ომეგა 3 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

განსაკუთრებული ფასი 44,75 GEL რეგულარული ფასი 47,10 GEL
მარაგშია
SKU
66729_1477

გამოიყენება გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების დროს.

ომეგა 3 30 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

ეკოლოგიურად სუფთა,  მაღალკონცეტრირებული ომეგა 3 - შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავები

· შეიცავს 100 %-ით ნატურალურ, ეკოლოგიურად სუფთა, ახალი ტექნოლოგიით (მოლეკულური დისტილაციის მეთოდი) მიღებულ შეუცვლელ ცხიმოვან მჟავებს, რომელიც მოლეკულურ დონეზეა გაწმენდილი მძიმე მეტალებისა და ტოქსინებისგან  არ აღიზიანებს კუჭს და არ ტოვებს თევზის გემოს 

· შეიცავს მაღალკონცენტრირებულ ომეგა 3-ს  -  2000მგ თევზის ქონში  ომეგა 3 -შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების  რაოდენობა  შეადგენს  1400 მგ-ს (EPA-800 მგ + DHA-600 მგ)

· შეიცავს სპეციალური ტექნოლოგიით მიღებულ თევზის ქონს (ომეგა 3) ცხიმიანი ჯიშის თევზებისაგან (ზუთხი, ქაშაყი, სკუმბრია, რომლებიც განსაკუთრებით მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით)

· ენტეროსოლუბილური გარსით დაფარული ნელი გამოთავისუფლების კაფსულა უზრუნველყოფს ომეგა 3 - ის უფრო ნელ და სრულ აბსორბირებას

ამვილაბის ომეგა -3 წარმოადგენს შეუცვლელი ცხიმოვანი მჟავების  (ეიკოზაპენტაენის მჟავა,  დოკოზაჰექსაენის მჟავა)  კომბინაციას, რომლებიც  ,,სასიცოცხლოდ“ მნიშვნელოვანია  ორგანიზმისათვის. ისინი  ზემოქმედებას ახდენენ უშუალოდ უჯრედების სტრუქტურასა და აქტივობაზე, სწორედ ამითაა განპირობებული ომეგა 3 - ის თერაპიული მოქმედების ფართო სპექტრი:

· აძლიერებს ორგანიზმის იმუნური, ნერვული, გულ-სისხლძარღვთა, რეპროდუქციული,  საყრდენ-მამოძრავებელი სისტემების და მხედველობის ორგანოს ფუნქციებს

· ამცირებს ორგანიზმში ქოლესტერინის, ტრიგლიცერიდების და დაბალი სიმკვრივის ლიპოპროტეიდების შემცველობას

· არეგულირებს გულის რითმს და ამცირებს გულის უკმარისობისა და იშემიური დაავადებების განვითარების რისკს

· აუმჯობესებს სისხლის რეოლოგიურ თვისებებს, ამცირებს თრომბის წარმოქმნის რისკს, ზრდის სისხლძარღვთა ელასტიურობას, ამცირებს არტერიულ წნევას

· აუმჯობესებენ თავის ტვინში სისხლის მიმოქცევას

· ამცირებს ინსულინრეზისტენტობის და დიაბეტის განვითარების რისკს

· ზრდის სეროტონინის გამოყოფას და თრგუნავს სტრესის ჰორმონების გამოყოფას  სისხლში, რაც მკვეთრად აუმჯობესებს გუნება - განწყობილებას 

· აუმჯობესებს მეხსიერებას, მხედველობას, ინტელექტუალურ და ფიზიკურ შესაძლებლობებს, ამაღლებს შრომისუნარიანობას და ორგანიზმის საერთო ტონუსს

· უზრუნველყოფს კუნთოვანი მასის ზრდას და ცხიმოვანი ქსოვილის შემცირებას, წონის კორექციას

· აუბჯობესებს  კანის, თმის, ფრჩხილის სტრუქტურას

ჩვენება

· გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები: ათეროსკლეროზი, გულის იშემიური დაავადება, არტერიული ჰიპერტენზია, ჰიპერლიპიდემია, ჰიპერტრიგლიცერიდემია

· ნერვული სისტემის დაავადებები: მეხსიერების, ყურადღების და კონცენტრაციის უნარის დარღვევები, ამნეზია, დემენცია, ალცჰაიმერის დაავადება

· იმუნიტეტის დაქვეითება, ფიზიკური, გონებრივი გადაღლა, ასთენია

· შაქრიანი დიაბეტი და მისი გართულებების პროფილაქტიკა,  მეტაბოლური სინდრომი, ჭარბი წონა 

· კანის დაავადებები: ეგზემა, ფსორიაზი, დერმატიტი, აკნე და სხვა  

· რევმატოლოგიური დაავადებები:  ართრიტი, ართროზი

· აუტოიმუნური დაავადებები: გაფანტული სკლეროზი, სისტემური სკლეროდერმია, რევმატოიდული ართრიტი 

· მეან - გინეკოლოგია: ნაყოფის მცირე წონა, ნაადრევი მშობიარობის განვითარების რისკი, პრემენსტრუალური სინდრომი, კლიმაქტერული პერიოდი

· ძვალ-სახსროვანი სისტემის დაავადებები: მოტეხილობები, ოსტეომიელიტი, ოსტეოპოროზი და სხვა

· თვალის დაავადებები

· ავთვისებიანი დაავადებების პროფილაქტიკა

შემადგენლობა 

2 კაფსულა შეიცავს: თევზის ქონი  2000 მგ,  ომეგა 3 – 1400მგ (EPA – 800 მგ, DHA – 600მგ)

დოზირება

1-2 კაფსულა დღეში 

შენახვის პირობები: ინახება მშრალ, გრილ ბავშვებისათვის მიუწვდომელ ადგილას

გამოშვების ფორმა:  N30, N90  ჟელატინისებრი კაფსულა

მწარმოებელი:  ამვილაბი - აშშ            

Amvilab თანამედროვე ბაზარზე ერთ-ერთი წამყვანი ამერიკული ბრენდია, რომელიც საკვები დანამატების წარმოებაზეა ორიენტირებული. 30 წელზე მეტია, მისი სახელის ქვეშ მოიაზრება ხარისხი, ინოვაცია და სტანდარტების დაცვა. 

ასევე, იხილეთ: ომეგა 3 90 კაფსულა ამვილაბი - Amvilab

მეტი ინფორაცია
Units30
Formსპრეი
Is Online?არა
Write Your Own Review
Only registered users can write reviews. Please Sign in or create an account
ყველა უფლება დაცულია ©2021 | All rights reserved | Privacy Policy