
ადამიანის ორგანიზმში ინფექციები შეიძლება როგორც ადგილობრივი, ისე სისტემური სახით განვითარდეს. თუ ორგანიზმში მოხვდება ისეთი მავნე მიკროორგანიზმები, როგორიც: ბაქტერიები, ვირუსები, სოკოები ან პარაზიტებია, სხეულში ინფექციის წარმოქმნა გარდაუვალი ხდება. ამას თან ერთვის, მათი სწრაფად გამრავლების თვისებაც – მიკროორგანიზმები მარტივად ვრცელდებიან, ისინი აზიანებენ ქსოვილებს და ორგანოებს, შედეგად კი წარმოიქმნება სხვადასხვა სახის დაავადებები.
ასეთ შემთხვევებში ისეთი პრეპარატია საჭირო, რომელიც ზემოთ აღნიშნულ პრობლემას სისტემურად მოაგვარებს. მაგალითად ისეთი, როგორიც კლავომედია, რომელიც განკუთვნილია კონკრეტულად ზედა სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოების ინფექციების, კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციების შემთხვევისთვის.
კლავომედი წარმოადგენს ანტიბიოტიკს, რომელიც ბაქტერიული ინფექციების სამკურნალოდ გამოიყენება. პრეპარატის აქტიურ ნივთიერება ამოქსიცილინი (ტრიჰიდრატის ფორმით) და კლავულანის მჟავაა (კალიუმის მარილის ფორმით). როგორ წესი, ამოქსიცილინი და კლავულანის მჟავა ერთად ეფექტიანად ებრძვის ფართო სპექტრის ბაქტერიებს.
პსპ-ს აფთიაქებში კლავომედი ძირითადად ტაბლეტების და ფხვნილის სახით გვხვდება. მათი ფორმები გათვალისწინებულია ბავშვებისა და მოზრდილებისთვის კომფორტულად მისაღებად.
მაგალითად, კლავომედის ფხვნილით მზადდება სუსპენზია და ძირითადად, მისი გამოყენება ბავშვებისთვის არის რეკომენდებული. როგორც წესი, კლავომედი განსხვავებული დოზებით იწარმოება, რომლებიც პაციენტის წონისა და ინფექციების სიმძიმისგან გამომდინარეა, არსებობს: კლავომედი 312, კლავომედი 250/125 მგ, კლავომედი 500/125 მგ და კლავომედი 875/125 მგ.
ქვემოთ, უფრო დეტალურად გავეცნოთ პრეპარატის შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციას.
რა ჩვენებების დროს ინიშნება კლავომედი?
პირველ რიგში, გამოვყოთ ის სიმპტომები, რომელთა აღმოჩენის შემთხვევაში აუცილებლად უნდა მიიღოთ პრეპარატი და ეს ჩვენებებია:
ზედა სასუნთქი გზებისა და ლორ-ორგანოების ინფექციები
- მწვავე და ქრონიკული სინუსიტი;
- მწვავე და ქრონიკული ტონზილიტი;
- მწვავე და ქრონიკული შუა ოტიტი.
ქვედა სასუნთქი გზების ინფექციები
- ქრონიკული ბრონქიტის გამწვავება;
- პნევმონია და ბრონქოპნევმონია.
საშარდე გზების ინფექციები
- ცისტიტი;
- ურეთრიტი;
- პიელონეფრიტი.
კანისა და რბილი ქსოვილების ინფექციები
- ფურუნკულოზი;
- ჭრილობის ინფექცია;
- ფლეგმონა.
ძვალ-სახსროვანი სისტემის ინფექციები:
- ქრონიკული ოსტეო-მიელიტი.
სანაღვლე გზების ინფექციები:
- ქოლეცისტიტი;
- ქოლანგიტი.
სქესობრივი გზით გადამდები დაავადებები:
- გონორეა;
- შანკროიდი.
ოდონტოგენური ინფექციები:
- ინფექციების პროფილაქტიკა ქირურგიული ჩარევებისას;
- ცხოველებისა და ადამიანის ნაკბენის დროს.
