დეტრივიტი

დეტრივიტი

დღესდღეობით D ვიტამინის დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ეს ნაწილობრივ თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესს მიეწერება, ნაწილობრივ კი — არასათანადო კვებას, ასაკსა და ჯანმრთელობის სხვადასხვა დარღვევას. რაციონის ცვლილება თუ მზეზე სეირნობა დეფიციტის მოსაგვარებლად ყოველთვის საკმარისი არაა, ამიტომ ასეთ შემთხვევებში დანამატების გამოყენებაა რეკომენდებული.

დეტრივიტი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია (ბად), რომელიც ვიტამინ D3-ს დაბალანსებული რაოდენობით შეიცავს. ეს საშუალება D ვიტამინის უკმარისობის პროფილაქტიკის მიზნით გამოიყენება.

დეტრივიტი რამდენიმე ფორმით არსებობს, თითოეული ვარიანტი კი ვიტამინ D3-ს განსხვავებული დოზით შეიცავს (როგორც რიცხვები თავადვე მიგვანიშნებს): დეტრივიტი 1000 ს. ე. (Detrivit 1000 IU), დეტრივიტი 2000 ს. ე. (Detrivit 2000 IU),  დეტრივიტი ფორტე 5000 ს. ე. (Detrivit Forte 5000 IU), დეტრივიტი მაქსი 10000 ს. ე. (Detrivit Max 10000 IU). 

 

გარდა ამისა, დეტრივიტი საბავშვო ფორმითაც არის ხელმისაწვდომი (დეტრივიტი ჟელი), როგორც საღეჭი კაფსულები; იგი არსებობს წვეთების სახითაც (დეტრივიტი დროპსი) და Detrivit K2 ფორმით, რომელიც, გარდა ვიტამინ D3-ისა, ვიტამინ K2-საც შეიცავს.  

რა უნდა ვიცოდეთ ვიტამინ D3-ის შესახებ 

ვიტამინი D3, იგივე ქოლეკალციფეროლი, ვიტამინ D-ს აქტიური ფორმაა და ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ორგანიზმის ჩამოყალიბებაში, ასევე მისთვის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვისაც. 

ეს ვიტამინი ორგანიზმში კალციუმისა და ფოსფორის ათვისებას არეგულირებს და უზრუნველყოფს, რომ აღნიშნული ელემენტები საჭირო რაოდენობით შევინარჩუნოთ სისხლში, ძვლებსა და კბილებში. ამ გზით ვიტამინი D3 ხელს უწყობს ძვლოვანი ჩონჩხის ფორმირებას, ძვლის სტრუქტურის შენარჩუნებასა და კუნთების ტონუსის ზრდას.

ვიტამინი D3-ის მოქმედების შედეგად მიოკარდიუმის კუმშვითი ფუნქციაც უმჯობესდება; უკეთ მიმდინარეობს სისხლის შედედება, რეგულირდება ნერვული იმპულსების გატარება, ძლიერდება იმუნური სისტემა. 

ვიტამინი D3 ასევე აუცილებელია პარაფარისებრი ჯირკვლების ნორმალური ფუნქციონირებისთვის. მისი მიღება, განსაკუთრებით კალციუმთან ერთად, ძვლის ქსოვილის დაკარგვას ანელებს და მოტეხილობების რისკს ამცირებს.

გამოდის, D ვიტამინის ნაკლებობამ არაერთი პრობლემა შეიძლება შეგვიქმნას. იმ შემთხვევაში, როცა ბუნებრივი გზით ამ ვიტამინის ათვისება ვერ ხერხდება (არასრულფასოვანი საკვების, მზეზე არასაკმარისი დროის გატარებისა თუ ასაკობრივი ფაქტორების გამო), აუცილებელია დანამატის მიღება. საგულისხმოა, რომ ვიტამინ D3-ს აქტიურად იყენებენ ოსტეოპოროზის კომპლექსური თერაპიისას და იგი ამ პროცესში ერთ-ერთი სავალდებულო კომპონენტია.

ცნობისთვის, D ვიტამინმა რომ თავისი ფუნქცია შეასრულოს, ვიტამინი K2-ს ჩართულობაც არის საჭირო. K2 ცხიმში ხსნადი ვიტამინია, რომელიც D ვიტამინის მონაწილეობით წარმოქმნილ ორ უმნიშვნელოვანეს ცილას ააქტიურებს. ეს ცილები ორგანიზმში კალციუმის სწორ გადანაწილებას უზრუნველყოფს. ასე ორგანიზმი დაცულია თირკმლების, სისხლძარღვებისა და რბილი ქსოვილების კალციფიკაციისგან; მცირდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარების რისკიც. 

მსგავსად D ვიტამინისა, ძვლების შენებაში ვიტამინი K2-იც მონაწილეობს. იგი ოსტეოპოროზის განვითარებას აფერხებს და მოტეხილობების რისკს ამცირებს. ეს ვიტამინი სისხლის შედედების პროცესსაც არეგულირებს. 

როგორ უნდა მივიღოთ დეტრივიტი? 

დეტრივიტის დოზას ექიმი არჩევს იმის მიხედვით, თუ რამდენად მძაფრია ვიტამინი D3-ის დეფიციტი და როგორ რეაგირებს ორგანიზმი მიღებულ დოზაზე.

დეტრივიტი 1000, დეტრივიტი 2000, დეტრივიტი 5000 (ფორტე) და დეტრივიტი 10000 (მაქსი) მიიღება პერორალურად, ჭამის დროს, 1 ჭიქა წყალთან ერთად. ზრდასრულებისთვის რეკომენდებული დღიური დოზა დღეში 1 კაფსულია.

დეტრივიტის წვეთები გამოიყენება როგორც ჩვილებში, ასევე ბავშვებსა და მოზრდილებშიც. ბავშვებისთვის რეკომენდებული დღიური დოზაა 0.5 მლ., ხოლო მოზრდილებისთვის კი — 1 მლ. 

დეტრივიტი ჟელი 3 წლის ასაკიდან გამოიყენება, როგორც ბავშვებში, ასევე მოზრდილებშიც. რეკომენდებულია დღეში 1-2 ჟელი. 

რა უნდა გავითვალისწინოთ დეტრივიტის მიღებამდე 

დეტრივიტი ბიოლოგიურად აქტიური დანამატია და სრულფასოვანი კვებითი რაციონის ჩასანაცვლებლად არ ინიშნება. დაუშვებელია რეკომენდებული დღიური დოზის გადაჭარბება. 

არ მიიღოთ დეტრივიტი არცერთი ფორმით, თუ მასში შემავალი რომელიმე კომპონენტის მიმართ მომატებული მგრძნობელობა აღგენიშნებათ.

თუკი ორსულად ან ლაქტაციის პერიოდში ხართ, უმჯობესია, დეტრივიტის გამოყენებაზე რეკომენდაცია ექიმმა გასცეს. 

ამ დანამატის ხანგრძლივი მიღებისას სისხლში კალციუმის დონე აუცილებლად უნდა გაკონტროლდეს; საჭიროა თირკმლის მუშაობის მეთვალყურეობაც (ეს სისხლში კრეატინინის რაოდენობის განსაზღვრით ხდება). დაკვირვება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გულ-სისხლძარღვთა დაავადებების მქონე ასაკოვან პაციენტებში, რომლებიც საგულე გლიკოზიდებს იღებენ და ორგანიზმში კენჭების წარმოქმნისკენ არიან მიდრეკილნი. 

აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ დანამატის მიღება, თუ ორგანიზმში კალციუმის გადაჭარბების, ჰიპერკალცემიის, ან თირკმლის ფუნქციის დარღვევის ნიშნები გამოვლინდება.

სიფრთხილეა საჭირო, თუკი დეტრივიტს სარკოიდოზით დაავადებული პაციენტი იყენებს, რადგან ამ შემთხვევაში მეტია რისკი, რომ ვიტამინი D3 თავის აქტიურ ფორმაში დიდი რაოდენობით გარდაიქმნება. 

ოსტეოპოროზის მქონე იმობილიზებულ პაციენტებში მაღალია რისკი, რომ დეტრივიტის გამოყენებისას ჰიპერკალციემია განვითარდება.

თუ უფრო დეტალურად გსურთ გაიგოთ, რამდენად თავსებადია დეტრივიტი თქვენი ორგანიზმისთვის, მნიშვნელოვანია, რომ ექიმს ან ფარმაცევტს მიმართოთ.

საშუალება არა უმეტეს 15-25˚C ტემპერატურაზე ინახება, მშრალ და სინათლისაგან დაცულ ადგილას. იგი არ უნდა იდოს ბავშვებისთვის ხელმისაწვდომ ადგილას.

რისგან შედგება დეტრივიტი? 

დეტრივიტის თითოეული ფორმა სხვადასხვა რაოდენობის ვიტამინ D3-ს შეიცავს; განსხვავებულია დამატებითი ნივთიერებებიც. 

 

სანამ შედგენილობის განხილვაზე გადავიდოდეთ, საჭიროა ვიცოდეთ, რომ: მიკროგრამი (მკგ.) გრამის მემილიონედი ნაწილია; საერთაშორისო ერთეული (ს. ე.) საზომია, რომელიც მედიცინაში ნივთიერებების სტანდარტული ეფექტის შესაფასებლად გამოიყენება; შემოკლება ეკვ. რაიმეს ეკვივალენტურობას, ანუ ტოლფასობას, აღნიშნავს. 

