
დიფერინი (0.1%) არის ფრანგული ან კანადური წარმოების გარეგანი გამოყენებისთვის განკუთვნილი თეთრი ფერის გელი, რომელიც მოთავსებულია 30 გრამიან პოლიეთილენის ტუბში და გამოიყენება მსუბუქი ხარისხის აკნეს გარეგანი მკურნალობისათვის.
- კურნავს აკნეს;
- ასუფთავებს ფორებს (შავ და თეთრ წერტილებს);
- აქრობს ჰიგმენტაციას;
- ეფექტურია ლაქებზე და ნაწიბურებზე;
- კანი მოჰყავს ერთ ფერში;
- კანს სძენს გლუვ იერს;
- აქვს ანტი ასაკობრივი მოქმედება ( წვრილი ნაოჭები, ფოტო დაბერება)
ლაბორატორიულად დადასტურებულია, რომ დიფერინის გელი ამცირებს გამონაყარის 87%-მდე, 12 კვირის ვადაში (Cunliffe et al 1998, Galderma Laboratories).
როგორია დიფერინის გელის შედგენილობა
დიფერინის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერება - ადაპალენი (0.1 გრამი) და დამხმარე ნივთიერებები - კარბომერი 980, პროპილენის გლიკოლი, პოლოქსამერი 182, დისოდიუმის ედეტატი, მეთილპარაჰიდროქსიბენზოატი (E218), ფენოქსიეთანოლი, ნატრიუმის ჰიდროქსიდი და გამოხდილი წყალი.
რა უნდა გაითვალისწინოთ დიფერინის გელის გამოყენებამდე?
დიფერინის გელის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია დერმატოლოგთან კონსულტაცია. გასათვალისიწნებელია, რომ დიფერინის გელი არ გამოიყენება თუ გაქვთ ალერგია ან მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შედგენილობაში შემავალ აქტიურ ნივთიერება ადაპალენზე ან დამხმარე ნივთიერებებზე.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ გელის რაოდენობის გაზრდა მის ეფექტიანობას არ ზრდის, მაგრამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიწითლე, აქერცვლა ან დისკომფორტი.
გარდა ამისა, დიფერინის გელის გამოყენებისას უნდა მოარიდოთ ის თვალში, ქუთუთოებზე, ნესტოებში ან პირის ღრუში მოხვედრას. შემთხვევითი კონტაქტის შემთხვევაში კი აუცილებლად კარგად ჩამოიბანოთ წყლით.
დიფერინის გელის გამოყენებამდე პაციენტი თუ მკურნალობდა სხვა ადგილობრივი ექსფოლიატური მედიაკმენტებით (მედიკამენტები, რომლებიც გამოიყენება კანიდან მკვდარი უჯრედების მოსაშორებლად), ის უნდა დაელოდოს კანის გაღიზიანების გაქრობას და მხოლოდ ამის შემდგომ დაიწყოს გელის გამოყენება მკურნალობისთვის.
აღსანიშნავია ისიც, რომ მზის სხივებისა და ულტრაიისფერი ნათურების ზემოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის დამატებითი გაღიზიანება. აქედან გამომდინარე, დიფერინის გელით მკურნალობის პერიოდში შეძლებისდაგვარად უნდა მოერიდოს პაციენტი მათ.
იმ შემთხვევაში, თუკი პაციენტი ხვდება მზის სხივების ნორმაზე მეტი ზემოქმედების არეალში, არ უნდა გამოიყენოს დიფერინი წინა, იმავე ან მომდევნო დღეს.
დიფერინთან ერთად არ გამოიყენება კანის გამწმენდი, შემკვრელი კოსმეტიკა და შრობადი ან გამაღიზიანებელი პროდუქტები (პარფიუმერიის ან ალკოჰოლის შემცველი პროდუქტები), რამაც შეიძლება დამატებით გამოიწვიოს კანის გაღიზიანება.
თუმცა დიფერინთან ერთად შესაძლებელია მაკიაჟის პროდუქტებისა და დამატენიანებლის გამოყენება ექიმთან კონსულტაციის საფუძველზე.
დიფერინის გელის გამოყენებისას გასათვალსწინებელია ორსულობისა და ლაქტაციის ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ ორსულობის განმავლობაში დიფერინის გელი არ გამოიყენება. ლაქტაციის დროს კი დიფერინის გელის გამოყენებამდე პაციენტმა აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ექიმთან.
დიფერინის გელის გამოყენების წესი და დოზები
დიფერინის გელი გამოიყენება დღეში ერთხელ, ღამის რუტინაში, ძილის წინ.
როგორც წესი, ამ საშუალებით მკურნალობის შედეგი ვლინდება 4-8 კვირის პერიოდში, თუმცა ზოგადად გელით მკურნალობა საშუალოდ 3 თვე უნდა გაგრძელდეს.
რაც შეეხება გამოყენების წესს, როგორც ზემოთ აღინიშნა, დიფერინის გელი განკუთვნილია გარეგანი გამოყენებისთვის. ძილის წინ, სახის დაბანისა და კარგად გამშრალების შემდეგ, მცირე რაოდენობის გელი უნდა დაიტანოთ სახეზე. მნიშვნელოვანია, რომ გელი მოარიდოთ თვალებთან, ქუთუთოებთან, ნესტოებთან და ტუჩებთან შეხებას. გელის გამოყენების შემდეგ კი აუცილებლად დაიბანოთ ხელები.
გაითვალისწინეთ, რომ ჭარბი დოზით დიფერინის გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კანის სიწითლე, აქერცვლა ან დისკომფორტი.
შესაძლო გვერდითი მოვლენები
დიფერინის გელს, ისევე, როგორც სხვა სამკურნალო მედიკამენტებს, ახასიათებს გვერდითი მოვლენები.
გვერდითი მოვლენები შეიძლება გამოწვეული იყოს მედიკამენტის შედგენილობაში შემავალ ნივთიერებებზე ალერგიული რეაქციით.
გელის გამოყენებისას ხშირად გამოვლენილი გვერდითი მოვლენებია:
- კანის სიმშრალე;
- კანის გაღიზიანება;
- კანის წვა;
- კანის სიწითლე (ერითემა).
პრეპარატის გამოყენებისას ნაკლებად ხშირად ვლინდება შემდეგი გვერდითი მოვლენები:
- კონტაქტური დერმატიტი;
- კანზე დისკომფორტის შეგრძნება;
- მზის დამწვრობის მსგავსი წვის შეგრძნება;
- კანის ქავილი;
- აკნეს გაღიზიანება.
გვერდითი მოვლენების გამოვლენის შემთხვევაში, მნიშვნელოვანია მიმართოთ მკურნალ ექიმს.
პრეპარატი ინახება 25˚C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. გაითვალისწინეთ, რომ დიფერინის გელის შეძენა აფთიაქში შესაძლებელია მხოლოდ ფორმა 100-ის წარდგენის საფუძველზე.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account