
თანამედროვე ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, ადამიანები იმდენ ენერგიას ხარჯავენ, რომ არცთუ იშვიათად გამოფიტვის საშიშროების წინაშე დგებიან. ამიტომ მნიშვნელოვანია, მუდმივად ხდებოდეს ფიზიკური და ემოციური რესურსების აღდგენაზე ზრუნვა. ამაში კი მილდრონიუმის შემცველი მეტაბოლური პრეპარატები გვეხმარებაა, როგორიცაა, მაგალითად, მილდრონატი.
მილდრონატი, გარდა იმისა, რომ ადამიანებს ფსიქიკურ და ფიზიკურ სტრესთან გამკლავებაში უწყობს ხელს, ასევე იცავს მათ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების განვითარებისგან. მილდრონატი გამოდის როგორ კაფსულების, ასევე საინიექციო ხსნარის სახით.
მილდრონატის კაფსულები — რა შემთხვევებშია რეკომენდებული მისი მიღება
მილდრონატი ქსოვილებში ნივთიერებათა ცვლაზე მოქმედი სისტემური გამოყენების პრეპარატია, რომელიც შეიცავს მელდონიუმის დიჰიდრატს, კარტოფილის სახამებელს, სილოიდი 244 FP-ს, კალციუმის სტეარატს.
პრეპარატი გამოიყენება კომპლექსური თერაპიის დროს:
- გულის იშემიური დაავადებისას (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობისა და დისჰორმონალური კარდიომიოპათიის, ასევე თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების კომპლექსური თერაპიის დროს (თავის ტვინის ინსულტები და ცერებროვასკულარული უკმარისობა);
- ჰემოფტალმისა და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევების, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზის, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიების დროს (დიაბეტური, ჰიპერტონული).
- დაქვეითებული შრომისუნარიანობისა და ფიზიკური გადაღლილობის დროს;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს აბსტინენციის სინდრომისას (სპეციფიურ თერაპიასთან კომბინაციაში);
- ბრონქული ასთმისა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს (როგორც იმუნომოდულატორი კომბინირებულ თერაპიაში);
- თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის დარღვევის, თავის ქალას ტრავმებისა და ენცეფალიტის შემდგომ პერიოდში.
ვინ არ უნდა მიიღოს მილდრონატი?
მილდრონატის ერთ-ერთ უკუჩვენებას წარმოადგენს მომატებული მგრძნობელობა მელდონიუმის ან პრეპარატში შემავალი ნებისმიერი სხვა ინგრედიენტის მიმართ.
არ არსებობს საკმარისი მონაცემები გამოყენების უსაფრთხოების შესახებ, ღვიძლის და/ან თირკმლის მძიმე უკმარისობის მქონე პაციენტებში.
პრეპარატი უკუნაჩვენებია ორსულობის პერიოდში, რადგან ასეთ დროს პრეპარატის მიღების უსაფრთხოება დამტკიცებული არ არის. ამიტომ ნაყოფზე არასასურველი ზემოქმედების თავიდან ასაცილებლად, ორსულობის პერიოდში პრეპარატი არ ინიშნება.
არ არის გარკვეული, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ამიტომ მელდონიუმით დედის მკურნალობის აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვის ძუძუთი კვება უნდა შეწყდეს
ასევე, არ არის დადგენილი პრეპარატის უსაფრთხოება ბავშვებისა და 18 წლამდე ასაკის მოზარდებისათვის.
რა გვერდითი მოვლენები ახლავს მილდრონატის კაფსულების მიღებას?
მილდრონატის მიღებისას შესაძლოა გამოვლინდეს შემდეგი სახის გვედრითი მოვლენები:
- ალერგიული რეაქციები, ალერგიული დერმატიტი, ჭინჭრის ციება, ანგიონევროტული შეშუპება, ანაფილაქსიური რეაქცია;
- აგზნება, ძილის დარღვევები, აკვიატებული აზრები, შიშის შეგრძნება;
- თავის ტკივილი, პარესთეზია, შემცივნება, ჰიპესთეზია, ყურებში შუილი, თავბრუსხვევა, სიარულის დარღვევა, „გულის წასვლის“ შეგრძნება, ცნობიერების დაკარგვა;
- დისკომფორტის შეგრძნება და ტკივილი გულ-მკერდის არეში, წინაგულების ფიბრილაცია, არითმია, ტაქიკარდია/სინუსური ტაქიკარდია.
მიღების წესები და დოზები — იწვევს თუ არა ჭარბი დოზირება საშიშ გვერდით მოვლენებს?
პრეპარატის არატოქსიურობიდან გამომდინარე, იგი პაციენტის სიცოცხლისათვის საშიშ გვერდით მოვლენებს არ იწვევს.
