ანტიბიოტიკი ღვიძლის ჯანმრთელობისთვის — რა უნდა ვიცოდეთ ფაქსიმინის შესახებ?

ფაქსიმინი არის ინოვაციური და თანამედროვე ანტიბიოტიკი, რომელიც ნაწლავში დაბუდებული ბაქტერიების წინააღმდეგ ეფექტური და უსაფრთხო გამოსავალია. მისი მთავარი აქტიური კომპონენტი რიფაქსიმინი უზრუნველყოფს ბაქტერიების განადგურებას და ანთებითი პროცესების მართვას. 

ეს ანტიბიოტიკი გამოიყენება როგორც ღვიძლის ენცეფალოპათიის პრევენციისთვის, ისე კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დარღვევების დროს და წარმოადგენს თანამედროვე მედიცინის ერთ-ერთ ყველაზე ეფექტიან და უსაფრთხო საშუალებას ამ დარღვევების მართვისთვის. მისი უნიკალური მოქმედების მექანიზმი, მინიმალური ზემოქმედება და მრავალფეროვანი გამოყენება მას შეუცვლელ პრეპარატად აქცევს. 

პრეპარატის ხელმისაწვდომობა და უპირატესობები  

ანტიბიოტიკი ქართულ ბაზარზე ორი დოზირებით გვხვდება: ფაქსიმინი 550მგ და ფაქსიმინი 200მგ. განსხვავებული დოზები უზრუნველყოფს სხვადასხვა საჭიროების დაკმაყოფილებას, რაც საშუალებას აძლევს პაციენტებს, სწრაფად და ეფექტიანად გაუმკლავდნენ ჯანმრთელობის პრობლემებს.

ფაქსიმინს აქვს მთელი რიგი უპირატესობები, რაც მას ექიმების საყვარელ პრეპარატად აქცევს მსგავსი პრობლემების მკურნალობაში. ესენია:

  1. უსაფრთხოება: რიფაქსიმინი ლოკალურად მოქმედებს ნაწლავში, რაც მინიმუმამდე ამცირებს სისტემურ ეფექტებს.
  2. მრავალფუნქციურობა: მისი გამოყენება შესაძლებელია როგორც მონოთერაპიაში, ისე სხვა პრეპარატებთან კომბინაციაში.
  3. ხანგრძლივი ეფექტი: თერაპიის დასრულების შემდეგაც პრეპარატი ხელს უწყობს ნაწლავში მიკროფლორის ბალანსის შენარჩუნებას.

ფაქსიმინის მოქმედების მექანიზმი 

ფაქსიმინის ანოტაცია გვეუბნება, რომ მედიკამენტი განსაკუთრებული ყურადღებით არის შემუშავებული, რათა მისმა აქტიურმა კომპონენტმა ეფექტურად იმოქმედოს მხოლოდ ნაწლავში, მინიმალური სისტემური შეღწევადობით. 

ნივთიერება რიფაქსიმინი მოქმედებს ლოკალურად, ზიანს აყენებს ნაწლავის პათოგენურ ბაქტერიებს, რომლებიც ხშირად იწვევენ ისეთი სერიოზული პრობლემებს, როგორიცაა:

  • ღვიძლის ენცეფალოპათია, რომელიც შეიძლება გამოვლინდეს დაბნეულობით, ფსიქიკური მდგომარეობის გაუარესებით, მეტყველების გაძნელებით და კომითაც კი.
  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დარღვევები, როგორიცაა დიარეა, მუცლის ტკივილი და შეშუპება.

პრეპარატი აქტიურად მუშაობს ბაქტერიების დნმ-ის დაზიანებაზე და მათ გამრავლებას ხელს უშლის.

ფაქსიმინის მოქმედების მექანიზმი მთლიანად დამოკიდებულია მისივე შემადგენლობაზე. როგორც უკვე ვახსენეთ, აქტიური ნივთიერება, რომელსაც პრეპარატი შეიცავს, არის რიფაქსიმინი. თუმცა, გარდა ამისა, აპკიანი გარსით დაფარული თითოეული ტაბლეტი შეიძლება შეიცავდეს  ნატრიუმის სახამებელ გლიკოლატს, მიკროკრისტალურ ცელულოზას, კოლოიდურ სილიციუმის დიოქსიდს, მაგნიუმის სტეარატს, გლიცერილის დისტეარატს, ტალკს, ჰიპრომელოზას, ტიტანის დიოქსიდს, პროპილენგლიკოლს, რკინის წითელ ოქსიდს, დინატრიუმის ეთილენდიამინტეტრა ძმარმჟავას. 

