
ბეტა-ბლოკატორები წარმოადგენს სტენოკარდიის სამკურნალო პრეპარატების ჯგუფს, რომელიც ამცირებს გულის შეკუმშვათა სიხშირეს და არტერიულ წნევას, რაც თავის მხრივ ამცირებს გულის მოთხოვნას ჟანგბადზე და დაზიანებული არტერიების პირობებშიც კი, შესაძლოა გააუმჯობესოს პაციენტის მდგომარეობა.
ეგილოკი - ეფექტიანი და საკმაოდ ხშირად დანიშნვადი ბეტა-ბლოკატორია, რომელიც შეგიძლიათ პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეიძინოთ.
რისთვის გამოიყენება ეგილოკი?
ეგილოკი - გამოიყენება მაღალი არტერიული წნევის სამკურნალოდ და სტენოკარდიის დროს განვითარებული ტკივილის პროფილაქტიკისათვის. პრეპარატი ასევე, ინიშნება, შემანარჩუნებელი თერაპიის სახით, მიოკარდიუმის ინფარქტის შემდეგ განვითარებული არითმიის სამკურნალოდ და შაკიკის პროფილაქტიკისათვის.
გამოყენების ჩვენებებია:
- არტერიული ჰიპერტენზია - გამოიყენება მონოთერაპიის სახით ან (საჭიროებისამებრ) სხვა ანტიჰიპერტენზიულ პრეპერატებთან კომბინაციაში; ამცირებს სიკვდილობას გულ-სისხლძარღვოვანი და კორონარული დაავადებების შედეგად (მათ შორის, უეცარი სიკვდილის სიხშირეს) ჰიპერტენზიით დაავადებულ ავადმყოფებში.
- სტენოკარდია. პრეპარატი შეიძლება გამოიყენებოდეს მონოთერაპიის სახით ან სხვა ანტიანგინალურ საშუალებებთან კომბინაციაში.
- შემარჩუნებელი თარაპია – მიოკარდიუმის ინფარქტის მეორადი პროფილაქტიკისთვის.
- გულის რითმის დარღვევები (სინუსური ტაქიკარდია, სუპრავენტრიკულური ტაქიკარდია, პარკუჭოვანი ექსტრასისტოლები).
- ჰიპერთირეოზი (გულის რითმის სიხშირის შესამცირებლად)
- შაკიკის შეტევის პროფილაქტიკა.
- გულის ფრიალით მიმდინარე ფუნქციური დარღვევები.
უკუჩვენებები და სიფრთხილის ზომები - რა უნდა ვიცოდეთ ეგილოკის ტაბლეტების მიღებამდე?
არ მიიღოთ ეგილოკის ტაბლეტები, თუ გაგაჩნიათ:
- მაღალი მგრძნობელობა მეტოპროლოლის ან პრეპარატის სხვა კომპონენტის და, ასევე, სხვა ბეტა-ბლოკატორების მიმართ.
- ატრიოვენტრიკულური II ან III ხარისხის ბლოკადა.
- კლინიკურად გამოხატული სინუსური ბრადიკარდია (გულის რითმის მნიშვნელოვანი შენელება).
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი.
- პერეფერიული არტერიული სისხლის მიმოქცევის მძიმე დარღვევა.
- გულის უკმარისობა დეკომპენსაციის სტადიაში.
- მიოკარდიუმის მწვავე ინფარქტის დროს, თუ: 1. გულის შეკუშვის სიხშირე არის წუთში 45 დარტყმაზე ნაკლები; 2. P-Q არ აღემატება 240 მწმ-ს; 3. სისტოლური არტერიული წნევა არის 100 მმ. ვწყ.სვ.-ზე ნაკლები.
- ბეტა-აგონისტებით მკურნალობა.
ეგილოკის გამოყენება საჭიროებს განსაკუთრებულ სიფრთხილეს შემდეგი მდგომარეობის დროს:
- გულის გამტარებლობის (წინაგულ-პარკუჭოვანი) დარღვევა;
- ბრადიკარდია (გულის რითმის შენელება)
- პერეფერიული სისხლის მიმოქცევის დარღვევა.
მიზანშეწონილია აღნიშნული პრეპარატი არ დაენიშნოს პაციენტებს, რომლებსაც სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებები, ასევე ბრონქული ასთმა აქვთ.
ასევე სიფრთხილითა და ექიმის გადაწყვეტილებით უნდა მოხდეს ეგილოკის მიღება დიაბეტით დაავადებული პაციენტებისთვის, ხოლო მკურნალობის პროცესში ხშირად შემოწმდეს ნახშირწყლოვანი ცვლის მდგომარეობა და საჭიროებისამებრ მოხდეს ინსულინის ან პერორალური ანტიდიაბეტური საშუალებების დოზის კორექცია.
პრეპარატის დანიშვნა ბავშვებისათვის არ არის რეკომენდებული!
რა უნდა იცოდეთ, თუ პარალელურად სხვა წამლებსაც იღებთ?
პრეპარატ ეგილოკისა და სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალებების მიღებისას ანტიჰიპერტენზიული ეფექტი ძლიერდება. ამიტომ ასეთი პრეპარატების ერთდროულად დანიშვნისას ჰიპოტენზიის თავიდან ასაცილებლად საჭიროა პაციენტის მდგომარეობაზე დაკვირდვება.
ასევე არ არის რეკომენდებული ეგილოკისა და ვერაპამილის და/ან დილთიაზემის ტიპის კალციუმის არხების სხვა ბლოკატორების ერთდროული გამოყენება.
