
მაკიაჟის სამყაროში შებიჯება ახალ, ფერად სამყაროში შესვლას ჰგავს, რომელიც სავსეა უამრავი პროდუქტით, ტექნიკითა და ტენდენციებით. დამწყებთათვის ეს ხშირად იწვევს დაბნეულობას. რთულია გზის გაგნება და იმის განსაზღვრა, თუ საიდან უნდა დაიწყო.
მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ მაკიაჟი არ არის ნიღბის შექმნა, არამედ ესაა თქვენი უნიკალური ნაკვთების ხაზგასმის ხელოვნება. თითოეული სახე განსხვავებულია და ის, რაც ერთ ადამიანს უხდება, შეიძლება მეორესთვის სულაც არ გამოდგეს. საუკეთესო მიდგომა კი თქვენი ინდივიდუალობის აღქმასა და ექსპერიმენტებს ითვალისწინებს; ეს კი იმისათვის, რომ იპოვოთ ის, რაც თავს ლამაზად გაგრძნობინებთ.
ბლოგში განვიხილავთ მაკიაჟისთვის განკუთვნილ იმ პროდუქტებს, რომლებიც ყველა დამწყებმა უნდა იცოდეს, ტონალური საცხიდან და კორექტორიდან დაწყებული, თვალის ჩრდილებითა და ტუჩსაცხით დასრულებული. გაგაცნობთ, თუ როგორ უნდა აირჩიოთ სწორი პროდუქტები და ნაბიჯ-ნაბიჯ შექმნათ თქვენთვის მისაღები მაკიაჟი.
Bioderma — ბიოდერმა Sebium დასაბანი გელი
პირველ რიგში, სანამ მაკიაჟის დატანას გადაწყვეტთ, დარწმუნდით რომ კანი სუფთაა — ამაში ბიოდერმას დასაბანი გელი დაგეხმარებათ. ის შექმნილია ინოვაციური ფორმულით, რომელიც კანს სრულყოფილად წმენდს და არეგულირებს ცხიმის გამოყოფას. გამწმენდი გელი კანს აშორებს ცხიმოვან ბზინვარებას და ამდიდრებს მას საჭირო მინერალებით.
ამ გელის გამოყენების შემდეგ თავადაც იგრძნობთ, რომ კანი სუფთაა, მკვრივი და ელასტიკური. გელი ჰიპუალერგიულია და არ შეიცავს ისეთ მავნე ნივთიერებებს, როგორიცაა, მაგალითად, პარაბენები.
Bioderma – ბიოდერმა სახის კრემი მსუბუქი Sensibio Light
შემდეგი ეტაპია სახის კანის დატენიანება — ამისთვის კი სახის მსუბუქი კრემის გამოყენება სჯობს. მაგალითად, იდეალურია ბიოდერმას Sensibio Light - მას დამამშვიდებელი და დამატენიანებელი ეფექტი აქვს, გამოიყენება ნორმალურ, ან კომბინირებულ მგრძნობიარე კანზეც და რეკომენდებულია მოზარდებისთვისაც.
კრემი შეიცავს Toléridine-ის პატენტს, რაც ამცირებს სიმხურვალესა და ანთებით პროცესებს კანზე, ფორმულაში შემავალი გლიცერინის მჟავა ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას. ნაზი ტექსტურის წყალობით, კრემი მარტივად და სწრაფად შეიწოვება. ამიტომაც ის მაკიაჟის ბაზადაც იდეალურია.
Benefit — ბენეფიტი პრაიმერი Porefessional
დატენიანების შემდეგ მნიშვნელოვანია, მაკიაჟის პროდუქტების დატანამდე, კანის სტრუქტურა გახდეს ერთგვაროვანი — ამისთვის მოსამზადებლად კი პრაიმერი დაგვჭირდება.
ბენეფიტის პრაიმერი Porefessional ამცირებს სახეზე არსებული ნაოჭებისა და ფორების ხილვადობას, მაკიაჟის თანაბარ გადანაწილებას უწყობს ხელს და უნარჩუნებს დატანილ პროდუქციას პირვანდელ სახეს დიდი ხნის განმავლობაში.
რაც მთავარია, ის ყველა ტიპის — ნორმალური, მშრალი, კომბინირებული და ცხიმიანი — კანისთვის არის განკუთვნილი.
