მკერდის ტკივილი — 4 შესაძლო მიზეზი: რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს სიმპტომი ქალებში?

მკრედის ტკივილი მენსტრუაციამდე, ორსულობის თუ ლაქტაციის პერიოდში, მენოპაუზის თუ სხვა დროს იჩენს თავს. გოგონების და ქალების უმრავლესობა ძუძუს ტკივილს ცხოვრების ამა თუ იმ ეტაპზე განიცდის. 

 

ტკივილი არასასიამოვნოა და შესაძლოა, დისკომფორტსაც იწვევდეს თქვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში. ნებისმიერი სახის ტკივილის განცდის დროს ვცდილობთ, მისი გამომწვევი მიზეზი დავადგინოთ. ამ ბლოგში მოგიყვებით, თუ რამ შეიძლება გამოიწვიოს მკერდის (ძუძუს) ტკივილი და როდის უნდა მიმართოთ ჩივილებით ექიმს. 

მიზეზი 1: ჰორმონები

 

ძუძუს ტკივილის  ერთ-ერთი გამომწვევი მიზეზი ჰორმონალური ცვლილებებია. ზოგადად,  ქალებს მენსტრუაციამდე სამი-ხუთი დღით ადრე, შესაძლოა, დაეწყოთ ძუძუს ტკივილი, რაც შეწყდება მენსტრუაციის დაწყების შემდეგ. ეს გამოწვეულია ესტროგენისა და პროგრესტერონის მომატებით მენსტრუაციის დაწყებამდე. სწორედ ეს ჰორმონები იწვევს მკერდის შეშუპებას (ან შეგრძნებას) და მომატებულ მგრძნობელობას. 

 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუკი თქვენ ორსულად ხართ, ჰორმონალური ცვლილებების მიზეზით, შესაძლოა, ძუძუს ტკივილი გაგრძელდეს პირველი ტრიმესტრის განმავლობაში. ძუძუს ტკივილი ერთ-ერთი ადრეული ნიშანია ორსულობის

 

რა უნდა ვქნათ ძუძუს ტკივილის შესამცირებლად

 

  • შეწყვიტეთ კოფეინის მიღება;
  • საკვები მენიუ შეადგინეთ ცხიმის დაბალი შემცველობით
  • შეამცირეთ მარილის მიღება
  • მოერიდეთ მოწევას
  • მიიღეთ ტკივილგამაყუჩებელი
  • გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან და დააზუსტეთ, იქნებ კონტრაცეპტივის შეცვლა გჭირდებათ. 

 

გარდა მენსტრუაციის წინა პერიოდისა, ან ორსულობისა, ძუძუს ტკივილის მიზეზი, ასევე, შესაძლოა იყოს ლაქტაციის პროცესი. თუკი ბავშვის ძუძუთი გამოკვების დროს ტკივილს, მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ მდგომარეობის გართულება.  

 

მიზეზი 2: მდიკამენტის გვერდითი მოვლენა, ან ინფექცია

 

ლაქტაციის პროცესში მყოფი დედებისთვის ძუძუს ტკივილის წყარო ხშირად ინფექცია (მასტიტი) არის. თუმცა ინფექცია არც სხვა შემთხვევებშია გამორიცხული. თუ თქვენ ინფექცია გაწუხებთ, შესაძლოა გქონდეთ ცხელება და შემდეგი სიმპტომები ერთ ძუძუში: ტკივილი, სიწითლე, შეშუპება.  ამ შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიმართოთ თქვენს მკურნალ ექიმს. ინფექციისგან განსაკურნად ექიმი ანტიბიოტიკებსა და ტკივილგამაყუჩებლებს დაგინიშნავთ. 

 

ძუძუს ტკივილი შესაძლოა გამოვლინდეს, როგორც რომელიმე მედიკამენტის გვერდითი ეფექტი. თუკი რომელიმე პრეპარატის მიღება დაიწყეთ და თანმდევი სიმპტომია ძუძუს ტკივილი, აუცილებლად გაეცანით მედიკამენტის ანოტაციას და მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს წამლის თანმდევი სიმპტომის შესახებ.

 

ერთ-ერთი კონტრაცეპტივია: ჩასახვის საწინააღმდეგო აბები, რომელმაც შეიძლება ძუძუს ტკივილი გამოიწვიოს, ამიტომ მნიშვნელოვანია ექიმთან ერთად თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მორგებული აბები შეარჩიოთ. 

