტეოართრიტი - ართრიტის ყველაზე გავრცელებული ტიპი, რომელიც ხრტილის ცვეთითაა გამოწვეული. ის, როგორც წესი, 45 წელს ზემოთ პაციენტებში ვლინდება და განსაკუთრებით გავრცელებულია ფეხების სახსრების ტკივილის და მენჯის სახსრების ტკივილის სახით.
  2. რევმატოიდული ართრიტი (RA) - ავტოიმუნური დაავადება, რომელიც იწვევს სახსრების ანთებას და დეფორმაციას. ეს მდგომარეობა ყველაზე ხშირად ზიანს აყენებს თითებს, მაჯებს და სხვა მცირე სახსრებს. სწორედ ის შეიძლება გახდეს თითების სახსრების ტკივილის ძირითადი მიზეზი.
  3. გაუტი (იგივე პოდაგრა) - შარდმჟავის კრისტალების დაგროვება სახსრებში, რაც იწვევს მწვავე ტკივილს, განსაკუთრებით ფეხის დიდ თითზე. ეს დაავადებაც შეიძლება იყოს თითების ტკივილისა და მრავალი დისკომფორტის მიზეზი, მათ შორის, ფეხსაცმლის შერჩევის დროს.
  4. ბურსიტი და ტენდონიტი - ზედმეტი მოძრაობით გამოწვეული ანთებითი მდგომარეობები, რომლებიც ხშირია მუხლებში, იდაყვებში ან მხრებში.

მიზეზების ფართო სპექტრს ვირუსული ინფექციებიც ემატება, რაც იწვევს სახსრების დისკომფორტს. მაგალითად, სიცხე სახსრების ტკივილით ხშირად გვხვდება გრიპის ან COVID-19-ის მიმდინარეობისას.

სიმპტომები და მათი გავლენა ჯანმრთელობაზე  

სახსრების ტკივილის დროს სიმპტომები შეიძლება იყოს მრავალფეროვანი და მოიცავდეს ტკივილს, შეშუპებას, სიწითლეს, გაშეშებას და მოძრაობის შეზღუდვას. როგორც ვახსენეთ, შესაძლოა, თანმდევი იყოს ტემპერატურის მატებაც. ყველაზე გავრცელებული გამოხატული სიმპტომატიკაა:

  • კუნთების და სახსრების ტკივილი, რაც მოძრაობასთან ერთად უფრო და უფრო რთულდება, მეტ დისკომფორტსა იწვევს;
  • თითების სახსრების ტკივილი, რაც განსაკუთრებით მტკივნეული ხდება ხელებით მუშაობის დროს;
  • წელისა და სახსრების ტკივილი, რომელიც ხშირად ვლინდება იმ ადამიანებში, ვისი ყოველდღიური სამუშაო სტილიც საოფისეა და დიდხანს, ერთ პოზაში ჯდომას გულისხმობს.

სახსრების ტკივილის სიმძიმე შეიძლება მერყეობდეს. ზოგისთვის ეს მხოლოდ მსუბუქი დისკომფორტია, რომელიც აქტივობის დროს ქრება, თუმცა ზოგ შემთხვევაში ტკივილი იმდენად ძლიერია, რომ ის გავლენას ახდენს ყოველდღიურ საქმიანობაზე და შრომისუნარიანობაზე.

როგორია სახსრების ტკივილის რისკ-ფაქტორები 

მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ცხოვრების სტილიდან, კვების არასრულფასოვანი რაციონიდან გამომდინარე სახსრების ტკივილი ბევრის ყოველდღიურობა გახდა, მაინც არსებობს ერთგვარი პატერნი - როდის იჩენს თავს ეს პრობლემა.

სახსრების ტკივილი განსაკუთრებით გავრცელებულია ადამიანებში, ვისაც აქვთ:

  • ქრონიკული დაავადებები, როგორიცაა ართრიტი.
  • წონის გადაჭარბება ან სიმსუქნე, რაც ზრდის დატვირთვას სახსრებზე.
  • განმეორებითი ტრავმები ან ზედმეტად გამოყენებული სახსრები.

ასაკის მატებასთან ერთად, სახსრების მოქნილობა ბუნებრივად მცირდება - ამიტომაც ხანშიშესულებში სახსრების ტკივილი გავრცელებულია.

ხშირია სახსრების ტკივილი ორსულობისას, რაც მენჯისა და წელის რეგიონში დატვირთვის ზრდასთან არის დაკავშირებული. ამ შემთხვევაში დისკომფორტი დროებითია და, როგორც წესი, მშობიარობის შემდეგ ნელ-ნელა სიმპტომები თავისითაც ლაგდება.