როგორ მოქმედებს პრეპარატი, მისი აქტიური ნივთიერებების დახმარებით
კლავომედი სისტემურად გამოსაყენებელი ანტიბაქტერიული საშუალებაა, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იგი მოიცავს ორ აქტიურ ნივთიერებას: ამოქსიცილინს და კლავულანის მჟავას, რომლებიც განსხვავებული მოქმედების მექანიზმით ხასიათდებიან. მათი ერთმანეთთან კომბინაცია კი საუკეთესო შედეგს იწვევს. აღნიშნული ნივთიერებების ფუნქცია ორგანიზმში შემდეგია:
ამოქსიცილინი პენიცილინის ჯგუფის ანტიბიოტიკს წარმოადგენს და იგი უშუალოდ მოქმედებს ბაქტერიების კედლის სინთეზზე. აქტიური ნივთიერება ხელს უწყობს ბაქტერიების ზრდის შეჩერებას და მათ გამრავლებას, რაც ინფექციის განვითარებას მკვეთრად აფერხებს. ამ შემთხვევაში იმუნური სისტემა უკეთ უმკლავდება ინფექციას. გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ზოგიერთი ბაქტერია გამოიმუშავებს ფერმენტ ბეტა-ლაქტამაზას, რომელიც ფაქტობრივად, ანადგურებს ამოქსიცილინს, სწორედ ამ დროს იწყებს მოქმედებას კლავულანის მჟავა.
კლავულანის მჟავა ბეტა-ლაქტამაზის ინჰიბიტორია, ანუ იგი ბლოკავს ზემოთ აღნიშნული ფერმენტის მოქმედებას. კლავულანის მჟავა იცავს ამოქსიცილინს დაშლისგან. ამრიგად, მჟავა საშუალებას აძლევს ამოქსიცილინს, ეფექტიანად იმოქმედოს იმ ბაქტერიებზეც, რომელთა შედგენილობაში ფერმენტი ბეტა-ლაქტამაზაა.
სწორედ, ამგვარი კომბინაციით მოქმედებს კლავომედი ეფექტიანად და ამარცხებს უფრო ფართო სპექტრის ბაქტერიებს.
როგორია პრეპარატის გვერდითი ეფექტები — შესაძლო გართულებები
მიუხედავად იმისა, რომ უმეტეს შემთხვევაში პრეპარატის უარყოფითი მოვლენები სუსტად გამოიხატება, როგორც ყველა წამალს, კლავომედსას შეიძლება ჰქონდეს რაიმე სახის გვერდითი ეფექტი, ქვემოთ გამოვყოთ ისინი:
საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ გამოიხატება შემდეგი შემთხვევები
- უმადობა;
- გულისრევა;
- ღებინება ;
- დიარეა.
ალერგიული რეაქციების შემთხვევები:
- ქავილი;
- გამონაყარი კანზე.
ერთეულ შემთხვევებში, მგრძნობიარე პაციენტებში შეიძლება განვითარდეს ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები. ასეთმა პაციენტებმა კი უმჯობესია, მხოლოდ ექიმის რეკომენდაციები გაითვალისწინონ. ასევე, არსებობს ერთეული ცნობები ქოლესტაზური სიყვითლის, ჰეპატიტის, ღვიძლის ფუნქციების დარღვევების განვითარების შესახებ.
შესაბამისად, აუცილებელია გაითვალისწინოთ არსებული გაფრთხილებები და ყურადღებით მოეკიდოთ პრეპარატით მკურნალობის პროცესს.
რა დოზით მივიღოთ კლავომედი და როგორია მისი გამოყენების წესი
როგორც წესი, კლავომედის დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, ინფექციის სიმძიმეზე და სხეულის წონაზე. დოზა განსაზღვრება ინდივიდუალურად, ექიმის მიერ.
რადგან, კლავომედის წარმოების ორი ფორმა არსებობს, განვიხილოთ როგორია კლავომედის ტაბლეტებისა და სუსპენზიის დოზირება. ასევე, გავეცნოთ მისი გამოყენების წეს.
დოზირება და გამოყენების წესი სუსპენზიის შემთხვევაში
სუსპენზიის გამოყენებისთვის საჭიროა, ორ ულუფად გაყოფილ კლავომედის ფხვნილს დაამატოთ 80 მლ ანადუღარი, გაცივებული წყალი. ჩვეულებრივ, შეავსეთ ბოთლი ნიშნულამდე, შემდეგ კი კარგად შეანჯღრიეთ ფხვნილის სრულად გახსნამდე. კლავომედის მიღება რეკომენდებულია ჭამის წინ.
როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვებისთვის განკუთვნილია კლავომედი სუსპენზიის ფორმით. ახალშობილებსა და 3 თვემდე ასაკის ბავშვების სტანდარტული დოზა შეადგენს: 30 მგ (ამოქსიცილინი)/კგ წონაზე დღე-ღამეში, გაყოფილი 2-3 -ჯერ მისაღებად.
