
ზაფხულის დასრულებასთან ერთად სასკოლო სამზადისი იწყება და ჩვეულ რიტმში ჩადგომა ხდება აუცილებელი. აკადემიური კუთხით სამზადისის გარდა, ეს საკუთარ თავზე ზრუნვასაც ნიშნავს და იმ პროდუქტების მოძიებას გულისხმობს, რითაც თავის მოვლასა და საუკეთესოდ წარმოჩენას მოვახერხებთ.
დატვირთული სასწავლო რუტინისთვის იდეალურია მსუბუქი მაკიაჟი, რომელიც ბუნებრივ სილამაზეს უსვამს ხაზს. რას ნიშნავს მსუბუქი მაკიაჟი და როგორ შეიძლება შევარჩიოთ ამისთვის კოსმეტიკა სწორად?
პროდუქტის სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანი საფეხურია, რადგან ე.წ. Clean Girl Make-Up-ის მთელი დიდებულება უბრალოობაა, რასაც მხოლოდ მაღალი ხარისხის კოსმეტიკით მივაღწევთ. გარდა ამისა, პროდუქცია დიდხანს უნდა ძლებდეს და რადგანაც თითქმის ყოველდღიურად გამოყენებადია, კანისთვისაც მძიმე და დამაზიანებელი არ შეიძლება იყოს.
ამ ბლოგში გთავაზობთ 6 ნაბიჯს, რომლებიც Clean Girl Make-Up-ის შექმნაში დაგეხმარებათ.
ნაბიჯი N1: გასუფთავება და დატენიანება
მსუბუქი მაკიაჟის მისაღები მნიშვნელოვანი ეტაპი სუფთა და დატენიანებული კანია. ამისთვის კი ესვიერის ნაკრები Sebia იდეალური გამოსავალია.
ნაკრებში შედის გამწმენდი გელი და დამატენიანებელი საშუალება. ერთი მხრივ, გელი ნაზად და საგულდაგულოდ წმენდს კანს გაღიზიანების გარეშე, ხოლო დამატენიანებელი კრემი, უნიკალური ფორმულის წყალობით, დიდი ხნით ატენიანებს კანს, ანიჭებს ელასტიკურობას და თანაც, მაკიაჟის ბაზადაც გამოიყენება.
ნაბიჯი N2: სახის მომზადება მაკიაჟისთვის
შემდეგი ეტაპი სახის მომზადებაა. ამისთვის საუკეთესო პროდუქტია ბენეფიტის პრაიმერი Porefessional. ის ამცირებს სახეზე არსებული ნაოჭებისა და ფორების ხილვადობას, მაკიაჟის თანაბარ გადანაწილებას უწყობს ხელს და უნარჩუნებს დატანილ პროდუქციას პირვანდელ სახეს დიდი ხნის განმავლობაში.
ბენეფიტის ეს პროდუქტი ყველანაირი კანისთვისაა განკუთვნილი — როგორც მშრალი, ისე კომბინირებული და ცხიმიანი.
ნაბიჯი N3: ნაკლოვანებების დაფარვა
რადგანაც მაკიაჟი მსუბუქი და ყოველდღიურია, ტონალურისა და მძიმე კონტურინგის ნაცვლად, მხოლოდ მცირე ნაკლოვანებების დაფარვასა და კანის ერთ ფერში მოყვანაზე ვიზრუნოთ.
ამაში კი ვილაჯ 11-ის BB კრემი დაგვეხმარება. ეს პროდუქტი იდეალურად და სწრაფადაც ფარავს სიშავეებსა და გამონაყარს. მისი დერმატოლოგიური ფორმულა შეიცავს დამატენიანებელ ნივთიერებებს, რაც კანს მთელი დღის განმავლობაში უნარჩუნებს ტენიანობას. რაც მთავარია, კრემი მზისგან დამცავი ეფექტითაც გამოირჩევა და ყველა ტიპის კანისთვისაა განკუთვნილი.
ნაბიჯი N4: კანისთვის ბუნებრივი იერის მინიჭება
თანამედროვე მსუბუქი მაკიაჟის ერთერთი გამორჩეული ტრენდი მოვარდისფრო ღაწვები და ბუნებრივი შეფერილობაა. ამისთვის კი ბლაში უნდა გამოვიყენოთ.
