დიკლობერლი – ართრიტის მკურნალი პრეპარატი

დიკლობერლი

 

თუ სახსრების ტკივილი იგრძენით, კიდურებზე სიწითლე ან შეშუპება დააფიქსირეთ, გიჭირთ მოძრაობა და პრობლემა გექმნებათ გადაადგილებისას, დიდი ალბათობით, სახსრების ანთება გაქვთ.  

სახსრების ართრიტი ერთ-ერთ ყველაზე ძველ და გავრცელებულ დაავადებად ითვლება. ბოლო დრომდე არსებობდა მოსაზრება, რომ ართრიტი ხანდაზმულთა ავადმყოფობაა - იგი 50 წელს გადაცილებულ ყოველ მეორე ადამიანს, უფრო ხანდაზმულ ასაკში კი 90%-ს აღენიშნება. თუმცა ბოლო პერიოდში სახსრების ანთება გვხვდება ახალგაზრდებში და ბავშვებშიც კი. 

ეს არის ძალიან მრავალმხრივი, მტკივნეული და შემაწუხებელი დაავადება, რომელიც რადიკალურად ცვლის ცხოვრების წესს. ამიტომ პირველივე სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეთ  ექიმს და დაიწყეთ მკურნალობა.  

სახსრების ანთების დროს, ხშირ შემთხვევაში, ექიმები პაციენტს უნიშნავენ - არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო, ძლიერ ტკივილგამაყუჩებელ და სიცხის დამწევ პრეპარატს დიკლობერლს/dicloberl - იგი პსპ-ს აფთიაქებში შეგხვდებათ, როგორც  ამპულის - დიკლობერლი 75, ასევე აბის - Dicloberl Retard - დიკლობერლი რეტარდი სახით. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დიკლობერლი მალამოს ან გელის სახით არ არსებობს. 

თუ რა სახეობის  Dicloberl გესაჭიროებათ გამოსაჯანმრთელებლად, ამას დაავადების დიაგნოსტიკის შემდეგ, მისი მიმდინარეობიდან გამომდინარე,  ექიმი განსაზღვრავს.  ექიმის ან ფარმაცევტის რეკომენდაციის გარეშე დიკლობერლის მიღება არ არის რეკომენდებული, მიუხედავად იმისა, რომ იგი აფთიაქებში ურეცეპტოდ იყიდება.

 

რა შემთხვევაში ინიშნება დიკლობერლი - სიმპტომები 

არ აქვს მნიშვნელობა რომელ ასაკში ხართ, თუ სახსრების ტკივილი შეგაწუხებთ, შესაძლოა, ექიმმა შემდეგი დიაგნოზი დაგისვათ:

  • სახსრების სხვადასხვა სახეობის მწვავე  ან ქრონიკული ანთება (მათ შორის პოდაგრა);
  • რევმატოიდული ართრიტი ან  რევმატიული სხვა დაავადებები (ქრონიკული პოლიართრიტი);
  • ბეხტერევის დაავადება (მაანკილოზებელი სპონდილიტი);
  • ართროზები და სპონდილოართროზები (ანთებითი მდგომარეობა სახსრებისა და ხერხემლის დეგენერაციული დაავადებების დროს);
  • ქსოვილების   გაღიზიანება   სახსრების   და   ხერხემლის   დეგენერაციული პროცესების დროს (ართროზი და სპონდილოართროზი);
  • რევმატული ხასიათის ანთებითი პროცესები რბილი ქსოვილების დაზიანებით;
  • ტკივილის პროცესში მიმდინარე შეშუპება/ტრავმის ან ოპერაციის შემდგომი ანთება.

ეს იმ დიაგნოზების არასრული ჩამონათვალია, რა შემთხვევაშიც ექიმი პაციენტს დიკლობერლს უნიშნავს. დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე კი შეირჩევა დიკლობერლის ფორმა - ამპულა თუ აბები. 

ეს არ ეხება ბავშვებს და 18 წლამდე მოზარდებს. მცირეწლოვანებში Dicloberl-ის არც ერთი სახეობა არ ინიშნება.   

 

რა დოზით უნდა მივიღოთ დიკლობერლი — მიღების წესი  

თუ ექიმმა Dicloberl 75  საინიექციო ხსნარი დაგინიშნათ, ეს  იმას ნიშნავს, რომ სხვადასხვა გენეზის  სახსრების ართრიტის ყველაზე გამწვავებული მდგომარეობა გაქვთ და  აუცილებელია მკურნალობის განსაკუთრებული სისწრაფე. 

