ავტორუჯი და რუჯამდე გამოსაყენებელი პროდუქტები

ვის არ მოსწონს ოქროსფერი კანი, რომელიც ბზინავს და მონატრებული ზაფხულის შეგრძნებებს აღვიძებს? მთელი წლის განმავლობაში გამოყენებული მზისგან დამცავის ეფექტურობა რომ არ დავკარგოთ და ყველა წესის დაცვით გავაგრძელოთ სილამაზეზე ზრუნვა - უსაფრთხო რუჯი უნდა მივიღოთ.

არა, არ მოგესმათ. ის არსებობს და ავტორუჯი ეწოდება. ეს ლოსიონის, სითხის, სპრეისა და ქაფის სახით გავრცელებული საშუალება შაქრის ლერწმით, ანუ მეტად ბუნებრივი კომპონენტებითაა ფორმულირებული. სწორედ ამიტომ, უმეტესად არც თუ ისე სასიამოვნო სუნი, მაგრამ სრულიად უსაფრთხო მოქმედება აქვს.

პროდუქტს რეკომენდაციას უწევენ ორსულობისასაც კი, შესაბამისად, სრულიად მშვიდად შეგიძლიათ გამოიყენოთ წელიწადის ნებისმიერ დროს.

თანაბარი ფერის მისაღებად, რამდენიმე რეკომენდაცია უნდა გაითვალისწინოთ:

1. პროდუქტის სხეულზე დატანამდე გამოიყენეთ მსუბუქი მექანიკური სკრაბი, რომელიც მოგაშორებთ მკვდარ უჯრედებს.

2. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ბუნებრივად უხეშ, სქელ ზონებს, როგორიცაა - იდაყვი და მუხლი.

3. ყურადღებით მოუსმინეთ ვიდეოს, რომელიც პსპ-ს რუბრიკის #იზრუნესილამაზეზე ფარგლებში ლალიკო თუმანიშვილმა მოგვიმზადა.