
თუ თქვენი პატარა უმიზეზოდ და განუწყვეტლად ტირის, მოუსვენრადაა და დისკომფორტს განიცდის, შესაძლოა საქმე გაზების დაგროვებასთან (მეტეორიზმთან) გვქონდეს.
აღნიშნული მდგომარეობა მეწილად 2 კვირის ასაკში ვლინდება და შესაძლოა 4-5 თვემდე, ან უფრო გვიანობამდეც გასტანოს.
მეტეორიზმზე ეჭვის მიტანა შესაძლებელია თუ შემდეგი სიმპტომებიდან ერთმა ან რამდენიმე ჩივილმა იჩინა თავი:
- ინტენსიური და უმიზეზო ტირილი, რომელიც შესაძლოა ტკივილის გამოხატვას ჰგავდეს;
- მოუსვენრობა ტირილის შემდგომაც კი;
- განმეორებადი ტირილი გარკვეული პერიოდებით, განსაკუთრებით საღამოს საათებში;
- სახის გაწითლება-წამოწითლება;
- სხეულის დაძაბულობა, რაც გამოიხატება აწეული ან გამაგრებული კიდურებით, შეკრული მუშტებით, ან დაძაბული მუცლით.
- ზოგჯერ სიმპტომების შემსუბუქება იგრძნობა მას შემდეგ, რაც ჩვილი გაზს გამოყოფს ან კუჭში გავა.
დღესდღეობით, თითქმის მთელ მსოფლიოში აქტიურად იყიდება მეტეორიზმის საწინააღდეგო საშუალებები, რომლებიც სრულიად უსაფრთხოა და არ ვნებს პატარას. დღევანდელ ბლოგში ერთ-ერთ ასეთ პრეპარატზე - კოლისპასის სიროფზე ვისაუბრებთ, რომელსაც მეტეორიზმის, დისპეფსიური მოვლენების (გულისრევა-ღებინება), კუჭ-ნაწლავის სპაზმის, ბოყინის, სლოკინისა და ყაბზობით მიმდინარე კოლიტის შემთხვევებში იყენებენ.
მისი მიღება რეკომენდებულია როგორც ახალშობილებში, ასევე მოზრდილებში და ხანდაზმული ასაკის ადამიანებში.
რისგან შედგება კოლისპასის სიროფი?
სიროფი შეიცავს: კამის ზეთს (Anethum Graveolens), კვლიავის ზეთს (Carum Carvi), დარიჩინის ზეთს (Cinnamomum Zeylanicum), ილის ზეთს (Ellettaria Cardamomum), მიხაკის ზეთს (Eugenia Caryophyllata). ასევე დამხმარე ნივთიერებებს: გამოხდილ წყალს, ლიმონმჟავას მონოჰიდრატს, პოლისორბატ 80-ს, კონსერვანტებს (კალიუმის სორბატი, ნატრიუმის ბენზოატი), ალუბლის არომატიზატორს და დამატკბობელს (ნატრიუმის საქარინი). პრეპარატი არ შეიცავს პარაბენებს და სპირტს. აქვს მოვარდისფრო შეფერილობა და ალუბლის არომატი.
რა შემთხვევევბში გამოიყენება პრეპარატი და როგორია მისი მოქმედების მექანიზმი?
კოლისპასი კომბინირებული პრეპარატია, რომელიც გამოიყენება ბავშვებში მეტეორიზმის, კოლიკის, კუჭ-ნაწლავის სპაზმის, დისპეფსიური მოვლენების (გულისრევა-ღებინება), ყაბზობით მიმდინარე კოლიტის, სანაღვლე გზების სპაზმისა და დისკინეზიის, საკვების რეგურგიტაციის, ბოყინისა და ხშირი, შემაწუხებელი სლოკინის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
კოლისპასი შლის აირის ბუშტუკებს, რა დროსაც გამოთავისუფლებული აირების შეწოვა შეიძლება მოხდეს ნაწლავის კედელში, აგრეთვე მათი გამოყოფა ნაწლავის პერისტალტიკის მოქმედებით. ამის შედეგად მცირდება მუცლის შებერილობა და ტკივილიც ქრება. კოლისპასის უპირატესობა მდგომარეობს იმაში, რომ ის არ შეიწოვება, არ მონაწილეობს ქიმიურ რეაქციებში, ორგანიზმიდან გამოიყოფა შეუცვლელი სახით, არ ახდენს ზეგავლენას კუჭ-ნაწლავის PH-სა და საჭმლის მონელების პროცესზე და არ შედის ურთიერთქმედებაში სხვა პრეპარატებთან.
კოლისპასის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის პაციენტებში - ახალშობილობის პერიოდიდან ხანდაზმულ ასაკამდე, მათ შორის ორსულობის პერიოდში, სხვადასახვა დაავადებების შემთხვევაში, პოსტოპერაციულ პერიოდში და ა.შ.
