
სრულფასოვანი სქესობრივი ცხოვრება ადამიანებისთვის ძალზე საჭირო და აუცილებელია. იგი დიდ გავლენას ახდენს ორგანიზმის, როგორც ფიზიოლოგიურ, ისე მენტალურ / ემოციურ მდგომარეობაზე.
ერექცია მამაკაცის ფიზიოლოგიური პროცესია, რა დროსაც მამაკაცის სასქესო ორგანოს სისხლით მომარაგება იზრდება, რაც მის გამკვრივებასა და ერეგირებას იწვევს. შედეგად, შესაძლებელია პარტნიორთან სქესობრივი კავშირის დამყარება. ცალსახად, სექსუალური აქტი აუცილებელია, რომ სრულფასოვანი სექსუალური კავშირი შედგეს.
ზოგიერთი მამაკაცისთვის ეს სასიამოვნო პროცესი სულაც არ არის სასიამოვნო და იგი გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. სქესობრივი ფუნქციის დარღვევა მამაკაცებში საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა, ამ დროს მათ ძალიან უჭირთ ერექციის მიღწევა და შენარჩუნება. ხშირ შემთხვევაში, მამაკაცებში ასეთი სიტუაციები იმედგაცრუებისა და სტრესის გამომწვევი საბაბი ხდება.
თუ ერექციის დაქვეითება მამაკაცისთვის მუდმივი პრობლემას წარმოადგენს მასში სტრესის დონეც მეტად იზრდება. სტრესი დიდ გავლენას ახდენს მამაკაცის თავდაჯერებულობაზე და ხშირად, სწორედ იგია მთავარი პრობლემა პარტნიორებთან ურთიერთობაშიც.
საგულისხმოა, რომ ერექციის დაქვეითება შესაძლოა იყოს ჯანმრთელობის სხვა პრობლემის მანიშნებელი, ნამდვილი მიზეზის დასადგენად საჭიროა სწორი გამოკვლევების ჩატარება და გამოკვლევების შესაბამისი მკურნალობის დანიშვნა. ერექციული დისფუნქცია სხვადასხვა ფაქტორით შეიძლება იყოს გამოწვეული, რომელთა შესახებ ვრცლად ქვემოთ ვისაუბრებთ.
ერექციის დაქვეითების მთავარი მიზეზი — მისი გამომწვევი წინაპირობები
ერექციულ დისფუნქციას ხშირად იმპოტენციად მოიხსენიებენ, თუმცა ასე უწოდებენ ნებისმიერ სხვა სქესობრივ დარღვევასაც. სინამდვილეში, მამაკაცი მხოლოდ მაშინ მიიჩნევა იმპოტენტად, როდესაც ის საერთოდ ვერ ახერხებს ერექციის მიღწევას ან იმდენად სუსტია ერექცია, რომ სქესობრივი აქტის განსახორციელებლად საკმარისი არ არის.
ერექციული დისფუნქცია მამაკაცის როგორც ფიზიკურმა, ისე ფსიქოლოგიურმა მდგომარეობამ შეიძლება გამოიწვიოს. ფიზიკური თვალსაზრისით მისი გამომწვევი ისეთი დაავადებებია, როგორიცაა:
- შაქრიან დიაბეტი;
- გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადება;
- ნევროლოგიური ან ენდოკრინულ დარღვევა;
- ღვიძლის ან თირკმლის ქრონიკულ პათოლოგია;
- ალკოჰოლიზმი;
- ნარკომანია ;
- ანტიდეპრესანტების ჭარბი და უკონტროლო მიღება.