Missha — მისშა MAGIC კუშონი
შემდეგი ეტაპი კანის ერთ ფერში მოყვანაა, რისთვისაც ვიზაჟისტები ტონალურ კრემს იყენებენ. თუმცა, შედარებით მსუბუქი მაკიაჟისთვის, სახლის პირობებში, შეგვიძლია BB, CC კრემები ან კუშონი გამოვიყენოთ.
ამ შემთხვევაში გირჩევთ, მისშას Magic კუშონი გამოიყენოთ. ამ პროდუქტს აქვს მსუბუქი, ხავერდოვანი სტრუქტურა, თუმცა, კარგად ფარავს კანის სიშავეებს, ლაქებსა თუ სიჭრელეს და ათანაბრებს კანის ტონს. გარდა ამისა, აქვს დამატენიანებელი, ხანგრძლივი ეფექტი და მცენარეული ექსტრატების დახმარებით კანს ცოცხალ იერს ანიჭებს.
რაც ყველაზე კომფორტულია, შეფუთვაში მოჰყვება სპონჟი — მისი საშუალებით პროდუქტს თანაბრად ვინაწილებთ სახეზე და გადახარჯვისგანაც დაზღვეულები ვართ.
Ziaja — ზიაია BB კრემი მშრალი და ნორმალური კანისთვის
თუკი სიმშრალისკენ მიდრეკილი კანი გაქვთ, ტონალური შეგიძლიათ ზიაიას BB კრემით ჩაანაცვლოთ. ის სპეციალურად მშრალი, მგრძნობიარე კანისთვისაა შექმნილი.
მსუბუქი ტექსტურის მიუხედავად, კარგად ფარავს სიწითლეებს, ლაქებსა და გაფართოებულ ფორებს. ზიაიას BB კრემი შეიცავს ჰიალურონის მჟავასა და პროვიტამინ B5-ს, რის საშუალებითაც ხანგრძლივად ატენიანებს სახის კანს. გარდა ამისა, კრემს მზისგან დამცველი ფუნქციაც აქვს — Spf 15.
Catrice — კატრისი მაკორექტირებელი კრემი
თუკი კანზე სიშავეები და სხვა მცირე ნაკლოვანებები კიდევ დარჩა, დასაფარად კორექტორი შეგვიძლიათ გამოვიყენოთ. ამისთვის კატრისის მაკორექტირებელი კრემი გამოგვადგება.
ის თვალის სიშავეებსა და სახის ნაკლოვანებებს იდეალურად ფარავს. ერწყმის სახის კანს და მოჰყავს ერთ, თანაბარ ტონში. არაკომედოგენური ფორმულის წყალობით არ კრავს ფორებს, არ შეიცავს პარაბენებსა და ალკოჰოლს. თანაც რამდენიმე ფერშია ხელმისაწვდომი და ვეგანური წარმოებისაა.
ALIX AVIEN — ალიქს ავიენი კომპაქტური პუდრი P14
აქამდე დატანილი ყველა პროდუქტი რომ დავაფიქსიროთ, დაგვჭირდება პუდრი.
ამ შემთხვევაში, შეგიძლიათ ალიქს ავიენის კომპაქტური პუდრი P14 გამოიყენოთ — მას თხელი, აბრეშუმისებრი სტრუქტურა აქვს, კანს არ აპრიალებს და ფორებს ფარავს. ის ერთგვარი ბოლო აკორდია კანის ერთ ტონში მოსაყვანად.
პუდრი არ შეიცავს პარაბენებს და დერმატოლოგიურად შემოწმებულიცაა. შეფუთვაში კი სარკეც მოჰყვება, რაც კიდევ უფრო კომფორტულს ხდის მას.
A'pieu — აპიუ კონტური სახის
შემდეგი ეტაპი კონტურინგია — სახის კანზე ოდნავ მუქი შეფერილობის კრემისა თუ პუდრის სტრუქტურის პროდუქტის საშუალებით სახეზე ერთგვარ ჩრდილებს ვქმნით. ეს კი საშუალებას გვაძლევს, გამოვკვეთოთ სასურველი ნაკვთები და დავფაროთ ნაკლოვანებები.
ამისთვის შეგვიძლია აპიუს სახის კონტური გამოვიყენოთ. ის ლოყების ჩაღრმავებებზე, ცხვირსა და ყბის ხაზზე დაიტანება სახისთვის სიღრმის მისაცემად.
