ზოლოფტი: მოქმედება, გამოყენების წესი და რეკომენდაციები

ზოლოფტი წამალია, რომელიც ანტიდეპრესანტულ პრეპარატებს, კერძოდ, სეროტონინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებს (SSRI) მიეკუთვნება. მისი აქტიური ნივთიერება, სერტრალინი, უზრუნველყოფს სეროტონინის დონეს თავის ტვინში, რაც მნიშვნელოვან როლს ასრულებს განწყობის რეგულაციაში და ემოციური სტაბილურობის შენარჩუნებაში.

ზოლოფტი გვხვდება ტაბლეტების სახით - როგორც 14-ცალიან, ისე 28-ცალიან შეფუთვებში. მედიკამენტი მხოლოდ რეცეპტის საშუალებით გაიცემა. როგორც წესი, დამზადებიდან სამი წლის განმავლობაში ვარგისია. თუმცა, ამისთვის საჭიროა, შესაბამის პირობებში ინახებოდეს, არაუმეტეს 30ºC ტემპერატურაზე. ასევე, მნიშვნელოვანია ტაბლეტები შევინახოთ ბავშვებისთვის ხელმიუწვდომელ ადგილას.

როგორ მუშაობს ზოლოფტი 

ზოლოფტი 50მგ და მისი სხვა დოზები პირდაპირ კავშირშია თავის ტვინის სეროტონინის რეცეპტორებთან. სერტრალინი აიძულებს სეროტონინის დონეს, ნერვულ ქსოვილებში უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდეს, რაც ამცირებს დეპრესიის, შფოთისა და ობსესურ-კომპულსიური სიმპტომების გამოვლინებას. 

განსხვავებით სხვა ანტიდეპრესანტებისგან, ზოლოფტი არ მოქმედებს ნორადრენალინისა და დოფამინის მიტაცების პროცესებზე და არ იწვევს კარდიოტოქსიკურ ეფექტებს.

როდის ნიშნავენ ამ პრეპარატს — ძირითადი ჩვენებები

ზოლოფტი გამოიყენება სხვადასხვა ფსიქოლოგიური მდგომარეობების სამკურნალოდ, თუმცა, აუცილებელია, ამ პრეპარატით მკურნალობაზე რეკომენდაცია ექიმმა მოგცეთ - არავითარ შემთხვევაში არ დაუსვათ თავს დიაგნოზი და არ დაიწყოთ თვითმკურნალობა.

ზოლოფტი ინიშნება ისეთი დაავადებების წინააღმდეგ, როგორიცაა:

  • დეპრესია – პრეპარატი ამცირებს დეპრესიულ სიმპტომებს და აუმჯობესებს განწყობას;
  • პანიკური აშლილობა – ამცირებს პანიკური შეტევების სიხშირეს;
  • ობსესურ-კომპულსიური სინდრომი (OCD) – გეხმარებათ აკვიატებული და რიტუალურ ქცევების შემცირებაში;
  • სოციალური ფობია – ამცირებს სოციალურ სიტუაციებთან დაკავშირებულ შიშსა და განგაშს;
  • პრემენსტურალური დისფორიული სინდრომი – ეხმარება სიმპტომების მართვასა და უფრო კომფორტული მდგომარეობის შენარჩუნებას.

როგორია ზოლოფტის მიღების წესი და დოზირება  

ზოლოფტის 50 მილიგრამი წარმოადგენს პრეპარატის სტანდარტულ საწყის დოზას მოზრდილებისთვის. თუმცა, არ არის გამორიცხული, მკურნალმა ექიმმა ტაბლეტის შუაზე გაყოფა და ზოლოფტის 25 მგ-ის მიღებაც დაგინიშნოთ. მაგალითად, პანიკური აშლილობისა და სოციალური ფობიის სამკურნალოდ საწყისი დოზა შესაძლოა 25მგ იყოს, რომელსაც ერთი კვირის შემდეგ ზრდიან 50მგ-მდე.

თუმცა, როგორც წესი, მკურნალობა იწყება 50მგ-ით დღეში და შესაძლოა თანდათან გაიზარდოს 200მგ-მდე, თუ ამას ითხოვს პაციენტის მდგომარეობა. დოზის ცვლილებისთვის საჭიროა ერთკვირიანი ინტერვალი მაინც. 

ზოლოფტის მიღება უმჯობესია საკვებთან ერთად, რაც ზრდის პრეპარატის შეწოვას. როგორც წესი, ინიშნება დღეში ერთხელ მისაღებად - დილას ან საღამოს. 

ზოლოფტი 25-იანი ასევე გამოიყენება მოზარდებში, რომელთაც ობსესურ-კომპულსიური სინდრომის მკურნალობა სჭირდებათ. მათთვის დოზა იწყება 25მგ-ით და შეიძლება გაიზარდოს სიმპტომების მიხედვით. 6-12 წლის ბავშვებშიც საწყის დოზად ითვლება 25 მგ, ხოლო მაქსიმალურად - 200 მგ.

