რისი წამალია პოლიჟენი და რისგან შედგება ის

 

გაწუხებთ დაღლილობა, ყურადღების კონცენტრაციის დარღვევა, სხვადასხვა მიზეზით გამოწვეული ანემიები, სექსუალური ასთენია (დაღლილობა ან სისუსტე), უნაყოფობა, თმის ცვენა, იმპოტენცია, კლიმაქსის პერიოდი, ან იქნებ ხართ სპორტსმენი და ფიზიკური გამძლეობის ამაღლება გსურთ, შესაძლოა დაუბალანსებლად, ან არასრულფასოვნად იკვებებით, ან სქესობრივი მომწიფების პერიოდში გაზრდილი მოთხოვნა გაქვთ ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც ამ ჩვენებების დროს ინიშნება არის პოლიჟენი.  

 

ეს მულტივიტამინი კაფსულის სახით არის ხელმისაწვდომი სააფთიაქო ქსელებში. რეკომენდებულია მოზრდილებისთვის და ბავშვებისთვის 12 წლის ასაკიდან. 

 

პოლიჟენის შედგენილობა და მიღების წესი

 

პოლიჟენი მეტაბოლური პროცესების მარეგულირებელი საშუალებისა და ვიტამინურ-მინერალური კომპლექსის ფარმაკოთერაპიულ ჯგუფს მიეკუთვნება. მისი თითოეული კაფსული შეიცავს სამეფო ჟელეს, იგივე ფუტკრის რძეს, ლიოფილიზირებულ, დეანოლის ბიტარტრატის, ბუთილჰიდრქოსიტოლუოლს, ვიტამინების სხვადასხვა ჯგუფს, მიკრო და მაკრო ელემენტებს ( კალციუმი, კალიუმი, მაგნიუმი, რკინა და სხვა), ამინომჟავებს და ისეთ მცენარეულ კომპონენტებს, როგორიცაა ჟენშენის ექსტრაქტი, ხორბლის ღივებისა და საფლორის ზეთს, ყვავილის მტვრის გრანულებსა და სოიოს ლეციტინს, ასევე დამხმარე ნივთიერებებს.

 

პოლიჟენი უნდა მიიღოთ თქვენი მკურნალი ექიმის დანიშნულების მიხედვით, მათ შორის დოზირებაც და ხანგრძლივობაც უნდა დააზუსტოთ ექიმთან. რაც შეეხება ანოტაციას, მასში ვკითხულობთ, რომ პოლიჟენის ერთი კაფსული უნდა მიიღოთ ყოველდღე, ან დღეგამოშვებით, საუზმის შემდეგ. ამ შემთხვევაში პოლიჟენის თერაპიის გაწერილი და რეკომენდებული კურსი არის ორი ან სამი კვირა.

 

პოლიჟენის უკუჩვენებები, გვერდითი მოქმედება და განსაკუთრებული მითითებები

 

ორი უკუჩვენება არის ჩაწერილი პოლიჟენის ანოტაციაში. ყურადღებით გაეცანით პრეპარატის შედგენილობას და თუკი გაქვთ რომელიმე კომპონენტისადმი ჰიპერმგრძნობელობა, არ მიიღოთ პოლიჟენი. ასევე ამ პრეპარატის მიღება დაუშვებელია 12 წლამდე ბავშვებისთვის.

 

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს, თუკი თქვენ პოლიჟენს იღებთ ექიმის დანიშნულებით და რეკომენდებული დოზებით, იშვიათად განვითარდება გვერდითი ეფექტები. თუმცა იყავით ყურადღებით და თუკი გამოგივლინდათ თავბრუსხვევა, ტაქიკარდია, თავის ტკივილი, ალერგიული რეაქციები დაუყოვნებლივ შეაჩერეთ პრეპარატის მიღება და მიმართეთ ექიმს ჩივილების დეტალური აღწერით.

 

ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში პოლიჟენი არ უნდა მიიღოთ. ასევე მნიშვნელოვანია დრო, თუ როდის იღებთ პრეპარატს. მაგალითად დღის მეორე ნახევარში მისი მიღება არ არის რეკომენდებული. 

 

თუ როგორ ურთიერთქმედებს პოლიჟენი სხვა სამკურნალო საშუალებებთან ჯერჯერობით არ არის დადგენილი, თუმცა გაითვალისწინეთ, რომ ის არ ინიშნება სხვა ვიტამინებთან, ან მინერალებთან ერთად. თუკი პოლიჟენით შემთხვევით გადაჭარბებას აქვს ადგილი, დაუყოვნებლივ მიმართეთ სამედიცინო დახმარებას.