მელორნა — ვირუსული ჰეპატიტების სამკურნალო მედიკამენტი

ელორნა არის ჰეპატოპროტექტორული, ნეიროპროტექტორული და ძლიერი ანტიოქსიდანტური საშუალება, რომელიც გამოიყენება ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტის და მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდში.

უფრო კონკრეტულად მელორნა გამოიყენება შემდეგი ჩვენებებისას:

  • ქრონიკული ვირუსული ჰეპატიტი;
  • მწვავე ვირუსული ჰეპატიტის გადატანის შემდგომ რეაბილიტაციის პერიოდი; 
  • ღვიძლის ციროზი (კომპლექსური თერაპიის კომპონენტის სახით);
  • ინფექციური და ტოქსიკური ჰეპატიტის შემდგომი მდგომარეობა; 
  • დიაბეტური და ალკოჰოლური პოლინეიროპათია;
  • ღვიძლისმიერი ენცეფალოპათია;
  • ცენტრალური და პერიფერიული ნერვული სისტემის დაავადებები;
  • ღვიძლის დისტროფია  და დაავადებები დაკავშირებული ცხიმოვანი ცვლის დარღვევასთან, მათ შორის სტეატოზი (ცხიმოვანი ჰეპატოზი);
  • ღვიძლის დაზიანება, დაკავშირებული ალკოჰოლის გამოყენებასთან, მათ შორის პაციენტებში ქრონიკული ალკოჰოლიზმით და ასევე ეთილის სპირტით მწვავე ინტოქსიკაციის შემთხვევაში. აბსტინენციის სინდრომი;
  • მწვავე და ქრონიკული ქოლეცისტიტი, ქოლანგიტი, სანაღვლე გზების დისკინეზიის ჰიპოკინეტიკური ფორმა.

მედიკამენტ მელორნას ტაბლეტების შედგენილობა და ფარმაკოლოგიური თვისებები 

მედიკამენტი მელორნა შეიცავს ნივთიერებებს - ადემეთიონინს (100მგ), გლუტათიონს (125მგ), სილიმარინს (70მგ) და ალფა ლიპოის მჟავას (125მგ).

მელორნას შედგენილობაში შემავალ ნივთიერებებს აქვთ შემდეგი ფარმაკოლოგიური თვისებები:  

  • ადემეთიონინს გააჩნია ჰეპატოპროტექტორული,  ნაღვლმდენი, დეტოქსიკაციური, რეგენერაციის მასტიმულირებელი, ანტიოქსიდანტური, ანტიდეპრესიული და ნეიროპროტექტორული მოქმედება.
  • გლუტათონი მაღალრეაქტიული ტრიპეპტიდია, მძლავრი ანტიოქსიდანტი, ნეიროპროტექტორი, ციტოპროტექტორი, რომელიც აკავებს ენდოგენურ და ეგზოგენურ თავისუფალ რადიკალებს  და ტოქსინებს. გლუტათონი იცავს ნერვულ უჯრედებს ჰიპოქსიისა და ინტოქსიკაციისგან, აღადგენს მიტოქონდრიების ნორმალურ ფუნქციონირებას, იცავს აპოპტოზისაგან. ჰეპატოციტებში გლუტათიონი უკავშირდება სამკურნალწამლო საშუალებების კატაბოლიზმის პროდუქტებს და  თრგუნავს მათ ტოქსიკურ ზემოქმედებას. 
  • სილიმარინს გააჩნია დეზინტოქსიკაციური, რეგენერაციული, ჰეპატოპროტექტორული და ანთების საწინააღმდეგო ეფექტი. სილიმარინი ღვიძლში ურთიერთქმედებს თავისუფალ რადიკალებთან  და მათ ნაკლებად ტოქსიკურ ნაერთებად აქცევს, რითაც წყვეტს ლიპიდების ზეჟანგური დაჟანგვის პროცესს და აჩერებს უჯრედის სტრუქტურების შემდგომ დაშლას, ხელს უშლის ტოქსინების შეღწევას ღვიძლის უჯრედებში.
  • ალფა ლიპოის მჟავა (თიოქტის მჟავა) კი ენდოგენური ანტიოქსიდანტია, აქვს ჰეპატოპროტექტორული, ჰიპოლიპიდემიური, ჰიპოგლიკემიური მოქმედება. ალფა ლიპოის მჟავა აძლიერებს მიტოქონდრიაში სუნთქვით პროცესებს, ზრდის ჟანგბადის მოხმარების დონეს, იცავს ნერვულ უჯრედებს ჰიპოქსიისაგან, მონაწილეობს პიროყურძნის მჟავის მეტაბოლიზმში და ლიმონმჟავის ციკლის მსვლელობაში. ალფა ლიპოის მჟავა აუმჯობესებს ღვიძლის ფუნქციას და  აქვს დეტოქსიკაციის მოქმედება მძიმე ლითონების მარილებით მოწამვლის, სხვა ეგზო და ენდოტოქსიკოზების დროს. 

მელორნას ანოტაცია — გამოყენების წესი და დოზირება 

მელორნას 1 ტაბლეტი მიიღება 1-2 ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ. მკურნალობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და მიმდინარეობაზე, შესაბამისად, განისაზღვრება თქვენი მკურნალი ექიმის მიერ. 

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება მოჰყვეს მელორნას გამოყენებას და როგორია უკუჩვენებები? 

აღსანიშნავია, რომ მელორნას მაღალი დოზების ხანგრძლივი მიღების დროსაც კი სერიოზული გვერდითი მოვლენები გამოვლენილი არ არის. თუმცა რიგ შემთხვევებში შეიძლება აღინიშნოს გულძმარვა და უსიამოვნო შეგრძნებები.

სხვა მედიკამენტების მსგავსად, მელორნასაც აქვს უკუჩვენებები, კერძოდ:

  • მომატებული მგრძნობელობა მედიკამენტის შემადგენელი კომპონენტების მიმართ;
  • ასაკი 12 წლამდე;
  • ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდი.

მედიკამენტი ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას,  არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე.

მედიკამენტი განეკუთვნება ფარმაცევტული ნაწარმის III ჯგუფს, რაც იმას ნიშნავს რომ მისი გაცემა აფთიაქიდან შესაძლებელია რეცეპტის გარეშე.