
ისეთი დაავადებები, როგორიც ოსტეოართროზი და რევმატოიდული ართრიტია ძირითადად, შუა და ხანდაზმული ასაკის წარმომადგენელი ადამიანებისთვის არის დამახასიათებელი. აღნიშნული პრობლემების მოსაგვარებლად ყველაზე ეფექტიანი საშუალება ამელოტექსია, რომელსაც აქტიურად იყენებენ როგორც ქალები, ისე მამაკაცები.
ამელოტექსი ფართოდ გავრცელებული არასტეროიდული საშუალებაა, რომელიც რევმატოიდული ართრიტის, ოსტეოართრიტისა და ბეხტერევის დაავადების დროს ტკივილგამაყუჩებელი, ანთების საწინააღმდეგო და სიცხის დამწევი ეფექტი აქვს.
პრეპარატის აქტიური ნივთიერება მელოქსიკამია, ხოლო მის დამხმარე ნივთიერებათა რიგს მიეკუთვნება: ლაქტოზის მონოჰიდრატი, ცელულოზა მიკროკრისტალური, ნატრიუმის ნიტრატი, პოვიდონი, კროსპოვიდონი, კოლოიდური სილიციუმის დიოქსიდი და მაგნიუმის სტეარატი.
ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ, პრეპარატის წარმოების ფორმებს, თვისებებს და მისი მოქმედების მექანიზმს.
რა სახით იწარმოება ამელოტექსი
საფთიაქო ქსელებში ამელოტექსი სხვადასხვა სახით არის წარმოდგენილი, ამგვარად პაციენტებს მათთვის ყველაზე მოსახერხებელი და შესაფერისი ფორმის შერჩევის საშუალება აქვთ. ძირითადად, ამელოტქსი აფთიაქებში წარმოდგენილია ტაბლეტების, ამპულის , გელის და სანთლის სახით.
ამელოტექსის ტაბლეტები – ყველაზე გავრცელებული ფორმაა, რომელიც განკუთვნილია ხანგრძლივი მკურნალობისთვის და გამოიყენება, ყოველდღიურად ტკივილისა და ანთების შესამსუბუქებლად.
ამელოტექსის გელი – განკუთვნილია ადგილობრივი გამოყენებისათვის, ტკივილის სინდრომით მიმდინარე ოსტეოართროზის, სიმპტომატური თერაპიის დროს , ტკივილისა და ანთების შესამცირებლად.
ამელოტექსის ამპული – გამოიყენება მწვავე ტკივილის დროს, შემსუბუქებისათვის ოსტეოართრიტის ან რევმატოიდული ართრიტის დროს, როდესაც წამლის სხვა ფორმები უმოქმედოა.
ამელოტექსის სანთელი – სუპოზიტორი განკუთვნილია იმ შემთხვევისთვის , როდესაც პაციენტისთის პერორალური მიღება ან ინიექცია არ არის მიზანშეწონილი.
რა ჩვენებების დროს ინიშნება და როგორ მოქმედებს პრეპარატი
ძირითადად, ამელოტექსი ინიშნება სამი დაავადების სამკურნალოდ და ესენია :
- ოსტეოართრიტი – ტკივილის და ანთების შესამსუბუქებლად.
- რევმატოიდული ართრიტი – ანთების და ტკივილის კონტროლისთვის.
- ანკილოზური სპონდილოართრიტი – ცნობილი, როგორც ბეხტერევის დაავადება;
ამელოტექსის ანოტაციის მიხედვით, პრეპარატის ანთების საწინააღმდეგო მოქმედებას განაპირობებს ციკლოოქსიგენაზა-2 (ცოგ-2) ფერმენტატული აქტივობის ბლოკირები, რომელიც პროსტაგლანდინების ბიოსინთეზში ანთების კერაში მონაწილეობს.
მელოქსიკამი შედარებით სელექციურად აქვეითებს COX-2 ფერმენტის აქტივობას, რომელიც უმეტესად ჩართულია ანთებით პროცესებში, ხოლო ნაკლებად მოქმედებს COX-1-ზე, რომელიც მნიშვნელოვან როლს ასრულებს კუჭ-ნაწლავის ლორწოვანი გარსის დაცვაში. სწორედ ამიტომ, მელოქსიკამი, შედარებით ნაკლები რისკით, იწვევს კუჭ-ნაწლავურ გვერდით მოვლენებს სხვა არასტეროიდულ ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან შედარებით.
