
სახსრების დაავადება კაცობრიობის ყველაზე უძველეს, მრავალფეროვან და მტანჯველ დაავადებათა რიცხვში შედის. ამ ავადმყოფობას ადამიანის მოდგმა ოდითგან ებრძვის სხვადასხვა გზებით და მეთოდებით.
მედიცინის განვითარებასთან ერთად კი გამოიკვეთა ამ დაავადების მრავალფეროვნებაც - ართრიტი (100 ზე მეტი დაავადების კრებითი სახელია), ართროზი, ოსტეოართროზი, რევმატული დაავადება, პოდაგრა და ა.შ. ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.
შესაბამისად, ფარმაკოლოგიაშიც საკმაოდ ბევრი არჩევანი გაჩნდა სახსრების დაავადებასთან საბრძოლველად. მაგრამ კონკრეტულად რომელი მედიკამენტია საჭირო თქვენი განკურნებისთვის, ექიმის დანიშნულების გარეშე, თვითნებურად გარკვევას ნამდვილად არ გირჩევთ.
თუ რევმატული დაავადებები სახსრების დაზიანებით ან სახსარგარე დაზიანებით დაგიდგინდათ, ან ლუმბალგია - ანუ დაავადება, რომელსაც ახასიათებს უეცარი ტკივილის გაჩენა ხერხემალში, რაც გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზებით, ყველაზე ხშირად ოსტეოქონდროზით ან ხერხემალშორისი დისკის თიაქრით, დაგისვეს იშიალგიის დიაგნოზი, რაც იმას ნიშნავს, რომ გაქვთ წელის ტკივილი, რომელიც ვრცელდება ბარძაყის უკანა მხარეს, წვივსა და ტერფზე - დიდი ალბათობით მკურნალი ექიმი პრეპარატ ბუმანოლის მკურნალობის ციკლს დაგინიშნავთ.
რატომაა ეს პრეპარატი რევმატული დაავადების სამკურნალოდ უნიკალური და რა უნდა იცოდეთ მისი გამოყენებისას - აუცილებლად გაეცანით ჩვენ ბლოგს.
როგორია ბუმანოლის ანოტაცია
ბუმანოლი ამპულა არის არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ფენილძმარმჟავას წარმოებული, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო, ტკივილგამაყუჩებელი და სიცხის დამწევი მოქმედება.
პსპ-ს სააფთიაქო ქსელში ექიმის გამოწერილი რეცეპტით მარტივად შეძლებთ თურქეთში წარმოებული ბუმანოლის ამპულის შეძენას. მას ხშირად ბუმანოლი 10 მგ-ის სახელითაც კითხულობენ.
კოლოფში მოთავსებულია მოწითალო-ვარდისფერი ფხვნილი, საინიექციო ხსნარის მოსამზადებელი ლიოფილიზატი გამხსნელთან კომპლექტში.
ფლაკონი ლიოფილიზატის აქტიური ნივთიერებაა ჰიდროქსოკობალამინი 10 მგ. ხოლო დამხმარე ნივთიერებებია - ლაქტოზას მონოჰიდრატი, ქლორწყალბადმჟავა.
რაც შეეხება ამპულა გამხსნელით შეიცავს კალიუმის დიკლოფენაკი 75 მგ, ბეტამეთაზონის ნატრიუმის ფოსფატი 2,63 მგ.
დამხმარე ნივთიერებები კი არია ბენზილის სპირტი, დინატრიუმის ფოსფატი უწყლო, პროპილენგლიკოლი,მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი, პროპილპარაჰიდროქსიბენზოატი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი, საინიექციო წყალი.
ერთი შეხედვით, ამ ნივთიერებების დამახსოვრება ჩვეულებრივი პაციენტისთვის საჭირო არ არის, გარდა იმ შემთხვევებისა, თუ რომელიმე მათგანის მიმართ ზედმეტი მგრძნობელობა არ ახასიათებს.
