რა უნდა ვიცოდეთ ძუძუთი კვებისას საახალწლო პერიოდში? და რა იქნება დედებისთვის საუკეთესო საჩუქარი ?

ახალი წლის დღესასწაული სიხარულისა და ოჯახური სითბოს დროა, თუმცა ლაქტაციის პროცესში მყოფი დედებისთვის ის შეიძლება გარკვეულ სირთულეებსაც მოიცავდეს. ახალშობილის კვება განსაკუთრებულ ყურადღებას და მოვლას მოითხოვს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ დედები წინასწარ მოემზადონ და რამდენიმე ფაქტორი გაითვალისწინონ.

თემატურად, ბლოგში განვიხილავთ ყველა იმ აუცილებელ პირობას, რაც საახალწლო სამზადისის პარალელურად ძუძუთი კვების პროცესში დაგეხმარებათ. 

 

ჯანსაღი კვება და ჰიდრატაცია

 

ლაქტაციის პერიოდში დედას განსაკუთრებით ესაჭიროება ჯანსაღი და სრულფასოვანი კვება, რათა ორგანიზმმა აუცილებელი საკვები ნივთიერებები მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ დედის ორგანიზმი ბავშვისთვის ოპტიმალური რაოდენობის რძეს ყოველთვის აწარმოებს, არასაკმარისმა ან არასრულფასოვანმა კვებამ შეიძლება გამოფიტვამდე მიგიყვანოთ. 

 

ლაქტაციის დროს მნიშვნელოვანია კალორიულად დაბალანსებული საკვების მიღება, რათა ორგანიზმმა ბავშვისთვის საჭირო საკვები ნივთიერებები გამოიმუშაოს და დედაც შესაბამისი ენერგიით უზრუნველყოს. ზოგადად, პროტეინები, კალციუმი, რკინა, ვიტამინები (განსაკუთრებით A, C, D და B ჯგუფი) და ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები აუცილებელია როგორც დედისთვის, ისე  ბავშვის განვითარებისთვის.

 

უბრალოდ, გაითვალისწინეთ ალერგენების ფაქტორი — თუ პატარას გარკვეულ პროდუქტებზე ალერგია აქვს, მათ მიღებას უნდა მოერიდოთ. ხოლო თუ ისეთი ალერგენული საკვების მიღებას აპირებთ, რომელიც აქამდე არ გაგისინჯავთ, ჯერ მცირე დოზით დააგემოვნეთ და დააკვირდით, რაიმე რეაქცია თუ გამოუვლინდება ბავშვს.

 

შეგიძლიათ, საახალწლო სუფრა Good Gout პროდუქტებითაც დაამშვენოთ. ვინაიდან ეს ორგანული და ნატურალური პროდუქტები შესანიშნავია პატარების ჯანსაღი კვებისთვის, მათი მირთმევა დედებსაც შეუძლიათ. ამ ბრენდის ხილის პიურეები და სნექები იდეალურია ჯანსაღი საახალწლო სუფრისთვის — ეს პროდუქცია არ შეიცავს შაქარსა და გლუტენს. გარდა ამისა, თუკი პატარას ლაქტოზის აუტანლობა აქვს და რძის პროდუქციას ვერ იღებთ, შეგიძლიათ Good Gout-ის ურძეო იოგურტებიც მიირთვათ. 

 

ამავდროულად, სათანადო ყურადღება მიაქციეთ ჰიდრატაციას — არასაკმარისი სითხის მიღება გამოგფიტავთ და ორგანიზმს დაასუსტებს. მიიღეთ ოპტიმალური რაოდენობის წყალი, ნატურალური წვენები ან ფრეშები. რაც მთავარია, მოერიდეთ ალკოჰოლს და კოფეინის მაღალი შემცველობის სასმელებს.

 

დასვენება და რეჟიმის დაცვა

ძუძუთი კვების დროს დედისთვის საახალწლო სამზადისში დასვენება და რეჟიმის დაცვა ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. ეს არა მხოლოდ თქვენს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობას უზრუნველყოფს, არამედ ხელს უწყობს რძის წარმოების სტაბილურობასა და ბავშვის საჭიროებების ეფექტურ დაკმაყოფილებას.