მისი შემადგენლობის ცოდნა მნიშვნელოვანია, რადგანაც რომელიმე კომპონენტზე ალერგიის შემთხვევაში ექიმს უნდა ვაცნობოთ და მან მიიღოს გადაწყვეტილება, როგორ გაგრძელდეს თქვენი პრობლემის მკურნალობა.

ვისთვის არის განკუთვნილი ფაქსიმინი? 

ფაქსიმინი მხოლოდ ექიმის რეცეპტით გაიცემა. ეს ძლიერმოქმედი პრეპარატი არ არის განკუთვნილი თვითნებურად მოხმარებისთვის და აუცილებელია, მისი მიღების საჭიროების შესახებ გადაწყვეტილება სპეციალისტმა მიიღოს. 

ასევე, უნდა გვახსოვდეს, რომ არ შეიძლება ჩვენთვის გამოწერილი პრეპარატის სხვისთვის გადაცემა - თუკი თქვენს ახლობელს თუნდაც იდენტური ჩივილები აწუხებს, თვითნებურად დასმული დიაგნოზით მკურნალობა არ შეიძლება. უნდა ვურჩიოთ მათ, გაიარონ კონსულტაცია ექიმთან და საჭიროების შემთხვევაში, მათაც დაენიშნებათ მკურნალობა.

ზოგადად კი ფაქსიმინი რეკომენდებულია ისეთი დაავადებებისა და საჭიროებების შემთხვევაში, როგორიცაა:

  1. ღვიძლის ენცეფალოპათიის ეპიზოდების პრევენცია – განსაკუთრებით იმ პაციენტებისთვის, ვისაც აწუხებთ ღვიძლის დაავადებები;
  2. კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დარღვევების მკურნალობა – როდესაც დიარეა და მუცლის დისკომფორტი პაციენტის ცხოვრების ხარისხზე მნიშვნელოვნად მოქმედებს;
  3. ნაწლავური ბაქტერიების ზრდის პრევენცია – რაც ხელს უწყობს ნაწლავური მიკროფლორის ბალანსს.

ფაქსიმინი 200მგ ხშირად გამოიყენება ნაკლებად მძიმე შემთხვევებში, ხოლო ფაქსიმინი 550-მგ-იანი კი მიზნად ისახავს უფრო სერიოზული დარღვევების მართვას.

ამ შემთხვევაშიც გადაწყვეტილებას თქვენი მკურნალი ექიმი იღებს - თუ რომელი დოზითა და როგორი ხანგრძლივობით წარიმართოს თერაპიის კურსი.

როგორ გამოიყენება პრეპარატი? 

გახსოვდეთ - პრეპარატის გამოყენების შესახებ ინფორმაცია, პირველ რიგში, უნდა მიიღოთ ექიმისაგან. სწორედ მკურნალი სპეციალისტი აგიხსნით, როდის და როგორ დალიოთ ტაბლეტები. 

თუმცა, გარკვეულ, ზოგად ცნობებს პრეპარატის ინსტრუქციაც მოგვცემს. ამასთან, უნდა გაითვალისწინოთ - ფაქსიმინი 550-იანის ანოტაცია, შესაძლოა, მთელ რიგ საკითხებში არ დაგეხმაროთ, თუკი უფრო პატარა დოზა გაქვთ დანიშნული. ამიტომაც, შეინახეთ ანოტაციები თერაპიის კურსის დასრულებამდე.

პრეპარატის დოზირება და გამოყენების წესი, როგორც სხვა ყველა შემთხვევაში, დამოკიდებულია პაციენტის მდგომარეობაზე. თუმცა, ანოტაცია გვაძლევს ზოგად მითითებებს:

  • ღვიძლის ენცეფალოპათიისთვის რეკომენდირებულია ორი ტაბლეტი დღეში, 6 თვის განმავლობაში.
  • კუჭ-ნაწლავის დარღვევების დროს: პრეპარატი მიიღება სამჯერ დღეში, 14 დღის განმავლობაში.

რისთვის უნდა ვიყოთ მზად ამ მედიკამენტის მიღებისას?  

