ჭარბი წონა და ჰიპერტენზია

ჭარბი წონა და სიმსუქნე სერიოზულ საფრთხეს უქმნის ორგანიზმს, განსაკუთრებით იმატებს ჰიპერტენზიისკენ მიდრეკილება

 თანამედროვე მკვლევარები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ხშირად აღნიშნავენ, რომ ბავშვებში სიმსუქნის ეპიდემიაა დაწყებული, რაც სწრაფი კვების ობიექტების მომატების, ღარიბი კვებითი ღირებულების პროდუქტების პოპულარიზაციისა და არაჯანსაღი ცხოვრების წესის შედეგია. რას გვიქადის აღნიშნული პრობლემა სამომავლოდ, ამაზე საუბარი ჯერ ადრეა, თუმცა ზრდასრულ ასაკში ჭარბი წონის რისკ-ფაქტორების განხილვა აქტიურ ფაზაშია შესული.

  სიმსუქნე, როგორც დიაგნოზი სხეულის მასის ინდექსის მიხედვით დგინდება, თუმცა არანაკლებ საყურადღებოა ჭარბი წონა, რომელიც ჯანმრთელობის სხვადასხვა პარამეტრთან არის კავშირში. ერთ-ერთი მათგანი კი ჰიპერტენზიაა.

რა არის ჰიპერტენზია

ჰიპერტენზია რამდენიმე სიტყვით რომ განვმარტოთ, არის დაავადება, რომლის დროსაც სისხლის წნევაა მომატებული. ამ დროს სისხლი დიდი ხნის მანძილზე, მაღალი ძალით აწვება არტერიის კედლებს და შესწევს უნარი მნიშვნელოვნად დააზიანოს პაციენტის ჯანმრთელობა, მათ შორის - გამოიწვიოს გულის სხვადასხვა ტიპის პათოლოგია.

სიმსუქნე და ჰიპერტენზია

ჭარბი წონა და სიმსუქნე ზრდის არტერიულ წნევას, ასევე გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკს ლიპიდებზე, ინსულინის რეზისტენტობაზე და სხვა კარდიომეტაბოლურ პროცესებზე არასასურველი ზემოქმედებით.

რა რისკ-ფაქტორებს შეიცავს აღნიშნული დაავადება, როგორ შეიძლება მისი მართვა და რა ტიპის ცვლილებები უნდა განვახორციელოთ ჩვენს ყოველდღიურ რუტინაში, ამაზე ექიმი-ანგიოლოგი დავით ფარღალავა გვესაუბრება.