საჭიროა სიფრთხილის გამოჩენა შემდეგ პრეპარატებთან კომბინაციის დროს: ანტიარითმული პრეპარატები; სათითურას გლიკოზიდები; კლონიდინი; საძილე საშუალებები, ტრანკვილიზატორები, ტრი- და ტეტრაციკლური ანტიდეპრესანტები, ნეიროლეპტიკები; ალფა და ბეტა – სიმპატომიმეტიკები; ერგოტამინი; ბეტა2 – სიმპატომიმეტიკები; არასტეროიდული ანტიანთებითი პრეპარატები; ესტროგენები; პერორალური ანდიდიაბეტური პრეპარატები და ინსულინი; კურარეს ტიპის მიორელაქსანტები; ფერმენტების ინჰიბიტორები; ფერმენტების ინდუქტორები; სიმპათიკური კვანძების მაბლოკირებელი საშუალებები, მაო-ს ინჰიბიტორები.
როგორ უნდა მიიღოთ ეგილოკის ტაბლეტები - რეკომენდებული დოზები და მკურნალობის ხანგრძლივობა
ეგილოკი მხოლოდ ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ. ტაბლეტები შეგიძლიათ მიიღოთ საკვებთან ერთად ან საკვების მიღებიდან დამოუკიდებლად. საჭიროების შემთხვევაში ტაბლეტი შეგიძლიათ გატეხოთ.
რაც შეეხება დოზებს, იგი ინდივიდუალურად უნდა შეირჩეს. რეკომენდებული დოზებია:
ჰიპერტენზიის დროს - საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს დღეში ორჯერ (დილას და საღამოს). საჭიროებისამებრ დღიური დოზა შეიძლება გაიზარდოს 100 მგ-დე 2-ჯერ დღეში ან დაემატოს სხვა ანტიჰიპერტენზიული საშუალება.
სტენოკარდიის დროს - საწყისი დოზაა – 25-50 მგ 2-3 ჯერ დღე-ღამეში. საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება გაიზარდოს 200 მგ-დე დღე-ღამის განმავლობაში ან დაემატოს სხვა ანტიანგინალური პრეპარატი.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემდგომი თერაპიის დროს - რეკომენდებული დოზა შეადგენს 50-100 მგ-ს დღეში 2-ჯერ (დილას და საღამოს).
არითმიის დროს - საწყისი დოზა შეადგენს 25-50 მგ-ს 2-ჯერ ან 3-ჯერ დღეში. საჭიროების შემთხვევაში დღიური დოზა შეიძლება 200 მგ.-დე გაიზარდოს ან დაემატოს სხვა არითმიის საწინააღმდეგო საშუალება.
ჰიპერთირეოზის დროს - ჩვეულებრივ დღიური დოზაა 150-200 მგ დღე-ღამეში, 3-4 მიღებაზე.
გულის ფრიალით მიმდინარე ფუნქციური დარღვევებისას - დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს). საჭიროების შემთხვევაში შეიძლება დოზა 2X100 მგ-დე გაიზარდოს.
შაკიკის შეტევის პროფილაქტიკისთვის - დღიური დოზა შეადგენს 2X50 მგ-ს (დილას და საღამოს). დოზა შეიძლება 2X100 მგ-დე გაიზარდოს.
რაც შეეხება რეკომენდებულ დოზებს პაციენტების განსაკუთრებული ჯგუფისთვის:
თირკმლის დაავადების, ღვიძლის ციროზის დროს და ხანდაზმულ პაციენტებში პრეპარატის დოზა არ საჭიროებს კორექციას.
რაც შეეხება მკურნალობის ხანგრძლივობას, ეგილოკი უნდა მოიხსნას თანდათანობით დოზის საფეხურებრივი შემცირების გზით, 14 დღის განმავლობაში, რადგან მკურნალობის უეცარმა შეწყვეტამ შეიძლება გააძლიეროს სტენოკარდიის სიმპტომები და გაზარდოს კორონარულ დარღვევათა რისკი.
რა შეიძლება მოჰყვეს დოზის გადაჭარბებას ან მის გამოტოვებას?
დანიშნულზე მეტი ტაბლეტის მიღებისას, დაუყოვნებლივ მიმართეთ ახლომდებარე საავადმყოფოს კლინიკას ან დაურეკეთ სასწრაფო დახმარების ბრიგადას. მანამდე სასურველია (თუ პრეპარატი მიღებულია მცირე ხნის წინ) მოახდინოთ კუჭის გამორეცხვა, ან ღებინების გამოწვევა. აქტივირებული ნახშირის მიღებით ასევე შეგიძლიათ შეამციროთ პრეპარატის შეწოვა.
გადაჭარბებული დოზირების სიმპტომებია: ჰიპოტენზია, სინუსური ბრადიკარდია, წინაგულ-პარკუჭოვანი ბლოკადა, გულის უკმარისობა, კარდიოგენული შოკი, ასისტოლია, გულისრევა, ღებინება, ბრონქოსპაზმი, ციანოზი, ჰიპოგლიკემია, გონების დაკარგვა, კომა.
ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომები შეიძლება გაძლიერდეს ალკოჰოლის, ანტიჰიპერტენზიული პრეპარატების, ქინიდინის და ბარბიტურატების ერთდროული მიღების დროს. გადაჭარბებული დოზირების პირველი სიმპტომები აღინიშნება პრეპარატის მიღებიდან 20 წთ. - 2 სთ. შემდეგ.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ დაგავიწყდათ ეგილოკის მიღება, არ მიიღოთ ორმაგი დოზა გამოტოვებული დოზის ასანაზღაურებლად.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account