პრეპარატის გვერდითი მოვლენები 

ზოლოფტი, უმეტეს შემთხვევაში, უსაფრთხოა, თუმცა, როგორც სხვა ანტიდეპრესანტები, შესაძლოა გამოიწვიოს მსუბუქი გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:

  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დარღვევები – ​გულისრევა, დიარეა, მადის დაქვეითება, არაფორმირებული განავალი, დისპეფსია, პირის სიმშრალე. სერტრალინით მკურნალობის პროცესში იშვიათად ადგილი აქვს ამინოტრანსფერაზების (ასტ და ალტ)აქტივობის უსიმპტომო მომატებას (დაახლოებით შემთხვევების 0.8%-ში). აღნიშნული დარღვევები ძირითადად ვლინდება მკურნალობის დასაწყისში და მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ მალევე ქრება.
  • ცნს-ის დარღვევები – ტრემორი, თავბრუსხვევა, უძილობა, ძილიანობა.
  • მარილოვანი ცვლის დარღვევა – ცალკეულ შემთხვევებში - ჰიპონატრიემია (მკურნალობის შეწყვეტის შემდეგ ორგანიზმში ნატრიუმის დონე უბრუნდება ნორმის ფარგლებს); ზოგიერთ შემთხვევებში ჰიპონატრიემია დაკავშირებულია ანტიდიურეზული ჰორმონის არაადექვატურ სეკრეციასთან. ნატრიუმის რაოდენობის დაქვეითება უმრავლეს შემთხვევებში აღენიშნებათ ხანდაზმულ ავადმყოფებს, აგრეთვე ავადმყოფებს, რომლებიც იღებენ დიურეზულ და სხვა სამკურნალო საშუალებებს. 
  • სისხლის სურათის მხრივ: გარდამავალი თრომბოციტოპენია.

გარდა ზემოთ ჩამოთვლილისა, პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ოფლის გაძლიერებული გამოყოფა, მამაკაცებში პოტენციის დაქვეითება (ძირითადად ეაკულაციის პროცესის შეფერხება), ღებინება, ტკივილები მუცელში, ექსტრაპირამიდული სიმპტომები და მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა, მენსტრუალური ციკლის დარღვევა, ჰიპერპროლაქტინემია, გალაქტორეა, გამონაყარი (მათ შორის იშვიათად _ მულტიფორმული ერითემა), იშვიათად პანკრეატიტი და ღვიძლის ფუნქციის მძიმე დარღვევები (ჰეპატიტის, სიყვითლის და ღვიძლის უკმარისობის ჩათვლით). ზოლოფტის მიღებით პაციენტებს იშვიათად აღენიშნებათ პარესთეზიები, დეპრესიის სიმპტომები, ჰალუცინაციები, აგრესიული რეაქციები, აგზნება, განგაში და ფსიქოზი.

ზოგიერთ შემთხვევაში პრეპარატის მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს ტრემორი, მოძრაობის კოორდინაციის დარღვევა და მენსტრუალური ციკლის დარღვევა. ზოლოფტი და ალკოჰოლი ერთად არ არის რეკომენდებული, რადგან ალკოჰოლი ზრდის სერტრალინის ფსიქომოტორულ გვერდით ეფექტებს, რაც ამცირებს კონცენტრაციის უნარს.

როდის არ უნდა მივიღოთ პრეპარატი 

ზოლოფტი არ გამოიყენება იმ პაციენტებში, რომელთაც გააჩნიათ პრეპარატის მიმართ ჰიპერმგრძნობელობა. 

არ არის მიზანშეწონილი მისი კომბინაცია მაო-ს ინჰიბიტორებთან, რომლებმაც შეიძლება გამოიწვიოს სეროტონინული სინდრომის მსგავსი სიმპტომები - ჰიპერთერმია, მიოკლონია, რიგიდობა, ცნობიერების ცვლილებები დელირიუმისა და კომის ჩათვლით, სასიცოცხლო მაჩვენებლების ცვალებადობა. უფრო მეტიც, აღწერილია შემთხვევები, როცა ფატალური შედეგიც კი დადგა. სწორედ ამიტომ, მაო-ს ინჰიბიტორებით მკურნალობის დასრულებიდან 14 დღე მაინც უნდა იყოს გასული, სანამ ზოლოფტი დაგენიშნებათ და მის მიღებას დაიწყებთ.

ასევე, ზოლოფტის გამოყენება უკუნაჩვენებია პიმოზიდთან ერთად, რომელიც ზრდის QT ინტერვალს და სიცოცხლისთვის საშიში არითმიების რისკს.