A'pieu — აპიუ ბლაში JUICY
და, აი, დადგა თანამედროვე მაკიაჟის ყველაზე ტრენდული პროდუქტის დროც — ბლაში. იმ შემთხვევაშიც კი, როცა სახლიდან გასვლისას სხვა პროდუქტებს არ იყენებენ, ბლაში, ფაქტობრივად, ყველას საყვარელი საშუალებაა.
ის სახეს ცოცხალ, ხალისიან გამომეტყველებას აძლევს, მაკიაჟს უფრო ბუნებრივს ხდის და იმ სითბოს უბრუნებს სახეს, რაც ტონალურისა და კონტურინგის შემდეგ თითქოს დაკარგულია.
ამჯერად აპიუს Juicy ბლაშს გირჩევთ, რომელსაც პუდის სტრუქტურა აქვს. ის ლოყების ზედა ნაწილზე დაიტანება და მთელი დღის განმავლობაში ინარჩუნებს ფერს.
Benefit — ბენეფიტი ჰაილაითერი Twinkle
კიდევ ერთი პროდუქტი, რომელიც თქვენს სახეს ჰოლივუდის ვარსკვლავების გლამურულ შესახედაობას მისცემს, ჰაილაითერია. ის სახის იმ უბნებს ანათებს და მბზინავ ეფექტს აძლევს, რომელზეც დაიტანება.
ამ მხრივ ბენეფიტის Twinkle ჰაილაითერს გირჩევთ — პუდრის კონსისტენციის მქონე ეს პროდუქტი იდეალურად ნაწილდება სახის კანზე, მდგრადია და ღაწვებს, ცხვირს, წარბის ძვალსა და ტუჩის ზედა კუთხეს იდეალურად გამოკვეთს.
Essence — ესენსი: წარბის ფიქსატორი ფუნჯით (H2)
სახის კანის დამუშავების შემდეგ თვალებისა და წარბების ჯერია. ბოლო დროს ტრენდულია წარბის ფიქსაცია, რაც შეიძლება ბუნებრივ მდგომარეობაში. ამაში კი ესენსის წარბის ფიქსატორი დაგვეხმარება. მისი ტექსტურა მაქსიმალურად კარგად აფიქსირებს წარბებს და, რაც მთავარია, სწრაფი მოქმედებისაა.
ფიქსატორს გელის სტრუქტურა აქვს და გამჭვირვალეა, დაიტანება ფუნჯის საშუალებით. გამოსაყენებლად არ საჭიროებს წყალთან შეხებას. Brow Lifting Gel Set-ის გამოყენებით ჯერ კარგად, ნაზად დაივარცხნეთ წარბები და გელის საშუალებით დააფიქსირეთ ის. ესენსის პროდუქტი წარბებს ლამინირებულის ეფექტს მთელი დღით უნარჩუნებს.
Essence — ესენსი: XMAS ხელოვნური წამწამები
შემდეგი ეტაპი უშუალოდ თვალისა და წამწამების გამოკვეთაა. პირველ რიგში, უნდა გამოვიყენოთ ხელოვნური წამწამები — ცხადია, იმ შემთხვევაში, თუკი ბუნებრივი ჩენთვის სასურველ ეფექტს არ გვაძლევს. ამაში ესენის Xmas ხელოვნური წამწამები დაგვეხმარება.
ესენსის ხელოვნური წამწამების გამოყენებისას უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება მისი დატანა მგრძნობიარე ან გაღიზიანებულ კანზე, ხოლო უშუალოდ თვალთან კონტაქტს ყოველთვის უნდა მოვერიდოთ. თუკი წამწამის დამაგრებისას თვალთან კონტაქტი ვერ ავირიდეთ, აუცილებლად უნდა ჩამოვიბანოთ წყლით. არ უნდა გავაგრძელოთ გამოყენება, თუ რაიმე დისკომფორტს ვგრძნობთ თვალის არეში, ხოლო ხანგრძლივი გაღიზიანების შემთხვევაში მივმართოთ ოფთალმოლოგს.
Catrice — კატრისი: თვალის ჩრდილების პალეტი Cozy Eart
მაკიაჟის შემდეგი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი თვალის ჩრდილებია. ბუნებრივი ფერებისთვის კი კატრისის თვალის ჩრდილების პალეტი Cozy Earth იდეალური არჩევანია.
