
თირკმელებში კენჭების არსებობა უამრავი ადამიანის პრობლემაა, რომელიც საკმაოდ დიდ დისკომფორტთან არის დაკავშირებული. კენჭები ქვის მსგავსი მასებია, რომელიც ერთ ან ორივე თირკმელში ვითარდება და შეიძლება გამოიწვიოს ე. წ თირკმლის კოლიკა. მას შემდეგ, რაც თირკმელში კენჭი წარმოიქმნება, სხეული მის ორგანიზმიდან გამოდევნას ცდილობს, ანუ იწყება კენჭის გავლა.
კენჭის გავლის პროცესი თირკმელებში იღებს სათავეს და შარდსაწვეთისა და შარდის ბუშტის გავლით გრძელდება, სანამ კენჭი შარდის სახით, საბოლოოდ არ გამოიდევნება გარეთ. ეს საკმაოდ უსიამოვნო და მტკივნეული პროცესია.
კენჭები შეიძლება გაჩნდეს თირკმელებში, შარდსაწვეთში და შარდის ბუშტში, თუმცა ამაში საგანგაშო არაფერია, დროული მკურნალობის შემთხვევაში, ეს წარმონაქმნები სერიოზულ გართულებებს არ იწვევს. ქვემოთ დეტალურად განვიხილოთ თუ რა შემთხვევებში არის ორგანიზმში კენჭის არსებობა პრობლემური, საიდან წარმოიქმნება იგი და როგორი სიმპტომები აქვს მას.
როგორ ჩნდება კენჭები თირკმელებში — მისი წარმოქმნის რისკ-ფაქტორები
თირკმელებში კენჭების წარმოქმნაზე პასუხისმგებელი შარდში განსაზღვრული მინერალები: კალციუმი, ოქსალატი და ფოსფორია, რომლებიც შარდში მაღალი შემცველობით არიან წარმოდგენილნი.
თუ ადამიანს კენჭების წარმოქმნის რისკის ფაქტორიც აქვს და მათი ჩამოყალიბების ხელშემწყობ საკვებსაც ხშირად იღებს, შარდში მინერალების შემცველობა იმატებს, პროდუქტები თირკმელში კრისტალებს წარმოქმნიან დროთა განმავლობაში კი ეს კრისტალები მყარ, ქვის მსგავს მასად გარდაიქმნება შესაბამისად, იზრდება კენჭების წარმოქმნის რისკიც.
თირკმელში შეიძლება იყოს ერთი ან რამდენიმე კენჭი, თუმცა შესაძლოა მათ სულაც არ გამოიწვიონ რაიმე სახის ჩივილი ან ტკივილი. არსებობს მისი წარმოქმნის რამდენიმე რისკ-ფაქტორი და იგი ამგვარია:
- მემკვიდრეობა;
- დეჰიდრატაცია (როცა ორგანიზმი კარგავს სითხეს);
- ჭარბწონიანობა;
- საჭმლის მომნელებელი სისტემის ზოგადი დარღვევები;
- ცილოვანი დიეტა;
- საშარდე გზების ანთება;
- საშარდე გზების დაავადებები.
თირკმელში კენჭის წარმოქმნის მთავარი მიზეზი ორგანიზმში საკმარისი სითხის არარსებობაა. კენჭი სწორედ მაშინ ჩნდება, როდესაც შარდი კონცენტრირებულია, რა დროსაც მინერალები კრისტალიზდება და ერთმანეთს ეკვრის. სწორედ, ამიტომ აუცილებელია წყლის განსაზღვრული რაოდენობის მიღება.
დაავადება გარკვეული სიმპტომის სახით, მხოლოდ მაშინ იწყებს ორგანიზმის “გაფრთხილებას”, როდესაც კენჭი ადგილიდან იძვრის, ამ დროს წელის არეში შეინიშნება საკმაოდ ძლიერი ტკივილი, რომელიც თანდათან უფრო აუტანელი ხდება.
ზოგადად, კენჭები ერთმანეთისგან ზომითა და ფორმით განსხვავდება. მათ, ძირითადად, ყვითელი ან ყავისფერი შეფერილობის, გლუვი ან უსწორმასწორო ფორმა აქვთ. შეიძლება იყოს ბადრის მარცვლისოდენა, ქვიშის მარცვლისოდენა ან გოლფის ბურთისოდენაც კი.
სწორედ,დიდი კენჭი იჭედება საშარდე მილში და შარდის დინებას აფერხებს, რაც ძლიერ ტკივილსა და სისხლდენას იწვევს. ამ მდგომარეობას კი უწოდებენ “ კენჭის გავლას”, იგივე თირკმლის ჭვალს.
