საკვები დანამატი სტრესისა და შფოთვის წინააღმდეგ — რა არის აშვაგანდა?

 

აშვაგანდა (Ashwagandha) მარადმწვანე მცენარეა, რომელიც სამხრეთ აზიასა და აფრიკაში ხარობს. მისგან მზადდება სტრესის, შფოთვისა და დაძაბულობის საწინააღმდეგო ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი, ამავე სახელწოდების საკვები დანამატი მსოფლიოში — აშვაგანდა.

მას მატონიზებელი, ადაპტოგენური მოქმედება აქვს და გამოიყენება ყოველდღიური თუ ქრონიკული სტრესის წინააღმდეგ. გარდა ამისა, ეფექტურია ნერვული სისტემის დაავადებების მკურნალობაშიც (შფოთვითი აშლილობა, შიში). აშვაგანდა, როგორც ცნობილია, რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზეც დადებით გავლენას ახდენს — ქალებში აწესრიგებს მენსტრუალურ ციკლს, ხოლო კაცებში აუმჯობესებს სექსუალურ ფუნქციას.

აშვაგანდას მოხმარების წესი 

აშვაგანდას ყიდვა ქართულ სააფთიაქო ქსელებშიცაა შესაძლებელი. მაგალითად, მისი შეძენა PSP-ში შეგიძლიათ როგორც აფთიაქში მისვლით, ისე ონლაინ კატალოგიდან.

აშვაგანდას ფასი სააფთიაქო ქსელებში შეიძლება განსხვავდებოდეს, რადგან განსხვავებული მწარმოებლის საკვები დანამატი შეიძლება ჰქონდეთ დახლზე. გარდა ამისა, ღირებულებაზე გავლენას მრავალი ეკონომიკური პარამეტრი ახდენს და ის, როგორც წესი, ცვალებადია.

მისი მოხმარება არ არის რეკომენდირებული 18 წელს მიუღწეველი პირებისათვის - მოზარდისთვის აშვაგანდას დანიშვნაზე გადაწყვეტილებაზე იღებს შესაბამისი კვალიფიკაციის ექიმი. ასევე, აშვაგანდა არ გამოიყენება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში. 

რაც შეეხება ზოგადად აშვაგანდას მიღების წესს — მისი 1 ტაბლეტი მიიღება დღეში ერთხელ. შესაძლოა, ექიმმა რეკომენდაცია მოგცეთ ჭამის შემდეგ, ან სადილებს შორის ამ საშუალების მიღებაზე. 

როგორც ანოტაცია გვეუბნება, აშვაგანდა არ შეიცავს ისეთ ნივთიერებებს, როგორებიცაა გლუტენი, სოიო, საფუარ, გმო, რძის პროდუქტები, ხორბალი, თხილეული, ხელოვნური საღებავეის და დამატკბობლები, მაგნიუმის სტეარატი, ტრანსცხიმები და ჰიდროგენიზებული ზეთები, უნივერსალური შემკვრელები, შემავსებლები თუ კონსერვანტები.

როგორ შევარჩიოთ საკვები დანამატი?

მთავარი, ყველაზე მნიშვნელოვანი რჩევაა — არ დაიწყოთ თვითმკურნალობა, თქვენივე დასმულ, ნაკლებად კომპეტენტურ დიაგნოზზე. თუკი რომელიმე ზემოხსენებული პრობლემა გაწუხებთ, უმჯობესია, მიმართოთ ექიმს და სწორედ ის დაგეხმაროთ მედიკამენტის ან აშვაგანდას შემცველობით საკვები დანამატის შერჩევაში. 

აშვაგანდასთან დაკავშირებით მრავალი მითი არსებობს. მაგალითად, ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული არასწორი ინფორმაცია არის ამ მცენარით დამზადებულ საშუალებებზე მსჯელობა წარმოების ქვეყნის მიხედვით. თუკი ეს საკვები დანამატი სანდო სააფთიაქო ქსელში იყიდება, ეს უკვე ნიშნავს, რომ მას საერთაშორისო სერტიფიცირება გავლილი აქვს და თამამად შეგიძლიათ შეძენა. 

PSP-ს სააფთიაქო ქსელში ამერიკული წარმოების საკვები დანამატი შეხგვდებათ. Pure - ფიური აშვაგანდა უკვე ქართველი მომხმარებლებისთვისაც ხელმისაწვდომია. როგორც სააფთიაქო ქსელში წარმოდგენილი სხვა პროდუქტის, აშვაგანდას შეძენაც ონლაინ და ფიზიკურად აფთიაქში მისვლითაც შესაძლებელია.

კიდევ ერთი ამერიკული ბრენდი, რომლის სახელსაც ხშირად მიაწერენ ამ საშუალებას, არის სოლგარი. ბრენდი ამ მცენარის შემცველობით საკვებ დანამატებს მართლაც აწარმოებს, თუმცა, აშვაგანდა სოლგარის წარმოებით საქართველოში ხელმისაწვდომი არ არის. 

აშვაგანდას უკუჩვენებები და გვერდითი მოვლენები

ამ საკვები დანამატის უკუჩვენებები, მისივე ანოტაციის მიხედვით, შეიძლება იყოს მასში შემავალი კომპონენტების მიმართ აუტანლობა. ხოლო თითოეული ტაბლეტის შემადგენლობაში შედის: თავად მცენარე აშვაგანდა, ჰიპოალერგიული მცენარეული ბოჭკო (ცელულოზა) და ვეგეტარიანული კაფსულა (ცელულოზა და წყალი).

რაც შეეხება გვერდით მოვლენებს — აშვაგანდას მოხმარებამ შეიძლება გამოიწვიოს ისეთი დისკომფორტი, როგორიცაა მუცლის ტკივილი, თავბრუსხვევა, დიარეა, ხახის სიმშრალე, დაბალი არტერიული წნევა, გავლენა ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დონეზე ან ალერგიული რეაქციები (გამონაყარი, ქავილი, სუნთქვის გაძნელება).

ნებისმიერი გვერდითი ეფექტის გამოვლენის შემთხვევაში, მიმართეთ მკურნალ ექიმს — სწორედ მასთან ერთად უნდა მიიღოთ გადაწყვეტილება საკვები დანამატის მიღების გაგრძელების შესახებ.