როგორც იცით, სტრესი და გადაღლა ნეგატიურად მოქმედებს ოქსიტოცინის ჰორმონზე, რამაც შეიძლება რძის წარმოება შეაფერხოს. ამავდროულად, ძილის დეფიციტი და გადამეტებული დატვირთვა იმუნურს სისტემას ასუსტებს, რაც დაავადებების რისკსაც ზრდის; ეს კი საშიშია როგორც დედისთვის, ისე ბავშვისთვის. 

გარდა ამისა, საახალწლო ფუსფუსში არ უნდა დაგვავიწყდეს პატარების რეჟიმი — როდის უწევს კვება, ძილი თუ სხვა აქტივობა. მაგალითად, თუკი რაღაც პერიოდით ვერ ახერხებთ ბავშვთან აქტიურად ყოფნას, შეგიძლიათ რძე წინასწარ გამოიწველოთ და სპეციალურ პაკეტებში მოაგროვოთ. ამისათვის იდეალურია Lansinoh-ის შესანახი პაკეტები, რადგან აქვს ორმაგი დალუქული ნაკერები გვერდით და ქვედა მხარეს, ზემოდან კი — ორმაგი ელვა საბოლოო დაცვისა და მაქსიმალური ჰერმეტულობისთვის. ჩასხმის პროცესშიც ადვილად შეძლებთ ჰაერის გამოტუმბვას.

საჩუქრები დედებისა და პატარებისთვის

მაშინ, როცა დედა პატარაზე ზრუნვის პარალელურად, საახალწლო ჯადოსნობის შექმნაზეც ზრუნავს, მისთვის საჩუქრების არჩევა განსაკუთრებით სასიამოვნოა. რაც მთავარია, ხშირად დედებისთვის მნიშვნელოვანია, საჩუქარი პრაქტიკულიც იყოს და საკუთარ თავზე ან ბავშვზე ზრუნვის პროცესში დაეხმაროს. 

ამიტომაც, რამდენიმე ისეთ პროდუქტს გაგიზიარებთ, რომლითაც საყვარელ ადამიანს ნამდვილად გაახარებთ.

  1. Lansinoh-ის რძის ელექტრო საწველი ტუმბო — რძის გამოწველა და პაკეტებში შენახვა ძალიან პრაქტიკულია ნებისმიერი დედისთვის, რადგან ასე საშუალება აქვს, მშვიდად დატოვოს ბავშვი ოჯახის წევრებთან. ასევე, რძის საწველი ტუმბო ძალიან პრაქტიკულია გამაგრების შემთხვევაში — როცა ორგანიზმი ჭარბი რაოდენობის რძეს აწარმოებს, პატარა კი ვერ ასწრებს მის სრულად მიღებას და მკერდში გროვდება. ასეთ სიტუაციაში რძის გამოწველა საუკეთესო პრაქტიკაა. ამავდროულად, ხშირად იყენებენ პირიქით, რძის სტიმულაციისთვის. 

ლანსინოს ეს ტუმბო კი არის მსუბუქი და კომპაქტური. თავსებადია მიკრო-USB ადაპტერთან ან ქსელის AC ადაპტერთან, რაც მარტივ გამოსაყენებელს ხდის მოგზაურობის დროს. ასევე, ელექტრო მკერდის ტუმბოს მოჰყვება მოსახერხებელი LED ინდიკატორი, რომელიც შეწოვის სიძლიერეს აჩვენებს — შესაძლებელია სასურველი დონის დაყენება. 

დამატებით ინფორმაციასა და უპირატესობებს კი მითითებულ ბმულზე ნახავთ. შეთავაზების ფარგლებში, აპარატი 340-ის ნაცვლად, 170 ლარი ღირს.

  1. Dodie-ს ბოთლი — დოძიეს მრავალპერფორებული ანტიკოლიკური ბოთლის საწოვარას ფორმა მაქსიმალურად მიახლოებულია დედის ძუძუს ფორმასთან, მას აქვს განსაკუთრებით რბილი საწოვარას თავი, რამდენიმე ნაწილად პერფორმირებული, რაც მეტად ბუნებრივს ხდის პროცესს და ახდენს რძის სადინარების იმიტაციას. ამასთან, ანტიკოლიკური სისტემა ჩაშენებულია თავად საწოვარაში — ის უზრუნველყოფს ჰაერის ნაკადის ცირკულაციას, რომელიც მოიაზრებს ორმაგ სარქველს. შედეგად, ნაკლები ჰაერი ხვდება ბავშვის პირის ღრუში, რაც ამცირებს კოლიკის რისკებს. ამავდროულად, Dodie-ს საწოვარებში ინტეგრირებულია 3 სიჩქარიანი ნაკადი, რომელიც მაქსიმალურად ერგება ბავშვის წოვის რიტმს. 