პრეპარატის აქტიური ნივთიერება მელოქსიკამი, ოთხი არააქტიური ფარმაკოლოგიურ წარმოებულის სახით, თითქმის მთლიანად მეტაბოლიზირებდა ღვიძლში. ხოლო, ძირითადი მეტაბოლიტი, 5’- კარბოქსიმელოქსიკამი, შუალედური მეტაბოლიტის ჟანგვის გზით წარმოიშობა.
როგორია პრეპარატის დოზირება
პრეპარატის დოზა განისაზღვრება ექიმის მიერ და დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და პაციენტის ჯანმრთელობის საჭიროებებზე. ქვემოთ მოცემულია ამელოტექსის დოზირება სხვადასხვა წარმოების ფორმის გათვალისწინებით.
ამელოტექსის (მელოქსიკამის) ტაბლეტების დოზირება შემდეგნაირია:
- ოსტეოართრიტის დროს – უნდა მიიღოთ 7.5 მგ დღეში ერთხელ. ინტენსიური ტკივილის ან ანთების გამოვლინებისას დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე.
- რევმატოიდული ართრიტი და ანკილოზური სპონდილოართრიტის შემთხვევაში – სტანდარტული დოზაა 15 მგ დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, ეს დოზა შეიძლება შემცირდეს 7.5 მგ-მდე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში ან მათთვის, ვინც შედიან გვერდითი ეფექტების მაღალი რისკის ჯგუფში.
ზოგადად, მაქსიმალური რეკომენდებული დღიური დოზა 15 მგ-ია. ამელოტექსი უნდა მიიღოთ საკვებთან ერთად, რათა შემცირდეს კუჭ-ნაწლავზე შესაძლო გამაღიზიანებელი ზემოქმედება.
ამელოტექსის (მელოქსიკამის) ამპულის შემთხვევაში:
დოზირება დამოკიდებულია დაავადების ტიპსა და პაციენტის მდგომარეობაზე. მისი რეკომენდებული დოზებია:
- ოსტეოართრიტის დროს – საჭიროა, 7.5 მგ დღეში ერთხელ, ინიექციის სახით. დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე;
- რევმატოიდული ართრიტის შემთხვევაში – სასურველია 15 მგ ამელოტექსი დღეში ერთხელ, თუმცა, თუ პაციენტს უკვე აღენიშნება შედეგი, დოზა შეიძლება შემცირდეს 7.5 მგ-მდე.
- ანკილოზური სპონდილოართრიტი დროს – 15 მგ დღეში ერთხელ, ანალოგიურად, ამ შემთხვევაშიც შეიძლება დოზა შემცირდეს 7.5 მგ-მდე.
ამელოტექსის (მელოქსიკამის) სანთლების შემთხვევაში:
- ოსტეოართრიტი – 7.5 მგ დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში დოზა შეიძლება გაიზარდოს 15 მგ-მდე;
- რევმატოიდული ართრიტი და ანკილოზური სპონდილოართრიტი – როგორც წესი, 15 მგ დღეში ერთხელ. საჭიროების შემთხვევაში, დოზა შეიძლება შემცირდეს 7.5 მგ-მდე, განსაკუთრებით ხანდაზმულ პაციენტებში.
რაც შეეხება ამელოტექსის გელს,იგი უნდა დაიდოთ დაზიანებულ არეზე 1–2-ჯერ დღეში. სასურველია, გელი გამოიყენოთ მხოლოდ ექიმის მითითებით რეგულარულად.
როგორ ვლინდება პრეპარატის გვერდითი ეფექტები
როგორც ყველა პრეპარატის შემთხვევაში, ამელოტექსის მიღების დროსაც შეიძლება გამოვლინდეს გვერდითი მოვლენები. ძირითადად, ეს ინდივიდუალურია და შესაძლოა წარმოჩინდეს სხვადასხვა სახით.
