
ცებრა წამალია, რომელიც განკუთვნილია ტვინის სისხლძარღვების ჯანმრთელობის გაუმჯობესებისა და კოგნიტიური ფუნქციების აღდგენისათვის. ცებრა 30მგ-იანი აქტიური კომპონენტის, ვინკამინის, მეშვეობით, აუმჯობესებს ტვინში სისხლის მიმოქცევას და მეტაბოლურ პროცესებს, რაც მნიშვნელოვნად ზრდის ტვინისა და მთელი ორგანიზმის აქტივობას.
როგორია ცებრას შედგენილობა და ფარმაკოლოგიური თვისებები
პრეპარატი ცებრა შეიცავს 30 მგ ვინკამინს, რომელიც ეფექტიანად აფართოებს ტვინის სისხლძარღვებს, ამცირებს პერიფერიულ სისხლძარღვოვან წინააღმდეგობას და აუმჯობესებს ტვინის ცირკულაციას. წამალი ხელს უწყობს გლუკოზის ჟანგვის პროცესს, რაც ზრდის ტვინის ენერგიის გამომუშავებას. ამ მოქმედებების ერთობლიობა დადებითად მოქმედებს მენტალურ და ინტელექტუალურ ფუნქციებზე.
ცებრას მედიკამენტი ასევე ეხმარება პაციენტებს ტროპიკულ-დეგენერაციული დაავადებების მართვაში, როგორიცაა დიაბეტი და ათეროსკლეროზი, რაც მას შესანიშნავ საშუალებად აქცევს არაერთი გართულების დროს.
ცებრა: ჩვენებები გამოყენებისთვის
მედიკამენტი გავლენას ახდენს თავის ტვინის ფუნქციასა და მენტალურ ჯანმრთელობაზე, სწორედ ამიტომ მისი გაცემა მხოლოდ რეცეპტით ხდება. დაუშვებელია მისი გამოყენება თვითნებურად, ექიმის დანიშნულებისა და დაკვირვების გარეშე.
ცებრა რეკომენდებულია სხვადასხვა ჩვენებისთვის. მათ შორისაა:
- მეხსიერების გაუარესება და კონცენტრაციის პრობლემები;
- თავბრუსხვევა და შაკიკი – სისხლძარღვოვანი გენეზის დარღვევები;
- სმენისა და მხედველობის გაუარესება, რომელიც გამოწვეულია სისხლძარღვოვანი პრობლემებით;
- ტროპიკული დეგენერაციული დაავადებები, როგორიცაა დიაბეტი და ათეროსკლეროზი;
- პოსტ-ტრავმული და პოსტაპოპლექსიური ენცეფალოპათია, განსაკუთრებით მწვავე ინსულტის შემდეგ;
- ინტელექტუალური შესაძლებლობების გაუარესება.
ცებრა 30 მგ-იანი განსაკუთრებით ეფექტიანია, როდესაც საქმე ეხება ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებასა და სისხლძარღვების ჯანსაღი მდგომარეობის შენარჩუნებას.
როგორია პრეპარატის მიღების წესი
როგორც უკვე აღვნიშნეთ, წამალი ცებრა მხოლოდ ექიმის რეკომენდაციითა და რეცეპტით მიიღება. სწორედ მან უნდა განსაზღვროს, რა დოზირებითა და სიხშირით, ან ხანგრძლივობით უნდა მიიღოთ ეს მედიკამენტი.
ცებრას ინსტრუქცია გვთავაზობს შემდეგ რეკომენდაციებს, რომელთა შესახებაც ექიმის აუცილებლად მოგვაწვდის ინფორმაციას:
- მოზრდილებში ინიშნება 1 კაფსულა 2-ჯერ დღეში.
- მკურნალობის ხანგრძლივობა ინდივიდუალურად განისაზღვრება მკურნალი ექიმის მიერ.
როგორც წესი, ცებრას ხანგრძლივი გამოყენება რეკომენდებულია და კარგიც კია ეფექტიანობის გასაზრდელად. თუმცა, რამდენად ხანგრძლივად გამოიყენოთ - ამაზე გადაწყვეტილებას მკურნალი ექიმი იღებს. ცნობილია, რომ მედიკამენტი მოქმედებს თანდათანობით და ტვინის ფუნქციებს დროთა განმავლობაში აუმჯობესებს.
ცებრას კაფსულები გამოირჩევა მრავალი უპირატესობით. ესენია:
- ეფექტიანობა ტვინის ფუნქციების გაუმჯობესებაში – მეხსიერების გაძლიერება და კონცენტრაციის ამაღლება.
- სისტემური მოქმედება – არეგულირებს თავის ტვინში სისხლის ცირკულაციას და აუმჯობესებს მეტაბოლიზმს.
- მინიმალური გვერდითი მოვლენები – იშვიათად ვლინდება ტაქიკარდია ან ალერგიული რეაქციები.
რა უკუჩვენებები აქვს ცებრას და რა სიფრთხილის ზომები უნდა მივიღოთ მისი გამოყენებისას
ცებრას ანოტაცია გვეუბნება, რომ პრეპარატი არ უნდა იქნას გამოყენებული, თუ:
- პაციენტს აქვს მომატებული მგრძნობელობა კომპონენტების მიმართ;
- პაციენტს აქვს მწვავე ინსულტი ან თავის ტვინის სიმსივნე;
- აღინიშნება მძიმე არითმია ან ელექტროლიტური დისბალანსი (ჰიპოკალემია, ჰიპოკალციემია).
სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ, თუკი ცებრას კაფსულის მიღების შემდეგ გამოვლინდა რაიმე სახის გვერდითი რეაქცია - ამის შესახებ აუცილებლად აცნობეთ მკურნალ ექიმს და საჭიროებისამებრ, მიმართეთ სასწრაფო დახმარების ცენტრსაც.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account