როგორია პრეპარატის დოზები და მიღების წესი
ბუმანოლი კეთდება მოზრდილებში - 12 წლის ზევით ასაკის ადამიანებში.
დაიმახსოვრეთ, ლიოფილიზირებული ფხვნილის შემცველი ფლაკონის შიგთავსი იხსნება გამხსნელის ამპულის შემადგენლობით თავად ამპულაში, რომელიც მოხმარებამდე კარგად უნდა შეანჯღრიოთ და ნელა და ღრმად შეიყვანოთ კუნთში.
დასაშვები დოზაა მხოლოდ 1 ან 2 ფლაკონი დღე-ღამეში და მისი მოხმარება არ არის რეკომენდებული 3 დღეზე მეტი ხნის განმავლობაში. ეს ხანგრძლივობაც დამოკიდებულია ავადმყოფობის ანამნეზზე და პაციენტის მდგომარეობაზე, რომელსაც მხოლოდ და მხოლოდ განსაზღვრავს ექიმი.
რა უკუჩვენებები აქვს მედიკამენს
ვიდრე ბუმანოლის მოხმარებას დაიწყებთ პირველ რიგში უნდა იცოდეთ მისი უკუჩვენება, ანუ ვის შეუძლია მედიკამენტის მოხმარება და ვისთვისაა დაუშვებელი:
- თუ გახასიათებთ ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის აქტიური ნივთიერების ან რომელიმე დამხმარე ნივთიერების მიმართ, რომელიც ზემოთ ჩამოვთვალეთ;
- ასთმით დაავადებული პაციენტები, რომლებსაც ანამნეზში აქვთ მითითებები ასთმის, რინიტის ან ჭინჭრის ციების მწვავე შეტევებზე, რომლებიც გამოწვეულია აცეტილსალიცილის მჟავას (ACS) ან სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებების მიმართ ჰიპერმგრძნობელობით;
- თუ გაწუხებთ კუჭის ან თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადება;
- თირკმლის მძიმე უკმარისობა;
- ღვიძლის უკმარისობა და ღვიძლის პორფირია;
- ჰეპატიტი A, B ან სხვა ვირუსული ინფექციური დაავადებები;
- დეკომპენსირებული გულის უკმარისობა;
- მძიმე არტერიული ჰიპერტენზია;
- სისტემური სოკოვანი ინფექცია;
- აქტიური ტუბერკულოზი;
- პოდაგრა;
- თერაპია ანტიკოაგულანტებით;
- ორსულობისა და ძუძუთი კვების პერიოდი;
- მწვავე გლომერულონეფრიტი;
- მწვავე ფსიქოზი;
- ოსტეოპოროზი;
- 12 წლამდე ასაკის ბავშვები.
ბუმანოლის გვერდითი და არასასურველი რეაქციები
ვინაიდან ბუმანოლი ძლიერმოქმედ მედიკამენტების რიცხვს განეკუთვნება, შესაბამისად, მკურნალობის პროცესში მისი გვერდითი ეფექტებიც არც ისე მცირე და არც ისე სასიამოვნოა. ამიტომ კარგად დაიმახსოვრეთ, რა არასასურველ რეაქციებს უნდა ელოდეთ, რომ გართულების შემთხვევაში დროულად მიიღოთ შესაბამისი ზომები.
მკურნალობისას ყველაზე ხშირად უნდა ელოდოთ შემდეგ გვერდით მოვლენებს, თუმცა გახსოვდეთ, ყველაფერი ინდივიდუალურია
- მენსტრუალური ციკლის დარღვევა;
- შეშუპება, ჰიპერნატრემია, ზოგჯერ არტერიული ჰიპერტენზიის განვითარებით და გულის შეგუბებითი უკმარისობით, ჰიპოკალემია;
- თავის ტკივილი, ვერტიგო;
- ხმაური ყურებში;
- მუცლის ტკივილი, მუცლის შებერილობა, გულისრევა, დიარეა, დისპეფსია, ყაბზობა, მეტეორიზმი, წყლულები სისხლდენით და/ან პერფორაციით ან მის გარეშე;
- დარღვევები ღვიძლის ფუნქციური პარამეტრების მხრივ;
- გამონაყარი, ქავილი.