ერექციულ პრობლემების უდიდესი წილი ფსიქოლოგიურ მდგომარეობასთან არის დაკავშირებული - მამაკაცში ძლიერდება შფოთვის დონე და სქესობრივ კავშირამდე იმატებს ღელვა. მაგალითად ერთ-ერთი მაპროვოცირებელი ფაქტორი იმის თაობაზე გადამეტებული ნერვიულობაა თუ, როგორ ჩაივლის ღამე. განსაკუთრებით მაშინ, თუ მამაკაცი ახალ ურთიერთობას იწყებს. პრობლემური ფონი, სტრესული გარემო — ამ ყველაფერმა ცალ-ცალკე ან ერთიანად შესაძლოა გამოიწვიოს იმპოტენცია. ასევე, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს წარსულში გადატანილ ტრავმასაც.
რა სიმპტომებით ხასიათდება ერექციული დისფუნქცია
ერექციის დაქვეითების დროს უმეტესად სამ მთავარ პრობლემას გამოყოფენ, რომელთაც მამაკაცები უჩივიან. სიმპტომები შესაძლოა იყოს დროებითი ან გაგრძელდეს მუდმივად და იგი შემდეგნაირია:
- ეაკულაციის დარღვევა;
- ერექციის შენარჩუნების გაძნელება;
- სექსუალური ლტოლვის დაქვეითება.
არსებობს ეაკულაციის დარღვევის რამდენიმე სახე: ნაადრევი, დაგვიანებული და რეტროგრადული. ნაადრევი ეაკულაციის შემთხვევაში მამაკაცი სქესობრივი აქტის დაწყებისთანავე ღვრის სპერმას. შეიძლება ეს უშუალო შეხებამდეც კი მოხდეს. დაგვიანებულია, როცა სპერმის გამოყოფა გვიანდება. ხოლო, რეტროგრადულის შემთხვევაში სპერმის ნაწილი უკანვე აიტყორცნება და საშარდე ბუშტში ხვდება.
ნაადრევ და დაგვიანებულ ეაკულაციას საფუძველი შეიძლება წარსულში გადატანილი ფსიქოლოგიური ტრავმა, მიმზიდველობის გარეშე დამყარებული კავშირი ან თუნდაც რელიგიური ფაქტორი იყოს – როდესაც მამაკაცს სქესობრივი აქტი ცოდვად მიაჩნია და ასე შემდეგ. რეტროგრადული ეაკულაცია იმ ნერვის დაზიანებით არის გამოწვეული, რომელიც საშარდე ბუშტისკენ მიემართება. უმეტესად მისი დაზიანების მიზეზი შესაძლოა დიაბეტური ნეიროპათია იყოს.
რაც შეეხება ლიბიდოს სისუსტესა და ალიბიდემიას – მას უამრავი მიზეზი აქვს. ერთ-ერთი მიზეზთაგანი ტესტოსტერონის დაბალი დონეა. ხშირად ლიბიდოს არქონას ისეთ ფსიქოლოგიურ ფაქტორებს აბრალებენ, როგორიც, მაგალითად, პირად ცხოვრებაში არსებულ სირთულეებია.
როგორ დავძლიოთ სექსუალური დისფუნქცია — მკურნალობის მეთოდები
სქესობრივი დისფუნქციის მკურნალობის რამდენიმე მეთოდი არსებობს, ესენია:
- მედიკამენტური თერაპია - დამხმარე მედიკამენტების: ვიაგრას, ადორას, სიალისის, ლევიტრას მიღება,რომლებიც მამაკაცის სასქესო ორგანოს ქსოვილში სისხლის მოდენას უწყობენ ხელს;
- ჰორმონული თერაპია – რომელიც, სჭირდებათ იმ მამაკაცებს, რომლებსაც ტესტოსტერონის დონე დაქვეითებული აქვთ;
- ფსიქოთერაპია – ეს მკურნალობის მეთოდი ძალზე გავრცელებულია აშშ-სა და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში.
ერექციის გაუმჯობესება სწორი მიდგომით და ეფექტური პრეპარატების გამოყენებით არის შესაძლებელი. არსებობს პოტენციის ასამაღლებელი ნატურალური საშუალებები, თუმცა მათი ეფექტურობა საკმაოდ მცირეა, ამიტომაც საჭიროა ერექციული დისფუნქციის სამკურნალო წამლის გამოყენება, რომელიც იმპოტენციის ამაღლებაში დაგეხმარებათ.
ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური ერექციის გასაუმჯობესებელი საშუალება არის ადორა. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ამ უნიკალური პროდუქტის ფორმულა შემუშავებული და დამზადებულია საქართველოში. იგი შეიცავს მრავალფეროვან მცენარეულ კომპლექსს, სადაც ზუსტადაა გათვლილი და დაბალანსებული მათი თვისებები.
როგორი თვისებებით ხასიათდება ადორა
სააფთიაქო ქსელებში წარმოდგენილია ადორას პაკეტი და ქილა. ორივე საშუალება ერთი და იმავე მოქმედების მექანიზმით ხასიათდება. პრეპარატი 100% ნატურალურია და მისი მთავარი თვისება შემდეგია:
- ამაღლებს მამაკაცის პოტენციას, ზრდის ერექციას და აძლიერებს ლიბიდოს. გარდა ამისა, აძლიერებს იმუნიტეტს და ხელს უწყობს ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებას. მამაკაცს მატებს ძალასა და ენერგიას. რაც მთავარია, იგი არ შეიცავს კონსერვნტებსა და მინარევებს.
ადორა სწრაფად მოქმედი ერექციის წამალია, მისი მიღებიდან 40 წუთში, უკვე საგრძნობად გამოხატება პრეპარატის დადებითი ეფექტი. იგი იწვევს მყარ და ხანგრძლივ ერექციას. ასევე, აძლიერებს სისხლის მიდინებას მცირე მენჯის ორგანოებისკენ. გარდა ამისა, ახანგრძლივებს სქესობრივი აქტს და სპერმოგენეზის სტიმულაციას.
როგორ მიიღება ადორა — მისი გამოყენების წესები
ადორა არა მხოლოდ სიმპტომური მისაღებისთვის არის განკუთვნილი – ასევე მისი მოხმარება შესაძლებელია რეგულარულად, რადგან პოტენციის ამაღლებასთან ერთად იგი ზოგად სასიკეთო ძვრებს იწვევს ორგანიზმში, რაც იმუნიტეტის გაძლიერებაში, ნივთიერებათა ცვლის მოწესრიგებასა და ენერგეტიკული ბალანსის მომატებაში გამოიხატება.
რაც შეეხება მიღების წესს, იგი ძალზე მარტივია: გახსენით პაკეტი და მისი შიგთავსი მიიღეთ წყალში გაუხსნელად სასურველ ეფექტამდე 40 წუთით ადრე.
ხოლო, ადორას ქილა მცენარეულ კომპლექსს წარმოადგენს, სადაც ზუსტად არის გათვლილი და დაბალანსებული მათი თვისებები. ამ შემთხვევაში რეკომენდებული მხოლოდ ერთი ჩაის კოვზის მიიღებაა.
აუცილებელია, მამაკაცმა დროულად მიმართოს ექიმს და სწორად შეასრულოს მისი დანიშნულება. ასევე, დიდი როლი ეკისრება პარტნიორს: სასურველია მან კარგი პარტნიორობა გაუწიოს მამაკაცს, მაქსიმალურად დაეხმაროს და გაამხნევოს. ასეთ შემთხვევაში, მკურნალობა გაცილებით ეფექტურად ჩაივლის.
ამრიგად, ერექციული დისფუნქცია მამაკაცებისთვის ძალზე რთული პრობლემაა, რომლის გამოსწორებისთვის როგორც მედიკამენტური, ისე ფსიქოლოგიური თერაპიის დახმარებაა საჭირო. აუცილებელია პაციენტს ჰქონდეს მენტალური მდგრადობა და არ გადადოს ექიმთან კონსულტაცია, რათა მალევე მოგვარდეს ერექციასთან დაკავშირებული ყველა სახის პრობლემა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account