კეტონალი - ფორმები და გამოყენების გზები

კეტონალი ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელი საშუალებაა. მასში შემავალი მთავარი აქტიური კომპონენტი კეტოპროფენია. ის პროსტაგლანდინებისა და ლეიკოტრიენების სინთეზს თრგუნავს, ასევე ფერმენტ ციკლოოქსიგენაზა-1-სა და ციკლოოქსიგენაზა-2-ს ბლოკავს.

კეტიპროფენის სიცხისდამწევი ეფექტის მექანიზმი უცნობია. სავარაუდოა, რომ ის  ცენტრალურ ნერვულ სისტემაში (დიდი ალბათობით, ჰიპოთალამუსში) პროსტაგლანდინების სინთეზს აჩერებს.

კეტონალი რამდენიმე ფორმითაა ხელმისაწვდომი: ტაბლეტები, ამპულა, გელი და კაფსულა. ამ ბლოგში თითოეულ მათგანს განვიხილავთ. 

როდის მიიღება კეტონალი ფორტეს ტაბლეტები 

კეტონალი ტაბლეტის სახით წარმოადგენს რევმატიზმის საწინააღმდეგო არასტეროიდულ პრეპარატს, რომელსაც ანთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური და სიცხის დამწევი მოქმედება გააჩნია. ის შემდეგ შემთხვევებში ინიშნება:

  • პოსტტრავმული, ოპერაციის შემდგომი, მენსტრუაციული და მეტასტაზური სიმსივნისთვის დამახასიათებელი ტკივილი;
  • რევმატოიდული ართრიტი;
  • ნიკრისის ან ფსევდონიკრისის ქარი;
  • მაანკილოზირებელი სპონდილიტი;
  • რეაქტიული და ფსორიაზული ართრიტი;
  • ოსტეოართრიტი და სახსარგარეთა რევმატიზმი.

კეტონალის ტაბლეტი ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მიიღება, 100 მლ. წყალთან ან რძესთან ერთად. 15 წელზე მეტ ასაკში რეკომენდებული დოზა დღე-ღამეში არაუმეტეს 2 აბია (100-მილიგრამიანი) ან 1 აბის კომბინირება სუპოზიტორიებთან.

24 საათის განმავლობაში კეტოპროფენის მაქსიმალური დოზა 200 მგ-ია. შესაძლებელია ერთდროულად ანტაციდების მიღებაც, რომლებიც საკვების მომნელებელ სისტემაზე კეტონალ ფორტეს არასასურველი მოქმედების ალბათობას ამცირებს. 

დოზის გადაჭარბებისას შეიძლება გამოვლინდეს ძილიანობა, გულისრევა და ტკივილი ეპიგასტრიუმის მიმდებარედ.

შესაძლოა, გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები, როგორიცაა:

კეტონალის კაფსული - რა უნდა ვიცოდეთ 

კეტონალის კაფსულები ტკივილის შესამსუბუქებლად ისეთი მდგომარეობების დროს მიიღება, როგორიცაა:

ასევე, ეს პრეპარატი ამსუბუქებს სახსრების ტკივილს და მათ შეშუპებას ამცირებს, გააჩნია ანთების საწინააღმდეგო მოქმედებაც. შესაბამისად, კაფსულები გამოიყენება რევმატული დაავადებების დროსაც.

კეტონალის კაფსულები ზუსტად ექიმის დანიშნულებით უნდა მიიღოთ და მკურნალობაც მხოლოდ მისი რეკომენდაციით შეწყვიტოთ. 50-მილიგრამიანი დოზის ნორმა დილა-საღამოს თითო კაფსულის მიღებაა. რევმატოიდული ართრიტისა და ოსტეოართრიტის დროს ყოველ 6 საათში 1 კაფსულის მიღებაა რეკომენდებული. სუსტი და ზომიერი ტკივილის შემთხვევაში სასურველია ყოველ 6-8 საათში ერთი კაფსულის მიღება.