სახსრების ტკივილი ორსულობაში პაციენტების მხრიდან ხშირად იწვევს კითხვებს იქიდან გამომდინარე, რომ ამ პერიოდში რთულია მედიკამენტოზური ჩარევა და ტკივილგამაყუჩებლების მიღებაც არ არის ხოლმე რეკომენდირებული. 

ასევე, ბევრ პაციენტს სახსრების ტკივილით აინტერესებს ორსულობის დაგეგმვის შესახებ ინფორმაციაც. თუკი ეს დისკომფორტი გაწუხებთ და ბავშვის გაჩენას გეგმავთ, უმჯობესი იქნება, კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან და მასთან ერთად მიიღოთ გადაწყვეტილება. შესაძლოა, საჭირო გახდეს სახსრების სამკურნალო პრეპარატების მიღება და მხოლოდ ამის შემდეგ მოგცენ რეკომენდაცია ორსულობის დაგეგმვის შესახებ.

სახსრების ტკივილი ბავშვებშიც ხშირი მოვლენაა. გარდა ზემოხსენებული პრობლემებისა, რაც პატარებსა და მოზარდებსაც შეიძლება აწუხებდეთ, სახსრების ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს სწრაფი ზრდა და ამით გამოწვეული კალციუმის, ან დ ვიტამინის ნაკლებობა. ამიტომაც, თუკი ბავშვი სახსრებში დისკომფორტს უჩივის, მნიშვნელოვანია მისი ექიმთან დროულად მიყვანა და შესაბამისი კვლევების ჩატარება.

როგორ მკურნალობენ სახსრების ტკივილს

სახსრების ტკივილის მართვა მოიცავს სხვადასხვა მეთოდებს, რომლებიც მიმართულია ტკივილის შემსუბუქებასა და ფუნქციური მდგომარეობის აღდგენაზე. ეს შეიძლება იყოს მარტივი საშუალებები, მაგალითად, ცივი ან ცხელი კომპრესების გამოყენება, რომლებიც ეხმარება ანთების შემცირებას; ასევე მნიშვნელოვანი ელემენტია ვარჯიშები, რომლებიც აძლიერებენ კუნთებს და ზრდიან სახსრების მოქნილობას. ტკივილის სინდრომის მართვა ხშირად მოითხოვს მედიკამენტებს, მათ შორის ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებს ან ტკივილგამაყუჩებლებს.

სახსრების ტკივილის მკურნალობა მოიცავს მრავალ სხვადასხვა მეთოდს, რაც დამოკიდებულია ტკივილის გამომწვევ მიზეზსა და სიმძიმეზე. მკურნალობის ძირითადი მეთოდებია:

  1. მკურნალობა, რომელიც სახლშიც შეგიძლიათ წარმართოთ:
    • ცხელი ან ცივი კომპრესები, რომლებიც ამცირებს ანთებას და ტკივილს.
    • მსუბუქი ვარჯიშები, რომლებიც ხელს უწყობს მობილობის შენარჩუნებას.
  2. მედიკამენტები:
    • სახსრების ტკივილის წამალი, რომელიც ხელს უწყობს ანთებისა და ტკივილის შემცირებას.
    • სახსრების ტკივილის მალამო (იგივე სახსრების ტკივილის მაზი), რომელიც გამოიყენება ადგილობრივად და უზრუნველყოფს სწრაფ მოქმედებას.
  3. ფიზიოთერაპია:
    • სპეციალური ვარჯიშები, რომლებიც აუმჯობესებს სახსრების მოქნილობას და ამცირებს ტკივილს.
  4. ქირურგიული ჩარევა:
    • გამოიყენება მძიმე შემთხვევებში და შეიძლება მოიცავდეს სახსრების ჩანაცვლებას, ართროსკოპიას.

პაციენტების სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინება აუცილებელია მკურნალობის დაგეგმვისას. მაგალითად, ფეხების სახსრების ტკივილი შეიძლება მოითხოვდეს სპეციალურ ვარჯიშებს ან სპეციალურად მორგებულ მედიკამენტებს. მენჯის სახსრების ტკივილი, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ხანგრძლივი დატვირთვასთან ან ტრავმასთან, საჭიროებს განსხვავებულ მიდგომასა ყურადღებას. სახსრების ტკივილი ორსულობისას ასევე განსაკუთრებული შემთხვევაა, რადგან, როგორც აღვნიშნეთ, ამ დროს გარკვეული მედიკამენტების მიღება შეზღუდულია.

ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრეპარატი, რომელიც სახსრების ტკივილის წინააღმდეგ გამოიყენება, ნალგეზინი ფორტეა. ის წარმოადგენს არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებას, რომელიც ეფექტურად ეხმარება სახსრების ტკივილის, ანთების და ცხელების მართვას. 

ამ სახსრების ტკივილის წამლის აქტიური ნივთიერება ნატრიუმის ნაპროქსენია - ის სწრაფად შეიწოვება ორგანიზმში და უზრუნველყოფს ხანგრძლივ ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. ის მოქმედებს ციკლოოქსიგენაზის (ცოგ-1 და ცოგ-2) ინჰიბირებით, რაც ანთებითი პროცესების შემცირებას უწყობს ხელს. სწორედ ამიტომ, ნალგეზინს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც კუნთებისა და სახსრების ტკივილის წამალს.

ნალგეზინი ფორტეს უპირატესობაა მისი სწრაფი მოქმედება, რაც ტკივილის ინტენსივობის შემცირებას უზრუნველყოფს.

პრეპარატი გამოიყენება სხვადასხვა ტიპის სახსრების ტკივილისას, მათ შორის რევმატოიდული ართრიტი, ოსტეოართრიტი და ბურსიტი. ის ასევე ეფექტურია მწვავე პოდაგრის, ტენდონიტისა და ოპერაციის შემდგომი ტკივილის დროს. მისი მიღება ხდება ექიმის რეკომენდაციით, დოზირება კი დამოკიდებულია ტკივილის სიმძიმესა და პაციენტის მდგომარეობაზე.

ნალგეზინი ფორტე ეფექტიანია სახსრების ტკივილის შესამსუბუქებლად და მისი სისტემატური გამოყენება ხელს უწყობს პაციენტების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას. თუმცა, პრეპარატი სიფრთხილით უნდა დაინიშნოს იმ პირებისთვის, რომლებსაც აქვთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემები ან თირკმლის უკმარისობა.

რა იწვევს ამ სიმპტომს — განსხვავებული მიზეზები 

ხშირად მოისმენდით, რომ ამინდის ცვლილებაზე ზოგიერთს ჩვენ გარშემო სახსრების ტკივილი უძლიერდება. მართლად,  სახსრების ტკივილი ამინდის ცვლილების დროს ხშირია, განსაკუთრებით მათში, ვისაც ქრონიკული ართრიტი აწუხებს. ტენიანობისა და წნევის ცვლილებები ტკივილს ამწვავებს.

ერთმანეთთან შეიძლება ნევროზი და სახსრების ტკივილიც იყოს დაკავშირებული.  სტრესი და შფოთვა ხშირად აუარესებს ტკივილის აღქმას. ფსიქოლოგიური დახმარება ამ დროს აუცილებელია სახსრების ტკივილის ეფექტური მართვისთვის.

როგორ შევინარჩუნოთ სახსრების ჯანმრთელობა? 

სახსრების ჯანმრთელობა პირდაპირ აისახება ჩვენი ცხოვრების ხარისხზე. სწორედ ამიტომ სახსრების ჯანმრთელობაზე ზრუნვა მოითხოვს ცხოვრების ჯანსაღი წესის დაცვას. ეს კი მოიცავს:

  • რეგულარულ ვარჯიში, რომელიც ამაგრებს კუნთებს და აუმჯობესებს სახსრების მოქნილობას;
  • წონის კონტროლს, რაც ამცირებს დატვირთვას სახსრებზე;
  • საკვების მიღებას, რომელიც მდიდარია კალციუმითა და დ ვიტამინით.

დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სახსრების ტკივილი და მისი მკურნალობა მოითხოვს კომპლექსურ მიდგომას. დროული დიაგნოსტიკა, სიტუაციის სწორი მართვა და ჯანსაღი ცხოვრების წესი დაგეხმარებათ ტკივილის შემცირებასა და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. 

თუ განიცდით თითების სახსრების ტკივილს, წელის და სახსრების ტკივილს ან სხვა სახის დისკომფორტს, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს. დროულად დაწყებული მკურნალობა და შესაბამისი პრეპარატები, ან სხვა სახის ჩარევა დაგეხმარებათ, დაუბრუნდეთ ცხოვრების ყოველდღიურ რიტმს, ტკივილის გარეშე.