ოპტიკოლი – კომფორტული და უსაფრთხო ზრუნვა თვალის ჯანმრთელობაზე

ოპტიკოლი GL (Opticol GL OSD) არის თანამედროვე თვალის წვეთები, რომლებიც შექმნილია თვალის ზედაპირის დასაცავად და თვალის დისკომფორტის შესამსუბუქებლად. 

ოპტიკოლის წვეთები შეიცავს ნატრიუმის ჰიალურონატს, რაც ხელს უწყობს თანაბარი და ხანგრძლივი დამცავი ფენის შექმნას თვალის ეპითელურ გარსზე, მხედველობის გაუარესების გარეშე.

რატომ უნდა ავირჩიოთ ოპტიკოლი? 

ოპტიკოლი GL გამოირჩევა თავისი უნიკალური შედგენილობითა და მოქმედების მექანიზმით. ნატრიუმის ჰიალურონატის შემცველობა (0.3%) ქმნის ელასტოვისკოზურ აპკს, რომელიც ხანგრძლივი დროით იცავს რქოვანას. ეს თვისება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ პაციენტებისთვის, ვისაც სჭირდება თვალის დატენიანება მექანიკური სტრესისგან, გარემო ფაქტორებისგან ან მხედველობის გადაძაბვისგან გამოწვეული სიმპტომების მოსახსნელად.

ოპტიკოლი GL გამოირჩევა მაღალი ეფექტურობითა და ხანგრძლივი დატენიანებით, რაც მნიშვნელოვანია თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე პაციენტებისთვის. მისი გამოყენება განსაკუთრებით რეკომენდირებულია იმ პაციენტებისთვის, ვინც ატარებს კონტაქტურ ლინზებს ან თვალის მუდმივ სიმშრალეს უჩივის.

ოპტიკოლის 10 მლ-იანი შეფუთვა იდეალური ზომისაა ყოველდღიური გამოყენებისთვის, რადგან იგი უზრუნველყოფს წვეთების დოზირებულ და უსაფრთხო მიღებას სპეციალური საწვეთურის მეშვეობით.

ვისთვის არის განკუთვნილი ოპტიკოლი?

ოპტიკოლის ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტი ეფექტურად ხსნის დისკომფორტს, რომელიც გამოწვეულია შემდეგი მიზეზებით:

  • მექანიკური სტრესი: კონტაქტური ლინზების ტარება ან ოფთალმოლოგიური დიაგნოსტიკური პროცედურები.
  • გარემოს ფაქტორები: მშრალი ან დაბინძურებული ჰაერი, კონდიციონერი, ქარი ან სიგარეტის კვამლი.
  • მხედველობის გადაძაბვა: კომპიუტერთან ხანგრძლივი მუშაობა, მიკროსკოპის გამოყენება ან მექანიკური საშუალების (მაგ. ავტომობილის) ხანგრძლივი მართვა.

მისი უნიკალური უპირატესობა ის არის, რომ ოპტიკოლის წვეთები შესაძლებელია გამოყენებულ იქნას კონტაქტური ლინზების მოხსნის გარეშე, რაც მას კომფორტულ არჩევანაც აქცევს თანამედროვე ცხოვრების სტილის მქონე პაციენტებისთვის.

როგორ გამოიყენება პრეპარატი — მიღების წესი და დოზირება

პრეპარატის გამოყენების პროცესი მარტივი და უსაფრთხოა. ინსტრუქციის მიხედვით, წვეთები შემდეგნაირად უნდა მივიღოთ:

  • ბოთლის მომზადება: ფლაკონის თავსახურის ქვეშ არსებული დამცავი რგოლის წრიული მოძრაობით მოხსნა.
  • ჩაწვეთების პროცესი: თავი ოდნავ უკან გადახარეთ, ქვედა ქუთუთო ნაზად ჩამოსწიეთ და ჩაიწვეთეთ 1 წვეთი კონიუნქტივის პარკში.
  • გამოყენების სიხშირე: რეკომენდირებულია 3-5-ჯერ ჩაწვეთება დღეში, საჭიროებისამებრ.

ჩაწვეთების შემდეგ, ფრთხილად დახუჭეთ თვალი, რომ ხსნარი თანაბრად განაწილდეს. გამოიყენეთ ოპტიკოლი ექიმის მითითებების შესაბამისად. მიუხედავად იმისა, რომ წვეთები რეცეპტის გარეშე გაიცემა, აუცილებელია, მისი გამოყენების შესახებ მითითება სწორედ ექიმისგან გვქონდეს. სწორედ სპეციალისტმა უნდა განსაზღვროს, დღეში რამდენჯერ ან რა რაოდენობით უნდა გამოვიყენოთ ოპტიკოლის წვეთები. სხვა პრეპარატების, მაგალითად, ე.წ. ხელოვნური ცრემლისგან განსხვავებით, მისი ჩაწვეთება რეკომედირებულია დღეში 3-5-ჯერ - ხოლო რამდენჯერ მიიღოთ თქვენ, ეს სწორედ ოფთალმოლოგმა უნდა გაგიწეროთ.

რა უსაფრთხოების ზომები უნდა დავიცვათ პრეპარატის მიღებისას

ოპტიკოლი არის უკონსერვანტო პრეპარატი, რაც უზრუნველყოფს მის ხანგრძლივ გამოყენებას გვერდითი მოვლენების მინიმალური რისკით. თუმცა, მნიშვნელოვანია რამდენიმე რეკომენდაციის გათვალისწინება:

  • არ გამოიყენოთ, თუ ფლაკონის სახურავი ან მისი დამცავი რგოლი დაზიანებულია.
  • პრეპარატის ჩაწვეთების შემდეგ შეიძლება აღინიშნოს მხედველობის დროებითი დაბინდვა, რაც უმნიშვნელო დროის შემდეგ ქრება.
  • არ გამოიყენოთ ინფიცირებულ ან დაზიანებულ თვალში.
  • პირველი გახსნის შემდეგ, ოპტიკოლი უნდა იყოს გამოყენებული 12 თვის განმავლობაში.

გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ ისიც, რომ მიუხედავად მისი ეფექტურობისა და უსაფრთხო შემდგენლობისა, შესაძლოა, რომელიმე ინგრედიენტზე გქონდეთ ალერგიული რეაქცია. სწორედ ამიტომ, პირველი ჩაწვეთების შემდეგ ნებისმიერი სახის დისკომფორტზე აცნობეთ ექიმს და მასთან ერთად განსაზღვრეთ, როგორ გაგრძელდეს თერაპიის კურსი. 

ოპტიკოლი GL-ის ფასი ხელმისაწვდომია და მისი შეძენა შესაძლებელია აფთიაქებში რეცეპტის გარეშე. მაგალითად, ოპტიკოლი პსპ-ს სააფთიაქო ქსელში არის წარმოდგენილი - მისი შეძენა შესაძლებელია როგორც ფიზკურად აფთიაქში მისვლით, ისე ონლაინ, კომპანიის ვებგვერდზე. 

ოპტიკოლი არის თანამედროვე, ეფექტიანი და კომფორტული გადაწყვეტილება თვალის ჯანმრთელობისთვის. მისი უნიკალური ფორმულა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დატენიანებას, არამედ რქოვანას ხანგრძლივ დაცვას გარემო და მექანიკური სტრესისგან. ოპტიკოლის ფასი და მისი უსაფრთხოება მას იდეალურ არჩევნად აქცევს როგორც ყოველდღიური, ისე ხანგრძლივი გამოყენებისთვის.