
მკერდის სიმსივნე პლანეტაზე ყველაზე მეტად გავრცელებულ სიმსივნეთა შორისაა. სიაში ასევე შედის ნაწლავის, პროსტატისა და ფილტვის კიბო. ყოველწლიურად ამ დაავადების დიაგნოზს ათიათასობით ადამიანს უსვამენ. მიუხედავად იმისა, რომ პირველი მოსმენისას კიბოს შესახებ საუბარი პაციენტისა და მისი ახლობლებისთვის საკმაოდ რთულია, ხშირად უიმედობაც იპყრობს ადამიანებს - უნდა გვახსოვდეს, რომ თანამედროვე მედიცინის წყალობით სიმსივნე განკურნებადია და დიაგნოზი განაჩენი ნამდვილად არ არის.
რა არის ძუძუს კიბო?
ეს არის სიმსივნის ერთ-ერთი სახეობა, რომელიც მკერდის უჯრედებში ჩნდება. გავრცელებული მითია, რომ მკერდის სიმსივნე მხოლოდ ქალებში ჩნდება, თუმცა, ეს ასე არ არის. მაგალითად, სიმსივნის კვლევის ბრიტანული ორგანიზაციის მონაცემებით, ძუძუს კიბოს სტატისტიკა ასეთია - ყოველწლიურად გაერთიანებულ სამეფოში 55 000-ზე მეტი ქალი და დაახლოებით 370-მდე მამაკაცი ავადდება. უფრო მეტიც, რაც უნდა გასაკვირი იყოს, მკერდის კიბო ბავშვებშიც კი ფიქსირდება, თუმცა, ძალიან იშვიათად.
ძუძუს კიბო შეიძლება დაიწყოს მკერდის სხვადასხვა ნაწილში. ყველაზე ხშირად ის იწყება უჯრედებში, რომლებითაც შემოფარგლულია სარძევე სადინრები. ამ შემთხვევაში დაავადებას სარძევე ჯირკვლის მკერდის კიბო, სარძევე ჯირკვლის კიბო, ძუძუს ინვაზიური კიბო ან ინვაზიური სადინრის კარცინომა შეიძლება ეწოდებოდეს.
სიმსივნე შეიძლება წარმოიქმნას მკერდის ლობულებში (მცირე ორგანოიდები, სადაც რძე წარმოიქმნება). ამ შემთხვევაშიც სიმსივნე ლობულებში არ რჩება და მის გარშემო უჯრედებში ვრცელდება - ამ სახეობას ინვაზიური ლობულარული სარძევე ჯირკვლის კიბო ეწოდება.
არსებობს ძალიან იშვიათი სახეობებიც - სადინრისა და ლობულური კარცინომა.
ეს ნიშნავს, რომ სადინრების ან ლობულების ზოგიერთმა უჯრედმა დაიწყო კიბოს ანომალიურ უჯრედებად გადაქცევა. თუმცა, ამ შემთხვევაში, სიმსივნური წარმონაქმნი არ ვრცელდება მკერდის ქსოვილში.
ძუძუს კიბო 4 სტადიად მიმდინარეობს. ხშირია შეკითხვები, მაგალითად, იკურნება თუ არა 2 სტადიის მკერდის კიბო ან როგორ განვასხვაოთ ერთმანეთისგან ძუძუს კიბოს სტადიები. პირველ რიგში, უნდა გახსოვდეთ, სიმსივნისგან განკურნება ყველა ეტაპზე შესაძლებელია - ცხადია, რაც უფრო მეტადაა მეტასტაზები ორგანიზმში გავრცელებული, უფრო რთულია ბრძოლა, თუმცა, გამარჯვება შეუძლებელიც სულაც არ არის. ხოლო, რაც შეეხება სტადიებს შორის განსხვავების პოვნას - ამას მხოლოდ ძუძუს კიბოს სიმპტომებით ვერ განსაზღვრავთ. მსგავს დიაგნოზს მთელი რიგი კვლევების შემდეგი სპეციალისტები სვამენ.
როგორ ამოვიცნოთ ძუძუს კიბო?
ისეთი სერიოზული დაავადება, როგორიც სიმსივნეა, იშვიათად მიმდინარეობს სიმპტომების გარეშე. მთავარია, გვახსოვდეს, რომ მოვუსმინოთ საკუთარ ორგანიზმს, არ წავუყრუოთ სხვადასხვა ჩივილს და დროზე გავიაროთ კონსულტაცია სპეცისლისტთან - ამ შემთხვევაში, მამოლოგთან. სწორედ ის გადაგამისამართებთ სხვა ექიმთან, თუკი ჩათვლის, რომ თქვენი ჩივილები მკერდის კიბოს სიმპტომებს ემთხვევა.
