
სანამ უშუალოდ ნეო პეკესისა (Neo Peques) და მისი პროდუქტების შესახებ ვისაუბრებთ, მნიშვნელოვანია განვიხილოთ ამ ბრენდის მფლობელი ესპანური კომპანია - Neovital Health. მისი მიზანია, შეიმუშაოს ბუნებრივი გადაწყვეტები ადამიანების ჯანმრთელობისა და ცხოვრების ხარისხის გასაუმჯობესებლად.
Neovital Health-ში სჯერათ ბუნების, სწორედ ამიტომ ისინი როგორც ბავშვებისთვის, ისე ზრდასრულებისთვის, პროდუქტებს სამკურნალო მცენარეებისა და სოკოებისგან, ვიტამინებისგან, მინერალებისა და მიკროელემენტებისგან ქმნიან.
კომპანია მიზნად ისახავს, შესთავაზოს ხარისხიანი პროდუქცია იმ მომხმარებლებს, რომლებიც სულ უფრო მეტად ინტერესდებიან ნატურალური პროდუქტების მოხმარებით.
Neo Peques კი Neovital Health-ის საბავშვო პროდუქციის ხაზია. ის მოიცავს ნატურალური პროდუქტების ფართო და მრავალფეროვან ასორტიმენტს, რომელიც ხელს უწყობს ბავშვთა ორგანიზმის გაძლიერებასა და დაცვას. დღეს კი ნეო პეკესის რამდენიმე მთავარი პროდუქტის შესახებ ვისაუბრებთ.
ნეო პეკეს SUERO+ ელექტროლიტები
ნეო პეკეს Suero+ არის ორალური პრეპარატი რეჰიდრატაციისთვის, რომელიც შესაფერისია ყველა ასაკის ბავშვისთვის, ჩვილების ჩათვლით. ის ღებინების ან დიარეით გამოწვეული დეჰიდრატაციის დროს დაკარგული ელექტროლიტების შესავსებად გამოიყენება. მედიკამენტი პაკეტების სახით არის ხელმისაწვდომი.
გამოყენების წესები და დოზირება
პაკეტი წყალში ან რაიმე სხვა სითხეში განზავებას არ საჭიროებს — შესაძლებელია მისი პირდაპირ გამოყენება. მედიკამენტი მიიღება როგორც ყლუპ-ყლუპად, ისე — ერთიანად, პაციენტის სურვილისამებრ. ასაკის მიუხედავად და ჩვენებების სიმძიმის მიხედვით, დღეში ნეო პეკეს სუერო+-ს 1-3 პაკეტი მიიღება. გაითვალისწინეთ, რომ მკურნალობის ხანგრძლივობას ექიმი განსაზღვრავს.
ნეო პეკეს პრობიოტიკი
ეს მედიკამენტი, რომელიც სიროფის სახით არის ხელმისაწვდომი, ბავშვის კუჭ-ნაწლავის ფლორას არეგულირებს და იცავს. ნეო პეკეს პრობიოტიკის სიროფი ახალმომზადებული ხილის წვენის ბაზაზეა შექმნილი და სისხლში გლუკოზის დონის მომატებას არ იწვევს.
პრეპარატი ინიშნება ბავშვებში, რომლებსაც აღენიშნებათ შემდეგი სამედიცინო მდგომარეობები:
- ალერგიული დიარეა;
- ინფექციური მწვავე დიარეა;
- კვებისმიერი დიარეა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფლორის ბალანსის სხვადასხვა მიზეზით წარმოქმნილი დარღვევა;
- სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული შეკრულობა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ფლორის ბალანსის დარღვევა, რომელიც ანტიბიოტიკოთერაპიის შემდეგ არის განვითარებული.
გამოყენების წესები და დოზირება
თავსახური ძლიერად უნდა დაატრიალოთ საათის ისრის მიმართულებით, სანამ მასში მოთავსებული კაფსული გასკდება და ფხვნილი ფლაკონში მოთავსებულ სითხეში ჩაიყრება. შემდეგ ფლაკონი კარგად შეანჯღრიეთ და მისი შიგთავსი ბავშვს ერთჯერადად, დღეში ერთხელ მიეცით — სასურველია დილით.
რაც შეეხება დოზირებას, შეკრულობის სამკურნალოდ 0-2 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის რეკომენდებულია დღიურად 1 ფლაკონის მიღება ყოველ მეორე დღეს. 2 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებისთვის მიზანშეწონილი დოზა კი ყოველდღიურად 1 ფლაკონს შეადგენს.
დიარეის სამკურნალოდ რეკომენდებული დოზა, ასაკის მიუხედავად, 8 დღის განმავლობაში ყოველდღიურად 1 ფლაკონია.