იშვიათად, შესაძლოა დაფიქსირდეს ჰიპოტენზია (დაბალი არტერიული წნევა), რასაც თან ერთვის შემდეგი სიმპტომები: თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, საერთო სისუსტე.
ამგზნები ეფექტის გამო, მილდრონატის მიღება უმჯობესია დღის პირველი ნახევარში.
- გულ-სისხლძარღვთა დაავადებების დროს, კომპლექსურ თერაპიაში ინიშნება 0,5-1,0 გ. დღეში, მთლიანი დოზის ერთდროულად მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას;
- კარდიალგია მიოკარდიუმის დისჰორმონალური დისტროფიის ფონზე პრეპარატი უნდა მიიღოთ 0,5 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი შეადგენს 12 დღეს;
- თავის ტვინის სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში, თავდაპირველად ინიშნება მილდრონატის ინიექციები 10 დღის განმავლობაში, ხოლო შემდეგ უნდა გადახვიდეთ კაფსულების მიღებაზე, დოზით - 0,5 -1,0 გ დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას.
- ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ პრეპარატი მიიღება 0,5 გ. დღეში, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის საერთო კურსია 4-6 კვირა.
- განმეორებითი კურსების ჩატარება ჩვეულებრივ ხდება 2-3-ჯერ წელიწადში, თუმცა მანამდე აუცილებლად უნდა გაიაროთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან;
- სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისა და ბადურის დისტროფიული დაავადებებისას იყენებენ პრეპარატის საინიექციო ფორმას.
- გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვების შემთხვევაში მოზრდილებს ინიშნება 0,25 გ მილდრონატი პერორალურად 4-ჯერ დღეში ან 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-14 დღეს. თუ ამის აუცილებლობაა, მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ.
- მილდრონატს იღებენ სპორტსმენები, ვარჯიშის წინ - 0,5 – 1,0 გ პერორალურად 2-ჯერ დღეში. კურსის ხანგრძლივობა მოსამზადებელ პერიოდში შეადგენს 14-21 დღეს, ხოლო შეჯიბრებების პერიოდში - 10-14 დღეს;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმის შემთხვევაში პრეპარატი მიიღება პერორალურად 0,5 გ 4-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსია 7-10 დღე.
- ბრონქული ასთმის დროს უნდა მიიღოთ პრეპარატის 0,25 გ პერორალურად ყოველდღე 3 კვირის განმავლობაში, ბრონქოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში.
როგორია მილდრონატის კაფსულების ურთიერთქმედება სხვა წამლებთან?
მილდრონატის მიღება აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის და საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.
დასაშვებია მისი კომბინაცია ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ საშუალებებთან.
სიფრთხილით მიიღება ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.
მილდრონატის საინიექციო ხსნარი
როგორც ზემოთ ვახსენეთ, მილდრონატი ასევე გამოდის საინიექციო ხსნარის სახითაც.
მილდრონატის საინექციო ხსნარი გამჭვირვალე უფერო სითხეა, რომლის 1 მლ შეიცავს 100 მგ 3-პროპიონატის დიჰიდრატს, 500 მგ 3-პროპიონატის დიჰიდრატს და საინიექციო წყალს.
მილდრონატის საინექციო ხსნარი გამოიყენება:
- გულის იშემიური დაავადების კომპლექსური მკურნალობის დროს (სტენოკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი), გულის ქრონიკული უკმარისობისა და დისჰორმონული კარდიომიოპათიის, ასევე თავის ტვინის სისხლმიმოქცევის მწვავე და ქრონიკული დარღვევების სამკურნალოდ, კომპლექსურ თერაპიაში (თავის ტვინის ინსულტი და ცერებროვასკულური უკმარისობა);
- ჰემოფთალმისა და ბადურაში სხვადასხვა ეტიოლოგიის სისხლჩაქცევებისას, ბადურის ცენტრალური ვენისა და მისი ტოტების თრომბოზების, სხვადასხვა ეტიოლოგიის რეტინოპათიების (დიაბეტური, ჰიპერტონიული) დროს.
- დაქვეითებული შრომისუნარიანობის და ფიზიკური გადაძაბვისას, მათ შორის, სპორტსმენებში;
- ქრონიკული ალკოჰოლიზმის დროს აბსტინენციის სინდრომის სამკურნალოდ (ალკოჰოლიზმის სპეციფიკურ თერაპიასთან კომბინაციაში).
- ბრონქული ასთმისა და ქრონიკული ობსტრუქციული ბრონქიტის დროს (როგორც იმუნომოდულატორი კომპლექსური თერაპიის შემადგენლობაში).