კოლისპასი ასევე გამოიყენება მუცლის ღრუს ორგანოების გამოკვლევისას -ულტრაბგერითი გამოკვლევის (უბგ), რენტგენოლოგიური გამოკვლევის, ფიბროგასტროსკოპიის დროს პაციენტის მოსამზადებლად, რადგან აირები ხელს უშლის თირკმელების, კუჭქვეშა ჯირკვლისა და სხვა ორგანოების ხილვადობას აღნიშნული კვლევებისას. გარდა ამისა, კუჭის ლორწოვან გარსზე არსებული ქაფი ხელს უშლის ლორწოვანის შეფასებას და ზრდის დიაგნოსტიკური შეცდომების ალბათობას. კოლისპასი ამცირებს კუჭში ქაფის და ნაწლავებში აირების რაოდენობას, რაც ხელს უწყობს აღნიშნულ გამოკვლევებში გამოსახულების ხარისხის გაუმჯობესებას და აადვილებს დიაგნოზის დასმას.
სარეცხი საშუალებებით მოწამვლის შემთხვევაში კუჭში და ნაწლავებში წარმოიქმნება დიდი რაოდენობით ქაფი. ასეთ დროს კოლისპასი გამოიყენება, როგორც ქაფის ჩამქრობი საშუალება (ქაფის მოსაშორებლად).
კამის ზეთი - სწრაფად ხსნის ნაწლავთა კოლიკას, აირების დაგროვებით გამოწვეულ მუცლის ტკივილს და დისკომფორტს, ხელს უშლის აირების წარმოქმნას, აინჰიბირებს ზოგიერთი ბაქტერიის (Streptococcus, Staphylococcus, Pseudomonas და E.Coli ) კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ზრდას და გამრავლებას, რის გამოც იგი ეფექტურია ინფექციური გენეზის დიარეის საპროფილაქტიკოდ და სამკურნალოდ.
კვლიავის ზეთი - ხელს უშლის აირების ხელახლა წარმოქმნას და დაგროვებას, აწესრიგებს საჭმლის მონელებას, ხსნის ნაწლავის კედლისა და მუცლის გლუვი კუნთების სპაზმს. მას ასევე გააჩნია ანალგეზიური, ანტიბაქტერიული, ანტისეპტიკური, ანტიპარაზიტული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედება.
დარიჩინის ზეთი - აადვილებს საკვების მონელებას, ხსნის მუცლის შებერილობას, გულისრევის შეგრძნებას და ხელს უშლის აირების წარმოქმნას. დარიჩინი გამოირჩევა ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებით. იგი ასევე არეგულირებს პერისტალტიკას.
ილის ზეთი - მდიდარია განსაკუთრებული ეთერზეთებით, მას გააჩნია ძლიერი სპაზმოლიზური და ტკივილგამაყუჩებელი მოქმედება, ხელს უშლის აირების დაგროვებას და ნაწლავის კედლის დაჭიმვას, ხსნის გულისრევის შეგრძნებას.
მიხაკის ზეთი - ეფექტურია დისპეფსიის სამკურნალოდ, გააჩნია ძლიერი ანტისეპტიკური, აანტიბაქტერიული, ნთების საწინააღმდეგო, ანალგეზიური, ანტიჰელმინთური და ჰეპატოპროტექტორული მოქმედება.
აქვს თუ არა კოლისპასის სიროფს უკუჩვენება?
კოლისპასის სიროფი არ გამოიყენება ერთადერთ შემთხვევაში - თუ არსებობს შემადგენელი კომპონენტების მიმართ განსაკუთრებული მგრძნობელობა.
პრეპარატის გამოყენება შესაძლებელია დიაბეტით დაავადებულებშიც, რადგან იგი არ შეიცავს შაქარს.
დოზირება და მიღების წესი
კოლისპასის დოზირება დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და მიღების ჩვენებაზე.
- 0-2 თვემდე ბავშვებში: 2.5 მლ. 3-ჯერ დღეში;
- 2-12 თვემდე ბავშვებში: 5 მლ. 3-ჯერ დღეში;
- 12-24 თვემდე ბავშვებში: 10 მლ. 3-ჯერ დღეში;
- 24 თვის ზევით ბავშვებში: 15 მლ. 3-ჯერ დღეში.
გამოკვლევებისთვის მოსამზადებლად რეკომენდებულია:
5 მლ კოლისპასის მიღება 3-ჯერ დღე-ღამეში, გამოკვლევამდე 24 საათით ადრე და დილით გამოკვლევის ჩატარების დღეს - 10 მლ კოლისპასი.
კონტრასტული ნივთიერებების სიროფზე დანამატის სახით გამოყენებისთვის რეკომენდებულია:
10-20 მლ კოლისპასის მიღება 1 ლიტრ კონტრასტული გამოსახულების მისაღებ საშუალებაზე.
სარეცხი საშუალებებით მოწამვლის დროს, რეკომენდებულია:
ბავშვებს ენიშნებათ 5-25 მლ, ხოლო მოზრდილებს 25-50 მლ კოლისპასი (ფლაკონის მთლიანი შემცველობა).
გაფრთხილება: ნუ გამოიყენებთ პრეპარატს ვარგისიანობის ვადის გასვლის შემდეგ!
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account