
ერთად შევარჩიოთ სწორი დეკორატიული კოსმეტიკა
შემოდგომის დადგომასთან ერთად იწყება მზადება ახალი სასწავლო წლისთვის. სკოლის მოსწავლეები და სტუდენტები ცდილობენ, სათანადოდ შეხვდნენ ახალ აკადემიურ, სპორტულ თუ სოციალურ აქტივობებს.
ერთ-ერთი ასპექტი, ამ კუთხით, შესაძლოა, მსუბუქი მაკიაჟის მორგებაც იყოს, რომელიც ხაზს უსვამს ბუნებრივ მახასიათებლებს და იდეალურია დატვირთული სასწავლო რუტინისთვის.
რას ნიშნავს მსუბუქი მაკიაჟი და როგორ შეიძლება შევარჩიოთ ამისთვის კოსმეტიკა სწორად?
პროდუქტის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია, რადგანაც მსუბუქი მაკიაჟის მთელი დიდებულება უბრალოობაა, რასაც მხოლოდ მაღალი ხარისხის კოსმეტიკით მივაღწევთ. გარდა ამისა, პროდუქცია დიდხანს უნდა ძლებდეს და რადგანაც თითქმის ყოველდღიურად გამოყენებადია. მეორე მხრივ, არ შეიძლება ის კანისთვის მძიმე ან დამაზიანებელი იყოს.
მსგავსი პროდუქციის შეძენა პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ. მომხმარებელს აქ ეკოლოგიურად სუფთა, დასავლური ხარისხის პროდუქცია დახვდება, რომელიც სასკოლო, განსაკუთრებით დამამთავრებელი კლასების, ასაკის მოზარდებისთვის სრულიად მისაღებია. განვიხილოთ რამდენიმე მათგანი:
Tonymoly — ტონიმოლი: Bunny მისტი
ნებისმიერი ტიპის კარგი მაკიაჟი ჯანსაღი და დატენიანებული კანით იწყება. ამაში ტონიმოლის სახის მისტი დაგეხმარებათ.
Bunny მისტი აბალანსებს კანის სინოტივეს, განიჭებთ სიჯანსაღისა და სიგლუვის შეგრძნებას. სამხრეთკორეული პროდუქტი მინერალების შემცველი კელტური წყლითაა დამზადებული, რომელიც ნუტრიენტებითაა მდიდარი.
მისტი შექმნილია ბაობაბისა და კენკრის ექსტრაქტებით, რისი საშუალებითაც უზრუნველყოფს ხანგრძლივ დატენიანებას და მსუბუქ, არომატულ ატმის სურნელსაც ინარჩუნებს.
Catrice — კატრისი: მაკორექტირებელი კრემი Camouflage
მსუბუქი მაკიაჟის კიდევ ერთი საიდუმლო იდეალური შესახედაობის, ერთ ფერსა და ტონში მოყვანილი კანია. ცხადია, ამისთვის ძალიან მნიშვნელოვანი კანის მოვლის რუტინაა, თუმცა, ეს შეიძლება საკმარისი არ იყოს.
კატრისის მაკორექტირებელი კრემი სწორედ იმ დღეებისთვისაა, როცა ჩვენს კანს ერთფეროვნებისთვის დამატებითი საშუალებები სჭირდება. კრემი იდეალურად ფარავს თვალის გარშემო არსებულ სიშავეებსა თუ სახეზე არსებულ მცირე გამონაყარსა და სიწითლეს.
კრემი Camouflage, ბუნებრივი ფორმულის წყალობით, ერწყმის კანს და ფარავს არათანაბარ ტონს. ეს საშუალება არ კრავს ფორებს (არაკომედოგენურია) და არ შეიცავს პარაბენებსა თუ ალკოჰოლს. კრემი რამდენიმე ფერში გვხვდება და მისი წარმოება სრულად ვეგანურია.
Tonymoly — ტონიმოლი: Egg შავი წერტილების ბალმი (H2)
კიდევ ერთი საშუალება, რომელიც კანის სიჯანსაღეზე ზრუნვას გვიადვილებს და იდეალურ მსუბუქ მაკიაჟამდე მივყავართ, შავი წერტილების ბალმია. ტონიმოლის ეს პროდუქცია კანის ზედაპირიდან აშორებს შავ წერტილებსა და მკვდარ უჯრედებს, რის შედეგადაც კანი ხდება უფრო მკვრივი, გლუვი და ერთგვაროვანი. ეს კი მსუბუქი მაკიაჟისთვის იდეალური ბაზაა.
ტონიმოლის შავი წერტილების ბალმი შეიცავს E ვიტამინსა და კვერცხის გულის ექსტრაქტს, რითაც ღრმად ატენიანებს კანს. ის არ შეიცავს ისეთ დამაზიანებელ ინგრედიენტებს, როგორებიცაა პარაბენები, სულფატები და ფტალატები.
