
ანთება სხეულის დამცველობითი რეაქციაა, რომელიც სხვადასხვა ტრავმის, ინფექციის ან ორგანიზმის გამაღიზიანებელი პრობლემების საპასუხოდ ვითარდება. ორგანიზმში ანთების წარმოქმნის ერთ-ერთი მანიშნებელი სიმპტომი შეშუპებაა. მართალია, ეს რეაქცია ჩვენში დიდ დისკომფორტს იწვევს, თუმცა საგულისხმოა, რომ ნაწილობრივ შეშუპება ჩვენს ორგანიზმს ხელს უწყობს არსებულ პრობლემებთან გამკლავებაში.
სწორედ, ანთების და შეშუპების საწინააღმდეგო საშუალებას წარმოადგენს ბიენზას კაფსულები. პსპ-ს სააფთიაქო ქსელებში ბიენზას ფასი ფასდაკლებით 40 - დან 55 ლარამდე მერყეობს. პრეპარატი ევროპული, კერძოდ ესპანური წარმოებისაა და მის შედგენილობაში შედის აქტიური ნივთიერება რიფსინი და ქიმოტრიფსინი. სწორედ, აღნიშნული აქტიური ნივთიერებები ასრულებენ მთავარ როლს პრეპარატის სრულყოფილ მოქმედებაში, რაც საბოლოოდ, ორგანიზმისთვის სასიკეთო ეფექტებს იძლევა.
ქვემოთ, დეტალურად გავეცნოთ, რა ჩვენებების დროს გამოიყენება პრეპარატი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი:
როდის გამოიყენება ბიენზას კაფსულები
როგორც წესი, ბიენზას კაფსულების მიღება რეკომენდებულია ანთების, შეშუპებისა და მისი თანმხლები ტკივილის წარმოქმნის შემთხვევაში. თუმცა, მისი გამოყენება ასევე სასარგებლოა, ისეთი ჯანმრთელობის პრობლემების არსებობის დროს, როგორიცაა:
ტრავმატოლოგიისა და ქირურგიის შემთხვევაში:
- პოსტტრამვები;
- პოსტოპერაციული შეშუპება;
- ჰემატომების მკურნალობა და პროფილაქტიკა;
- მოტეხილობები;
- კუნთების;
- მყესების დაზიანება.
გინეკოლოგიური პრობლემის და საკეისრო კვეთის შემდგომ პერიოდში:
- ჰისტერექტომია;
- მცირე მენჯის ანთებითი დაავადებები;
- მასტიტები;
- მასტოპათიები.
ზედა და ქვედა სასუნთქი სისტემის ანთებითი დაავადებები:
- ტონზილიტი;
- ფარინგიტი;
- ლარინგიტი;
- სინუსიტი;
- ოტიტი;
- ევსტაქიტი;
- ტრაქეობრონქიტი;
- პნევმონია.
სტომატოლოგიური ჩარევევის შემთხვევაში:
- კბილის ამოღება;
- პერიოდონტიტი და ღრძილების ანთება;
- სტომატოლოგიური და ყბა-სახის ოპერაციები.
ასევე, საშარდე სისტემის ანთებითი დაავადებების ანტიბიოტიკოთერაპიის დროს.
როგორ მოქმედებს პრეპარატი
პრეპარატის მიღებისთანავე, მისი შემადგენელი ნივთიერება ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი თავისუფლდება და შეიწოვება წვრილ ნაწლავში. როგორც წესი, ისინი მოქმედებენ ანთების ექსუდაციურ ფაზაზე და შლიან ანთების კერაში არსებულ პეპტიდურ კავშირებს.
ტრავმისა და ანთებითი პროცესების დროს ორგანიზმში ფერმენტთა მოცირკულირე ინჰიბიტორების დონე იზრდება. მთავარი ინჰიბიტორები ხელს უწყობენ ორგანიზმის თავდაცვას დაზიანებისგან და ამცირებენ ანთებით რეაქციებს. თუმცა, საგულისხმოა, რომ ეს პროცესი იწვევს ტრიფსინისა და ქიმოტრიფსინის შთანთქმის პროცესის დაჩქარებას.
ტრიფსინი და ქიმოტრიფსინი, ძირითადად, გამოიყენება პროტეინების დაშლაში, ხოლო მათი ინჰიბიცია ხელს უწყობს ქსოვილების დაცვას ზედმეტი დაშლისგან, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ტრავმის ან ანთების დროს.
ხოლო, შეშუპების შემცირებისა და ანთების საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა ამტრიფსი, რომელიც შეიცავს იგივე ფერმენტებს. ფერმენტების მეშვეობით იგი ქსოვილებში ამცირებს შეშუპებას, რაც აუმჯობესებს დაზიანებული ან ანთებითი უბნების გამკვრივებას და სისხლის მიმოქცევას.
ამტრიფსის კიდევ ერთი დადებითი თვისება მისი უნარია, გაზარდოს ანტიბიოტიკების ბიოშეღწევადობა ანთებითი კერებში. ასევე, ფერმენტების დახმარებით იგი ხელს უწყობს ქსოვილების გამტარობას, რის შედეგადაც ანტიბიოტიკები უფრო ეფექტიანად აღწევენ ინფიცირებულ უბნებში.
გვერდითი მოვლენები, შენახვის პირობები და დოზირება
საგულისხმოა, რომ ბიენზას კაფსულები გაიცემა ექიმის რეცეპტის გარეშე. დღევანდელი მონაცემებით ბიენზას მიღებას არანაირი გვერდითი ეფექტი არ გააჩნია, ეს კი ცალსახად მეტყველებს პრეპარატის გამოყენების უსაფრთხოებაზე.
რაც შეეხება მისი შენახვის პირობებს, იგი ძალზე მარტივია: მთავარია შეინახოთ მშრალ, გრილ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.
ბიენზას დოზირება კი იგი შემდეგია: პაციენტმა უნდა მიიღოს 1 კაფსული სამჯერ დღეში. სასურველია პრეპარატი მიიღოთ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ბიენზა ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში
ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში მყოფთათვის ძალზე საფრთხილოა იმ მედიკამენტური საშუალების გამოყენება, რომლებსაც შეიძლება უარყოფითი გავლენა ჰქონდეს მათზე და მათ ნაყოფზე. არსებობს რიგი პრეპარატები, რომლებიც ცუდად ზემოქმედებენ ნაყოფის განვითარებაზე. ამიტომაც, აუცილებელია, ორსულებმა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციით მიიღონ მედიკამენტები.
რაც შეეხება ბიენზას, ორსულებისთვის მისი მიღება არ არის მიზანშეწონილი. შესაბამისად, ამ მდგომარეობაში მყოფმა ქალებმა სასურველია, თავი შეიკავონ ბიენზას გამოყენებისაგან და დაიცვან როგორც საკუთარი თავი, ისე ნაყოფის მდგომარეობა.
მიუხედავად იმისა, რომ ბიენზას არანაირი გვერდითი ეფექტი ჯერ არ გამოვლენილა, უმჯობესია, მაინც ყურადღებით მოეკიდოთ პრეპარატის თვისებებს და რაიმე სახის გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართოთ ექიმს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account