D ვიტამინი — დეფიციტი, რისკ-ფაქტორები და სიმპტომები

როგორ მივიღოთ D ვიტამინი? D ვიტამინი ნორმა რამდენია? D ვიტამინი ბავშვებისთვის მნიშვნელოვანია? სოლგარის D ვიტამინი კარგია? — სეზონების ცვლილებასთან ერთად ეს კითხვები ძალიან ბევრ ადამიანს აწუხებს და ეს ბუნებრივიც არის, რადგან დ ვიტამინის დეფიციტი ეხება მსოფლიოში 1 მილიარდ ადამიანზე მეტს. 

 

პრობლემა გავრცელებულია როგორც განვითარებულ, ასევე განვითარებად ქვეყნებში და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ყველა ასაკობრივ ჯგუფში, მათ შორის ბავშვებისთვის. მაგალითად D ვიტამინის ნაკლებობამ ბავშვებში, შესაძლოა უარყოფითი ზეგავლენა მოახდინოს მათ სიმაღლეში ზრდაზე, იმუნურ სისტემაზე, მენტალურ ჯანმრთელობასა და სხვა მიმართულებებზე. ამიტომ, ყოველთვის მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტიკა და შესაბამისი დანიშნულება. 

 

როგორია D ვიტამინის დეფიციტის რისკ-ფაქტორები 

 

ზოგადად, არ არსებობს ერთადერთი და კონკრეტული გამომწვევი მიზეზი დ ვიტამინის დეფიციტისა. თუმცა საერთო რისკი, შესაძლოა უფრო მაღალი იყოს გამომდინარე ჯანმრთელობის მდგომარეობიდან, თუ ცხოვრების სტილიდან. ეს რისკ-ფაქტორები კი შემდეგია:

 

  • ჩვილები, რომლებიც ძუძუთი იკვებებიან;
  • 65 წელს ზემოთ ასაკის ხალხი;
  • ისეთ ადგილას ცხოვრება, სადაც მზის მცირე შუქია მთელი წლის განმავლობაში;
  • ჭარბი წონა, ან სიმსუქნე;
  • თირკმლის, ან ღვიძლის ქრონიკული დაავადება;
  • მუქი კანის ქონა;
  • ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც გავლენას ახდენს საკვები ნივთიერებების შეწოვაზე, როგორიცაა მაგალითად კრონის დაავადება ან ცელიაკია;
  • გარკვეული მედიკამენტების გამოყენება, რომლებიც გავლენას ახდენენ D ვიტამინის მეტაბოლიზმზე, როგორიცაა სტატინები.

 

თუკი ამ ჯგუფიდან რომელიმეს მიეკუთვნებით, მნიშვნელოვანია პერიოდულად შეიმოწმოთ დ ვიტამინის ოდენობა და კონსულტაციისთვის მიმართოთ ექიმს. 

როგორ მივხვდეთ, რომ D ვიტამინის დეფიციტი გვაქვს — სიმპტომები

 

კვლევების მიხედვით, არის კონკრეტული სიმპტომები, რომლებიც შესაძლოა მიგვანიშნებდნენ დ ვიტამინის დეფიციტზე და რომელთაც მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ. ესენია: 

  • დაღლილობა;
  • კუნთების, ძვლებისა და ზურგის ტკივილი;
  • შფოთვა და დეპრესია;
  • ჭრილობების შენელებული მოშუშება;
  • ძვლების სისუსტე;
  • თმის ცვენა;
  • წონის მატება. 

რადგანაც ეს სიმპტომები სხვა მდგომარეობების თანმდევიც შესაძლოა იყოს, მნიშვნელოვანია გამოკვლევების ჩატარება, რათა დარწმუნდეთ დიაგნოზში.

 

დეტრივიტი — მედიკამენტი D ვიტამინის დეფიციტის დროს  

 

D ვიტამინის დეფიციტის შესავსებად და პროფილაქტიკისთვისა სააფთიაქო ქსელში ერთ-ერთი ხელმისაწვდომი მედიკამენტია დეტრივიტი. ანოტაციის მიხედვით დეტრივიტი D3 ვიტამინის შემცველი და ბიოლოგიურად აქტიური საკვები დანამატია. 

 

ამ მედიკამენტის დოზირება განისაზღვრება ინდივიდუალურად, მკურნალ ექიმთან შეთანხმებით. მაგალითად ანოტაციაში ვკითხულობთ, რომ დეტრივიტი 1000 სე / დეტრივიტი 2000 სე ─  დ ვიტამინის დეფიციტის საპრევენციოდ, შესაძლოა  რეკომენდებული იყოს 1-2 კაფსული დღეში. 

 

მედიკამენტი მიიღება პერორალურად, კვების დროს, საკმარისი რაოდენობის წყალთან ერთად. ხოლო, დეტრივიტი ფორტე 5000 სე / დეტრივიტი მაქსი 10000 სე ─ რეკომენდებულია მიიღოთ 1 კაფსული დღეში. 

 

თუმცა მედიკამენტის თვითნებურად მიღება, დანიშნულების გარეშე, არ შეიძლება. რადგანაც ანოტაციაში გაწერილია როგორც სიფრთხილის ზომები, ასევე უკუჩვენებები და გვერდითი ეფექტები, რასაც აუცილებლად უნდა გაეცნოთ პრეპარატის მიღებამდე, ისევე როგორც უნდა გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია.