
ლიდოკაინი ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და ფართოდ გამოყენებადი პრეპარატია, რომელიც თავის მნიშვნელოვან ადგილს იკავებს თანამედროვე მედიცინაში. მისი უნიკალური თვისება – ნერვული ბოჭკოების გამტარობის დროებით დაბლოკვა – უზრუნველყოფს ტკივილის სწრაფ შემსუბუქებას.
ლიდოკაინის მრავალფეროვანი ფორმები, მათ შორის კრემი, გელი, სპრეი, მალამო, და ამპულა, მედიცინის სხვადასხვა სფეროში აქტიურად გამოიყენება.
როგორ მოქმედებს ლიდოკაინი?
ლიდოკაინი ამიდური ტიპის ანესთეზიური საშუალებაა. ის ბლოკავს ტკივილის გადაცემას ნერვული სისტემიდან ტვინში, რაც საშუალებას აძლევს მას, სწრაფად აღმოფხვრას დისკომფორტი. მოქმედება იწყება 2-5 წუთის განმავლობაში და გრძელდება დაახლოებით 30-60 წუთი. ეს თვისება მას განსაკუთრებულად პოპულარულ პრეპარატად აქცევს როგორც მოკლე, ისე ხანგრძლივი სამედიცინო პროცედურების დროს.
გარდა ადგილობრივი ანესთეზიისა, ლიდოკაინს აქვს ანტიარითმიული თვისებები, რაც გულის არითმიების მკურნალობაში ფართოდ გამოიყენება. მისი დანიშნულება მოიცავს პარკუჭოვანი არითმიების კონტროლს, რაც პრეპარატს მნიშვნელოვან როლს ანიჭებს კარდიოლოგიაში.
ლიდოკაინის მრავალფეროვანი გამოყენება
ლიდოკაინის სხვადასხვა ფორმა გამოიყენება შემდეგი დანიშნულებითა თუ მდგომარეობებისთვის:
- ინფილტრაციული, ტერმინალური, სპინალური და გამტარი ანესთეზია;
- გულის პარკუჭოვანი არითმიის დარღვევა ( პარკუჭოვანი პაროქსიზმული ტაქიკარდია , პარკუჭოვანიექსტრასისტოლია ) – კუპირებისთვის და პროფილაქტიკისთვის (მათ შორის მიოკარდის მწვავე ინფარქტის დროს, გულზე ქირურგიული ჩარევების განხორციელებისას, მომნელებელი სისტემის ინტოქსიკაციის დროს);
- პარკუჭების მორეციდივე ფიბრილაციის მკურნალობა, მიოკარდის ინფარქტით დაავადებულებში მწვავე პერიოდში ;
- ლიდოკაინი გამხსნელის სახით (1%-იანი ხსნარი) ცეფალოსპორინების ჯგუფის β - ლაქტამური ანტიბიოტიკების კუნთში შესაყვანი ხსნარების მოსამზადებლად.
ლიდოკაინის პრაქტიკული მნიშვნელობა ბევრ სფეროში ვრცელდება. როგორ გამოიყენება პრეპარატის სხვადასხვა ფორმა განსხვავებულ შემთხვევაში?
მაგალითად, ადგილობრივი ანესთეზია ლიდოკაინის კრემის საშუალებით ხშირად კეთდება. ის გამოიყენება კოსმეტიკურ პროცედურებში, მცირე ქირურგიულ ჩარევებში ან ანთებითი პროცესების დროს ტკივილის შესამცირებლად.
ლიდოკაინის ამპულა პრეპარატის ინიექციური ფორმაა და გამოიყენება ქირურგიულ ჩარევებში, სტომატოლოგიაში და გულის არითმიების მართვისთვის. ლიდოკაინის გელი სასარგებლოა ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესების დროს, მაგალითად, პირის ღრუს სტომატიტის ან გინგივიტის დროს. მედიკამენტით გულის არითმიების კონტროლიც შესაძლებელია - ვენური ან კუნთოვანი ინიექციის საშუალებით, ლიდოკაინი პარკუჭოვანი ტაქიკარდიისა და არითმიების მართვაში მნიშვნელოვან როლს ასრულებს.
ლიდოკაინის მალამო (იგივე ლიდოკაინის მაზი) შესაძლოა შეგხვდეთ სხვა დასახელებითაც - მაგალითად, სტომაგელი. ამ მალამოს ხშირად იყენებენ პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი და ნეკროზული პროცესების წინააღმდეგ, როგორებიცაა: მწვავე სტომატიტი, გინგივიტი, პარადონტოზი, პირის სიმშრალე და წვის შეგრძნება. ეს უკანასკნელი შეიძლება გამოწვეულია მიკრობული ან სოკოვანი ინფექციითაც კი. ლიდოკაინი მალამოს სახით, გარდა აქტიური ნივთიერება ლიდოკაინის ჰიდროქლორიდისა, შეიცავს აქტიურ ინგრედიენტ მეთილურაცილსაც.