არც ისე ხშირად შეიძლება გამოგივლინდეთ:
- შეუძლოდ ყოფნა, ტკივილი და გამკვრივება ინიექციის ადგილზე;
- ლეიკოპენია, თრომბოციტოპენია, პურპურა;
- სმენის დაქვეითება;
- ანაფილაქტოიდური რეაქციები;
- ტუჩებისა და ენის შეშუპება, ფოტომგრძნობელობა;
- დიპლოპია, მხედველობის დარღვევები;
- სკოტომა;
- არტერიული ჰიპერტენზია, გულის შეგუბებითი უკმარისობა;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- ბრონქიალური ასთმა;
- ღებინება, სტომატიტი, პირის სიმშრალე, პანკრეატიტი;
- სიყვითლე, ჰეპატიტი;
- ალოპეცია, ჭინჭრის ციება, დერმატიტი;
- ანგიონევროზული შეშუპება;
- უძილობა ან ძილიანობა, დეპრესია, შფოთვა, გაღიზიანებადობა;
- სისხლში ჰემოგლობინის დონის დაქვეითება.
- გლუკოზისადმი ტოლერანტობის დაქვეითება, ლატენტური შაქრიანი დიაბეტის გამოვლინებები.
არის არასასურველი რეაქციები, რომელიც ბუმანოლს ახლავს, თუმცა მათი სიხშირე ბოლომდე არ არის დადგენილი:
- კუშინგის სინდრომი, ადრენოკორტიკოტროპული ჰორმონის ჰიპოსეკრეცია, ბავშვებში ზრდის შეფერხება, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქის ატროფია;
- კოუნისის სინდრომი;
- ანაფილაქსიური შოკი, ხორხის შეშუპება, სტივენს ჯონსონის სინდრომი, მულტიფორმული ერითემა, ბულოზური დერმატიტი;
- კუნთების სისუსტე, კუნთების ატროფია, ოსტეოპოროზი, ძვლის მოტეხილობები, ბარძაყის ძვლის თავის ასეპტიური ნეკროზი;
- ნეფროზული სინდრომი, თირკმლის მწვავე უკმარისობა, ინტერსტიციალური ნეფრიტი, თირკმლის პაპილარული ნეკროზი;
- აბსცესი და ნეკროზი ინიექციის ადგილზე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში შაქრიანი დიაბეტით;
- ანემია, აგრანულოციტოზი, ნეიტროპენია, ეოზინოფილია, პანციტოპენია;
- საყლაპავის დაზიანება;
- კოლიტი;
- ღვიძლის ნეკროზი, ღვიძლის ციროზი, ჰეპატორენალური სინდრომი;
- კრუნჩხვები, ასეპტიური მენინგიტი.
ვინ უნდა იყოს განსაკუთრებით ფრთხილად ბუმანოლით მკურნალობისას
მედიკოსები გვაფრთხილებენ, რომ მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა პაციენტის სრული გამოკვლევა და ერთიანი ანამნეზის დანახვა. კერძოდ, პირველ რიგში უნდა გამოირიცხოს კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებები, განსაკუთრებით ხანდაზმული ასაკის პირებში და დასუსტებულ პაციენტებში.
გახსოვდეთ, ბეტამეტაზონმა შესაძლებელია შენიღბოს ინფექციის ნიშნები. ამიტომ, ბუმანოლით მკურნალობის დროს, პაციენტებს არ უნდა ჩაუტარდეთ იმუნიზაცია. განსაკუთრებით თუ არსებობს ეჭვი ინვაზიაზე, რომელიც გამოწვეულია Strongyloides ოჯახის ნაწლავური პარაზიტებით. ამ დროს პრეპარატი განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა გამოიყენონ, რადგან ეს შეიძლება სიცოცხლისათვის საშიში იყოს. მკაცრი სამედიცინო ზედამხედველობაა საჭირო ტუბერკულოზით ან ტუბერკულინზე დადებითი რეაქციის მქონე პაციენტებში, რადგან არსებობს ინფექციის ხელახალი გააქტიურების რისკი..