რაში გვეხმარება ნეო პეკეს ომეგა 3
ნეო პეკეს ომეგა 3 კიდევ ერთი მედიკამენტია, რომელიც პროდუქტების ასორტიმენტში გვხვდება. მისი მიზანია ბავშვებში:
- როგორც კოგნიტიური, ისე წერა–კითხვის უნარების გაუმჯობესება;
- მხედველობის აპარატისა და თავის ტვინის სწორი განვითარება და ფუნქციონირება;
- მოზარდთა კანის დაავადებისა და ნებისმიერი წარმოშობის ართრიტის მკურნალობა;
- მხედველობის, ყურადღებისა და მეხსიერების გაუმჯობესება.
როგორია სიროფის დოზირება
ნეო პეკესის ომეგა 3-ის სიროფის დოზირება სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის შემდეგია:
- 0-2 წელი: 5 მლ დღეში ერთხელ;
- 2-5 წელი: 5 მლ დღეში 2-ჯერ ან 10 მლ დღეში ერთხელ;
- 5+ წელი: 10 მლ დღეში 2-ჯერ.
გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ არსებობს ნეო პეკეს ომეგა გამი, რომელიც საღეჭ ტაბლეტებს წარმოადგენს. მისი გამოყენების შემთხვევაში დოზირება ასეთია:
- 3-10 წელი: დღეში 1 ტაბლეტი;
- 10+ ბავშვები: დღეში 2 ტაბლეტი.
გაითვალისწინეთ: მედიკამენტი კვებისგან დამოუკიდებლად მიიღება. მკურნალობის ხანგრძლივობა 15-20 დღეს შეადგენს, ხოლო კურსის გამეორების შესახებ გადაწყვეტილებას მკურნალი ექიმი იღებს.
როგორ იყენებენ ნეო პეკეს მგზავრობისთვის
ეს მედიკამენტი ღებინების საწინააღმდეგო საშუალებებისა და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატების კლინიკურ-ფარმაკოლოგიურ ჯგუფს მიეკუთვნება. ის ბავშვებში გადაადგილებასთან და მოძრაობასთან დაკავშირებული ღებინების, ასევე გულისრევის შეგრძნების სამკურნალოდ გამოიყენება.
დოზირება
12-დან 14 წლამდე ბავშვებმა მგზავრობის დაწყებამდე 15-20 წუთით ადრე 1 ფლაკონი (10 მლ) უნდა მიიღონ. მედიკამენტის განმეორებით მიღება შესაძლებელია 3 საათის ინტერვალით. გაითვალისწინეთ, რომ მაქსიმალური სადღეღამისო დოზა 7 ფლაკონს შეადგენს.
ინტენსიური ზრდის პერიოდი და ნეო პეკეს კალციუმი+გამის გამოყენება
ნეო პეკეს კალციუმი წარმოადგენს საღეჭ ტაბლეტებს, რომლებიც ბავშვებში გამოიყენება ინტენსიური ზრდის პერიოდში; მოტეხილობის კომპლექსური მკურნალობისთვის და კარიესის პროფილაქტიკისთვის. გარდა ამისა, მედიკამენტის გამოყენების მიზნებს ასევე წარმოადგენს:
- ბაღისა და სკოლის ასაკის ბავშვებში Ca++-ის დეფიციტის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
- არაბალანსირებული კვების დროს Ca++-ისა და D3 ვიტამინის დეფიციტის აღმოფხვრა;
- კუჭ-ნაწლავის დაავადებების დროს არასაკმარისი შეწოვით განპირობებული Ca++-ის, D3-ისა და K2-ის დეფიციტის მკურნალობა.
დოზირება
რაც შეეხება დოზირებას, ის სხვადასხვა ასაკის ბავშვებისთვის ასე განისაზღვრება:
- 4-10 წელი: დღეში 1 ტაბლეტი;
- 10-18 წელი: დღეში 2 ტაბლეტი.
გაითვალისწინეთ: მედიკამენტი კვებისგან დამოუკიდებლად მიიღება და მკურნალობის კურსის ხანგრძლივობა 20-30 დღეს შეადგენს. კურსის განმეორება შეიძლება მხოლოდ მკურნალი ექიმის დანიშნულებით.
აღსანიშნავია, რომ ნეო პეკესის პრეპარატების ჩამონათვალი ამით არ სრულდება და, გარდა ზემოთ აღნიშნულისა, ბრენდის პროდუქციაში გვხვდება მედიკამენტები სახელწოდებებით: კრესიმიენტო, რელაქსი, აპეტიტო და ა. შ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account