კარიპაზიმი: ბუნებრივი წამალი სახსრებისა და ქსოვილების ჯანმრთელობისთვის

კარიპაზიმი არის პრეპარატი, რომელიც ფართოდ გამოიყენება ნევროლოგიასა და ორთოპედიაში სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ. მისი ძირითადი აქტიური ნივთიერებაა პაპაინი, ფერმენტი, რომელსაც პაპაიას (Carica papaya) მცენარიდან იღებენ. 

პაპაია მდიდარია ცისტეინური პროტეინაზებით, რომლებიც ხელს უწყობენ ქსოვილებში ანთებისა და ნეკროზული პროცესების შემცირებას.

პაპაინი და მისი აქტიური კომპონენტები, როგორიცაა ქიმოპაპაინი და პეპტიდაზები, ეფექტიანად ეხმარებიან მკურნალობას ნევროლოგიურ, ქირურგიულ და რევმატოლოგიურ დაავადებებში.

კარიპაზიმის გამოყენების ძირითადი ჩვენებები

პრეპარატი ხშირად გამოიყენება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ხერხემლის ოსტეოქონდროზი: კარიპაზიმი ხელს უწყობს მალთაშუა ხრტილების რეგენერაციას, რაც ოსტეოქონდროზის დროს გამოწვეულ ტკივილს და დისკომფორტს ამცირებს.
  • დისკოგენური რადიკულიტი და მალთაშუა ხრტილების თიაქარი: აქტიური კომპონენტები ხელს უწყობენ ნერვების და დაზიანებული ხრტილების აღდგენას, რაც ამცირებს ტკივილს და აუმჯობესებს მოძრაობას.
  • შმორლის თიაქარი: კარიპაზიმიT მკურნალობა უზრუნველყოფს ხრტილის დაზიანებით გამოწვეული ტკივილის შემსუბუქებასა და რეგენერაციის პროცესს.
  • სახის ნევრიტი და მსხვილი სახსრების ართროზი: კარიპაზიმი აუმჯობესებს სახსრების ფუნქციას და ხსნის ანთებით პროცესებს.
  • კელოიდური ნაწიბურები და ჭრილობები: პრეპარატი ხელს უწყობს დაზიანებული ქსოვილების აღდგენას და გაწოვის პროცესს.

როგორ გამოიყენება ეს მედიკამენტი? 

პრეპარატი გამოიყენება როგორც ელექტროფორეზის მეთოდით, ასევე პირდაპირ ჭრილობებზე ან დამწვრობებზე, პროტეოლიზური ხსნარების სახით.

  • ფიზიოთერაპია კარიპაზიმით: ეს მეთოდი ეფექტიანია საყრდენ-მამოძრავებელი სისტემის პათოლოგიების, ნერვული დაზიანებების და სახსრების ართრიტების დროს.
  • ჭრილობების და დამწვრობების მკურნალობა: კარიპაზიმის ხსნარები ხელს უწყობს ნეკროზული ქსოვილების მოცილებას და სწრაფ შეხორცებას.

კარიპაზიმის ხსნარებს (0.5%, 1% ან 2%) იყენებენ დამწვრობებისა და ინფიცირებული ჭრილობების მკურნალობისთვის, ფუფხის სისქის შესაბამისად. ხსნარები მზადდება უშუალოდ გამოყენებამდე, 0.5%-იანი ნოვოკაინის ან ნატრიუმის ქლორიდის იზოტონური ხსნარის საშუალებით.

პრეპარატით გაჟღენთილი საფენი თავსდება დაზიანებულ ზედაპირზე და მას აფარებენ ტენგაუმტარ ნახვევს. ერთდროულად შესაძლებელია სხეულის ზედაპირის დაახლოებით 30%-ის დამუშავება.

ნახვევი იცვლება დღეში ერთხელ ან ორ დღეღამეში ერთხელ, რა დროს აშორებენ მკვდარ ქსოვილებსაც. მკურნალობის კურსი, საჭიროებიდან გამომდინარე, გრძელდება 4-დან 12 დღემდე.

როგორია პრეპარატის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები 

კარიპაზიმის ბუნებრივი შედგენილობის გამო მას განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები არ ახასიათებს ხოლმე. მაგრამ შესაძლებელია ალერგიული რეაქციები, როგორიცაა ქავილი და ტემპერატურის მომატება. მისი გამოყენება არ არის რეკომენდირებული მწვავე ანთებითი პროცესების დროს და დისკოს თიაქრის სეკვესტრაციისას.

როგორც სხვა ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებისას, კარიპაზიმის მოხმარებამდეც აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან, რათა დარწმუნდეთ, რომ კარიპაზიმის მოხმარება თქვენთვის ოპტიმალური არჩევანია. ეს განსაკუთრებით ეხებათ ბავშვებს, ორსულებსა და ლაქტაციაზე მყოფ დედებს - ეს ჯგუფები პრეპარატების მიმართ ზოგადად სენსიტიურობით გამოირჩევიან.

სად შევიძინო კარიპაზიმი? 

კარიპაზიმი ხელმისაწვდომია აფთიაქებში. მისი შეძენა შესაძლებელია როგორც ადგილზე, ასევე ონლაინ-მაღაზიებში.

ხშირად მომხმარებლებს მისი ჩვენებიდან გამომდინარე ჰგონიათ, რომ ბაზარზე ხელმისწვდომია კარიპაზიმის გელიც. თუმცა, ეს პრეპარატი ქართულ ბაზარზე ძირითადად ხსნარში ხსნადი ფხვნილის სახით გვხვდება. კარიპაზიმის მალამო ჩვენს სააფთიაქო ქსელებში არ არის ხოლმე წარმოდგენილი.

კარიპაზიმი ქართული წარმოების პრეპარატია, რომელიც განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს მისი მაღალი ხარისხის გამო. მაგალითად, PSP-ს სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ქუთათელაძის სახელობის ფარმაკოქიმიის ინსტიტუტის წარმოებული მედიკამენტი. გარდა ამისა, კარიპაზიმი თურქული ვერსია ასევე ფართოდ გამოიყენება საერთაშორისო ბაზარზე.