ლიდოკაინის სპრეი პოპულარულია ტრაქეალური ინტუბაციის, ენდოსკოპიური პროცედურებისა და ლორწოვანი გარსის სწრაფი ანესთეზიისთვის. ეს ფორმაც ხშირად გამოიყენება, მაგალითად, სტომატოლოგიაში ტკივილის სწრაფი გაყუჩების მიზნით. ლიდოკაინის სპრეი (აეროზოლი) ამ ნივთიერების გარდა შეიძლება შეიცავდეს ეთანოლს, პროპილენგლიკოლსა და პიტნის ზეთსაც.
პრეპარატის უკუჩვენებები და უსაფრთხოება
ლიდოკაინი უმეტესად უსაფრთხო პრეპარატად ითვლება, თუმცა მისი გამოყენება მოითხოვს ყურადღებას, განსაკუთრებით გარკვეულ ჯგუფებში. ლიდოკაინის უკუჩვენება შეიძლება მოიცავდეს:
- მომატებული მგრძნობელობა;
- სინუსური კვანძის სისუსტის სინდრომი (განსაკუთრებით ხანდაზმულებში);
- ვოლფ - პარკინსონ - უაიტის სინდრომი;
- გულის ბლოკადები : III ხარისხის ატრიოვენტრიკულური (იმ შემთხვევების გარდა როდესაც ხდება ზონდისშეყვანა პარკუჭების სტიმულაციისთვის), შიდაპარკუჭოვანი, სინუსურ - წინაგულოვანი;
- შიდაპარკუჭოვანი გამტარობის დარღვევა;
- კარდიოგენული შოკი;
- ანესთეზიისთვის სამეანო პრაქტიკაში – ნაყოფის განვითარების დარღვევა, ფეტოპლაცენტარული უკმარისობა, დღენაკლულობა, ნაყოფის გადამწიფება, გესტოზი .
- ეპიდურული ანესთეზიისას – ნევროლოგიური დაავადებები, სეპტიცემია, ხერხემლის დეფორმაციის გამოპუნქციის განხორციელების შეუძლებლობა;
- სუბარაქნოიდული ანესთეზიისას – ტკივილი ზურგის არეში, თავის ტვინის ინფექციები, თავის ტვინისკეთილთვისებიანი და ავთვისებიანი სიმსივნეები, სხვადასხვა გენეზის კოაგულოპათიები , შაკიკი, სუბარაქნოიდული სისხლჩაქცევა, არტერიული ჰიპერტენზია და ჰიპოტენზია, პარესთეზია, ფსიქოზი, ისტერია, არაკონტაქტური ავადმყოფები, ხერხემლის დეფორმაციის გამო ფუნქციის განხორციელების შეუძლებლობა.
როგორ გავიგოთ, შეგვიძლია თუ არა გამაყუჩებლად მისი გამოყენება?
სამედიცინო პუნქტებში ამის გასაგებად ლიდოკანის სინჯი შეგიძლიათ აიღოთ. ეს პროცედურაა, როცა თქვენი მედიკამენტისადმი მგრძნობელობა იტესტება.
როგორც წესი, ლიდოკაინის სინჯის აღებაც ითხოვენ სტომატოლოგებიც კი, რათა ზუსტად იცოდნენ, რომელი ადგილობრივი გამაყუჩებელი გამოიყენონ მუშაობისას.
ლიდოკაინის სინჯის ფასი სხვადასხვა დაწესებულების მიხედვით განსხვავდება, თუმცა, როგორც წესი, ეს ხელმისაწვდომ პროცედურად ითვლება.
გარდა იმისა, რომ ლიდოკაინის სინჯის დახმარებით შეგვიძლია გავიგოთ, რამდენად მართებულია ჩვენთვის მისი გამოყენება, არსებობს მდგომარეობები, როცა პრეპარატი არ ან სიფრთხილით მოიხმარება.
მაგალითად, თუკი გაქვთ გულის ქრონიკული უკმარისობის II და III სტადია, ღვიძლის ან/და თირკმლის მწვავე უკმარისობა, ჰიპოვოლბრადიკარდია, არტერიული ჰიპოტენზია,ემია, I და II ხარისხის AV ბლოკადა, სინუსური მწვავე მიასთენია, ლიდოკაინით გამოწვეული ეპილეფტიფორმული კრუნჩხვები (მათ შორის ანამნეზში), ავთვისებიანი ჰიპერთერმიის მიმართ გენეტიკური წინასწარგანწყობა; ან ხართ ორსული, ლაქტაციაზე მყოფი დედა, სხვა დაავადებებით დასუსტებული პაციენტი, მცირეწლოვანი ან ხანდაზმული - ლიდოკაინის გამოყენება მხოლოდ მას შემდეგ უნდა მოხდეს, რაც მისი გამოყენების სიკეთეები და რისკები კარგად აიწონ-დაიწონა.