ვინაიდან ბუმანოლი შეიცავს დიკლოფენაკს, ამიტომ სიფრთხილეა საჭირო გულ-სისხლძარღვთა სისტემის, თირკმელების და ღვიძლის ფუნქციის დარღვევების მქონე პაციენტებში. ასევე ქირურგიული ჩარევის შემდეგ იმ პაციენტებში, რომლებსაც შემცირებული აქვთ სისხლძარღვშიდა მოცულობა.
ბუმანოლი განსაკუთრებული სიფრთხილით ინიშნება შემდეგი დაავადების მქონე პაციენტებში:
- ჰემოსტატური დარღვევები;
- დივერტიკულიტი;
- ნაწლავის ანასტომოზი;
- კუჭის წყლული;
- წყლულოვანი კოლიტი;
- აბსცესი ან სხვა ჩირქოვანი ინფექციები;
- ჰიპერტონული დაავადება;
- ოსტეოპოროზი და მიასთენია;
- თვალის ჰერპესი;
- ემოციური არასტაბილურობა ან ფსიქიკური აშლილობა; ჰიპოთირეოიდიზმი.
როგორ ურთიერთქმედებს პრეპარატი სხვა მედიკამენტებთან და რა ხდება დოზის გადაჭარბების შემთხვევაში
პირველი, რაც უნდა გახსოვდეთ, არ უნდა მოხდეს ბუმანოლის შერევა ერთ შპრიცში სხვა სამკურნალო საშუალებებთან და საერთოდ, ეს პრეპარატი არ გამოიყენოთ სხვა მედიკამენტებთან ერთად, რომლებიც შეიცავენ ანალოგიურ აქტიურ ნივთიერებებს ან სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო საშუალებებს.
ამასთან, ნებისმიერ შემთხვევაში, თუ თქვენ მოიხმართ რამე სახის წამალს, აუცილებლად უთხარით ექიმს, რომ სწორად შეაფასოს ურთიერთქმედება და თავად გადაწყვიტოს მკურნალობის კურსი.
ნებისმიერი მედიკამენტის დოზის გადაჭარბება ადამიანის ჯანმრთელობისთვის და ხშირად სიცოცხლისთვის სახიფათოა. მით უფრო, ისეთი ძლიერმოქმედი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალების, როგორიცაა ბუმანოლი. ამიტომ იყავით დამჯერი და მიჰყევით ექიმის დანიშნულებას.
მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ მაინც მოხდა ბუმანოლის დოზის გადაჭარბება დაიმახსოვრეთ სიმპტომები და მათი გამოვლენისთანავე მიმართეთ ექიმს
სიმპტომები კი ასეთია: ღებინება, გასტროინტესტინალური სისხლდენა, დიარეა, თავბრუსხვევა, ხმაური ყურებში ან კრუნჩხვები. კიდევ უფრო მძიმე მოწამვლის შემთხვევაში შეიძლება გამოიწვიოს თირკმელების მწვავე უკმარისობა ან ღვიძლის დაზიანება.
შეიძლება თუ არა ბუმანოლი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობის და ლაქტაციის პერიოდი ყველაზე მგრძნობიარე პერიოდია ქალის ორგანიზმისთვის, განსაკუთრებით მედიკამენტებთან დამოკიდებულებაში. თუ აუცილებლობა არ საჭიროებს, ამ დროს ექიმები ყოველთვის ერიდებიან რამე სახის წამლის დანიშვნას. ასეა ბუმანოლის შემთხვევაშიც, გადაუდებელი გარემოების გარდა, ამ მედიკამენტის გამოყენება ფეხმძიმობის დროს არ არის რეკომენდებული, განსაკუთრებით ბოლო ტრიმესტრში.