ამ პრეპარატის გამოყენებამდე უნდა გაითვალისწინოთ მთელი რიგი გარემოებები, რათა ზუსტად იცოდეთ, შეიძლება თუ არა მისი მიღება. 

მაგალითად, თუკი გაწუხებთ ქვემოთ ჩამოთვლილი პრობლემები, ფაქსამინის დალევა დაუშვებელია:

  • როცა გაქვთ ჰიპერმგრძნობელობა რიფაქსიმინის, სხვა რიფამიცინების (მაგ., რიფამპიცინის ან რიფაბუტინის) მსგავსი ტიპის ანტიბიოტიკების ან პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნებისმიერი სხვა ზემოაღნიშნული დამხმარე ნივთიერების მიმართ;
  • გაქვთ ტემპერატურის მკვეთრი ცვლილება, ციებ-ცხელება;
  • ბოლო 24 საათის განმავლობაში გქონდათ არარეგულარული დეფეკაციის 8-ზე მეტი ეპიზოდი, ან გაქვთ სისხლიანი განავალი და ციებ-ცხელებით მიმდინარე დიარეა;
  • თუკი დადასტურებულად გაქვთ ისეთი დაავადებები/პრობლემები, როგორიცაა წყლულები, შეკრულობა ან ნაწლავის ობსტრუქცია;
  • თუკი გაწუხებთ თირკმლის ფუნქციის დარღვევა.

გარდა ამისა, არის გარემოებები, რასაც უნდა მიაქციოთ ყურადღება პრეპარატის მიღების დაწყების შემდეგ. მაგალითად, დააკვირდით, ხომ არ დაგიმძიმდათ დაავადების სიმპტომები - თუკი ეს ასეა, შეწყვიტეთ მედიკამენტის მიღება და დაუკავშირდით ექიმს. მნიშვნელოვანია, იცოდეთ, რომ თუკი შარდი გახდა მოწითალო, ეს ჩვეულებრივი მოვლენაა, მაგრამ შეგიძლიათ მაინც გაესაუბროთ ექიმს.

რიფაქსიმინის, ამ მედიკამენტის აქტიური ინგრედიენტი, შეიძლება იწვევდეს დიარეას და ეს მდგომარეობა შეიძლება გაგრძელდეს თერაპიის კურსის შემდეგად. თუკი დიარეა განვითარდა ფაქსიმინით მკურნალობის პერიოდში ან მისი დასრულების შემდეგ, არ გააგრძელოთ მისი მიღება და აუცილებლად მიმარტეთ მკურნალ ექიმს.

მკურნალობის პერიოდში უნდა აკონტროლოთ ღვიძლის მდგომარეობა, ასევე სისხლის შრატში ნატრიუმისა და კალიუმის კონცენტრაციის ცვლილება. ასევე, ექიმმა წესით უნდა მოგთხოვოთ ბაქტერია ეშერიხია კოლისა და სისხლის შედედების კონტროლიც.

სიფრთხილე გამოიჩინეთ ფაქსიმინთან ერთად სხვა მედიკამენტების მიღების დროს. რომელი მედიკამენტები შეიძლება მიიღოთ მასთან ერთად - ამაზე დაწვრილებითი კონსულტაცია გაიარეთ ექიმთან.

აუცილებლად მიაწოდეთ ინფორმაცია ექიმს ისეთი პრეპარატების შესახებ, რომელსაც იღებთ ან იღებდით უახლოეს წარსულში. მათ შორისაა:

  • ანტიბიოტიკები (პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება ინფექციების სამკურნალოდ)
  • ვარფარინი (სისხლის შედედების პროფილაქტიკური პრეპარატი)
  • ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები (ეპილეფსიის სამკურნალო პრეპარატები)
  • არითმიის სამკურნალო საშუალებები (პათოლოგიური გულისცემის სამკურნალო პრეპარატები)
  • ციკლოსპორინი (იმუნოდეპრესანტი)
  • პერორალური კონტრაცეპტივები (ჩასახვის საკონტროლო პრეპარატები)

შესაძლო გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები  

როგორც ყველა პრეპარატს, ფაქსიმინის მიღების დროს შეიძლება განვითარდეს გვერდითი მოქმედებები იმ პირებში, რომლებსაც აღენიშნებათ მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენლობაში შემავალი ნივთიერებების მიმართ. ქვემოთ მოცემულია გვერდითი რეაქციები, რომლებიც შეიძლება გამოვლინდეს ფაქსიმინის მიღების შედეგად, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავის ტრაქტის მხრივ.