შეიძლება თუ არა ზოლოფტის მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში

ზოლოფტის ანოტაცია გვეუბნება, რომ ორსულობის დროს პრეპარატი გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დედისთვის მოსალოდნელი სარგებელი აღემატება ნაყოფის განვითარებაზე ზემოქმედების რისკებს. მაგალითად, მესამე ტრიმესტრში მისმა გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს ახალშობილებში გარკვეული გართულებები და ჰოსპიტალიზაციის საჭიროებაც კი. ეს პრობლემები შეიძლება იყოს რესპირატორული პრობლემები, ციანოზი, ჰიპო ან ჰიპერტონია, პირღებინება, კვების პრობლემები და ტრემორი. 

რაც შეეხება მეძუძურ დედებს -  ლაქტაციის პერიოდში სერტრალინის მინიმალური რაოდენობა გადადის დედის რძეში, ამიტომ მისი ამ დროს დანიშვნისასაც საჭიროა სარგებლიანობისა და რისკის შეფასება სპეციალისტის მიერ.

სხვა წამლებთან ურთიერთქმედება 

ზოლოფტის კომბინაცია სხვა პრეპარატებთან უნდა მოხდეს სიფრთხილით, რადგან მას შეუძლია გავლენა იქონიოს ზოგიერთი პრეპარატის ფარმაკოკინეტიკაზე. სერტრალინის დოზა ნივთიერება ციმეტიდინთან ერთად ზრდის მის კლირენსს, ხოლო ვარფარინთან მისმა კომბინაციამ შესაძლოა გამოიწვიოს პროთრომბინის დროის გახანგრძლივება, რაც საჭიროებს კონტროლს.

ზოლოფტის მიღების შეწყვეტა — თანდათანობით თუ ერთბაშად 

ზოლოფტის მოხსნა პაციენტისთვის უნდა განხორციელდეს თანდათან, რათა თავიდან ავიცილოთ სიმპტომები, რაც მოიცავს გაღიზიანებასა და უძილობას.  პრეპარატის მოხსნა საჭიროა ეტაპობრივად, დოზის თანდათან შემცირებით, რათა პაციენტს მიეცეს ადაპტაციის დრო და თავი აარიდოს არასასურველ რეაქციებს.

რაც მთავარია, ზოლოფტით მკურნალობა არ შეიძლება შეწყვიტოთ ერთბაშად და თვითნებურად - თუკი რაიმე დისკომფორტი, რომელიმე გვერდითი ეფექტი გაწუხებთ, დაელაპარაკეთ მკურნალ ექიმს.

ზოლოფტი: სიფრთხილის ზომები და რეკომენდაციები  

ზოლოფტი სიფრთხილით ინიშნება ღვიძლისა და თირკმელების ფუნქციის პრობლემების მქონე პაციენტებში, რათა თავიდან ავიცილოთ მისი არასასურველი ზეგავლენა. კვლევებით დადგენილია, რომ ზოლოფტი ფსიქომოტორულ ფუნქციებზე მნიშვნელოვანი ზეგავლენის გარეშე მოქმედებს, თუმცა, პაციენტები, რომლებიც მართავენ ავტოტრანსპორტს, უნდა იყვნენ ფრთხილად, რადგან ანტიდეპრესანტები ზოგჯერ ამცირებენ კონცენტრაციის უნარს. 

ასევე რეკომენდებულია პრეპარატის სიფრთხილით დანიშვნა და შემდგომში მათზე დაკვირვება კრუნჩხვითი სინდრომის მქონე პაციენტებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კონტროლირებადი ეპილეფსიით დაავადებულ პაციენტებში პრეპარატით მკურნალობისას გულყრები არ დაფიქსირებულა, ექიმებმა მაინც უნდა აკონტროლონ მდგომარეობა.

გარდა ამისა, აღწერილია ზოლოფტის მკურნალობისას დოზის გადაჭარბების შემთხვევებიც. ეს პრობლემა, შეიძლება, ლეტალურადაც დასრულდეს - განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუკი ზედოზირება სხვა სამკურნალო საშუალებების ან/და ალკოჰოლთან მისი ერთდროული გამოყენების დროს დაფიქსირდა. 

თუკი დოზის გადაჭარბებაზე გაქვთ ეჭვი, აუცილებლად გამოიძახეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება. ამ დროს დაგჭირდებათ ფილტვების ჟანგბადით გამდიდრება, ვენტილაცია, გააქტიურებული ნახშირის მიღება, კუჭის ამორეცხვა, ფორსირებული დიურეზისა და ჰემოდიალიზის გამოყენება.

სად ვიყიდოთ ზოლოფტი? 

ზოლოფტი ეფექტიანი ანტიდეპრესანტია, რომელიც რეკომენდებულია დეპრესიის, OCD-ის, პანიკური აშლილობისა და სოციალური ფობიის მკურნალობისთვის. 

ზოლოფტის ყიდვა შესაძლებელია რეცეპტით, PSP-ს სააფთიაქო ქსელში. მისი რეცეპტით გაცემა რაც უზრუნველყოფს მკურნალობის უსაფრთხოებასა და კონტროლს. ხოლო რაც შეეხება ღირებულებას - ზოლოფტის ფასი ცვალებადია.