 

განასხვავეთ არის ეს ძუძუს ტკივილი, თუ ტკივილს გრძნობთ გულ-მკერდის არეში?

 

შესაძლოა გეგონოთ ძუძუს ტკივილი, მაგრამ დისკომფორტი მოდიოდეს გულ-მკრედის კედლიდან. ეს არე კუნთების, ქსოვილებისა და ძვლებისგან შედგება და იცავს გულს და ფილტვებს. გულ-მკერდის მიდამოებში ტკივილის გავრცელებული მიზეზები: კუნთის დაჭიმულობა, ანთება ნეკნების არეში, გულ-მკერდის კედლის ტრავმა, ძვლის მოტეხილობა.

 

იქნებ მკრედი დაიზიანეთ, ან ბიუსტჰალტერი გაქვთ არასწორად შერჩეული? 

 

სხვადასხვა აქტივობის დროს სხეულის ნებისმიერი ნაწილის მსგავსად, შესაძლოა, გულ-მკრედის არეც დაიზიანოთ, ტრავმის შედეგადად კი, ძუძუ აგტკივდეთ. ამ შემთხვევაში განსხვავებულად იგრძნობთ ტკივილს: ეს იქნება მჭრელი ხასიათის ტკივილი.

 

მიმართეთ ექიმს, თუკი ტკივილი გახანგრძლივდა და დამატებით შემდეგი ნიშნებია სახეზე: ძლიერი შეშუპება, გამაგრების შეგრძნება, სიწითლის ან სითბოს შეგრძნება (შეიძლება ინფექციაზე მიუთითებდეს), სისხლჩაქცევა ძუძუზე, რომელიც არ ქრება დღეების განმავლობაში. 

 

ასევე, გაითვალისწინეთ, რომ ვარჯიშის დროს მნიშვნელოვანია შესაფერისი ბიუსტჰალტერი გქონდეთ, კარგი მხარდაჭერთი, რათა თავიდან აიცილოთ ამ შემთხვევაში ძუძუს ტკივილი. 

 

ტკივილის კიდევ ერთი წყარო ძუძუს იმპლანტების პოსტსაოპერაციო გართულებაა. ამ შემთხვევაშიც აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 

მიზეზი 3: სარძევე ჯირკვლის კისტა

 

ძუძუს კისტა სითხით სავსე წარმონაქმნია. შესაძლოა იყოს მხოლოდ ერთ, ან ორივე სარძევე ჯირკვალში, ერთეული, ან მრავლობითი ფორმით. კისტა ყოველთვის არ საჭიროებს დაუყონებლივ ჩარევას, თუმცა არის შემთხვევები, როდესაც ძუძუს კისტა ქალს გარდა ტკივილისა, დისკომფორტს უქმნის ყოველდღიურ ცხოვრებაში. 

 

ძუძუს კისტა საჭიროებს სწრაფ დიაგნოზირებას სამომავლო მკურნალობის გეგმის დასასდგენად. უნდა მიმართთ ექიმს, შესაძლოა მან ექოსკოპია, მამოგრაფია ან ასპირაცია (სითხის ამოღება) დაგინიშნოთ.  

მიზეზი 4: ძუძუს კიბო

 

ძუძუს კიბოს სიმპტომი ყოველთვის არ არის ტკივილი, თუმცა მაინც შესაძლებელია. ამ აგრესიული ავადობის სიმპტომები ხშირად, მოულოდნელად ჩნდება და სწრაფად პროგესირებს. ძუძუს კიბოს შემთხვევაში, მიაქციეთ ძუძუ ხომ არ გახდა: წითელი, ან გაუფერულებული; შეშუპებული, ან მძიმე; ხომ არ გასქელდა კანი, ან შეიცვალა ფაქტურა? გრძნობთ ტკივილს, რომელიც ბლოგში ჩამოთვლილ არცერთი მდგომარეობით არის განპირობებული? - აუცილებლად მიმართეთ ექიმს. 

 

გაითვალისწინეთ, რომ ძუძუს გამოკვლევა, ექიმთან კონსულტაცია და დანიშნულების შემთხვევაში მამოგრაფიის ჩატარება ქალებისთვის წელიწადში ერთხელ რეკომენდებულია. განკსაუთრებით კი მაშინ, თუკი ანამნეზიდან ან მემკვიდრული განწყობიდან ძუძუს კიბოს რისკის წინაშე ხართ.