3 თვისა და ზევით ასაკიდან ბავშვებში, რომელთა სხეულის წონა 40 კგ-ზე ნაკლებია, სუსპენზიის რეკომენდებული დოზები განისაზღვრება ბავშვის ასაკისა და ინფექციის სიმძიმის მიხედვით. მიღების ჯერადობა გახლავთ – 3-ჯერ დღე-ღამეში. კლავომედის სუსპენზიით მკურნალობა შეიძლება გაგრძელდეს 14 დღის განმავლობაში.
აქვე, გიზიარებთ ბავშვებისა და მოზრდილებისთვის განკუთვნილ დოზირების დეტალურ ცხრილს:
ასაკი |
საშუალო სიმძიმის ინფექციები
|
მძიმე ინფექციები |
||
სუსპენზია |
სუსპენზია |
|||
156,25მგ/5მლ |
312,5 მგ/5მლ
|
156,25მგ/5მლ |
312,5 მგ/5მლ |
|
ერთჯერადი დოზა |
||||
0-3 თვე |
1,5 მლ |
- |
3 მლ |
- |
3-12 თვე |
2,5 მლ |
1,25 მლ |
5 მლ |
2,5 მლ |
1-7 წელი |
5 მლ |
2,5 მლ |
10 მლ |
5 მლ |
7-14 წელი |
10 მლ |
5 მლ |
- |
10 მლ |
მიღების წესი კლავომედის ტაბლეტების შემთხვევაში
ტაბლეტების დოზირების რეჟიმის შედგანა დამოკიდებულია პაციენტის ასაკზე, სხეულის წონაზე, თირკმელების ფუნქციასა და აგრეთვე, ინფექციის სიმძიმის ხარისხზე. სუსპენზიის მსგავსად კლავომედის ტაბლეტების გამოყენებაც რეკომენდებულია ჭამის წინ, მცირე რაოდენობით წყალთან ერთად.
ტაბლეტების დოზირება ამგვარია:
- 12 წლამდე ასაკის ბავშვებში, 40 კგ-მდე სხეულის წონით ინიშნება 1.0 გ-იანი ტაბლეტები;
- 12 წელს ზემოთ ასაკის მოზრდილებში, 40 კგ-ზე მეტი სხეულის წონით მიიღება 1 ტაბლეტი ორჯერ დღე-ღამეში.
პაციენტებში, რომელთაც აქვთ თირკმლის მძიმე უკმარისობა, აუცილებელია დოზა შემცირდეს ადეკვატურად ან გახანგრძლივდეს მიღებათა შორის ინტერვალი, ისე როგორ ეს ქვემოთ არის მოცემული:
კრეატინინის კლირენსი |
> 30 |
30 - 10 |
< 10 |
მიღებათა შორის ინტერვალი |
8 საათი |
12 საათი |
24 საათი |
შეიძლება თუ არა კლავომედის ტაბლეტების მიღება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
გამომდინარე იქიდან, რომ კლინიკურ კვლევებში კლავომედს, ორსულებში გამოყენების შემდეგ, არანაირი მავნე ზემოქმედება ნაყოფზე არ მოუხდენია, პრეპარატის მიღება ორსული ქალებისთვის დაშვებულია. თუმცა, იგი საყურადღებოა ლაქტაციის პერიოდში, რადგან როგორც ამოქსიცილინი, ასევე კლავულანის მჟავა უმნიშვნელო რაოდენობით მაინც აღწევს დედის რძეში.
როგორ ურთიერთქმედებს კლავომედი სხვა სამკურნალო საშუალებებთან
არსებობს რიგი სამკურნალო საშუალებები, რომელთან ერთადაც კლავომედის მიღება სასურველი არ არის, მაგალითად:
რეკომენდებული არ არის კლავომედისა და პრობენეციდის ერთად გამოყენება, რადგან პრობენეციდი ამცირებს ამოქსიცილინის მილაკოვან სეკრეციას, რაც იწვევს სისხლში ამოქსიცილინის, მაგრამ არა კლავულანის მჟავის, დონის მომატებასა და პერსისტენციას. გარდა ამისა, შეიძლება ალოპურინოლისა და ამოქსიცილინის კომბინირებისას ალერგიული რეაქციების განვითარების რისკის მომატება.
ამრიგად, კლავომედი ერთ-ერთი ეფექტიანი ანტიბაქტერიული საშუალებაა. შეგახსენებთ, პრეპარატის გამოყენებისას გამოვლენილი ყველა სახის გვერდითი ეფექტის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს, რათა თავიდან აიცილოთ შესაძლო გართულებები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account