 

დეტრივიტი 1000 

  • 1 კაფსულში: ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი); 
  • დამატებითი ნივთიერებები: მზესუმზირას ზეთი, რაფინირებული, ანტიოქსიდანტი DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307).
  • კაფსულის გარსის შედგენილობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჟელატინი, გლიცეროლი (E322), დისტილირებული წყალი

 

დეტრივიტი 2000 

  • 1 კაფსულში: ვიტამინი D3 ეკვ. 50 მკგ (2000 ს. ე.) ვიტამინი D.
  • შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი - 97.25%. 
  • დამატებითი ნივთიერება: მზესუმზირას ზეთი, რაფინირებული.

 

დეტრივიტი 5000 (ფორტე) 

  • 1 კაფსულში: ვიტამინი D3 ეკვ. 125 მკგ. (5000 ს. ე.) ვიტამინი D.
  • შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი - 97.25%. 
  • დამატებითი ნივთიერება: მზესუმზირას ზეთი, რაფინირებული.

 

დეტრივიტი 10000 (მაქსი) 

  • 1 კაფსულში: ვიტამინი D3 ეკვ. 250 მკგ. (10000 ს. ე.) ვიტამინი D.
  • შეიცავს: ქოლეკალციფეროლი - 2.5%, DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307) - ანტიოქსიდანტი 0.25%, Mჩთ-ცხიმი - 97.25%. დამატებითი ნივთიერება: მზესუმზირას ზეთი, რაფინირებული.
  • გამოშვების ფორმა: 30 რბილი ჟელატინის კაფსულა ბლისტერზე.

 

დეტრივიტი K2 

  • 1 კაფსულში: ვიტამინი K2  (MK-7) – 100 მკგ., ვიტამინი D3  (ქოლეკალციფეროლი) – 125 მკგ. (5000 ს. ე.). 
  • დამატებითი ნივთიერებები: მზესუმზირას ზეთი, რაფინირებული. ანტიოქსიდანტი DL-ალფა-ტოკოფეროლი (E307); 
  • კაფსულის გარსის შედგენილობა: მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჟელატინი, გლიცეროლი (E422), დისტილირებული წყალი.

ცნობისთვის, პროდუქტი არ შეიცავს შაქარსა და გლუტენს.

 

დეტრივიტი ჟელი 

  • 1 საღეჭ კაფსულში: 10 მკგ. (400 ს. ე.) ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი)
  • დამატებითი ნივთიერებები: გლუკოზის სიროფი, შაქარი, წყალი, ჟელატინი, ლიმონმჟავა, სორბიტოლი, მზესუმზირას ზეთი, კაროტინები, ქლოროფილებისა და ქლოროფილინების სპილენძის კომპლექსები, შავი სტაფილოს წვენის კონცენტრატი, ზამბახის ექსტრაქტი, ლიმონის, ფორთოხლის, ჟოლოსა და ვაშლის არომატიზატორები, კარნაუბას ცვილი.

ცნობისთვის, დეტრივიტი ჟელი არ შეიცავს გლუტენს.

 

დეტრივიტი დროპსი 

  • 1 მლ სითხე: 10 მკგ. (400 ს. ე.) ვიტამინი D3 (ქოლეკალციფეროლი) 
  • დამხმარე ნივთიერებები: წყალი; დამატენიანებლები: სორბიტოლი, საქაროზა, ყურძნის კონცენტრირებული წვენი, ფორთოხლის კონცენტრირებული წვენი; მჟავიანობის აგენტები: ვაშლის მჟავა, ატმის არომატიზატორი; კონსერვანტები: ნატრიუმის ბენზოატი, კალიუმის სორბატი; შემასქელებელი აგენტი: ქსანთანის გუმფისი; ემულგატორი: პოლისორბატი 80; დამატკბობელი: სუკრალოზა; საღებავი: ბეტა კაროტინი.

ასე რომ, ვიტამინი D3 ჯანმრთელობის შენარჩუნებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, თუმცა დღევანდელობაში მისი დეფიციტი ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული პრობლემაა. ამ პრობლემის მოგვარება მარტივადაა შესაძლებელი, რადგან განსხვავებულ საჭიროებებზე მორგებული არაერთი დანამატია ხელმისაწვდომი ქართულ ბაზარზე. ექიმი დაგეხმარებათ იმის გადაწყვეტაში, თუ დეტრივიტის რომელ ვარიანტს უნდა მიანიჭოთ უპირატესობა.