ყურის სოკო — რა არის ოტომიკოზი და როგორ მკურნალობენ მას?

ადამიანთა უმეტესობა ზაფხულის შვებულებას ზღვაზე ატარებს,  მათთვის წყალთან ახლოს ყოფნა განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. ეს პროცესი ნამდვილად სასიამოვნო, თუმცა მათმა უმრავლესობამ არც კი იცის, რა გართულებები შეიძლება მოჰყვეს ტენიან გარემოში  დიდი ხნით ყოფნას. ალბათ,  გსმენიათ ერთ-ერთი გავრცელებული  ჯანმრთელობის პრობლემის, ოტომიკოზის შესახებ.

 

ოტომიკოზი ყურის სოკოვანი დაავადებაა, რომლის გამომწვევი მიზეზი სოკოვანი მიკროორგანიზმები: ასპერგილუსი და კანდიდას ტიპის სოკოებია. ასეთი დაავადების მაღალი რისკის ქვეშ ხშირად, ის ადამიანები არიან, რომელთაც  სველ ან ტენიან გარემო  ხანგრძლივად უწევთ ყოფნა. მაგალითად: ეს აქტუალურია ცურვის, სერფინგის, ან დაივინგის მოყვარულთათვის. თუ რა ჩვენებები ახასიათებს ოტომიკოზს, დეტალურად გავერკვეთ ქვემოთ. 

 

როგორია ყურის სოკოს სიმპტომები — რა სახის ჩივილები ახასიათებს ოტომიკოზს?

 

ზედაპირული დაკვირვებით შეუძლებელია პაციენტი მიხვდეს, რომ მას  ყურის სოკოვანი დაავადება აქვს. ძირითადად, იგი ყურის სხვადასხვა  პათოლოგიებში ერევათ ხოლმე. ზოგადად, ოტომიკოზი გარე ყურის პრობლემაა. თუმცა იშვიათად, მაგრამ მაინც ზიანდება შუა და შიგნითა  ყურიც.

 

იგი დამახასიათებელი კლინიკური ნიშნებით ვლინდება, ამ დროს აღინიშნება გარეთა სასმენი მილის შევიწროება მთელ სიგრძეზე, ხშირია სასმენი მილიდან უსუნო გამონადენი, რომელსაც შესაძლოა ჰქონდეს სხვადასხვა შეფერილობა, დაავადების გამომწვევი სოკოს სახეობის შესაბამისად. ოტომიკოზის ძირითადი ჩვენებები ამგვარია :

 

  • სასმენი მილის ტკივილი;
  • ქავილი;
  • ყურის ნიჟარისა და სასმენი მილის კანის მომატებული მგრძნობელობა:
  • ყურში შუილი;     
  • ყურში სისავსისა და დახშობის შეგრძნება.

 

როგორ ვუმკურნალოთ ყურის სოკოს

 

ყურის სოკოს  მკურნალობის დაწყებისთვის, პირველ რიგში, ექიმის მიერ სწორი დიაგნოზის დადგენა და ეფექტიანი თერაპიის დანიშვნაა საჭირო. დიაგნოზის დასმა ხდება ოტოსკოპიისა და გარეთა სასმენი მილის გამონადენის მიკობიოლოგიური გამოკვლევის მონაცემების საფუძველზე. 

 

მისი მკურნალობა დამოკიდებულია ინფექციის სირთულეზე. ოტომიკოზის  გამოვლენის შემთხვევაში, პირველი ნაბიჯი,  გარეთა სასმენი მილის სოკოვანი გამონადენისგან ამოსუფთავებაა. ყურის  წმენდა მნიშვნელოვანია, რადგან მილიდან ხდება სოკოვანი ნაწილაკებისა და ჭუჭყის მოცილება, რაც ამცირებს ინფექციის გავრცელებას და ზრდის ანტიფუნგალური მკურნალობის ეფექტიანობას.

 

ოტომიკოზის ძირითადი  მკურნალობა წარმოებს ყურის წვეთებისა და მალამოს კომბინაციით, ასევე ანტიფუნგალური მედიკამენტებით. 

 

როგორ მოქმედებს ყურის სოკოს საწინააღმდეგო წვეთები

 

სააფთიაქო ქსელებში ყურის სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები მრავალი სახით არის წარმოდგენილი,  ერთ-ერთია ქოლდისეპტ ნანოსილვერის ყურის წვეთები.