გამოყენებისას ბალმი დაიტანეთ სახის კანის გამწმენდის შემდეგ და იმ ზონაზე გაამახვილეთ ყურადღება, რომელიც პრობლემურია. ნაზად გაინაწილეთ ბალმი კანზე და 3-5 წუთი დაელოდეთ.
თავდაპირველად დატანისას ის უფერო, გამჭვირვალე იქნება და ნელ-ნელა შეიფერება, ოდნავ გაცხელებასაც დაიწყებს. როცა ფერი გათეთრდება, ჩამოიბანეთ ნელთბილი წყლით.
Essence - ესენსი: ტუჩის ზეთი JUICY 05
თანამედროვე სილამაზის ტრენდებში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს ტუჩის ზეთებს. ისინი, როგორც წესი, დამატენიანებელი და ბზინვარე ეფექტით გამოირჩევა.
თუკი ტუჩის ზეთს ეძებთ, ესენსის ტუჩის ზეთი JUICY სწორედ ისაა, რაც გჭირდებათ - მსუბუქი, ბუნებრივი შეფერილობის მქონე ამ პროდუქტს მკვებავი თვისებები აქვს და გარდა იმისა, რომ მბზინავ ეფექტს მოგცემთ, თქვენი ტუჩების სიჯანსაღეზეც იზრუნებს.
ის ყველანაირი ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი და მშრალ ტუჩზე დაიტანება.
Essence - ესენსი: Emily in Paris ტუჩის ზეთი (H2)
თუკი ტუჩის ზეთები თქვენი საყვარელი კოსმეტიკური საშუალებაა, ესენსის Emily in Paris აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.
გარდა იმისა, რომ ცნობილი სერიალით შთაგონებული ზეთი სეზონის ერთერთი ყველაზე ტრენდული და ბიუჯეტური საშუალებაა, ის მკვებავი თვისებებითაც გამოირჩევა და ზრუნავს ტუჩის ჯანსაღ იერზე.
ზეთს რბილი ტექსტურა აქვს, რის საშუალებითაც სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს და ტუჩებს მოცულობასაც მატებს.
Catrice — კატრისი: ტუჩსაცხი Scandalous Matte (H2)
იმ შემთხვევაში, თუ მბზინავი ეფექტი თქვენს გემოვნებაში არ ჯდება და ტუჩების ხავერდოვანი, მქრქალი შესახედაობა გირჩევნიათ, კატრისის ტუჩსაცხი Scandalous Matte თქვენი ახალი ფავორიტი გახდება.
ტუჩსაცხს რბილი, ხავერდოვანი სტრუქტურა აქვს, მარტივად დაიტანება ტუჩზე და ხანგრძლივ პიგმენტაციასთან ერთად, დატენიანების უნარითაც გამოირჩევა. რაც მთავარია, ტუჩსაცხი ვეგანური წარმოებისაა და არ შეიცავს პარაბენებს.
Ziaja — ზიაია: ოლივა ტუჩის ბალმი
შეფერილობაზე არანაკლებ მნიშვნელოვანია ტუჩის დატენიანება და მის სიჯანსაღეზე ზრუნვა. ამაში კი ზიაიას ტუჩის ბალმი დაგეხმარებათ.
ოლივა ტუჩის ბალმი ზეთისხილის ზეთის ექსტრაქტებით გამდიდრებული საშუალებაა, რომელიც აღადგენს დაზიანებულ კანს ტუჩზე და ანიჭებს მას ჯანსაღ იერს. მასში შემავალი ვიტამინები კვებავს და ატენიანებს ტუჩებს.
გამოიყენება საჭიროების შესაბამისად — დაიტანეთ ტუჩზე იმ სიხშირით, როგორც თავადაც გრძნობთ, რომ გჭირდებათ. განკუთვნილია ყველანაირი ტიპის კანისთვის.
Essence - ესენსი: Emily in Paris ტუჩის ბალმი
თუკი ერთდროულად ტუჩისთვის შეფერილობასა და დატენიანებას ეძებთ, ესენსის Emily in Paris ხაზის ტუჩის ბალმი სწორედ თქვენთვისაა — პროდუქტი ერთდროულად ზრუნავს ტუჩის სიჯანსაღეზეც და აძლევს მას ბუნებრივ, მოვარდისფრო შეფერილობას.
ბალმი გამდიდრებულია E ვიტამინითა და ჟოჟობას ზეთით, რის გამოც იდეალურად კვებავს ტუჩებს. გამოიყენება ყველანაირი ტიპის კანზე.
Tonymoly — ტონიმოლი: Panda ტუში გრძელი წამწამები
თანამედროვე ტრენდებს შორის ერთერთი ყველაზე პოპულარული გრძელი, შავი წამწამებია. ტრენდებს რომ არ ჩამორჩეთ, ამაში ტონიმოლის ტუში დაგეხმარებათ.