პრეპარატს მარტივად, რეცეპტის გარეშე შეიძენთ პსპ-ს აფთიაქებში. შეფუთვაში საინიექციო ხსნარის ამპულების რაოდენობა 5-ია. თითოეული  ამპულის საინექციო  ხსნარი  - 3  მლ/75  მგ  ნატრიუმის დიკლოფენაკს შეიცავს.

დიკლობერლის ამპულა —  დოზირება და  მიღების წესი 

დიკლობერლი  N75-ით  მკურნალობის, დოზირებას და ხანგრძლივობას, დაავადების სიმძიმისა და მიმდინარეობის თავისებურებებიდან გამომდინარე, განსაზღვრავს ექიმი.

დიკლობერლის ნემსი კეთდება 1-დან 5 დღის განმავლობაში, კუნთში, ღრმად -   დღეში ერთი ამპულა - 75 მგ,  ან უკიდურეს შემთხვევაში მაქსიმუმ 2 ამპულა - 150 მგ. დოზის გადამეტება დაუშვებელია.

მკურნალობის გაგრძელების აუცილებლობის შემთხვევაში კი დიკლობერლის ტაბლეტები ინიშნება.

დიკლობერლი რეტარდი — აბების მიღების წესი და დოზირება 

არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო საშუალება დიკლობერლი რეტარდი - საერთაშორისო დასახელება - diclofenac sodium  - შენელებული მოქმედებისაა, ანუ შედარებით მსუბუქი დაავადებისას ინიშნება.  ერთი კაფსულა  100 მგ დიკლოფენაკის ნატრიუმს შეიცავს. კოლოფში კი მოთავსებულია  20 აბი.

დიკლობერლი რეტარდი, ისევე როგორც დიკლობერლი  75, ზრდასრულმა პაციენტმა  ექიმის მიერ განსაზღრული დოზითა და ხანგრძლივობით უნდა მიიღოს -  დღეში ერთხელ, ერთი აბი. 

დაავადების სიმძიმის მიხედვით, ერთი დღის დოზა   50 და 150 მგ-ია. დოზის გაზრდა  150 მგ-მდე შეიძლება, მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში. თუმცა გაზრდილი დოზის დროს აუცილებელია  კუჭის წვენის მიმართ მდგრადი ტაბლეტის მიღება.

დიკლობერლი რეტარდის აბი უნდა დალიოთ დაუღეჭავად, საკმარისი რაოდენობით წყლის მიყოლებით. გახსოვდეთ, ზედმეტი დოზის მიღება იწვევს ჯანმრთელობის გაუარესებას.

დიკლობერლი N75  ამპულის ან დიკლობერლი რეტარდის ტაბლეტის   მიღებისას თუ თავს  ცუდად იგრძნობთ ან   მდგომარეობა გაუარესდება, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.

დიკლობერლის დოზის გადაჭარბება 

დიკლობერლისდოზის გადაჭარბება დაუშვებელია, რადგან შესაძლებელია გამოიწვიოს სხვადასხვა უკუჩვენება -  თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, სმენის დახშობა და გონების დაკარგვა. 

აგრეთვე, ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა,  კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენა,  არტერიული წნევის დაცემა, ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის დარღვევა,   სუნთქვის გაძნელება  და ა.შ. 

ამ შემთხვევაში აუცილებელია ექიმის ჩართულობა, რომელიც მოწამვლის სიმძიმის მიხედვით მიიღებს საჭირო ზომებს.

რა გვერდითი მოვლენები აქვს დიკლობერლს? 

ისევე როგორც მედიკამენტების უმრავლესობა, დიკლობერლიც, როგორც ამპულა, ასევე აბი, სხვა წამლებთან ერთად მიღებისას, სხვადასხვა ურთიერთქმედებას იწვევს. ამიტომ dicloberl-ის დანიშვნისას  თუ სხვა რომელიმე პრეპარატს მოიხმართ, აუცილებლად უთხარით ექიმს, რომ მოსალოდნელი შედეგები სწორად განსაზღვროს.

დიკლობერლი 75  ამპულა ან დიკლობერლი რეტარდის აბი, როგორც სხვა პრეპარატები, რიგ შემთხვევაში გვერდით მოვლენებს იწვევს, თუმცა ყველაფერი ინდივიდუალურია, ამასთან  დამოკიდებულია გამოყენებული დოზასა და მკურნალობის ხანგრძლივობაზე.  

თუ თქვენ სუსტი საჭმლის მომნელებელი სისტემა გაქვთ, მაშინ მოსალოდნელია გულსირევა, ღებინება, დიარეა, სპაზმები მუცლის არეში, უმადობა, ასევე კუჭისა და ნაწლავის წყლულების გართულება. სხვათ შორის, არსებობს ცნობები პირის ლორწოვანი გარსის ან საყლაპავის დაზიანების შესახებაც.

