მეზიმ ფორტე — პოპულარული საჭმლის მომნელებელი ფერმენტი

ქართული სამზარეულო ცნობილია მრავლფეროვანი, გემრიელი და ნოყიერი კულინარიით. თუმცა ეს სიამოვნება, რასაც ცხოვრების აჩქარებული რიტმიდან გამომდინარე, ყოველდღიურად სწრაფი  კვების ობიექტებში არაჯანსაღი დანაყრებაც ემატება, ჩვენი ორგანიზმისთვის არც ისე ადვილი მოსანელებელია. 

ამიტომ კვებით მიღებულ სიამოვნებას, ხშირად ცვლის მუცელში შემაწუხებელი და უსიამოვნო სიმძიმე. ასეთ სიტუაციაში ერთ-ერთ მხსნელად გევლინება საჭმლის მომნელებელი ფერმენტები, რომლის სრული და დაბალანსებული ერთობლიობაა მედიკამენტში - მეზიმ ფორტე / Mezym forte.  

მეზიმ ფორტე  ნატურალური, უსაფრთხო და მაღალეფექტური საშუალებაა საჭმლის მონელების სირთულის მოსაგვარებლად. მისი უნიკალურობა კი ნივთიერება პანკრეატინშია, რომელიც, რამდენადაც არ უნდა გაგიკვირდეთ, ღორის კუჭქვეშა ჯირკვლისგან მზადდება.  სწორედ მისი დახმარებით იშლება ადამიანის ორგანიზმში ცილები, ცხიმები და ნახშირწყლები.   

 

რა შემთხვევაშია საჭირო მეზიმ  ფორტეს გამოყენება 


კვებით გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნებისას, ადამიანების გარკვეული ნაწილი თვითნებურად სვამს მეზიმ ფორტეს და შედეგითაც კმაყოფილია. მაგრამ თუ გრძნობთ, რომ ძნელად ასათვისებელი პროდუქტების  მონელების სისტემატური პრობლემა გაქვთ, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს, რადგან შესაძლოა ეს პრობლემა სხვადასხვა ორგანოს დაზიანებას უკავშირდებოდეს.  კერძოდ:  

  • ნებისმიერი ქრონიკული პანკრეატიტი — ალკოჰოლური, ტრავმული, აუტოიმუნური  (როდესაც იმუნური სისტემა შეცდომით უტევს ორგანიზმს), მემკვიდრეობითი, წამლისმიერი; 
  • მუკოვისციდოზი (იგივე კისტოზური ფიბროზი), რომლებიც  საკვები ნივთიერებების ათვისების გაუარესებას იწვევს;
  • მუცლის შებერილობისას  მეტეორიზმი და გასტროკარდიალური სინდრომი, რომელიც შესაძლოა კუჭსა და ნაწლავებზე ოპერაციის შემდეგ დაფიქსირდეს;
  • კუჭქვეშა ჯირკვლის სადინარის შევიწროება, რომელიც არ არის გამორიცხული, რომ  სიმსივნის ან ნაღვლის ბუშტში კენჭების მიზეზი იყოს; 
  • საჭმლის მონელების დარღვევა, რომელსაც თან ახლდეს მადის დაკარგვა, ბოყინი, ღებინება და დიარეა; 
  • ნევროლოგიური დაავადებები და ნაწლავური ინფექციები, რაც ნაწლავში საკვების დაჩქარებულ გადაადგილებას იწვევს;
  • ნაწლავის სხვადასხვა სახის ანთება (განსაკუთრებით კრონის დაავადება);
  • მონელების პრობლემა შაქრიან დიაბეტს და იმუნოდეფიციტის (შიდსის) სინდრომისაც უკავირდება 

ამ და სხვა დაავადების გამოვლენის შემთხვევაში ექიმი უმეტეს შემთხვევაში ნიშნავს მეზიმ ფორტეს - შესაბამისი დოზის გათვალისწინებით.

 

მეზიმ ფორტე 25000  —  ანოტაცია 


მეზიმ ფორტე აფთიაქებში ურეცეპტოდ გაიცმა, მაგრამ  ზუსტად უნდა იცოდეთ, ექიმმა რომელი დოზა დაგინიშნათ —  მეზიმ ფორტე 500.  მეზიმ ფორტე 1000, მეზიმ ფორტე  3500, მეზიმ ფორტე  10 000  თუ  მეზიმ ფორტე 25 000.  

მეზიმ ფორტე არსებობს სამი ფორმით — აპკით და ნაწლავში ხსნადი აპკით დაფარული ტაბლეტები და ჟელატინის კაფსულები. ყველა მათგანს განსხვავებული დოზა და მიღების წესი აქვს, ამიტომ კარგად გაეცანით მეზიმ ფორტეს ანოტაციას.

ჩვენ ბლოგში  კი ყველა იმ ძირითად საკითხზე გაგცემთ პასუხს, რომელიც გერმანული წარმოების მეზიმ ფორტე - 25000 ერთეულს უკავშირდება. ეს პრეპარატის უმაღლესი დოზაა და იგი კაფსულაშია მოთავსებული. 

მეზიმ ფორტეს საჭიროების დოზა განისაზღვრება კუჭქვეშა ჯირკვლის ფუნქციის  უკმარისობის ხარისხიდან გამომდინარე, თუმცა  ლიპაზას (საჭმლის მომნელებელი ფერმენტის როდენობა, რომელიც საჭიროა ცხიმის დასაშლელად) რეკომენდებული დოზა ერთ კვებაზე ძირითადად 20 000 – 40 000 ერთეულია, რომელიც საჭიროების შემთხვევაში  შეიძლება გაიზარდოს.  

მეზიმ ფორტე 25 000-ით მკურნალობის მიზანია სხეულის ნორმალური მასის მიღწევა ან შენარჩუნება და დეფეკაციის სიხშირის ან განავლის კონსისტენციის ნორმალიზება. მაგრამ სასურველი შედეგის მისაღწევად  შესაძლოა დოზის გაზრდა,  ეს კი მხოლოდ ექიმის მეთვალყურეობით უნდა მოხდეს.

რა უნდა ვიცოდეთ მეზიმ ფორტე 25 000-ის  მიღებამდე — გვერდითი მოვლენები და შეკრულობა 


მართალია, მეზიმ ფორტე 25 000 ნატურალური და უსაფრთხო პრეპარატია და უმეტეს შემთხვევაში გვერდითი და უკუჩვენებები არ ფიქსირდება, მაგრამ ცალკეულ შემთხვევაში მედიკამენტის მიღება  სახიფათოა ალერგიული პაციენტებისთვის, ამიტომ   აუცილებლად უთხარით ექიმს და შეამოწმეთ ალერგიულობის ფორმა.

ასევე, მეზიმ ფორტესთან დაკავშირებით ხშირად დასმული შეკითხვა უკავშირდება შეკრულობას.

მეზიმ ფორტე და შეკრულობა  


ყაბზობა ან გაუვალობა უმეტესად ვლინდება  მუკოვისციდოზით (კისტოზური ფიბროზი) დაავადებულ პაციენტებში,  რადგან ფერმენტის მაღალი დოზებით გამოყენება ინდივიდუალურ  შემთხვევებში იწვევს ნაწლავის ქვედა ნაწილში შევიწროვებას. ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო ნაწლავური გაუვალობის შემთხვევაში.  ასევე სიფრთხილეა საჭირო კუჭქვეშა ჯირკვლის მწვავე ან ქრონიკული ანთების დროს.

გაითვალისწინეთ, მეზიმ ფორტეს დოზის გადაჭარბებამ, განსაკუთრებით მუკოვისციდოზის მქონე პაციენტებში, შესაძლებელია გამოიწვიოს შრატსა და შარდში შარდმჟავას კონცენტრაციის მომატება.

ამიტომ დოზის ცვლილებისას აუცილებლად გაიარეთ კონსულრაცია ექიმთან. 

მეზიმ ფორტეს მიღების წესი 


როგორც წესი მეზიმ ფორტე 25000 ინიშნება დღეში ერთი კაფსულა, რომელიც სასურველია დალიოთ ჭამის დროს და მიაყოლოთ დიდი ოდენობით წყალი. 

მედიკამენტის გადაყლაპვის გაადვილების მიზნით ნუ დაღეჭავთ კაფსულას და ნუ გახსნით მას, რადგან ფხვნილმა შესაძლოა გაგიღიზიანოთ პირის ღრუ.

 

მეზიმ ფორტე საბავშვო 


რაც შეეხება მოზარდებს, მიუხედავად იმისა, რომ მეზიმ ფორტეს დაბალი დოზები არსებობს, კონკრეტულად ამ პრეპარატის საბავშვო დოზა არ არსებობს. ამიტომ მცირეწლოვან პაციენტებში  პრეპარატის მიღებამდე აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს

 

მეზიმ ფორტეს მიღება ორსულობის ან ლაქტაციის დროს 


დღევანდელი მონაცემებით, ბოლომდე შესწავლილი არ არის მეზიმ ფორტეს მოქმედება რა უარყოფით შედეგებს იწვევს ორსულებში ან ლაქტაციის პერიოდში ახალშობილზე. ამიტომ თუ აუცილებელი არ არის ამ პერიოდში ნუ მიიღებთ ფერმენტს ან კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან. 

 

გახსოვდეთ, მეზიმ ფორტე 25 000 ერთეულის შენახვის ვადა არის 2 წელი (გამოცემის თარიღი კოლოფზეა მითითებული), თუმცა კოლოფის გახსნიდან  6 თვეში იგი კარგავს ვარგისიანობას. შენახვისას კი აუცილებელია დაცული იყოს არაუმეტეს 25◦C ტემპერატურა.