ამელოტექსის მიღებისას შეიძლება გამოიკვეთოს შემდეგი გვერდითი ეფექტები:
კუჭ-ნაწლავის სისტემის გვერდითი მოვლენები:
- მუცლის ტკივილი;
- გულისრევა;
- ყაბზობა ან დიარეა;
- გამოხატული სისუსტე ან შებოჭილობა;
- კუჭის წყლული, სისხლჩაქცევები, ან გაუწყლოება.
გულ-სისხლძარღვთა სისტემის დარღვევა:
- სისხლის წნევის მომატება;
- გულის უკმარისობა, ან მისი სიმპტომების გაუარესება;
- თრომბოზი (სისხლის მიკრო-ბლოკირება).
თირკმლისა და ღვიძლის დარღვევა:
- თირკმლის ფუნქციის დარღვევა, შეიძლება მოიმატოს სისხლში კრეატინინის დონემ;
- ღვიძლის ციტოქრომული დარღვევა.
ალერგიული რეაქციები:
- გამონაყარი და ქავილი;
- ანაფილაქსიური რეაქცია.
ცენტრალური ნერვული სისტემის პრობლემები:
- თავბრუსხვევა;
- დაღლილობა;
- თავის ტკივილი.
სისხლის პრობლემები:
- თეთრი სისხლის უჯრედების ნაკლებობა, ანემია;
ხანგრძლივი გამოყენებისას შესაძლოა განვითარდეს:
- სისხლძარღვთა ანთება;
- რეპროდუქციული სისტემის პრობლემები.
ამელოტექსის ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან
ქვემოთ გამოვყოფთ სამკურნალო საშუალებებს, რომელთან ერთადაც ამელოტექსის მიღება ამცირებს მათ სასიკეთო ქმედებას და უარყოფითად აისახება ადამიანის ორგანიზმზე. აქვე, განვიხილოთ ყველა მათგანი:
- ამელოტესის გამოყენება სხვა არასტეროიდული ანთების საწინააღმდეგო პრეპარატებთან ერთად ზრდის ეროზიულ - წყლულოვანი დაზიანებების, კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან სისხლდენების განვითარების რისკს. სასურველია, მოერიდოთ მის აცეტილსალიცილის მჟავასთან გამოყენებას;
- უმჯობესია , თავი აარიდოთ ამელოტექსის მიღებისას ჰიპოტენზურ პრეპარატებთან ერთად , რადგან ისინი აქვეითებენ ეფექტიან მოქმედებას. ლითიუმის პრეპარატებთან ერთდროული გამოყენების დროს შესაძლებელია ლითიუმის კუმულაციის განვითარებისა და მისი ტოქსიკური მოქმედების მომატება;
- ამელოტექსის მეტოტრექსატთან ერთდროული გამოყენებისას იზრდება, ამ უკანასკნელის გვერდითი მოქმედება სისხლწარმომქმნელ სისტემაზე . იქმნება ანემიისა და ლეიკოპენიის წარმოშობის საშიშროება;
- პრეპარატის ანტიკოაგულანტებთან ერთდროული მიღებისას (ჰეპარინი, ტიკლოპიდინი, ვარფარინი), აგრეთვე თრომბოლიზურ პრეპარატებთან , როგორიცაა: სტრეპტოკინაზა, ფიბრინოლიზინი, იზრდება სისხლდენების განვითარების რისკი, ამ შემთხვევაში, აუცილებელია სისხლის შედედების მაჩვენებლების პერიოდული კონტროლი;
- კოლესტირამინთან, მელოქსიკამთან ერთდროული გამოყენებისას ძლიერდება პრეპარატის გამოყოფა კუჭ-ნაწლავის ტრაქტიდან;
- ასევე, სეროტინინის უკუმიტაცების სელექტიურ ინჰიბიტორებთან ერთდროული გამოყენებისას, იზრდება კუჭ-ნაწლავის სისხლდენების განვითარების რისკი.
გაითვალისწინეთ: ნებისმიერი სახის გვერდითი მოვლენისა და უარყოფითი ურთიერთქმედების დროს სასურველია მიმართოთ ექიმს, რათა დროულად აღმოიფხვრას პრობლემა და თავიდან აირიდოთ შესაძლო გართულებები.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account