გვერდითი მოქმედებების კლასიფიკაცია სიხშირის მიხედვით:

  • ძალიან ხშირი: აღინიშნება 10-დან სულ მცირე 1 პაციენტს.
  • ხშირი: აღინიშნება 10-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 100-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
  • არახშირი: აღინიშნება 100-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 1000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
  • იშვიათი: აღინიშნება 1000-დან 1-ზე ნაკლებ, მაგრამ 10,000-დან 1-ზე მეტ პაციენტს.
  • ძალიან იშვიათი: 10,000 პაციენტიდან 1-ზე ნაკლებს.
  • უცნობია: არსებული მონაცემების საფუძველზე სიხშირის შეფასება შეუძლებელია.

შეწყვიტეთ პრეპარატის მიღება და დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს ან სასწრაფო სამედიცინო დახმარებას, თუ შეამჩნევთ ქვემოთ ჩამოთვლილ გვერდით მოვლენებს:

ხშირი გვერდითი მოვლენები:

  • დეპრესია
  • თავბრუსხვევა, თავის ტკივილი
  • ქოშინი
  • მუცლის ზედა არეში ტკივილი, მუცლის შებერილობა, დიარეა, გულისრევა, ღებინება, ასციტი
  • ქავილი, გამონაყარი
  • კუნთების სპაზმი, ართრალგია
  • პერიფერიული შეშუპება

არახშირი გვერდითი მოვლენები:

  • ჩლოსტრიდიუმის (ბაქტერია) ინფექცია, საშარდე გზების ინფექცია, ზედაპირული სოკოვანი ინფექციები (ცანდიდიაზი)
  • ანემია
  • ანორექსია, ჰიპერკალიემია
  • დაბნეულობა, შფოთვა, უძილობა, ჰიპერსომნია
  • წონასწორობის დარღვევა, ამნეზია, კონვულსია, ყურადღების დარღვევა, ჰიპოსთეზია
  • მოულოდნელი წამოხურება
  • პლევრული გამონაჟონი
  • მუცლის ტკივილი, ვარიკოზული სისხლდენა, პირის ღრუს სიმშრალე, დისკომფორტი კუჭის არეში
  • მიალგია
  • დიზურია, პოლაკიურია
  • შეშუპება, ცხელება
  • დაცემა

იშვიათი გვერდითი მოვლენები:

  • პნევმონია, ცელულიტი, ზედა სასუნთქი გზების ინფექცია, შემცივნება
  • სითხის დაკარგვა
  • არტერიული წნევის მომატება ან დაწევა
  • ფილტვის ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება
  • შეკრულობა
  • ზურგის ტკივილი
  • შარდში ცილის არსებობა
  • ასთენია
  • დაბნეულობა, პროცედურული ტკივილი

სიხშირე უცნობია:

  • თრომბოციტოპენია
  • ჰიპერმგრძნობელობის რეაქციები, შეშუპება
  • გულის წასვლის შეგრძნება ან გულის წასვლა
  • ღვიძლის ფუნქციური ანალიზების პათოლოგიური შედეგები
  • დერმატიტი, ეგზემა
  • საერთაშორისო ნორმალიზებული თანაფარდობის პათოლოგიური მაჩვენებლები

მაღალი დოზებით ხანგრძლივი თერაპიის ან ნაწლავის შიდა შრის დაზიანების შემთხვევაში, შესაძლოა პრეპარატის მცირე დოზის (1%-ზე ნაკლები) აბსორბცია და შარდის მოწითალო ფერი გამოვლინდეს.

გთხოვთ აცნობოთ ექიმს ან ფარმაცევტს, თუ აღმოაჩენთ ნებისმიერ გვერდით მოვლენას, რომელიც არ არის მითითებული ჩამონათვალშიც.

ფაქსიმინის ანოტაცია მიუთითებს, რომ პრეპარატი უნდა ინახებოდეს 25°C-ზე დაბალ ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. მისი ვარგისიანობის ვადა ყოველთვის მითითებულია შეფუთვაზე.

ფაქსიმინის შეძენა შესაძლებელია PSP-ს სააფთიაქო ქსელში. აქ წარმოდგენილია როგორც ფაქსიმინის შედარებით დაბალი, 200მგ-იანი დოზა, ისე 550-იანი პრეპარატი.