ტონიმოლის Panda ტუში ანიჭებს წამწამებს სიგრძესა და მოცულობასაც, რაც მთელი დღის განმავლობაში მიგყვებათ. ის არ ტოვებს წამწამებზე ნარჩენებს და ბუნებრივი ფორმულის წყალობით, არ აზიანებს თმის სტრუქტურას. უფრო მეტიც, ტუში ბამბუკის ექსტრატსაც შეიცავს, რითაც ატენიანებს კიდეც წამწამებს.
მეტი მოცულობისთვის შეგიძლიათ პირველი ფენის გაშრობის შემდეგ დაიტანოთ კიდევ ერთი, დამატებითი ფენა. მის მოსაშორებლად თბილი წყლის გამოყენებაც შეგიძლიათ.
Catrice — კატრისი: ტუში Glam & Doll Sensitive
კიდევ ერთი საშუალება წამწამების გამოსაკვეთად კატრისის ტუშია. მისი უპირატესობა სხვა პროდუქტებთან შედარებით ის არის, რომ ბუნებრივი ფორმულა იდეალურია მგრძნობიარე თვალისთვის და მისი გამოყენების უსაფრთხოება შემოწმებულია ოფთალმოლოგების მიერ.
კატრისის ტუშის Glam & Doll-ის წამწამებზე დატანა შეუძლიათ მომხმარებლებს, ვინც კონტაქტურ ლინზებს იყენებენ. ტუში არ შეიცავს პარფიუმს.
Catrice — კატრისი: ხელოვნური წამწამები Faked Big Volume
კოსმეტიკური საშუალებები გამოსავალს იმ შემთხვევაშიც გვთავაზობენ, თუკი მხოლოდ ტუშის გამოყენება სასურველ შედეგს ვერ გვაძლევს.
კატრისის ხელოვნური წამწამები აგრძელებს და მოცულობას მატებს ბუნებრივ თმას. პროდუქტი მომხმარებლის ერთ-ერთი ფავორიტია და დადებითი შეფასებებითაც სარგებლობს.
Essence — ესენსი: XMAS ხელოვნური წამწამები
კიდევ ერთი ბრენდი, რომელიც პსპ-შია წარმოდგენილი და ხელოვნურ წამწამებს გვთავაზობს, ესენსია. მათი პროდუქცია არა მხოლოდ წამწამებს მატებს სიგრძესა და მოცულობას, არამედ თვალსაც განსაკუთრებულ ფორმასა და ვიზუალს აძლევს.
ესენსის ხელოვნური წამწამების გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება მისი დატანა მგრძნობიარე ან გაღიზიანებულ კანზე, ხოლო უშუალოდ თვალთან კონტაქტს ყოველთვის უნდა მოვერიდოთ. თუკი წამწამის დამაგრებისას თვალთან კონტაქტი ვერ ავირიდეთ, აუცილებლად უნდა ჩამოვიბანოთ წყლით. არ უნდა გავაგრძელოთ გამოყენება, თუ რაიმე დისკომფორტს ვგრძნობთ თვალის არეში, ხოლო ხანგრძლივი გაღიზიანების შემთხვევაში უნდა მივმართოთ ოფთალმოლოგს.
Essence — ესენსი: წარბის ფიქსატორი ფუნჯით
ტრენდულია წარბის ფიქსაციაც — რაც შეიძლება ბუნებრივ მდგომარეობაში. ამაში კი ესენსის წარბის ფიქსატორი დაგვეხმარება. მისი ტექსტურა მაქსიმალურად კარგად აფიქსირებს წარბებს და, რაც მთავარია, სწრაფი მოქმედებისაა.
ფიქსატორს გელის სტრუქტურა აქვს და გამჭვირვალეა, დაიტანება ფუნჯის საშუალებით და ამ პროცესში არ საჭიროებს წყლის გამოყენებას.
Brow Lifting Gel Set-ის გამოყენებით ჯერ კარგად, ნაზად დაივარცხნეთ წარბები და გელის საშუალებით დააფიქსირეთ ის. ესენსის პროდუქტი წარბებს ლამინირებულის ეფექტს მთელი დღე უნარჩუნებს.
Catrice — კატრისი: თვალის ჩრდილების პალეტი Cozy Earth
მსუბუქი მაკიაჟის ბოლო და ხშირად ყველაზე მნიშვნელოვანი აკორდი თვალის ჩრდილებია. ბუნებრივი ფერებისთვის კი კატრისის თვალის ჩრდილების პალეტი Cozy Earth იდეალური არჩევანია.
ჩრდილების პალეტი პიგმენტური საღებავისგან შედგება, აქვს რბილი, ხავერდოვანი ტექსტურა და ცოცხალი ფერები. პროდუქტი ვეგანურია და არ შეიცავს ზეთებს, პარაბენებსა და მიკროპლასტიკურ ნაწილაკებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account