პრეპარტმა შესაძლოა იმოქმედოს ცენტრალურ ნერვულ სისტემაზეც, ზოგიერთ შემთხვევაში მოსალოდნელია თავის ტკივილი, აგზნებულობა, გაღიზიანება, უძილობა, დაღლილობა, სმენის დახშობის შეგრძნება და თავბრუსხვევა. 

დიკლობერლის მიღებისას თუ კანზე გამონაყარი ან ქავილი შენიშნეთ, შესაძლოა ეს მედიკამენტის გვერდითი მოვლენა იყოს.  ასევე შესაძლოა შენიშნოთ  გამონაყარი ბუშტუკების, ეგზემის, კანის გაწითლების ან  ჭინჭრის ციების სახით.

ინიექციის ადგილებში ზოგჯერ ჩნდება სიწითლე და წვის შეგრძნებაც. გამონაკლის შემთხვევებში შეიძლება განვითარდეს თირკმლის ფუნქციის მწვავე დარღვევები,  ღვიძლის დაზიანება, კუჭქვეშა ჯირკვლის ანთება. 

თუ   დიკლობერლის მიღებისას აგეწიათ სიცხე, აგტკივდათ  ყელი, დაგიფიქსირდათ გრიპისმაგვარი ჩივილები ან ცხვირიდან და კანქვეშა სისხლდენები, მაშინვე შეწყვიტეთ პრეპარატის გამოყენება  და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

აუცილებლად გაითვალისწინეთ - დიკლობერლის გამოყენებისას დაუშვებელია ალკოჰოლის მიღება, ასევე არაა გამორიცხული, რომ მედიკამენტის მიღებისას  დაგიქვეითდეთ ავტომანქანის მართვისა და მექანიზმებთან მუშაობის უნარი. 

 

როგორია დიკლობერლის უკუჩვენებები? 

დიკლობერლი რეტარდის და დიკლობერლი 75-ის გამოყენებები შემდეგია:  

  • ჰიპერმგრძნობელობა მოქმედი ნივთიერების დიკლოფენაკის მიმართ; 
  • სისხლის წარმომქმნელი სისტემის ფუქნციის გაურკვეველი დარღვევები;
  • კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულები;
  • ინდუცირებული პორფირია (გარკვეული მეტაბოლური დარღვევები);
  • სისტემური წითელი მგლურა და შერეული კოლაგენოზები.

ექიმის განსაკუთრებული კონტროლია საჭირო:

  • თუ პაციენტს კუჭისა და ნაწლავის არეში აქვს ტკივილი ან კუჭის ან ნაწლავის წყლულები/ ნაწლავის ანთებები;
  • თირკმელების ან ღვიძლის დაზიანებები, მაღალი არტერიული წნევა და/ან გულის არასაკმარისი ფუნქციური მდგომარეობა (გულის უკმარისობა);
  • ცოტა ხნის წინ გადატანილი აქვს მძიმე ქირურგიული ოპერაციები;
  • განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ხანდაზმულ პაციენტებში.

დიდი სიფრთხილეა საჭირო თუ პაციენტს აწუხებს ასთმა, ალერგიული სურდო, ცხვირის ლორწოვანას პოლიპები, ასევე სასუნთქი გზების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადებების და სასუნთქი გზების ქრონიკული ინფექციები. 

ორსულობა და ლაქტაცია 

დიდი სიფრთხილეა საჭირო დიკლობერლის ნემსის ან აბების მიღებისას ორსულობის ან ლაქცაციის პერიოშიც. 

დიკლობერლმა შეიძლება გამოიწვიოს სამშობიარო შეტევების შეკავება და სისხლდენა, ამიტომ მისი მიღება ორსულობის ბოლო სამი თვის განმავლობაში არ შეიძლება.  თუმცა, ექიმის მხრიდან რისკების შეფასების შემთხვევაში, დიკლობერლი შეიძლება დაინიშნოს  ფეხმძიმობის პირველი და მეორე სამი თვის მიმდინარეობისას.  

რაც შეეხება ლაქტაციის პერიოდს, არც ამ დროსაა რეკომენდებული ართრიტის სამკურნალო პრეპარატის მიღება, რადგან მოქმედი ნივთიერება უმნიშვნელო რაოდენობით გადადის დედის რძეში.

დიკლობერლის მოქმედების ვადა არის 3 წელი, რომლის გასვლის შემდეგ პრეპარატის გამოყენება არ შეიძლება. იგი ინახება სინათლისაგან და ყინვისაგან დაცულ, ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25° ცელსიუს ტემპერატურაზე.