 

წვეთები  ვერცხლისა და სპილენძის ნანონაწილაკებს შეიცავს, რომლებიც ასუსტებენ  ბაქტერიებისა და სოკოების ზრდას, იგი ხელს უწყობს  გარე სასმენი არხის ანთების დაცხრობას.

წვეთები ყურის სასმენ არხს აცილებს არსებულ ჭუჭყს და მოქმედებს ბაქტერიებისა და ანთების წინააღმდეგ. იგი ასევე კანის ზედაპირზე ქმნის სოკოვანი ინფექციებისგან დამცავ ბარიერს.

 

როგორია ყურის წვეთების დოზირება — მისი გამოყენების მეთოდები

 

ქოლდისეპტ ნანოსილვერის ყურის წვეთები განკუთვნილია სისტემატური გამოყენებისთვის . იგი უნდა ჩაიწვეთოთ დღეში 3-ჯერ. ანთების სიმპტომების გაქრობის შემდეგ სასურველია განაგრძოთ მისი გამოყენება კიდევ 3 დღის განმავლობაში.

 

რაც შეეხება მისი გამოყენების წესს: ამისთვის საჭიროა დაწვეთ ან თავი დახაროთ  პრობლემური  ყურის საპირისპირო მხარეს და გარეთა სასმენ არხში  ჩაიწვეთოთ 5 წვეთი ნანოსილვერი. იგივე  მდგომარეობაში გაჩერდით დაახლოებით 3-5 წუთის განმავლობაში.

 

ხაზგასასმელია, რომ წვეთების გვერდითი ეფექტების გამოვლენის   შემთხვევა  ჯერ არ დაფიქსირებულა. თუმცა, ჰიპერმგრძნობელობის მქონე პაციენტებს შეიძლება განუვითარდეთ ალერგიული  სიმპტომები.

 

პრეპარატის გამოყენებისას,  სასურველია  დაიცავით სიფრთხილის ზომები:

 

  • არ შეხვიდეთ დოზირების საწვეთურით ყურის არხში ძალიან ღრმად;
  • შემთხვევით არ შეეხოთ  თვალებისა და პირის ღრუს ლორწოვან გარსებს;
  • საგანგაშო სიმპტომის შემთხვევაში შეაჩერეთ პროდუქტის გამოყენება;
  • ორსულ ქალებსა და 6 წლამდე ასაკის ბავშვებში პრეპარატის გამოყენება შეიძლება მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ. 

 

როგორ მუშაობს ყურის სოკოს საწინააღმდეგო მალამო

 

როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, სააფთიაქო ქსელებში გარდა წვეთებისა, მოიპოვება ყურის სოკოს საწინააღმდეგო მალამოები, რომლებსაც პაციენტები წვეთებთან ერთად აქტიურად მოიხმარენ.  

 

არსებობს ანტიფუნგალური პრეპარატი, რომელიც ხშირად გამოიყენება ოტომიკოზის სამკურნალოდ. მაგალითად ისეთი გელი, როგორიცაა: კლოტრიმაზოლი (Clotrimazole) და მიკონაზოლი (Miconazole). ეს პრეპარატები  მოქმედებენ სოკოს მემბრანებზე, არღვევენ მათ სტრუქტურას და ანადგურებენ სოკოვან უჯრედებს, რაც ხელს უწყობს ინფექციის საბოლოო  განადგურებას. 

 

რაც შეეხება მათი გამოყენების მეთოდს, იგი ძალიან მარტივია: უმეტესად, ყველა სოკოს საწინააღმდეგო მალამოს მსგავსი გამოყენების პრინციპი აქვს - იგი უნდა  წაისვათ დაზიანებულ ადგილას 2-3-ჯერ დღეში. პროფილაქტიკისთვის მკურნალობა საჭიროა განაგრძოთ  ინფექციის ყველა სიმპტომის გაქრობიდან მინიმუმ ორი კვირის განმავლობაში.

 

ამგვარად, ოტომიკოზის დროული დიაგნოსტიკისა და სოკოს საწინააღმდეგო თერეაპიის სწორად დანიშვნის შემთხვევაში დაავადება განკურნებადია. საჭიროა მიმართოთ სპეციალისტ ექიმს, რომელიც  დაგინიშნავთ ინდივიდუალურ  მკურნალობას. ასევე, მიმართეთ ექიმს პრეპარატებისგან გამოწვეული გვერდითი ეფექტების შემთხვევაში, რათა დროულად შეძლოს თქვენთვის საჭირო დახმარების გაწევა და პრობლემის აღმოფხვრა.