
ნაღვლის ბუშტი პატარა, მსხლის ფორმის ორგანოა, რომელიც მუცლის მარჯვენა ზედა ნაწილში მდებარეობს და ნაღვლის სითხეს ინახავს. ეს სითხე მუცლის სითხეებთან ერთად საკვების მონელებაში მონაწილეობს, განსაკუთრებით ცხიმების გადამუშავების დროს.
ქოლეცისტიტი ნაღვლის ბუშტის ანთებაა, რომელიც შეიძლება გამოიწვიოს ინფექციამ, ნაღველკენჭოვანმა დაავადებამ ან სხვა ფაქტორებმა. ქოლეცისტიტი აფერხებს ნაღვლის გადინებას და იწვევს ტკივილს, შეშუპებასა და ანთებას.
ქოლეცისტიტის ძირითადი ფორმები
ქოლეცისტიტი ორი ძირითადი ფორმით გვხვდება: მწვავე და ქრონიკული. მწვავე ქოლეცისტიტი მოულოდნელად იწყება, რასაც ძლიერი ტკივილი, გულისრევა და ცხელება ახლავს. ის დაკავშირებულია ნაღველკენჭოვანი დაავადების შედეგად ნაღვლის სადინარის დაბლოკვასთან. ნაღვლის ბუშტში დაგროვებული ნაღველი ანთებას და ბუშტის შეშუპებას იწვევს და აუცილებელი ხდება სამედიცინო ჩარევა.
ქრონიკული ქოლეცისტიტი უფრო ნელა ვითარდება, მისი სიმპტომები მსუბუქია და პერიოდულად იჩენს თავს. ძირითადი მიზეზი ხშირ შემთხვევაში ნაღველკენჭოვანი დაავადებაა, თუმცა ამ ფორმის დაავადება შესაძლოა წლობით უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს.
მწვავე ქოლეცისტიტი
მწვავე ქოლეცისტიტი ხშირად იწყება მოულოდნელად და ინტენსიური ტკივილით ხასიათდება. ამ მდგომარეობას უმეტესად ნაღვლის ბუშტში კენჭების ჩახშობა იწვევს, რომლებიც ნაღვლის სადინარს ბლოკავენ, შედეგად ნაღველი ვერ გადის, რაც ანთებას იწვევს. მწვავე ქოლეცისტიტს შესაძლოა თან ახლდეს მაღალი სიცხე, გულისრევა, ღებინება და მუცლის მარჯვენა ზედა კვადრანტში მწვავე ტკივილი, რომელიც შეიძლება მოედოს ზურგსა და მხრის არეს.
მწვავე ქოლეცისტიტის გართულებები ინფექცია ან ბუშტის გაწყვეტა, რაც შესაძლოა სასწრაფო ქირურგიული ჩარევის მიზეზი გახდეს. ზოგადად, ეს მდგომარეობა საჭიროებს დროულ მკურნალობას. მკურნალობა შეიძლება მოიცავდეს ანტიბიოტიკებს ან არის იმის შანსი, რომ ნაღვლის ბუშტის ამოკვეთა გახდეს საჭირო.
ქრონიკული ქოლეცისტიტი
ქრონიკული ქოლეცისტიტი წარმოადგენს ნაღვლის ბუშტის ხანგრძლივ ან პერიოდულ ანთებას, რომელიც ხშირად დაკავშირებულია ნაღვლის ბუშტში კენჭების არსებობასთან. ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს ნაღვლის ბუშტის კედელი ნელ-ნელა სქელდება და კარგავს ფუნქციას, რაც ნაღვლის დაგროვებასა და ანთების განმეორებას იწვევს. ეს მდგომარეობა მწვავესთან შედარებით ნაკლებად ინტენსიური სიმპტომებით ხასიათდება, მაგრამ ტკივილის შეტევები პერიოდულად შეიძლება გამოვლინდეს, განსაკუთრებით ცხიმიანი საკვების მიღების შემდეგ.
ქრონიკული ქოლეცისტიტის მკურნალობა, უმეტეს შემთხვევაში, ქირურგიულია და ასევე ითვალისწინებს ცხოვრების სტილის შეცვლას, მაგალითად, დიეტის რეგულირებას და ცხიმიანი საკვების შემცირებას.
დაავადების მიზეზები და რისკ-ფაქტორები
ნაღველკენჭოვანი დაავადება ქოლეცისტიტის ყველაზე გავრცელებული მიზეზია. ნაღველში არსებული ნალექი ფორმირდება და კენჭებს ქმნის, რაც საბოლოოდ ბლოკავს ნაღვლის ბუშტიდან ნაღვლის მოძრაობას. ბლოკირება იწვევს ბუშტის შეშუპებას და ანთებას.
