რა არის სუდოკრემი და როდის გამოიყენება ის?

სუდოკრემი არის ანტისეპტიკური, ანთების საწინააღმდეგო კრემი, რომელიც გამოიყენება ახალშობილებსა და ბავშვებში საფენით გამოწვეული დერმატიტისა და კანის დაზიანების სამკურნალოდ. 

 

სუდოკრემი ასევე გამოიყენება ეგზემის, აკნეს, მსუბუქი დამწვრობის, მზისგან მიღებული დამწვრობის, ფერისმჭამელების, სხვადასხვა სახის გამონაყარის,  ნაწოლების და ქირურგიაში ზედაპირული ჭრილობების სამკურნალოდ. 

 

სუდოკრემის შედგენილობა

 

სუდოკრემის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერებები - თუთიის ოქსიდი 15 (25%), ბენზოლის სპირტი (0.39%), ბენზილ ბენზოატი (1.01%), ბენზილ ცინამატი (0.15%), ლანოლინი (4%) და დამხმარე ნივთიერებები - სინთეტიკური ფუტკრის ცვილი, ნატრიუმის ბენზოატი, პარაფინი, მიკროკრისტალური სანთელი, წონადი თხევადი პარაფინი, გაწმენდილი წყალი, გლიკოლის პროპილენი, ლავანდა, სორბიტოლის ოლეინმჟავას ანჰიდრიდი და ლინალონის აცეტატი.

 

როგორ იყენებენ სუდოკრემს აკნეს სამკურნალოდ?

 

სუდოკრემი, როგორც ანტისეპტიკური კრემი, ლიცენზირებულია აკნეს სამკურნალოდ. გამომდინარე იქიდან, რომ აკნე არის ბაქტერიული ინფექცია, სუდოკრემს კი აქვს ანტისეპტიკური თვისებები, იგი ებრძვის აკნეს გამომწვევ ბაქტერიებს. 

 

გარდა ამისა, სუდოკრემი ახორცებს ნაწიბურებს, ეხმარება კანს დამშვიდებაში და იცავს დაზიანებულ ადგილებს ინფექციის შემდგომი გავრცელებისგან.

 

სუდოკრემის გამოყენება ეგზემას სამკურნალოდ

 

სუდოკრემის გამოყენება შესაძლებელია ეგზემისა და კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდაც.

ეგზემას მკურნალობის პროცესში სუდოკრემის ფორმულა მუშაობს შემდეგნაირად: 

 

  • კრემის შემადგენელ ჰიპოალერგიულ ლანოლინს აქვს დამარბილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი, შესაბამისად, იგი არბილებს კანს.

 

  • კრემის შემადგენელი აქტიური ნივთიერება თუთიის ოქსიდი ხელს უწყობს კანიდან სითხის დაკარგვის შემცირებას.

 

  • კრემის შემადგენელ ბენზილის სპირტს აქვს ადგილობრივი საანესთეზიო და ანტისეპტიკური თვისებები, რაც ხელს უწყობს დისკომფორტის შემცირებას.

 

  • კრემის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებები, მაგალითად - წყალგაუმტარი ბაზა პარაფინისა და სხვა ცვილების ჩათვლით, ქმნიან დამცავ ბარიერს და ხელს უშლიან ბაქტერიების გავრცელებას.

 

სუდოკრემის გამოყენება ჭრილობებისა და ნაწოლების სამკურნალოდ

 

სუდოკრემის გამოყენებით შესაძლებელია მცირე ზომის ჭრილობებისა და ნაწოლების მკურნალობა.

 

მცირე ზომის ჭრილობებისა და ნაწოლების მკურნალობის პროცესში სუდოკრემის ფორმულა მუშაობს შემდეგნაირად:

 

  • კრემის შემადგენელ ჰიპოალერგიულ ლანოლინს აქვს დამარბილებელი და დამამშვიდებელი ეფექტი, შესაბამისად, იგი არბილებს კანს.

 

  • კრემის შემადგენელი აქტიური ნივთიერება თუთიის ოქსიდი ხელს უწყობს კანიდან სითხის დაკარგვის შემცირებას.

 

  • კრემის შემადგენელ ბენზილის სპირტს აქვს ადგილობრივი საანესთეზიო და ანტისეპტიკური თვისებები, რაც ხელს უწყობს დისკომფორტის შემცირებას.

 

  • კრემის შემადგენელი დამხმარე ნივთიერებები, მაგალითად - წყალგაუმტარი ბაზა პარაფინისა და სხვა ცვილების ჩათვლით, ქმნიან დამცავ ბარიერს და ხელს უშლიან ბაქტერიების გავრცელებას.

 

სუდოკრემის გამოყენების წესები და გვერდითი მოვლენები 

 

სუდოკრემს აქვს წყალგაუმტარი ბაზა, რომელიც ქმნის დამცავ ბარიერს და ხელს უშლის ნებისმიერი გამღიზიანებლის კანთან კონტაქტს. გამომდინარე იქიდან, რომ კრემი შეიცავს რბილ ადგილობრივ საანესთეზიო საშუალებებს, მას შეუძლია ტკივილისა და გაღიზიანების შემსუბუქება. ერთი მხრივ, იგი იცავს კანს, მეორე მხრივ კი ეხმარება რეგენერაციის პროცესს. 

 

სუდოკრემი დაიტანება კანის დაზიანებულ ადგილას თხელ ფენად.  ხელის წრიული მოძრაობით ხდება სუდოკრემის შეზელვა მანამ, სანამ კარგად არ შეიწოვება კანში.  მედიკამენტის გამოყენების სიხშირე განისაზღვრება საჭიროების მიხედვით.

 

სხვა მედიკამენტების მსგავსად სუდოკრემის გამოყენების შემთხვევაშიც შესაძალებელია გამოვლინდეს ჰიპერნგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი აქტიური და დამხმარე ნივთიერებების მიმართ.


სუდოკრემის ანტისეპტიკური კრემი გამოდის 400გრ, 250გრ, 175გრ, 125გ და 60გრ ზომის ტუბებში. ის ინახება ოთახის ტემპერატურაზე, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილზე. სუდოკრემი ვარგისია წარმოებიდან 5 წლის განმავლობაში. ასევე, ის განეკუთვნება III ჯგუფის მედიკამენტებს, შესაბამისად, აფთიაქიდან მისი გაცემა შესაძლებელია ურეცეპტოდ.