როგორი სიმპტომებით ხასიათდება კენჭის გავლა — მისი მკურნალობის მეთოდები
როგორც ზემოთ ვთქვით, თირკმელებში კენჭები უმეტესად უსიმპტომოდ მიმდინარეობს, თუმცა,ისინი გარკვეული სახის ნიშანს ორგანიზმს მაშინ აძლევს, როცა კენჭი შარდსაწვეთში გავლას იწყებს. ასეთ დროს, თირკმელებში კენჭების არსებობაზე მიუთითებს ჩვენი ორგანიზმის შემდეგი სიმპტომები:
- შარდვის გახშირება;
- ტკივილი შარდვის დროს;
- სისხლიანი შარდი;
- გულის რევის შეგრძნება, ღებინება;
- მუცლის შებერილობა;
- ტემპერატურის მატება;
- შარდის შეფერვა ვარდისფრად, წითლად ან ყავისფრად;
- ამღვრეული ან უსიამოვნო სუნის შარდი.
მსგავსი ჩვენებების გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.
რაც შეეხება კენჭის მკურნალობას: მათი მკურნალობის მეთოდს ზომის, ადგილმდებარეობისა და ტიპის გათვალისწინებით ადგენენ. მცირე ზომის კენჭის შემთხვევაში მკურნალობის დაწყება შესაძლოა, საერთოდ არ გახდეს საჭირო და თავისთავად გამოიდევნოს.
ამ შემთხვევაში, მხოლოდ შარდის შენახვა და ლაბორატორიული გამოკვლევა არის საჭირო. რეკომენდებულია ბევრი სითხის მიღება, რაც კენჭის შარდის სახით გამოდევნას უწყობს ხელს. დაავადება მკვეთრად მწვავდება თუ კენჭი დიდია, რადგან იგი საშარდე გზას ახშობს და ამავე დროს იწვევს ძლიერ ტკივილს, ასეთ შემთხვევაში აუცილებელია , ქირურგიული გზით მისი სასწრაფოდ ამოღება.
თირკმლის კენჭების მკურნალობისთვის აქტიურად იყენებენ ნეფრობერის სიროფს. ნეფრობერი მცენარეული პრეპარატია, რომელიც თირკმელებისა და საშარდე გზების დაავადებების პროფილაქტიკისა და მკურნალობისთვის გამოიყენება. სიროფი ხელს უწყობს შარდგამომყოფი სისტემის ფუნქციის გაუმჯობესებას, უროლიტაზის (კენჭების) განვითარების პრევენციას და შარდის გზით მის ბუნებრივ გამოყოფას.
ნეფრობერის მცენარეული წარმოშობის პრეპარატი რიგი ჯანმრთელობის პრობლემების დროს გამოიყენება, იგი რამდენიმე სახის ჩვენებებით ხასიათდება და მისი მიღება შეიძლება შემდეგ შემთხვევებში:
- თუ პაციენტს დიდი რაოდენობით მარილები აღენიშნება;
- შარდგამომყოფი გზების ინფექციები - ცისტიტი, ურეთრიტი.
- წვრილი უროლითიაზი;
- შარდის და ნაღვლის გამომყოფი გზების სპაზმი ;
- ინტოქსიკაცია.
ნეფრობერის სიროფის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი
ნეფრობერი სიროფის აქტიური შემადგენელი კომპონენტებია: ეთერზეთები, ფლავანოიდური შენაერთები, ფენოლკარბონის და მისი წარმოებული მჟავები.
ზემოთ აღნიშნული ნივთიერებები ხელს უწყობენ თირკმლის კაპილარების გამრავლების შემცირებას, აფართოებენ თირკმლის სისხლძარღვებსა და შარდსაწვეთს. ისინი ასტიმულირებენ შარდმჟავა მარილების გამოყოფას და აფერხებენ კენჭების ფორმირებასა და ზრდას.
იგი ანტიბაქტერიული, ანთების საწინააღმდეგო და ანტიოქსიდანტური ეფექტით ხასიათდება და ხელს უწყობს ორგანიზმიდან შარდმჟავას მარილების , ტოქსინების და მძიმე მეტალთა მარილების გამოყოფას.
სიროფის დოზირება — მისი გამოყენების მეთოდები
სიროფი მიღების დოზა დამოკიდებულია პაციენტის ასაკსა და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. იგი მიიღება 3-ჯერ დღეში, საკვების მიღებამდე 30 წუთით ადრე.
- 3 წლის ასაკიდან 6 წლამდე- 5 -10მლ 3- ჯერ დღეში;
- 6 წლიდან 12 წლამდე - 15მლ 3-ჯერ დღეში;
- მოზრდილებში - 45მლ 3 ჯერ დღეში;
- ორსულებში- 20 მლ 3 ჯერ დღეში.
ხსნარი განკუთვნილია შიგნით მისაღებად, სასურველია მიიღოთ პლასტიკური მზომი ჭიქით.
ხაზგასასმელია, რომ პრეპარატის გვერდითი მოვლენები ჯერ არ გამოვლენილა.
აქვე აღვნიშნოთ, სიროფის გამოყენება უნდა დაიწყოთ ექიმის რეკომენდაციით. რაიმე სახის გვერდითი ეფექტების გამოვლენის შემთხვევაში მიმართეთ ექიმს, რათა დროულად გაგიწიოთ საჭირო დახმარება და აღმოფხვრათ პრობლემა.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account