გარდა კენჭებით დაბლოკვისა, ქოლეცისტიტის განვითარების სხვა ფაქტორებიც არსებობს, მაგალითად, ასეთია ინფექცია, დიაბეტი, პარაზიტები და ვირუსები.
ნაღვლის ბუშტის ინფექციამ შესაძლოა გამოიწვიოს ანთება კენჭების გარეშე. ეს ხდება, როდესაც ბაქტერიები ან ვირუსები აღწევენ ნაღვლის ბუშტში სისხლის ან ლიმფური სისტემის მეშვეობით. დიაბეტით დაავადებულებში ნაღვლის ბუშტის ინფექციის განვითარების რისკი უფრო მაღალია.
რაც შეეხება პარაზიტებსა და ვირუსებს, ზოგიერთი მათგანი ასევე ხელს უწყობს ქოლეცისტიტის ჩამოყალიბებას, განსაკუთრებით ჰეპატიტის მქონე პაციენტებში.
დაავადების სიმპტომები
მწვავე ქოლეცისტიტის ძირითადი სიმპტომებია:
- მუცლის ზედა ნაწილში ტკივილი, განსაკუთრებით მარჯვენა ზედა კვადრატში. ტკივილი შესაძლოა გავრცელდეს მარჯვენა მხრის ფიცარზე ან ზურგში. ნაღვლის ბუშტის ტკივილი სწრაფად მწვავდება და შეიძლება იყოს მკვეთრი, შეტევის სახის, ან სპაზმური, და შესაძლოა უფრო გაძლიერდეს ღრმა ჩასუნთქვის დროს. ზოგჯერ ამ ტკივილს გულის შეტევასთან აიგივებენ.
- გულისრევა და ღებინება ხშირად თან ახლავს ნაღვლის ბუშტის შეტევას, თუმცა ხანდაზმულებს შეიძლება უფრო მსუბუქი სიმპტომები ჰქონდეთ, მაგალითად, მადის დაკარგვა ან ზოგადი სისუსტე.
- ტემპერატურის მომატება, დაახლოებით 38 გრადუს ცელსიუსამდე, ასევე გავრცელებული სიმპტომებია. სიცხე შესაძლოა მიუთითებდეს ინფექციაზე ან უფრო მძიმე ანთებაზე და ნაკლებად ხშირია ხანდაზმულებში.
დამატებითი სიმპტომები შეიძლება მოიცავდეს:
- მუცლის გაბერილობა და მგრძნობელობა;
- მარჯვენა მხარეს მუცლის კუნთების გამკვრივება;
- სისუსტე და გადაღლილობა, განსაკუთრებით ხანდაზმულებში.
ქრონიკული ქოლეცისტიტი ხასიათდება ნაკლებად მწვავე, პერიოდულად გამოვლენილი სიმპტომებით. მაგალითად, ცხიმიანი ან მძიმე საკვების მიღების შემდეგ შეიძლება განვითარდეს მუცლის ტკივილი გულისრევასთან ერთად.
ცხიმიანი საკვები უფრო მეტ ნაღველს საჭიროებს დასამუშავებლად, რის შედეგადაც ნაღვლის ბუშტი უფრო ძლიერად იკუმშება და ზეწოლა იზრდება. ეს შეგრძნება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათის განმავლობაში.
როგორ ხდება ქოლეცისტიტის დიაგნოსტირება, მკურნალობა და პრევენცია
ქოლეცისტიტის დიაგნოზს ექიმები პაციენტის სიმპტომებსა და ინსტრუმენტულ გამოკვლევებზე დაყრდნობით ადგენენ. ულტრაბგერითი გამოკვლევა (ექოსკოპია) ნაღვლის ბუშტის მდგომარეობის შეფასების ერთ-ერთი ყველაზე მარტივი და ეფექტიანი მეთოდია. ის ექიმებს საშუალებას აძლევს, შეამჩნიონ, თუ ნაღვლის ბუშტში კენჭები ან ანთებითი ცვლილებებია.
მკურნალობა და პრევენცია
ქოლეცისტიტის მკურნალობა დამოკიდებულია დაავადების სიმძიმესა და ფორმაზე. მწვავე ქოლეცისტიტის დროს საჭიროა სასწრაფო სამედიცინო ჩარევა, განსაკუთრებით მაშინ, თუ ანთება გადადის ახლომდებარე ქსოვილებზე. ხშირად ქირურგიული ჩარევაა აუცილებელი ნაღვლის ბუშტის ამოსაჭრელად.