ბენეფიტის ბლაში Crystah ადვილად ნაწილდება კანზე, აქვს პუდრისებური სტრუქტურა და მსუბუქად, ნაზად დაიტანება ზედაპირზე.
ნაბიჯი N5: წარბებისა და წამწამების მოწესრიგება
კანის ერთ ფერში მოყვანისა და ბუნებრივი იერის დაბრუნების შემდეგ ჯერი თვალის მიდამოებზეა.
რადგანაც ბუნებრივი ფორმის წარბები თანამედროვე სილამაზის ტრენდია, მისი დაფიქსირება და ფორმაში მოყვანა ესენსის წარბის ფიქსატორით შეგვიძლია. მას გელის სტრუქტურა აქვს და გამჭვირვალეა, დაიტანება ფუნჯის საშუალებით. არ საჭიროებს წყლის გამოყენებას.
Brow Lifting Gel Set-ის გამოყენებით ჯერ კარგად, ნაზად დაივარცხნეთ წარბები და გელის საშუალებით დააფიქსირეთ ის. ესენსის პროდუქტი წარბებს ლამინირებულის ეფექტს მთელი დღის განმავლობაში უნარჩუნებს.
რაც შეეხება წამწამებს, აქ კატრისის Glam&Doll გამოგვადგება. ის არ აღიზიანებს თვალებს, ანიჭებს წამწამებს სიგრძესა და მოცულობას. შავი ტექსტურა კი თვალებს გამოკვეთს და ქმნის ექსპრესიულ იერს.
ნაბიჯი N6: საბოლოო აკორდი
მსუბუქ მაკიაჟს ტუჩის მოწესრიგებით დავასრულებთ. პირველ რიგში, საჭიროა ტუჩების დატენიანება. ამისთვის ესენსის შეფერილი ბალმი დაგვჭირდება. Emily In Paris ხაზის ბალმი გამდიდრებულია E ვიტამინითა და ჟოჟობას ზეთით, ხანგრძლივად ატენიანებს ტუჩებს და მბზინვარე ელფერსაც აძლევს.
დატენიანებულ ტუჩზე გამოვკვეთოთ მისი კონტური — ამისთვის ალიქს ავიენის ფანქარი გამოვიყენოთ. მაღალი პიგმენტაციის ფანქარი იდეალურად ავსებს ტუჩის ფორმას, აძლევს მას მქრქალ შეფერილობასა და ინარჩუნებს მდგრადობას. თანაც, მისი გამოყენება ნებისმიერი კანის ტიპზე შესაძლებელია. პროდუქტი არ შეიცავს პარაბენებსა და გლუტენს.
კონტურის გამოკვეთის შემდეგ ტუჩზე საცხი დავიტანოთ. კატრისის ტუჩსაცხი Scandalous Matte რბილი, ხავერდოვანი სტრუქტურით გამოირჩევა, მარტივად დაიტანება ტუჩზე და ხანგრძლივ პიგმენტაციასთან ერთად დამატენიანებელი ეფექტიც აქვს. რაც მთავარია, ტუჩსაცხი ვეგანური წარმოებისაა და არ შეიცავს პარაბენებს.
საბოლოო აკორდად კი ტუჩის ზეთი გამოვიყენოთ. ესენსის Emily in Paris აუცილებლად უნდა გამოსცადოთ. გარდა იმისა, რომ ცნობილი სერიალით შთაგონებული ზეთი სეზონის ერთერთი ყველაზე ტრენდული და ბიუჯეტური საშუალებაა, ის მკვებავი თვისებებითაც გამოირჩევა და ზრუნავს ტუჩის ჯანსაღ იერზე. ზეთს რბილი ტექსტურა აქვს, რის საშუალებითაც სასიამოვნო შეგრძნებას ტოვებს და ტუჩებს მოცულობასაც მატებს.
ყველა ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯის შესრულებით კი, საბოლოო ჯამში, მივიღებთ ძალიან მსუბუქ, ტრენდულ მაკიაჟს, რომელიც ხაზს უსვამს ბუნებრივ სილამაზეს და მეტ თავდაჯერებულობას გვანიჭებს.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account