რა არის აცეფლექსი-TH და რისთვის გამოიყენება იგი?

აცეფლექსი-TH არის აპკიანი გარსით დაფარული ტაბლეტები, რომელთაც აქვთ არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო მოქმედება და გამოიყენება კუნთოვანი და ნერვკუნთოვანი სპაზმით გამოწვეული ტკივილის დროს, კერძოდ, ოსტეოპოროზის, რევმატოიდული ართრიტის, მანკილოზებელი სპონდილოზების, ხერხემლის დეგენერაციული დაავადებებისა და კუნთების სპაზმით მიმდინარე ტრავმული დაზიანებების სამკურნალოდ.

აცეფლექსი-TH-ის ერთი ტაბლეტი შეიცავს აქტიურ ნივთიერებებს - აცეკლოფენაკს I.P. (100მგ) თიოკოლხიკოზიდს I.P. (4მგ) და დამხმარე ნივთიერებებს - სიმინდის სახამებელს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, ნატრიუმის მეთილპარაბენს, ნატრიუმის პროპილპარაბენს, მაგნიუმის სტეარატს, გასუფთავებულ ტალკს, სახამებლის ნატრიუმის გლიკოლატს, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდს, ჰიდროქსიპროპილმეთილცელულოზას, იზოპროპილის სპირტს, ტიტანის დიოქსიდს, საღებავი რკინის წითელ ოქსიდსა და გასუფთავებულ წყალს.

მედიკამენტის შემადგენლ აქტიურ ნივთიერება აცეკლოფენაკს აქვს ანთების საწინააღმდეგო მოქმედება. 

აცეფლექსის მიღების წესი და დოზირება

აცეფლექსი-TH-ის ერთი ტაბლეტი მიიღება 2-ჯერ დღეში, 5-7 დღის განმავლობაში. ტაბლეტი მიიღება პერორალურად (წამლის მიღება პირის ღრუს საშუალებით), საკმარისი რაოდენობის სითხესთან ერთად.

რა გვერდითი მოვლენები შეიძლება ახლდეს მედიკამენტის მიღებას და როგორია უკუჩვენებები? 

აცეფლექსი-TH-ის მიღებისას შეიძლება გამოვლინდეს ისეთი გვერდით მოვლენები, როგორებიცაა: 

  • ძილიანობა;
  • ნაზოფარინგიტი (ცხვირ-ხახის ლორწოვანი გარსის ანთება);
  • ფარინგიტი;
  • დაღლილობა;
  • პირის სიმშრალე;
  • გასტრალგია და დიარეა;
  • არტერიული წნევის დაქვეითება;
  • ცნობიერების დროებითი დაკარგვა;
  • აგზნებადობა;
  • გამონაყარი.

აცეფლექსი-TH არ გამოიყენება 16 წლამდე ასაკის ბავშვებში. ასევე, მედიკამენტის გამოყენება არაა რეკომენდებული იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ მომატებული მგრძნობელობა თიოკოლხიკოზიდის, აცეკლოფენაკის ან მედიკამენტის შემადგენელი სხვა რომელიმე ნივთიერების მიმართ. 

რა განსაკუთრებული მითითებები და უსაფრთხოების ზომებია გასათვალისწინებელი ამ მედიკამენტთან მიმართებით? 

უპირველეს ყოვლისა, აცეფლექსი-TH არ არის რეკომენდებული ქრონიკული დაავადებების გრძელვადიანი მკურნალობისათვის.

თიოკოლხიკოზიდის სისტემური გამოყენება რეკომენდებულია მოზრდილებსა და 16 წელზე მეტი ასაკის მოზარდებში დამხმარე თერაპიის სახით სპინალური პათოლოგიების დროს არსებული მწვავე კუნთოვანი კონტრაქტურების შემთხვევაში.

გარდა ამისა, თიოკოლხიკოზიდის შემცველი მედიკამენტები არ ინიშნება ორსულობის და ლაქტაციის  პერიოდში, ასევე რეპროდუქციული ასაკის ქალებში, თუ ისინი არ გამოიყენებენ კონტრაცეპციის შესაბამის ზომებს.

აღსანიშნავია ისიც, რომ მედიკამენტი სიფრთხილით უნდა გამოიყენოთ დიარეის დროს. 

კალიუმის შემნახველ დიურეზულ საშუალებებთან ერთდროული გამოყენებისას საჭიროა შრატში კალიუმის დონის კონტროლი. 

თირკმლის ფუნქციის დარღვევის დროს გასათვალისწნებელია, რომ ანთების საწინააღმდეგო არასტეროიდულ საშუალებებმა შეიძლება გამოიწვიონ თირკმლის ფუნქციის გაუარესება, რის გამოც თირკმლის ფუნქციის საშუალო ხარისხის დარღვევის მქონე პაციენტები უნდა იმყოფებოდნენ დაკვირვების ქვეშ. ამ დროს გამოიყენება ყველაზე დაბალი ეფექტური დოზა და აუცილებელია თირკმლის ფუნქციის რეგულარული კონტროლი.

ასევე ყურადღება უნდა გამახვლდეს ღვიძლის ფუნქციის დარღვევებზე, რადგან ღვიძლის ფუნქციის დარღვევის მქონე პაციენტებში აცეფლექსი TH-ის რეკომენდებული საწყისი დოზა უნდა შემცირდეს ერთ ტაბლეტამდე დღეში.

შენახვის პირობები და ვადები 

აცეფლექსი-TH ინახება მშრალ, სინათლისგან დაცულ და ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას, არაუმეტეს 25 °C ტემპერატურაზე. მედიკამენტის ვარგისობის ვადა არის 2 წელი.

მედიკამენტი მიეკუთვნება ფარმაცევტული საშუალებების II ჯგუფს, შესაბამისად, იგი აფთიაქიდან გაიცემა ფორმა №3 რეცეპტით.