დოზის მართვა და გამოყენების ინსტრუქცია
ლიდოკაინის დოზა და ფორმა დამოკიდებულია პრეპარატის დანიშნულებასა და პაციენტის საჭიროებაზე. მაგალითად: კრემი და მალამო კანის დაზიანებულ ან ანთებით ადგილას წასასმელად გამოიყენება დღეში რამდენჯერმე. გელი პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთებითი პროცესებისთვის გამოიყენება და სიხშირე განისაზღვრება ექიმის რეკომენდაციით.
ლიდოკაინის ნებისმიერი ფორმის მოხმარება უნდა მოხდეს ექიმის მეთვალყურეობით. მნიშვნელოვანია, რომ, მაგალითად, გელი არ ჩავთვალოთ უფრო მარტივად მოსახმარ პრეპარატად მხოლოდ იმიტომ, რომ ზედაპირული გამოყენებისთვისაა. იქნება ეს ამპულა, სპრეი თუ გელი - კონსულტაცია აუცილებლად გაიარეთ ექიმთან.
ლიდოკაინის გვერდითი მოვლენები და ტოქსიკურობა
ლიდოკაინის გამოყენებისას გვერდითი მოვლენები იშვიათად ვითარდება. თუმცა, როგორც სხვა ნებისმიერი პრეპარატის შემთხვევაში, აქაც შესაძლებელია გამოვლინდეს:
- ნევროლოგიური სიმპტომები: თავბრუსხვევა, ძილიანობა ან ნევროზი.
- კარდიოვასკულარული პრობლემები: არტერიული წნევის დაქვეითება ან ბრადიკარდია.
- ალერგიული რეაქციები: ქავილი, ჭინჭრის ციება ან ანაფილაქსია.
დოზის გადაჭარბების შემთხვევაში შეიძლება გამოვლინდეს ტოქსიკაციის ისეთი ნიშნები, როგორიცაა თავბრუსხვევა, გონების დაბინდვა, ან გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები. ასეთ დროს პაციენტს დაუყოვნებლივ უნდა გავუწიოთ სამედიცინო დახმარება - გამოვიძახოთ სასწრაფო, ქუჩაში ყოფნის შემთხვევაში დახმარებისთვის მივმართოთ უახლოეს აფთიაქს და ა.შ.
პრეპარატის მნიშვნელობა ყოველდღიურ მედიცინაში
ლიდოკაინი არის პრეპარატი, რომელიც უკვე მრავალი ათწლეულია, ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ინსტრუმენტად ითვლება მედიცინის სხვადასხვა დარგში. მისი მრავალფეროვანი ფორმები – კრემი, გელი, სპრეი, მალამო და ამპულა – უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებას.
გაითვალისწინეთ, რომ ლიდოკაინის გამოყენება ყოველთვის ექიმის რეკომენდაციით უნდა მოხდეს, რათა თავიდან იქნას აცილებული ტოქსიკურობა და შესაძლო გართულებები.
ლიდოკაინის მალამო, გელი, და სხვა ფორმები საქართველოში ხელმისაწვდომია და ფართოდ გამოიყენება, რაც მას შეუცვლელ საშუალებად აქცევს ქართველი მედიკოსებისთვისაც. ალბათ, თუკი ერთხელ მაინც ყოფილხართ სტომატოლოგთან რომელიმე პროცედურაზე, სულ მცირე, ლიდოკაინის სახელი მაინც გექნებათ გაგონილი.
ლიდოკაინის შეძენა შესაძლებელია PSP-ის სააფთიაქო ქსელშიც, სადაც პრეპარატი მრავალი ფორმითაა წარმოდგენილი. მომხმარებელს ხშირად აინტერესებს პრეპარატის ფასიც, თუმცა, ის ცვალებადია და მრავალ ფაქტორზე შეიძლება იყოს დამოკიდებული.
პრეპარატის სხვადასხვა ფორმის, მაგალითად, ლიდოკაინის კრემის ფასის გადამოწმებაც შეგიძლიათ PSP-ს ვებგვერდზე, სადაც ღირებულება ხშირად ახლდება ფასდაკლების აქციებისა და სხვადასხვა ღონისძიებების მიხედვით.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account