მიზეზი არის დიკლოფენაკი, რომელიც ამ პრეპარატის შემადგენლობაშია. იგი აღწევს ჰემატოპლაცენტარულ ბარიერში და შეუძლია გაზარდოს ორსულობის ხანგრძლივობა, შეამციროს საშვილოსნოს შეკუმშვა და გამოიწვიოს ნაყოფში არტერიული სადინარის ნაადრევი დახურვა.
ორსულობის მე-20 კვირაში ან უფრო გვიან ვადებში კი ანთების საწინააღმდეგო საშუალებების იშვიათად გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ნაყოფში თირკმლის სერიოზული დაზიანება, ხოლო დედებში ოლიგოამნიოზის განვითარება და ორსულობის გართულებები. ამიტომაც ორსულობის პერიოდში ექიმები ერიდებიან ანთების საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენებას. მაგრამ თუ გადაუდებელი საჭიროება მოითხოვს, მაშინ თერაპია უნდა ჩატარდეს მინიმალური დოზებით და 48 საათზე მეტი ხნის განმავლობაში მედიკამენტის გამოყენების ფონზე უნდა გაკეთდეს ამნიონური სითხის ულტრაბგერითი გამოკვლევა.
რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, ამ პროცესშიც ძუძუთი კვებაზე მყოფ ბავშვებში ფიქსირდება ბუმანოლის გამოყენებისას არასასურველი რეაქციები. ამიტომ თუ ექიმი არ მიიღებს გადაწყვეტილებას, თვითნებურად ნუ გამოიყენებთ ამ პრეპარატს.
მოქმედებს თუ არა პრეპარატი ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის უნარზე?
დადგენილია, რომ თავად მედიკამენტი ბუმანოლი ავტოტრანსპორტის ტარების ან სხვა მექანიზმების მართვის უნარზე გავლენას არ ახდენს. მაგრამ როგორც უკვე აღვნიშნეთ, ამ პრეპარატით თერაპიას შეიძლება თან ახლდეს გარკვეული გვერდითი სიმპტომები, კერძოდ ძილიანობა, თავბრუსხვევა, ვერტიგო ან მხედველობის დარღვევები. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, საჭის მართვა არ არის რეკომენდებული. ამიტომ ვიდრე ავტომობილს ან სხვა სატრანსპორტო საშუალებას გადაწყვეტთ, კარგად დააკვირდით, როგორ გრძნობთ თავს.
დაიმახსოვრეთ, ვადაგასული ბუმანოლის მოხმარება კატეგორიულად დაუშვებელია. ამიტომ ვიდრე ნემსის გაკეთებას გადაწყვეტთ, კარგად დააკვირდით კოლოფზე მითითებულ გამოშვების თარიღს. მისი ვარგისიანობის ხანგრძლივობა 3 წელია.
მნიშვნელოვანია შენახვის წესების დაცვაც. იგი ინახება ნესტისგან დაცულ ადგილას არაუმეტეს 25°C ტემპერატურაზე. რა თქმა უნდა, მოაშორეთ ბავშვებს.
ერთი სიტყვით, ბუმანოლი სწრაფი და ეფექტიანი არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალებაა, რომელიც ერთდროულად გაგათავისუფლებთ სახსრების აუტანელი სიმპტომებისგან გამოწვეული ტკივილისგან, დაგიწვეთ სიცხეს და უშუალოდ იმოქმედებს ანთებაზე. მაგრამ გახსოვდეთ, რამდენადაც უნიკალური სამკურნალო საშუალებაა ის, იმდენად ფრთხილად უნდა იყოთ მისი გამოყენებისას. ამიტომ დაავადების დროს პირველ რიგში მიმართეთ ექიმს, ზუსტად დაიცავით მისი მითითებები და ზოგადი ინფორმაციისთვის გაეცანით ჩვენ ბლოგს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account