
სიოფორი გერმანული წარმოების პრეპარატია, რომელიც კაფსულის ფორმის ტაბლეტების სახითაა წარმოდგენილი. ის აქტიურ ნივთიერება მეტფორმინის ჰიდროქლორიდს შეიცავს. სიოფორი ინსულინდამოუკიდებელი შაქრიანი დიაბეტის მკურნალობისას გამოიყენება.
ტაბლეტებში აღნიშნული აქტიური ნივთიერების დოზირება განსხვავებულია. PSP-ის აფთიაქებში 500მგ, 750მგ, 850მგ და 1000მგ მეტფორმინის ჰიდროქლორიდის შემცველი სიოფორის ტაბლეტებია ხელმისაწვდომი. სიოფორი XR 500მგ-ის, სიოფორი XR 750მგ-ისა და სიოფორი XR 1000მგ-ის ერთ კოლოფში 60 ტაბლეტია. გარდა ამისა, შესაძლებელია სიოფორი 500მგ-ის, სიოფორი 750მგ-ის, სიოფორი 850მგ-ისა და სიოფორი 1000მგ-ის შეძენა, კოლოფში 60 ტაბლეტით.
როგორც შენიშნავდით, მედიკამენტი სავაჭრო დასახელებაში XR-ითა და XR-ის გარეშე იყიდება. ეს აღნიშვნა მიანიშნებს, რომ პრეპარატი ორგანიზმში ხანგრძლივად რჩება. სიოფორის XR-ვერსია სისხლში შაქრის უფრო სტაბილურ კონტროლს უზრუნველყოფს და ამცირებს გვერდითი ეფექტების რისკს, როგორიცაა კუჭ-ნაწლავის დისკომფორტი.
სიოფორი II ჯგუფის ფარმაცევტული პროდუქტია და რეცეპტით გაიცემა (გადაუდებელი დახმარებისას გაიცემა რეცეპტის გარეშე).
რისი წამალია სიოფორი?
პრეპარატი სიოფორი შაქრიანი დიაბეტი ტიპი 2-ის მქონე ზრდასრულების სამკურნალოდ შეიქმნა. მას განსაკუთრებით მიმართავენ მაშინ, თუ პაციენტს ჭარბი წონა აწუხებს და მხოლოდ დიეტოთერაპია და ფიზიკური დატვირთვა გლიკემიის ადეკვატური კონტროლისთვის საკმარისი არ არის.
მოზრდილებში ამ პრეპარატის გამოყენება დაშვებულია მონოთერაპიის სახით ან დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ პრეპარატებთან კომბინაციაში. გარდა ამისა, სიოფორი ინსულინთან კომბინაციაშიც მიიღება.
სიოფორის მიღების წესი და დოზირება
როგორც აღვნიშნეთ, სიოფორის მიღება ზრდასრულებისთვის არის დასაშვები და მისი გამოყენება არ არის რეკომენდებული ბავშვებში.
პაციენტებს, რომლებსაც თირკმელების ნორმალური ფუნქცია აქვთ, პრეპარატის გამოყენება მონოთერაპიის სახით და დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალურ მედიკამენტებთან კომბინაციაში შეუძლიათ. ასეთ შემთხვევაში საწყისი დოზა სიოფორი XR 500-ის ერთ ტაბლეტს შეადგენს, დღე-ღამეში ერთხელ მისაღებად.
მკურნალობის დაწყებიდან დაახლოებით 10-15 დღის შემდეგ დოზის კორექტირებაა საჭირო. ეს სისხლში გლუკოზის დონის გაზომვის შედეგების მიხედვით უნდა მოხდეს. დოზის თანდათანობით გაზრდა პრეპარატს უფრო მარტივად ასატანს ხდის კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ. გასათვალისწინებელია, რომ სიოფორი XR 500-ის მაქსიმალური რეკომენდებული დოზა დღე-ღამეში 4 ტაბლეტს, შესაბამისად, 2000 მგ-ის შეადგენს.
აღსანიშნავია, რომ დოზა ყოველ 10-15 დღეში ერთხელ 500 მგ-ით, ეტაპობრივად უნდა გაიზარდოს, ვიდრე მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2000 მგ-ის არ გაუტოლდება. პრეპარატი ვახშმის დროს მიიღება.