ჩრდილების პალეტის პიგმენტური საღებავისგან შედგება, აქვს რბილი, ხავერდოვანი ტექსტურა და ცოცხალი ფერები. პროდუქტი ვეგანურია და არ შეიცავს ზეთებს, პარაბენებსა და მიკროპლასტიკურ ნაწილაკებს.
Tonymoly — ტონიმოლი: Panda ტუში გრძელი წამწამები
ერთ-ერთი ბოლო ეტაპი კი წამწამების გამოკვეთაა. თვალზე ჩრდილების დატანის შემდეგ სწორედ წამწამებს ვუბრუნდებით — ამაში კი ტონიმოლის ტუში დაგეხმარებათ.
ტონიმოლის Panda ტუში ანიჭებს წამწამებს სიგრძესა და მოცულობასაც, რაც მთელი დღის განმავლობაში მიგყვებათ. ის არ ტოვებს წამწამებზე ნარჩენებს და ბუნებრივი ფორმულის წყალობით, არ აზიანებს თმის სტრუქტურას. უფრო მეტიც, ტუში ბამბუკის ექსტრატსაც შეიცავს, რითაც ატენიანებს კიდეც წამწამებს.
მეტი მოცულობისთვის შეგიძლიათ პირველი ფენის გაშრობის შემდეგ დაიტანოთ კიდევ ერთი, დამატებითი ფენა. მის მოსაშორებლად თბილი წყლის გამოყენებაც შეგიძლიათ.
Ziaja — ზიაია: ოლივა ტუჩის ბალმი
თვალის მაკიაჟის დასრულების შემდეგ კი ტუჩზე გადავდივართ. პირველ რიგში, საჭიროა ტუჩების დატენიანება — ამაში კი ზიაიას ტუჩის ბალმი დაგეხმარებათ.
ოლივა ტუჩის ბალმი ზეთისხილის ზეთის ექსტრაქტებით გამდიდრებული საშუალებაა, რომელიც აღადგენს დაზიანებულ კანს ტუჩზე და ანიჭებს მას ჯანსაღ იერს. მასში შემავალი ვიტამინები კვებავს და ატენიანებს ტუჩებს.
გამოიყენება საჭიროების შესაბამისად — დაიტანეთ ტუჩზე იმ სიხშირით, როგორც თავადაც გრძნობთ, რომ გჭირდებათ. განკუთვნილია ყველანაირი ტიპის კანისთვის.
ALIX AVIEN — ალიქს ავიენი ტუჩის ფანქარი
იმისათვის, რომ ტუჩის ფორმა და მოცულობა კარგად გამოიკვეთოს, კონტურის გარშემო ტუჩის ფანქრის გამოყენება დაგვჭირდება — ამისთვის საუკეთესო პროდუქტი ალიქს ავიენის ფანქარია.
ის მაღალი პიგმენტურობით ხასიათდება და აძლევს ტუჩს მქრქალ, ხანგრძლივ ფერს. ტუჩზე მარტივად დაიტანება და გამოიყენება ყველანაირი ტიპის კანისთვის. რაც მთავარია, მისი წყალგაუმტარი ფორმულა მთელ დღეს გაგყვებათ. ფანქარი არ შეიცავს პარაბენებსა და გლუტენს.
Catrice — კატრისი: ტუჩსაცხი Scandalous Matte
კატრისის ტუჩსაცხი Scandalous Matte რბილი, ხავერდოვანი სტრუქტურა აქვს, მარტივად დაიტანება ტუჩზე და ხანგრძლივ პიგმენტაციასთან ერთად დატენიანების უნარითაც გამოირჩევა. რაც მთავარია, ტუჩსაცხი ვეგანური წარმოებისაა და არ შეიცავს პარაბენებს.
Essence — ესენსი: Emily in Paris ტუჩის ზეთი
თუკი ტუჩის ბზინვარებას ანიჭებთ უპირატებას, ესენსის Emily in Paris აუცილებლად უნდა გამოსცადოთ.
გარდა იმისა, რომ ცნობილი სერიალით შთაგონებული ზეთი სეზონის ერთერთი ყველაზე ტრენდული და ბიუჯეტური საშუალებაა, ის მკვებავი თვისებებითაც გამოირჩევა და ზრუნავს ტუჩის ჯანსაღ იერზე.
ზეთს რბილი ტექსტურა აქვს, რისი საშუალებითაც სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს და ტუჩებს მოცულობასაც მატებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account