Miconazole - მიკონაზოლი კრემი 2% 15გ

2,75 GEL
მარაგშია
SKU
10555_121
სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატია ადგილობრივი გამოყენებისათვის.

სავაჭრო დასახელება : მიკონაზოლი .

საერთაშორისო არაპეტენტირებული დასახელება : მიკონაზოლი .

ქიმიური დასახელება : 1-[(2 RS)-2-[2,4 დიქლორბენზოილ ) ოქსი ]-2-/2,4- დიქლორ - ფენილ / ეთილ ]-1 H -იმიდაზოლი ( ნიტრატის სახით )

სამკურნალწამლო ფორმა : კრემი

 

შემადგენლობა : მიკონაზოლის ნიტრატი – 2 გ ; პროპილენგლიკოლი – 46 გ ; პოლიეთილენოქსიდი 400 – 31 გ ;ცეტოსტეარილის სპირტი – 4 გ ; პროქსანოლი -268 – 16 გ ; პრეპარატი OC -20 – 1 გ .  

 

აღწერილობა ; თეთრი ფერის კრემი

 

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი :

სოკოს საწინააღმდეგო საშუალება

ათქ კოდი –B [D01AC02]

 

მიღების ჩვენება

დერმატოფიტებით და საფუარი სოკოებით ( Candida, Trichophyton, Epidermophyton, Malassezia furfur)გამოწვეული კანის და ფრჩხილების სოკოვანი ინფექციები , კანის   შერეული სოკოვანი ან სოკოვან - ბაქტერიულიინფექციები ; კანის მეორადი ინფიცირება გრამდადებითი მიკროორგანიზმებით .

 

უკუჩვენება

ჰიპერმგრძნობელობა მიკონაზოლზე, ღვიძლის ან თირკმლის უკმარისობა. 3 წლამდე ასაკის ბავშვებს კრემიენიშნებათ ექიმის კონტროლოთ.

 

გამოყენების მეთოდი

კრემი მსუბუქად შეიზილება კანის დაზიანებულ ადგილებში დღეში 2- ჯერ, დილას და საღამოს.გამოიყენება სიმპტომების სრულ გაქრობამდე და რეციდივების თავიდან ასაცილებლად კიდევ რამოდენიმედღე. თერაპიის დროს ატარებენ მიკოლოგიურ კონტროლს, რომლის შედეგებიც განსაზღვრავენმკურნალობის ხანგრძლივობას.

ონიხომიკოზების მკურნალობისას , დაზიანებული ფრჩხილის ნაწილის წინასწარი აფხეკის შემდეგ , კრემი იდებადღეში 1-2- ჯერ და კეთდება ოკლუზიური სახვევი . მკურნალობა გრძელდება შესვენების გარეშე ფრჩხილის საბოლოოფორმირებამდე ( არაუმცირეს 3 თვე ).

 

გვერდითი მოქმედება

პრეპარატი ხასიათდება კარგი ამტანობით . იშვიათ შემთხვევებში შეიძლება ადგილი ჰქონდეს კანის ალერგიულრეაქციებს და წვის შეგრძნებას .

 

განსაკუთრებული მითითებები

თუ მკურნალობის დროს ვლიდება ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, საჭიროა პრეპარატის მოხსნა.დაუშვებელია პრეპარატის მოხვედრა თვალებში. ადგილობრივი გამოყენებისას კრემი არ შეიწოვება დაშეიძლება მისი გამოყენება ორსულობისა და ლაქტაციის დროს.

ფრჩხილების მკურნალობისას საჭიროა მათი მოჭრა რაც შეიძლება მოკლედ . ტერფების მკურნალობისას საჭიროათითებს შორის მიდამოების საგულდაგულო დამუშავება .

 

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან

არ არის რეკომენდებული სხვა მალამოებთან და კრემებთან ერთობლივი გამოყენება.

 

გამოშვების ფორმა: 2%   15 გ კრემი ტუბში.

 

შენახვის პირობები

სინათლისგან დაცულ , ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას , არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე .

 

ვარგისიანობის ვადა

2 წელი. არ გამოიყენება ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

 

აფთიაქიდან გაცემის პირობები

რეცეპტით .

 

მწარმოებლის დასახელება და მისამართი

რუპ ბორისოვოს სამედიცინო პრეპარატების ქარქანა

ბელარუსის რესპუბლიკა , მინსკის ოლქი , ქ . ბორისოვი , ჩაპაევის ქ . 64/27,

ტელ / ფაქსი 732425

მეტი ინფორაცია
Units1
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy