
ოდაბანი გაერთიანებულ სამეფოში წარმოებული დეოდორანტი სპრეია, რომელიც ჭარბი ოფლიანობისა და არასასიამოვნო სუნის წინააღმდეგ საბრძოლველად შეიქმნა. ოდაბან სპრეის ერთ ფლაკონში 30მლ ნარევია, რომელიც ალუმინის ქლორიდს, დიმეთიკონის კოპოლიოლსა და ეთანოლს შეიცავს.
რისთვის გამოიყენება ოდაბან სპრეი?
ოდაბან სპრეი სხეულის ნებისმიერი ადგილის ჰიპერჰიდროზის (ჭარბი ოფლიანობა) დროს გამოიყენება, მათ შორისაა: იღლია, ტანი, სახე, ხელები, ტერფები, თავის თმიანი საფარველი, პროთეზირებული კიდურები და საზარდულის მიდამოები.
აღსანიშნავია, რომ ოდაბანის ფეხისთვის გამოყენების შემთხვევაში, ის არამხოლოდ ამცირებს ოფლიანობასა და აქრობს არასასიამოვნო სუნს, არამედ ტერფისა და ფრჩხილის სოკოს პროფილაქტიკის საშუალებასაც იძლევა. ტერფის და ფრჩხილის სოკოს მკურნალობაში მისი ჩართვა ეფექტიანობას საგრძნობლად ზრდის.
როგორ მოქმედებს ოდაბანი?
ოდაბან სპრეის გამოყენების შემდეგ ოფლის გამოყოფა რეგულირდება. როგორც რადიოიზოტოპურმა მეთოდებმა აჩვენა, პრობლემის აღმოსაფხვრელად ოდაბანში შემავალი აქტიური კომპონენტები საოფლე ჯირკვლების ფუნქციონირებას არ არღვევენ.
რაც შეეხება პრეპარატის მოქმედების მექანიზმს, ის ოფლის გამომტანი სადინარების ნაწილობრივი ბლოკირებით ხასიათდება. შედეგად, ოფლის გამომტანი სადინარი ნორმალურ ზომას უბრუნდება და მიდამო, სადაც სპრეის გამოიყენებთ, მშრალი რჩება.
ოფლის ის რაოდენობა რაც ორგანიზმიდან დღე-ღამის განმავლობაში უნდა გამოთავისუფლდეს, მსგავსი ადგილებიდან ოფლდენის ნაცვლად, შარდის საშუალებით გამოიყოფა.
როგორ გამოვიყენოთ სპრეი ჭარბ ოფლიანობასთან გასამკლავებლად?
ოდაბან სპრეის გამოიყენება ღამით, ძილის წინ არის რეკომენდებული. აღსანიშნავია, რომ ძილის პერიოდში ორგანიზმის მიერ ოფლის გამოყოფა მინიმუმამდე არის დაყვანილი, შესაბამისად, პრეპარატის ეფექტიანობაც უფრო მაღალი მსგავს პირობებში გამოყენების დროსაა.
ოდაბანის გამოყენებამდე, საჭიროა, დაიბანოთ და კარგად გაიმშრალოთ ზონა, სადაც ჭარბი ოფლიანობის შემცირება გსურთ. სრული სიმშრალის შენარჩუნებისთვის, სპრეის შეშრობის შემდეგ, ტალკის გამოყენებაა რეკომენდებული. დილით ზონა, რომლისთვისაც ოდაბანი გამოიყენეთ, წყლისა და საპნის დახმარებით უნდა ჩამოიბანოთ.
საწყის ეტაპზე ოდაბან სპრეი კვირაში 3-ჯერ გამოიყენება. შედეგის შესაბამისად, მისი მოხმარების სიხშირე კვირაში 2-ჯერ ან ერთხელ გამოყენებამდე უნდა შემცირდეს. გასათვალისწინებელია, რომ ხელების და ფეხების შემთხვევაში, სხვა პრობლემურ ზონებთან შედარებით, სპრეის უფრო დიდი რაოდენობით მოხმარებაა საჭიროა.
ოდაბანის უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები
ოდაბან სპრეი უკუნაჩვენებია იმ შემთხვევაში, თუ პრეპარატში შემავალი კომპონენტების მიმართ ჰიპერმგრძნობელობა გაქვთ.
გარდა ამისა, ოდაბანის მოხმარება არ არის რეკომენდებული დღისით. სპრეის სახის არეში პირდაპირ შესხმა დაუშვებელია. თუ აღნიშნულ მიდამოში ოფლიანობის შემცირება გსურთ, ოდაბანი ბამბის ტამპონის დახმარებით უნდა წაისვათ.
სპრეის შესხმა არ შეიძლება დაზიანებულ ან გაღიზიანებულ კანზე. გარდა ამისა, ოდაბანი იღლიის გაპარსვიდან დაახლოებით 24 საათის გასვლის შემდეგ უნდა გამოიყენოთ.
რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, ზოგადად, ოდაბანი უსაფრთხო პროდუქტად მიიჩნევა, რაშიც მას გაუმჯობესებული სილიკონის ფორმულა ეხმარება. კერძოდ, სპრეითი სარგებლობის შემდეგ სხეულის ზედაპირზე დამცავი აპკი წარმოიქმნება და პრეპარატში შემავალი ალუმინის ქლორიდი ორგანიზმში არ შეიწოვება. ამიტომ, ოდაბანი, ხანგრძლივი გამოყენების შემთხვევაშიც კი, უსაფრთხო პროდუქტია.
თუმცა სპრეის დიდი რაოდენობით გამოყენებამ შესაძლოა, სამიზნე მიდამოში კანის გაღიზიანება გამოიწვიოს. ამ შემთხვევაში სასურველია, სპრეის მოხმარება რამდენიმე დღით შეწყდეს. გაღიზიანებული ადგილის სწრაფად მოსაშუშებლად კი ჰიდროკორტიზონის ჯგუფის ნებისმიერი მალამოს გამოყენება შეგიძლიათ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account