შესაძლო გვერდითი მოვლენებია კუჭ-ნაწლავის პრობლემები, თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ძილიანობა და გუნება-განწყობის ცვლილება. სერიოზული სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

კაფსულების სახით ხელმისაწვდომია, ასევე, კეტონალი დუო. მისი ჩვენებები იგივეა, თუმცა ის ორი სახის გრანულებს შეიცავს: სტანდარტულსა და შემოგარსულს (თეთრი და ყვითელი). პირველიდან კეტოპროფენი სწრაფად გამოიყოფა, მეორიდან კი შედარებით ნელა. შედეგად, პრეპარატს აქვს, როგორც სწრაფი, ისე დაგვიანებული მოქმედება.

კეტონალი დუოს გამოყენება: კეტონალი დუო 150 მგ-ის დოზა, ჩვეულებრივ, დღეში ერთი კაფსულაა. ის ჭამის დროს ან ჭამის შემდეგ მიიღება, სითხესთან ერთად, მაქსიმალური დოზა ამ შემთხვევაშიც 200 მგ-ია. 

საეჭვო სიმპტომების აღმოჩენის შემთხვევაში, მიმართეთ ექიმს. გაითვალისწინეთ ისიც, რომ ზოგიერთ პრეპარატთან ერთად კეტონალის (სხვადასხვა ფორმის) მიღება არ შეიძლება.

კეტონალი გელი და კეტონალის ამპულა — როდის იყენებენ მათ 

კეტონალი გელის სახით გამოიყენება:

  • რევმატული დაავადებების დროს (თანმხლები ტკივილისა და სახსრებში ანთებითი პროცესების შესამსუბუქებლად);
  • ტრავმის შემდგომი მდგომარეობისას (დაჟეჟილობა, დაჭიმულობა, ღრძობა, სპორტული დაზიანებები).

5 სმ, გელში 100 მგ, კეტოპროფენია, ხოლო 10 სმ-ში — 200 მგ. კეტონალი გელი მხოლოდ გარეგანი გამოყენებისაა. არ წაისვათ ის ლორწოვან გარსზე და მოერიდეთ თვალებში მის მოხვედრას. არაა რეკომენდებული მჭიდრო სახვევის გამოყენება. იმ შემთხვევაში, თუ საჭიროზე მეტ გელს დაიტანთ, კანი გამდინარე წყლით ჩამოიბანეთ.

შესაძლო გვერდითი ეფექტებია:

  • კანისა და კანის ქვეშ არსებული ქსოვილის დაზიანება;
  • სინათლის მიმართ მგრძნობელობის მომატება (ფოტოსენსიბილიზაცია);
  • კანზე გამოხატული ისეთი რეაქციები, როგორიცაა სიწითლე, ქავილი და წვა. ყველა ეს სიმპტომი უშუალოდ გელის დატანის ადგილად ფიქსირდება;
  • ჭინჭრის ციება, გამონაყარი, ანაფილაქსიური რეაქცია, მულტიფორმული ერითემა, ლიქენოიდური დერმატიტი, კანის ნეკროზი და სტივენს-ჯონსონის სინდრომი;
  • იშვიათი მძიმე გვერდითი მოვლენები, როგორიცაა: ბულოზური/ლიქტენულოზური ეგზემა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევები, ანგიოშეშუპება.

კეტონალის ამპულა სხვადასხვა წარმოშობის ტკივილისა და რევმატული დაავადებებისას გამოიყენება, როგორც კეტონალის დანარჩენი ფორმები. რეკომენდებული დოზა დღე-ღამეში 200 მლ-ია და ინიექციები 3 დღეზე მეტი ხნით სასურველი არაა. 

ერთ ჯერზე კუნთში თითო ამპულა უნდა შეიყვანოთ, დღეში ერთხელ ან ორჯერ. ინტრავენური შეყვანისას ინფუზია ტარდება მხოლოდ სტაციონარულ პირობებში და 0,5-1 საათს გრძელდება. 

მკურნალობის კურსი გრძელდება არაუმეტეს 2 დღისა. ხანმოკლე ინტრავენური ინფუზია 100-200 მგ. კეტოპროფენს მოიცავს, რომელიც 100 მლ. ნატრიუმის ქლორიდის 0,9%-იან ხსნარში იხსნება, ხოლო ინფუზია 0,5-1 საათს გრძელდება.

გვერდითი მოვლენები ამ შემთხვევაშიც იგივეა. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ექიმს.