დებარა: პირის ღრუსა და ყელის ანთების ეფექტური მართვა

დებარა (Debara) წარმოადგენს ინოვაციურ პრეპარატს, რომელიც განკუთვნილია პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადებების სამკურნალოდ. წამალი დებარა საწუწნი ტაბლეტების ფორმით არის ხელმისაწვდომი და უზრუნველყოფს ანტისეპტიკურ, ანთების საწინააღმდეგო და ტკივილგამაყუჩებელ ეფექტს. 

მისი უნიკალური მოქმედება ეფუძნება ორ აქტიურ კომპონენტს – დექვალინიუმის ქლორიდსა და დიბუკაინის ჰიდროქლორიდს, რაც პრეპარატს ფართო სპექტრის ანტიბაქტერიულ და ტკივილგამაყუჩებელ მოქმედებას აძლევს.

სწორედ ამიტომ, მისი სრული დასახელება ასე გამოიყურება: Debara - დებარა 0.25/0.03მგ. ეს ნიშნავს, რომ პრეპარატი შეიცავს 0.25 და 0.03 მგ ორ სხვადასხვა აქტიურ ინგრედიენტს. ამ შემთხვევაში, როგორც უკვე ვახსენეთ, დექვალინიუმის ქლორიდსა და დიბუკაინის ჰიდროქლორიდს.

რისთვის გამოიყენება დებარა?

დებარა წამალია, რომელიც ეფექტურად მოქმედებს პირის ღრუსა და ყელის ანთებითი დაავადებების მკურნალობისთვის. ის შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგი ჩვენებების დროს:

  • სტომატიტი – პირის ღრუს ლორწოვანზე ანთებითი პროცესები.
  • ღრძილების ანთება – ტკივილით და შეშუპებით გამოხატული მდგომარეობები.
  • ლარინგოფარინგეალური ინფექციები – ყელის და ხორხის ანთებითი პროცესები.
  • აფთები – მტკივნეული მცირე წყლულები პირის ღრუში.

პრეპარატი ასევე ეფექტურად შველის ანთებითი პროცესების შედეგად გამოწვეულ ტკივილს, რაც საშუალებას აძლევს პაციენტს განიცადოს სწრაფი შვება.

მართალია, პრეპარატი რეცეპტის გარეშე გაიცემა, თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ თვითნებურად უნდა მივიღოთ. აუცილებელია, მის გამოყენებამდე კონსულტაცია გავიაროთ ექიმთან და სწორედ მისი დანიშნულებისამებრ მივიღოთ ტაბლეტები.

როგორია პრეპარატის შედგენილობა და მოქმედების მექანიზმი

პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ პრეპარატი საქართველოში მხოლოდ ტაბლეტების სახითაა ხელმისაწვდომი. ხშირად პაციენტებს ჰგონიათ, რომ დებარა სპრეის სახითაც იძებნება, თუმცა, ეს არასწორია.

რაც შეეხება ტაბლეტებს - თითოეული მათგანი, როგორც აღვნიშნეთ, შეიცავს ორი აქტიურ კომპონენტს:

  1. დექვალინიუმის ქლორიდი (0.25 მგ) – უზრუნველყოფს ანტიბაქტერიულ და სოკოს საწინააღმდეგო მოქმედებას, ეფექტურია გრამდადებითი და გრამუარყოფითი ბაქტერიების, აგრეთვე სოკოებისა და სპიროქეტების წინააღმდეგ.
  2. დიბუკაინის ჰიდროქლორიდი (0.03 მგ) – უზრუნველყოფს ტკივილის გაქრობას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ანთებითი პროცესების დროს.

პრეპარატის დამხმარე ნივთიერებები, მათ შორის სორბიტოლი და ბაღის პიტნის არომატიზატორი, პრეპარატს კომფორტულ და სასიამოვნო გამოსაყენებელ საშუალებად ხდის.

როგორ უნდა მივიღოთ დებარა?

ეს ტაბლეტები უნდა გაიწუწნოს ნელა, დაუღეჭავად, რათა აქტიურმა ნივთიერებებმა ეფექტურად იმოქმედოს პირის ღრუს ლორწოვანზე. 

მიუხედავად იმისა, რომ დებარას ანოტაცია მოხმარების ზოგად წესებზე გვაწვდის ინფორმაციას, მნიშვნელოვანია, პრეპარატი ექიმის დანიშნულების შესაბამისად მოვიხმაროთ. 

მისი მიღების ზოგადი წესი კი ასეთია:

  • მოზრდილებსა და 12 წელზე უფროსი ასაკის მოზარდებში რეკომენდირებულია:
    • 1 ტაბლეტი ყოველ 2 საათში, ანთების სიმპტომების შემცირების შემდეგ – 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.
  • 4 წელზე უფროსი ასაკის ბავშვებში:
    • 1 ტაბლეტი ყოველ 3 საათში, ანთების სიმპტომების შემცირების შემდეგ – 1 ტაბლეტი ყოველ 4 საათში.