სიოფორი XR-ით მკურნალობის დაწყება საჭიროა საწყისი დოზით პაციენტებში, რომლებიც მეტფორმინს ტაბლეტების სახით იღებენ. ეს მეტფორმინის დაუყოვნებელი გამოთავისუფლების ტაბლეტების სადღეღამისო დოზის ტოლია.
დიაბეტის საწინააღმდეგო სხვა პერორალური საშუალებიდან გადასვლისას საჭიროა მეტფორმინის ტაბლეტების მიღების შეწყვეტა და სიოფორი XR-ის მიღების დაწყება ზემოთ მითითებული დოზით.
რაც შეეხება სიოფორი XR-ის ინსულინთან კომბინაციაში გამოყენებას, მისი საწყისი სადღეღამისო დოზა შეადგენს 1 ტაბლეტს, 500 მგ დოზირებით. ინსულინის დოზის კორექტირება კი სისხლში გლუკოზის დონის გაზომვის შედეგების მიხედვით უნდა მოხდეს.
ხანდაზმულ პაციენტებში, რომელსაც შესაძლოა თირკმელების ფუნქცია დაქვეითებული ჰქონდეთ, მეტფორმინის დოზის კორექტირება თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლების საფუძველზე უნდა მოხდეს. გარდა ამისა, თირკმელების ფუნქციის მაჩვენებლები რეგულარულად უნდა გაკონტროლდეს.
გასათვალისწინებელია, რომ მეტფორმინის შემცველი პრეპარატების მიღებამდე და ამ პრეპარატებით მკურნალობის დაწყების შემდეგ, სულ მცირე წელიწადში ერთხელ, საჭიროა გორგლოვანი ფილტრაციის სიჩქარის (გფს) განსაზღვრა. იმ პაციენტების შემთხვევაში კი, რომლებიც თირკმელების უკმარისობის შემდგომი გაუარესების მომატებული რისკის ქვეშ არიან, ასევე ხანდაზმულებში, თირკმელების ფუნქცია უფრო ხშირად, ყოველ 3-6 თვეში უნდა შემოწმდეს.
60-89 გფს (მლ/წთ) - მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2000 მგ-ის შეადგენს. დოზის შემცირება თირკმელების ფუნქციის დაქვეითების გათვალისწინებით არის შესაძლებელი.
45-59 გფს (მლ/წთ) - მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 2000 მგ-ის შეადგენს. მკურნალობის დაწყებამდე განხილული უნდა იყო ლაქტატაციდოზის განვითარების რისკის შემცველი ფაქტორები. გასათვალისწინებელია, რომ საწყისი დოზა მაქსიმალური დოზის ნახევარზე მეტს არ უნდა შეადგენდეს.
30-44 გფს (მლ/წთ) - მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 1000 მგ-ის შეადგენს. ამ შემთხვევაშიც მითითებები 45-59 გფს (მლ/წთ)-ის მსგავსია.
<30 გფს (მლ/წთ) - მეტამორფინი უკუნაჩვენებია.
პრეპარატის უკუჩვენებები
სიოფორის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი გვერდითი ეფექტები, როგორიცაა ჰიპერმგრძნობელობა მეტფორმინის მიმართ და ნებისმიერი ტიპის მწვავე მეტაბოლური აციდოზი. პრეპარატის უკუჩვენებებს შორისაა ასევე დიაბეტური პრეკომა და თირკმელების მძიმე უკმარისობა (გფს <30 მლ/წთ).
მედიკამენტის მიღებისას შესაძლოა განვითარდეს მწვავე მდგომარეობები, რომლებიც თირკმელების ფუნქციაზე ახდენს გავლენას. ასეთი მდგომარეობებია: გაუწყლოება, მძიმე ინფექციური დაავადებები და შოკი.
სიოფორის გამოყენებისას შეიძლება განვითარდეს დაავადებები, რომლებიც ქსოვილოვანი ჰიპოქსიის რისკს შეიცავს. ასეთი დაავადებებია: გულის დეკომპენსირებული უკმარისობა, სუნთქვის უკმარისობა, მიოკარდიუმის ინფარქტი და შოკი. გვერდით ეფექტებში შედის ასევე ღვიძლის უკმარისობა, მწვავე ალკოჰოლური ინტოქსიკაცია და ალკოჰოლიზმი.
იმისათვის, რომ სიოფორის პოტენციური უკუჩვენებების მართვა შევძლოთ და თავიდან ავირიდოთ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული გართულებები, მკურნალობის პროცესში ექიმის ჩართულობა აუცილებელია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account