
ვისაც გაგვივლია ჩვენი თინეიჯერობის რთული წლები, აკნესთან გამკლავება ასე თუ ისე ყველას მოგვიწია. მართალია, ბევრისთვის ეს გამოცდილება მოკლევადიანი უსიამოვნება იყო, მაგრამ ზოგ შემთხვევაში, აკნეს პრობლემებმა შეიძლება ბევრად მძიმე ფორმაც მიიღოს. სწორედ ასეთი აკნეს მწვავე ფორმების სამკურნალო თერაპიისთვის იყენებენ მედიკამენტ აკნეტრენტს.
რა არის აკნეტრენტი
აკნეტრენტის 20 ან 10-მილიგრამიანი რბილი კაფსულები შეიცავს ნივთიერება იზოტრეტინოინს. 1980-იანი წლებიდან მოყოლებული, ის აქტიურად გამოიყენება მწვავე აკნეს მკურნალობაში.
ექიმები იზოტრეტინოინს ძირითადად მას შემდეგ ნიშნავენ, რაც სხვა შედარებით მსუბუქი მკურნალობის გზები უკვე ნაცადია და უშედეგოდ დასრულებული. ზოგი კვლევის მიხედვით იზოტრეტინოინის მიღება ასევე შესაძლებელია კანის სხვა დაავადებების სამკურნალოდაც.
პრეპარატის მიღების ინსტრუქცია
აკნეტრენტის მიღების წესი და დოზირება ინდივიდუალურია. თერაპიის განმავლობაში რეკომენდებულია რეგულარული კომუნიკაცია თქვენს ექიმთან, რადგან, რიგი მიზეზების გამო, დოზირების შეცვლა შეიძლება გახდეს საჭირო.
მაგალითად, დოზის მომატება საჭიროა, თუ აკნეს სიმპტომები არ შემსუბუქდება ან თუ მედიკამენტის გვერდითი ეფექტები შეგაწუხებთ. აკნეტრენტის მიღება რეკომენდებულია ჭამის შემდეგ წყალთან ერთად. მკურნალობის კურსი გრძელდება 4-6 თვე, თუმცა აკნეტრენტის შედეგი უკვე 7-10 დღის შემდეგ შეიძლება შენიშნოთ.
აკნეტრენტის გვერდითი მოვლენები და უკუჩვენებები
აკნეტრენტის ანოტაციაში მისი გვერდითი მოვლენების საკმაოდ დიდი რაოდენობა შეგხვდებათ, ამიტომ, ყოველი შემთხვევისთვის, აკნეტრენტით მკურნალობის დროს თუ რამე უჩვეულო შეამჩნიეთ თქვენს მდგომარეობაში უმჯობესია, დაუკავშირდეთ ექიმს. აქ კი მხოლოდ გავრცელებულ გვერდით მოვლენებს გამცნობთ:
- ძვლების ან სახსრების ტკივილი;
- თვალების ანთებითი სიმპტომები (წვა, სიწითლე, ქავილი);
- ტუჩების ანთებითი სიმპტომები (აქერცვლა, წვა, სიწითლე, ტკივილი);
- მოძრაობის გართულება;
- ცხვირიდან სისხლდენა;
- კანის ინფექცია ან გამონაყარი.
ზემოთ ჩამოთვლილი შედარებით გავრცელებული გვერდითი მოვლენებიდან რომელიმეს გამოვლენის შემთხვევაში, კვლავ აუცილებლად მიმართეთ ექიმს.
ზოგიერთ გვერდითი მოვლენა (მაგალითად კანის ქავილი, თვალების ან პირის სიმშრალე, მსუბუქი თავის ტკივილი) არ საჭიროებს მედიცინურ ჩარევას. მკურნალობის პერიოდში, როდესაც სხეული მიეჩვევა მედიკამენტს, შეიძლება ეს გვერდით მოვლენები ჩაცხრეს. ექიმს შეუძლია დაგაკვალიანოთ მათი შემსუბუქების საშუალებებზე.
საყურადღებო ინფორმაცია აკნეტრენტის უკუჩვენებებზე: აკნეტრენტის მიღება დაუშვებელია ორსულობის პერიოდში. მკურნალობის დაწყებამდე საჭიროა ორი ორსულობის ტესტის ჩატარება. ასევე რეკომენდებულია თერაპიის პერიოდში რეგულარული ტესტირების და ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account