თუ მკურნალობის 7-დღიანი კურსის შემდეგ მდგომარეობა არ გაუმჯობესდა ან გაუარესდა, აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს. 

დებარას მიღება ნებისმიერი პაციენტისთვის არ შეიძლება. მისი ანოტაცია მიუთითებს, რომ პრეპარატი უკუნაჩვენებია:

  • ჰიპერმგრძნობელობის მქონე პირებში – პრეპარატის კომპონენტების ან მეოთხეული ამონიუმის ნაერთების მიმართ.
  • პაციენტებში, რომლებსაც აქვთ ფრუქტოზის აუტანლობა, სორბიტოლის შემცველობის გამო.

ასევე, დებარა 0.25/0/03მგ არ ინიშნება 4 წლამდე ასაკის ბავშვებში. 

მედიკამენტის გამოყენება ორსულობასა და ლაქტაციის პერიოდში

როგორც სხვა ნებისმიერი მედიკამენტის შემთხვევაში, დებარას გამოყენებაც ორსულებსა და მეძუძურ დედებში არ არის რეკომენდირებული. ორსულობის დროს დებარა ინიშნება მხოლოდ ექიმთან კონსულტაციის შემდეგ და იმ შემთხვევში, როცა მისი დედისთვის სარგებელი აღემატება რისკს ნაყოფისთვის. 

ლაქტაციის პერიოდში პრეპარატის მიღება არ არის რეკომენდებული, რადგან აქტიური ნივთიერებების დედის რძეში შეღწევის შესახებ მონაცემები არ არსებობს.

როგორია პრეპარატის გვერდითი მოვლენები

დებარას მოხმარება, ჩვეულებრივ, არ არის დაკავშირებული განსაკუთრებულ გართულებებთან. თუმცა, ცხადია, მას შეიძლება ახლდეს იშვიათი გვერდითი მოვლენების გამოვლენა.

გვერდითი მოვლენები კი შეიძლება იყოს:

  • იშვიათად – ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, მათ შორის გამონაყარი და ქავილი.
  • ძალიან იშვიათად – ალერგიული რეაქციები და დისპნოე (სუნთქვის გაძნელება).

ასეთ შემთხვევებში პრეპარატის მიღება უნდა შეწყდეს მყისიერად. ამ დროს აუცილებელია ექიმთან კონსულტაციაც - სწორედ მან უნდა განსაზღვროს, როგორ გაგრძელდეს თერაპია. შესაძლოა, პრეპარატი ჩანაცვლდეს სხვა მედიკამენტით.

დებარას გამოყენების განსაკუთრებული მითითებები და უპირატესობები

ამ საწუწუნი ტაბლეტების გამოყენებისას უნდა გავითვალისწინოთ სხვა განსაკუთრებული მითითებებიც. მაგალითად, უნდა ვიცოდეთ, რომ პრეპარატი არ შეიცავს შაქარს, ამიტომ შაქრიანი დიაბეტის მქონე პირებისთვის უსაფრთხოა.

ასევე, კბილის პასტებში არსებული ანიონული ტენზიდები ამცირებს პრეპარატის ეფექტურობას. ამიტომაც, კბილების გაწმენდის შემდეგ ტაბლეტის გაწუწვნა რეკომენდიებულია არანაკლებ 30 წუთის შემდეგ. 

რატომ ანიჭებენ მედიკოსები უპირატესობას ამ პრეპარატს? დებარას ანოტაციის თანახმად, ეს მიზეზებია:

  1. ეფექტიანობა – დექვალინიუმის ქლორიდი მოქმედებს ფართო სპექტრის მიკროორგანიზმებზე.
  2. უსაფრთხოება – მინიმალური სისტემური შეღწევადობა.
  3. მარტივი გამოყენება – საწუწნი ტაბლეტები კომფორტული გამოსაყენებელია.

დებარა პსპ-ს სააფთიაქო ქსელში შეგვიძლია შევიძინოთ. შესაძლებელია როგორც აფთიაქში მისვლით ყიდვა, ისე ონლაინ.

დებარას ფასი პსპ-ში ხელმისაწვდომია და მასზე ხშირად ვრცელდება ფასდაკლების აქციებიც.  გარდა ამისა, დებარას ფასი შეიძლება იყოს ცვალებადიც - მისი გადამოწმებაც ონლაინ, პსპ-ს ოფიციალურ ვებგვერდზე შეგიძლიათ.

დებარა (Debara) არის თანამედროვე და ეფექტიანი საშუალება პირის ღრუსა და ყელის ანთებითი პროცესების წინააღმდეგ. მისი უნიკალური მოქმედება, ფართო სპექტრის ანტიმიკრობული ეფექტი და ტკივილგამაყუჩებელი თვისებები მას იდეალურ არჩევანად აქცევს ანთებითი დაავადებების მართვისთვის. დებარა 0.25/0.03მგ არის კომფორტული და უსაფრთხო გამოსავალი და, რაც მთავარია, ხელს უწყობს პაციენტის სწრაფ გამოჯანმრთელებას.