შეთავაზების ფარგლებში, ამ ბოთლის შეძენას 39.20-ის ნაცვლად, 19.60 ლარად შეძლებთ.

  1. Dodie-ს ნაკრები GREEN RATTLE — მანამ, სანამ დედა საახალწლო სამზადისში ფუსფუსებს, დოძიეს ეს სასაჩუქრე ყუთი პატარების გართობაში დაგეხმარებათ. ის მოიცავს რბილ, საჩხარუნო სათამაშოსა და სურნელოვან წყალს, რომელიც საფრანგეთში იწარმოება და ფორთოხლის ყვავილის ნაზი, სასიამოვნო არომატი აქვს.

ახლა ამ ნაკრების შეძენას 59.75-ის ნაცვლად, 30 ლარად შეძლებთ.

  1. Lansinoh-ის მკერდის თერაპიის პაკეტები — ცივი თერაპია გამოიყენება მკერდის შეშუპებისა და მასტიტის შესამსუბუქებლად. ცხელი თერაპია კი ხელს უწყობს რძის დაშლას ამოტუმბვის დროს. ის არის ერთგვარი დამხმარე ხელსაწყო რძის გამოსაწველი ტუმბოსთვის. გაციება შესაძლებელია მისი საყინულეში მოთავსებით, ხოლო გათბობა მიკროტალღურ ღუმელში. არ საჭიროებს ადუღებას. პაკეტის რბილი და მოქნილი ფორმა კომფორტულად ერგება ნებისმიერი ფორმის მკერდს. ინახება ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. 

პროდუქტზე 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს და 80.20-ის ნაცვლად, 40.10 ლარი ღირს.

  1. Lansinoh-ის მშობიარობის შემდგომი ცივი/თბილი რელიეფური ბალიში — ლანსინოს ინოვაციური ცივი და თბილი, რელიეფური საფენი გამოიყენება მშობიარობის შემდგომი ტკივილის შესამსუბუქებლად. დამზადებულია ინოვაციური Thera°Pearl® ColorSmart™ ტექნოლოგიით მაქსიმალური კომფორტისთვის. მშობიარობის შემდგომი ბალიშები შეიძლება გამოყენებულ იქნას ცივად, რათა მოხსნას პერინეალური, ჰემოროიდული ან საკეისრო კვეთის დისკომფორტი. უსაფრთხოა მშობიარობის შემდგომი გამოყენებისთვის და ძუძუთი კვების დროს, დამამშვიდებელი ბალიშები ეფექტურად ერგება სხეულს და რჩება მოქნილი, გაყინვის შემდეგ.

ახლა მის შეძენას 56.65-ის ნაცვლად, 28.32-ლარად შეძლებთ.

  1. Lansinoh-ის მშობიარეს ჰიგიენური ბოთლი — მშობიარობის შემდგომ პერინეალური არეში შეიძლება დაძაბულობისა და ტკივილის შეგრძნება ჰქონდეს დედას. Lansinoh მშობიარობის შემდგომი სარეცხი ბოთლი კი ნაზად ასუფთავებს მგრძნობიარე ადგილს, ამშვიდებს მშობიარობის შემდგომ დისკომფორტსა და აზავებს შარდს გამწმენდი წყლის ნაკადით. საწმენდი ბოთლი იტევს 360 მლ წყალს და მისი დახრილი ფორმის საშუალებით მარტივად ასუფთავებს ძნელად მისადგომ ადგილებს.

მისი ფასი ახლა 50-ის ნაცვლად, 25 ლარია.

გახსოვდეთ, ახალი წლის დღესასწაული მაშინაა ჯადოსნური, როცა საკუთარ თავებსა და საყვარელ ადამიანებზე სათანადოდ ვზრუნავთ!