ერთ-ერთი მედიკამენტი, რომელიც ქოლეცისტიტის მკურნალობისას გამოიყენება, გახლავთ Chophytol - ხოფიტოლი.
ქრონიკული ქოლეცისტიტის შემთხვევაში, პაციენტებს მკაცრი დიეტა და მედიკამენტოზური მკურნალობა ენიშნებათ, რაც დაავადების გამწვავებას ხელს უშლის. დიეტის დროს რეკომენდებულია ცხიმიანი საკვების შეზღუდვა, რეგულარული კვება მცირე ულუფებით და ნაღვლის ბუშტის მოზომილი მუშაობის მხარდაჭერა.
ქოლეცისტიტის თავიდან აცილებისთვის აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესი, რაც მოიცავს დაბალანსებულ კვებას, რეგულარულ ფიზიკურ აქტივობას და სტრესის მართვას.
დიეტა ქოლეცისტიტის დროს
ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს რეკომენდებული დიეტა:
- ხშირი და მცირე ულუფებით კვება – აუცილებელია დღეში 5-6-ჯერ მცირე ულუფებით კვება, რათა მოხდეს ნაღვლის რეფლექტორული გამოყოფა. სასურველია კვება იყოს რეგულარული და ერთსა და იმავე დროს.
- საკვების ტემპერატურა – საკვები არ უნდა იყოს არც ძალიან ცხელი და არც ძალიან ცივი. რეკომენდებულია გრილი საკვები.
- პირველი კერძი – უმჯობესია ბოსტნეულისა და რძის პროდუქტების (მაწონი, ხაჭო)გან მომზადებული წვნიანების მიღება. ხორცის ან თევზის ბულიონებიც დასაშვებია, თუმცა უფრო იშვიათად.
- კერძების მომზადება – უპირატესობა ენიჭება მოხარშულ, ჩათუშულ ან ორთქლზე მომზადებულ კერძებს.
- ხორცი და თევზი – ნაკლებად რეკომენდებულია ღორის ხორცი. სასურველია ფრინველის, ხბოს ხორცისა და უცხიმო თევზის მიღება. ასევე სასარგებლოა ხაჭო და ყველი.
- კვერცხი – კვირაში ერთხელ ნებადართულია მოხარშული კვერცხის ცილა, ხოლო კვერცხის გული – კვირაში 2-3-ჯერ.
- ცხიმების მიღება – დღიური ნორმა არ უნდა აღემატებოდეს 45 გრამს. ის ნაწილდება ასე: სოიოს ან ზეითუნის ზეთი – 1 ს/კ, კარაქი – 1.5 ს/კ. ცხიმი უნდა დაემატოს მზა კერძებს, როგორიცაა სალათები, პიურე, ფაფა ან წვნიანი.
- შაქარი და მარილი – საკონდიტრო ნაწარმი, ცომეული, ტკბილეული, ნაყინი და მარილი რეკომენდებულია მცირე რაოდენობით, განსაკუთრებით ჭარბი წონის შემთხვევაში.
- სითხე – ქოლეცისტიტის გამწვავების დროს სითხის დღიური რაოდენობა 2-2.5 ლიტრს უნდა აღწევდეს.
- სასმელები – რეკომენდებულია ასკილის ნაყენი და შინ დამზადებული წვენები. სასარგებლოა მინერალური წყალი. ნებადართულია ჩაი და ყავა.
- სამკურნალო მცენარეების ნაყენები – სასარგებლოა მცენარეების ნაყენების მიღება, როგორიცაა გვირილა.
ქოლეცისტიტი სერიოზული და ხანგრძლივი დაავადებაა, რომლის მართვა და პრევენცია მოითხოვს სწორ დიეტას და ცხოვრების ჯანსაღ წესს. მწვავე ქოლეცისტიტის მკურნალობა ხშირად ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს, ხოლო ქრონიკული ფორმის შემთხვევაში დიეტის დაცვა და მედიკამენტური მკურნალობა დაგეხმარებათ დაავადების სიმპტომების შემცირებასა და მდგომარეობის სტაბილიზაციაში.
მნიშვნელოვანია ცხიმიანი საკვების შემცირება, რეგულარული კვება და ნაღვლის ბუშტის რეფლექტორული ფუნქციის მხარდაჭერა. ნაღვლის ბუშტის ჯანმრთელობის შენარჩუნებაში ჯანსაღი კვება და ცხოვრების წესი დაგეხმარებათ.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account