მილდრონატის ინიექციის გამოყენების ხერხი და დოზირება
ამგზნები ეფექტის შესაძლო გამოვლენის გამო რეკომენდებულია მილდრონატის ინიექცია გაკეთდეს დღის პირველი ნახევარში.
გულ-სისხლძარღვთა დაავადების დროს, ხსნარს იკეთებენ 0,5 – 1,0 გ დღეში, ინტრავენურად, მთელი დოზის ერთდროული მიღებით ან 2 მიღებაზე გაყოფით. მკურნალობის კურსი შეადგენს 4-6 კვირას;
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მოშლის მწვავე ფაზაში იღებენ 0,5 გ-ს 1-ჯერ დღეში, ინტრავენურად, 10 დღის განმავლობაში, შემდგომში პერორალურ მიღებაზე გადასვლით. მკურნალობის საერთო კურსი გრძელდება 4-6 კვირა. ქრონიკული დარღვევებისას იყენებენ პერორალურ ფორმას.
განმეორებითი კურსების ჩატარება დასაშვებია 2-3-ჯერ წელიწადში, ექიმთან კონსულტაციის შემდეგ.
სისხლძარღვოვანი პათოლოგიებისა და ბადურის დისტროფიული დაავადებებისას 0,5 მლ მილდრონატის საინექციო ხსნარი შეჰყავთ პარაბულბარულად, 10 დღის განმავლობაში.
გონებრივი და ფიზიკური გადაძაბვების დროს, პრეპარატის 0,5 გ შეჰყავთ ინტრავენურად 1-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი შეადგენს 10-14 დღეს. აუცილებლობის შემთხვევაში მკურნალობას იმეორებენ 2-3 კვირის შემდეგ. სპორტსმენებს უნიშნავენ პერორალურ სამკურნალო ფორმას.
ქრონიკული ალკოჰოლიზმის სამკურნალოდ, მილდრონატის ხსნარი შეჰყავთ ინტრავენურად - 0,5 გ 2-ჯერ დღეში. მკურნალობის კურსი გრძელდება 7-10 დღე.
რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს მილდრონატის ინიექციას?
იშვიათად, შესაძლოა აღინიშნოს ისეთი ალერგიული რეაქციები, როგორიცაა: გაწითლება, გამონაყარი, ქავილი, შეშუპება, ასევე დისპეფსიური მოვლენები – ტაქიკარდია, არტერიული წნევის შეცვლა, აგზნება.
მილდრონატი სიფრთხილით ინიშნება ქალასშიდა წნევის შემთხვევაში (ვენური სისხლმიწოდების დარღვევისას, ქალასშიდა სიმსივნეებისას).
პრეპარატის მიღებისას სიფრთხილე უნდა დაიცვან ღვიძლისა და თირკმლების ქრონიკული დაავადებების მქონე პაციენტებმა. მილდრონატის ინიექცია არ ინიშნება ბავშვებში.
დასაშვებია თუ არა მილდრონატის ინიექციები ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში?
არ არსებობს კვლევები იმის შესახებ, არის თუ არა პრეპარატი უსაფრთხო ორსულებისთვის, ამიტომ ნაყოფზე შესაძლო არაკეთილსასურველი გავლენის რისკის გამო, მას არ ნიშნავენ ორსულობის დროს.
ასევე არ არის დადგენილი, გამოიყოფა თუ არა პრეპარატი დედის რძეში. ამიტომ თუ მილდრონატით მკურნალობა აუცილებელია დედისათვის, მაშინ ბავშვის ძუძუთი კვებას წყვეტენ.
როგორია მილდრონატის საინიექციო ხსნარის ურთიერთქმედება სხვა პრეპარატებთან?
მილდრონატის ხსნარი აძლიერებს კორონაროგამაფართოებელი საშუალებების მოქმედებას, ზოგიერთი ჰიპოტენზიური პრეპარატის, საგულე გლიკოზიდების მოქმედებას.
ის შეგიძლიათ მიიღოთ ანტიანგინალურ პრეპარატებთან, ანტიკოაგულანტებთან, ანტიაგრეგანტებთან, ანტიარითმიულ, დიურეზულ, ბრონქოლიზურ საშუალებებთან კომბინაციაში.
ზომიერი ტაქიკარდიისა და არტერიული ჰიპოტენზიის შესაძლო განვითარების გამო, უნდა დავიცვათ სიფრთხილე ნიტროგლიცერინთან, ნიფედიპინთან, ალფა-ადრენომაბლოკირებელ, ჰიპოტენზიურ საშუალებებთან და პერიფერიულ ვაზოდილატატორებთან კომბინაციის დროს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account