რა იწვევს შეშუპებულ თვალის უპეებს

 

სარჩევი:

სიმპტომები

რა იწვევს შეშუპებულ უპეებს

როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებულ უპეებს

შეშუპებული უპეების სამკურნალო საშუალებები სახლის პირობებში

როდის მივმართოთ ექიმს

 

შეშუპებული უპეები ხშირი და უსიამოვნო პრობლემაა, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ფაქტორით იყოს გამოწვეული. მართალია, ზოგჯერ უპეების შეშუპება შესაძლოა რაიმე დაავადების სიმპტომიც იყოს, მაგრამ უმეტეს შემთხვევაში, ის დაბერების ბუნებრივი ნიშანია.


ასაკის მატებასთან ერთად, თვალების გარშემო არსებული ქსოვილები და ქუთუთოების ამწევი კუნთები სუსტდება, კანი თანდათან კარგავს ელასტიკურობას და ეშვება. შედეგად, თვალის უპეების არეში ცხიმოვანი ქსოვილი გროვდება და მათ შეშუპებულ შესახედაობას აძლევს. გარდა ამისა, ხანდაზმულობისას მკვეთრად მცირდება კანქვეშა ცხიმის და კოლაგენის წარმოქმნა, რაც ქუთუთოების ჩამოცურებას უწყობს ხელს. ზოგჯერ ქუთუთოებქვეშ სითხის შეგუბებაც ხდება, რაც კიდევ უფრო აძლიერებს შეშუპების სურათს.

თვალის უპეებზე "ჩანთების" გაჩენა, ძირითადად, კოსმეტიკურ პრობლემას წარმოადგენს და იშვიათადაა რაიმე სერიოზული მდგომარეობის ნიშანი.  შეშუპების დონე შეიძლება შევამციროთ მარტივი საშუალებებით, მაგალითად - ცივი კომპრესებით.

სიმპტომები

შეშუპებული უპეების სიმპტომებია: 

  1. ზომიერი შეშუპება
  2. ჩამოცურებული და მოშვებული კანი
  3. მუქი წრეები თვალებქვეშ

რა იწვევს შეშუპებულ უპეებს

შეშუპება იწყება მაშინ, როდესაც თვალებისა და ქუთუთოების მხარდამჭერი ქსოვილებისა და კუნთების სისუსტე იჩენს თავს. კანი ნაოჭდება და ეშვება, ხოლო თვალების გარშემო განლაგებული ცხიმი გროვდება ქვედა ქუთუთოებში. ასევე, ქუთუთოებქვეშ შეიძლება დაგროვდეს სითხე და გააძლიეროს შეშუპებისა და შესივების ეფექტი. ამ ყველაფრის განმაპირობებელი ფაქტორებია:

  • დაბერება
  • სითხის შეკავება, განსაკუთრებით - ძილიდან გაღვიძებისას ან მარილიანი საკვების მიღების შემდეგ
  • ძილის ნაკლებობა
  • ალერგიები
  • მოწევა
  • გენეტიკური განწყობა - უპეების შეშუპებას შეიძლება გენეტიკურმა ფაქტორმაც შეუწყოს ხელი
  • ზოგიერთი სამედიცინო მდგომარეობა: დერმატიტი, დერმატომიოზიტი, თირკმლისა და ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები

როგორ ვუმკურნალოთ შეშუპებულ უპეებს

გამომწვევი მიზეზის მიხედვით შეშუპების შემცირების სხვადასხვა მეთოდი არსებობს. სახლის პირობებში მკურნალობამ შეიძლება დროებით შეამციროს ქვედა ქუთუთოების შეშუპება, რომელიც ზოგჯერ განპირობებულია სითხის დაგროვებით თვალის ქვედა არეში. თუმცა, მუდმივი შეშუპებისგან განთავისუფლებისთვის ხშირად აუცილებელია სამედიცინო მკურნალობა.

შეშუპებული უპეების სამკურნალო საშუალებები სახლის პირობებში

თუ დროდადრო იღვიძებთ შესივებული უპეებით, ეს სწრაფი საშუალებები შეიძლება დაგეხმაროთ. ისინი ამცირებენ შეშუპებას, სანამ ბუნებრივად არ გაივლის დღის განმავლობაში:

  1. ცივი კომპრესები: გაგრილება ამცირებს ანთებას და შეშუპებას სისხლის მიმოქცევის შემცირებით. შეგიძლიათ დახუჭულ თვალებზე რამდენიმე წუთით დაადოთ რაიმე ცივი, როგორიცაა ყინულის პაკეტი, გაცივებული კიტრის ნაჭრები ან მაცივრიდან გამოღებული კოვზები.
  2. კოფეინი: კოფეინი ვაზოკონსტრიქტორია, რაც ნიშნავს, რომ ის ავიწროებს სისხლძარღვებს. ბევრი კოსმეტიკური კომპანია ყიდის თვალის კრემებს კოფეინით, რათა შეამციროს თვალის შეშუპება. ასევე შეგიძლიათ სცადოთ დახუჭულ თვალებზე გაცივებული ჩაის პაკეტების (შავი ჩაი კოფეინით) დადება.

თვალის წვეთი ნევქსალი გამოიყენება მოზრდილებში: თვალის ტკივილისა და ანთების პრევენციისთვის და მოსახსნელად თვალზე კატარაქტას ოპერაციის შემდეგ. მაკულარული შეშუპების (თვალის უკან შეშუპების) რისკის შესამცირებლად თვალზე კატარაქტას ოპერაციის შემდეგ დიაბეტურ პაციენტებში.

TOBREX - ტობრექსი 0,3% 5მლ. თვალის წვეთები შეიცავს სხვადასხვა მოქმედქ ნივთიერებას, რომლებიც ინფექციების და შეშუპების, სიწითლის, ტკივილის, თვალის მიდამოში სიმხურვალის მსგავსი ნიშნების სამკურნალოდ გამოიყენება.

Unilev - უნილევი თვალის წვეთები ინიშნება თვალის წინა ზედაპირზე არსებული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ 1 წელსა და ზემოთ ბავშვებში, მოზრდილებსა და მოზარდებში. 

Optamycin - ოფთამიცინი 0.3% თვალის წვეთები თვალების და მის გარშემო ზედაპირული ბაქტერიული ინფექციების სამკურნალო საშუალებაა.

Zylotra - ზილოტრა თვალის წვეთები გამოიყენება თვალში ზედაპირული ინფექციების სამკურნალოდ, რომლებიც გამოწვეულია მგრძნობიარე ბაქტერიებით ან ანთებითი მოვლენებით, რომლებიც წარმოადგენენ ინფექციის რისკს.


შეგახსენებთ, რომ მედიკამენტები ინიშნება ექიმის მიერ და თვითნებურად მიღება არაა რეკომენდებული.

როდის მივმართოთ ექიმს

მიუხედავად იმისა, რომ კოსმეტიკურად არამიმზიდველია, უპეების შეშუპება უმეტესად უვნებელია და სამედიცინო ჩარევას არ საჭიროებს. თუმცა ექიმთან ვიზიტი აუცილებელია, თუ:

აღინიშნება მხედველობის პრობლემები
შეინიშნება გაღიზიანება ან თავის ტკივილი
შეშუპებას თან ახლავს კანის გამონაყარი
ექიმი შეეცდება გამორიცხოს შეშუპების სხვა შესაძლო მიზეზები, როგორიცაა ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები, ინფექცია, შემაერთებელი ქსოვილის პრობლემები ან ალერგია. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია ოფთალმოლოგთან ან პლასტიკურ ქირურგთან გადამისამართება.