
სტრესი, არაჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი, რასაც ემატება მავნე ნივთიერებების, კერძოდ ნიკოტინისა და ალოჰოლის მოხმარება, ხშირად ხდება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოს - გულის ფუნქციის შეზღუდვის მიზეზი. დღესდღეობით გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები მსოფლიოში ერთ-ერთ პირველ ადგილზეა.
სტენოკარდია, არითმია, ტაქიკარდია, მიოკარდიუმის ინფარქტი, არტერიული ჰიპერტენზია, პარკუჭოვანი ექსრტასისტოლია, კორონარული არტერიების ათეროსკლეროზი, მიოკარდიუმში მეტაბოლური ცვლილებების დიაგნოზი - ეს გულის ის დაავადებებია, რომლის სამკურნალოდაც ექიმები ხშირ შემთხვევაში ნიშნავენ მედიკამენტ პანანგინს.
რა არის პანანგინი
პანანგინში შემავალი ნივთიერებები — მაგნიუმი და კალიუმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ნერვული, კუნთოვანი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მუშაობაში.
პანანგინი აუმჯობესებს მიოკარდიუმის ნივთიერებათა ცვლას, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ელექტრული იმპულსების თანმიმდევრულად გატარებას გულში და ზრდის შეკუმშვათა ეფექტურობას. ეს კი აწესრიგებს სისხლის მიმოქცევის სისტემას. აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ პანანგინი ამცირებს აუტანლობას ისეთი მედიკამენტების მიმართ, რომელიც დაავადებული გულის სრულფასოვანი ფუნქციონირებისთვის აუცილებელია. კერძოდ, საუბარია სათითურაზე (მცენარე) დამზადებულ მედიკამენტებზე.
პანანგინის ფორმები
აფთიაქებში პანანგინი შეგხვდებათ ორი ფორმით: აპკისებრი გარსით დაფარული აბები და საინიექციო ამპულები. მათ შორის განსხვავება ნივთიერებათა რაოდენობრივ შედგენილობასა და თვისობრივ მაჩვენებლებშია. როგორ ფორმას დაგინიშნავთ ექიმი, ეს თქვენი დაავადების სიმძიმეზეა დამოკიდებული.
ჩვენ ბლოგში კი უშუალოდ უნგრეთში წარმოებულ Panangin - პანანგინი 50 დრაჟეზე გესაუბრებით, რომლის შეძენა პსპ-ს აფთიაქებში, რეცეპტით არის შესაძლებელი.
პრეპატარის დოზირება და მიღების წესები
პანანგინი 50 დრაჟე გამოიყენება როგორც სამკურნალოდ, ასევე რეკომენდებულია მისი მიღება პროფილაქტიკური მიზნებისთვის. გულის სისხლმიმოქცევის დარღვევის დროს პანანგინი უნდა დალიოთ დღეში 2-2 ტაბლეტი, 3 ჯერ.
თუ ექიმმა პანანგინი საინიექციო სახით დაგინიშნათ, მაშინ 1 ან 2 ამპულა დღეში ერთხელ ან ორჯერ უნდა უნდა შეიყვანოთ ნელა, ინტრავენურად ან წვეთოვანის სახით. თუმცა გახსოვდეთ, პრეპარატი უნდა იყოს განზავებული - 5% გლუკოზის ხსნარის 50-100მლ-ში.
მიოკარდიუმის ინფარქტის შემთხვევაში კი რეკომენდებულია განზავებული 2 ამპულა დღეში 2-ჯერ, დილით და საღამოს.
როდის იღებენ პანანგინ ფორტეს
თუ არითმიის შედარებით მძიმე ფორმა დაგიდგინდათ, ამ შემთხვევაში ექიმი უფრო დიდი დოზის პანანგინს დაგინიშნავთ — მას კი პანანგინ ფორტე ეწოდება. პანანგინ ფორტე 316მგ/280მგ აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტია და იგი მინერალური დანამატების ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. მთავარი მოქმედი ნივთიერებებია კალიუმისა და მაგნიუმის ასპარგინატი.
პანანგინ ფორტეს მიღების წესი ასეთია — 1 ტაბლეტი 3-ჯერ დღეში, წყლის დიდი ოდენობის მიყოლებით. მიღებამდე კარგად გაეცანით პანანგინ ფორტეს ანოტაციას.
პანანგინის უკუჩვენება და გვერდითი მოვლენები
შეიძლება ითქვას, რომ პანანგინი 50 დრაჟე უსაფრთხო მედიკამენტია, რადგან ჭარბად მიღების დროსაც კი, თირკმელები დიდი რაოდენობით კალიუმს გამოდევნის ორგანიზმიდან. თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ადამიანს თირკმლის რაიმე პათოლოგია აქვს, ეს პროცესი ფერხდება. ამიტომ თუ თქვენ თირკმლის მწვავე და ქრონიკული უკმარისობა გაქვთ, ან ადისონის დაავადების (თირკმელზედა ჯირკვლის უკმარისობა) პანანგინის მიღება არ არის რეკომენდებული.
დაიმახსოვრეთ, პანანგინის მიღება არ შეიძლება 18 წლამდე ასაკის ბავშვებში, ხოლო ორსულებისთვის დასაშვებია. დიდი დოზით პრეპარატის დალევამ შეიძლება გამოიწვიოს ხშირი დეფეკაცია.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account