და მაინც, რა სიმპტომები ახასიათებს ძუძუს კიბოს?
პირველ რიგში, უნდა ითქვას, რომ საწყის ეტაპზე მკერდის კიბოს ნიშნები თითქმის არ ვლინდება - სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია ზოგადად სკრინინგი და სპეციალისტთან კონსულტაციები.
ძუძუს კიბოს გაიდლაინები გვთავაზობენ სხვადასხვა სიმპტომებს რასაც უნდა მივაქციოთ ყურადღება. მაგალითად, ასეთი სიმპტომი შეიძლება იყოს ე.წ. გამაგრებები, კვანძები. ცხადია, კვანძების არსებობა აპრიორი სიმსივნის არსებობას არ ნიშნავს - ის მრავალი მიზეზით შეიძლება წარმოიქმნას. ეს კვანძები უფრო შესამჩნევები ხდებიან მენსტრუაციულ ციკლამდე რამდენიმე დღით ადრე, ე.ს. პრემენსტრუალურ პერიოდში. თუკი ხელით შეხებისას რაღაც მსგავსს შეამჩნევთ, გაიარეთ კონსულტაცია მამოლოგთან.
მკერდის სიმსივნის ნიშნებს შორის შეიძლება იყოს ლიმფური ჯირკვლების შეშუპებაც. როგორც წესი, იღლიაში არსებულ ამ ჯირკვლებს ჩვეულებრივ ვერ ვგრძნობთ, თუმცა, ინფექციის ან გაციების გამო შეიძლება შეშუპდნენ და ასე ამოვიცნოთ. ლიმფური ჯირკვლების შეშუპება შეიძლება მოასწავებდეს მკერდის სიმსივნის არსებობას, თუკი მეტასტაზები ამ მხარეშიცაა გავრცელებული, ან სიმსივნური უჯრედები მის მიმდებარედ წარმოიშვა.
ძუძუს კიბოს სიმპტომებიდან კიდევ ერთია ზომის ან ფორმის ცვლილება. თუკი მკერდმა ან რომელიმე ძუძუმ შეიცვალა ფორმა, ზომა, ან შეგრძნება გასხვანაირდა, შესაძლოა ესეც მიანიშნებდეს სიმსივნის არსებობაზე.
მკერდის კიბოს სიმპტომებიდან კიდევ ერთია მცირე არეალზე კანის ფერის ცვლილება. თუკი მკერდის მიმდებარედ შეგეცვალათ კანის სტრუქტურა, ფერი, ამჩნევთ გამონაყარს, ერთგვარ ჩაღრმავებებს ან სიწითლეს, გაქვთ ქავილის შეგრძნება - ეს შეიძლება იყოს სიმსივნის მანიშნებელი.
მკერდის კიბოს სიმპტომები შეიძლება იყოს ძუძუს თავებიდან სითხის ჟონვა, ან მათი სხვა სახის ცვლილება (მაგალითად, ჩაბრუნება, გვერდზე გადახრა). ცხადია, ორივე ნიშანი შეიძლება სხვა პრობლემებსაც მიანიშნებდეს, მაგრამ ისინი სიმსივნის სიმპტომებადაც ითვლება.
ამერიკის შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის ცნობარის მიხედვით, მკერდის კიბოს სიმპტომები მამაკაცებში არ განსხვავდება ქალებში გამოვლენილი სიმპტომებისგან. ამიტომაც, ექიმები ურჩევენ ზემოხსენებული ჩივილების მქონე პაციენტებს, არ გადადონ სპეციალისტთან ვიზიტი.
რამ შეიძლება გამოიწვიოს ძუძუს კიბო?
ექიმებს ხშირად მიმართავენ კითხვით, რა იწვევს ძუძუს კიბოს. თუმცა, რეალობა ისაა, რომ გამომწვევი ზუსტი მიზეზი უცნობია.
კლივლენდის კლინიკის ექსპერტები ამბობენ, რომ სიმსივნური უჯრედები მკერდის კიბოს შემთხვევაშიც მუტაციის შედეგად ზიანდებიან და შემდეგ გადაგვარებულად აგრძელებენ გამრავლებას. სწორედ ასე წარმოიქმნება სიმსივნური კერები ორგანიზმში. თუმცა, უცნობია, კონკრეტულად რა იწვევს ამ მუტაციას.
მიუხედავად ამისა, არსებობს რისკფაქტორები, რის შესახებაც ინფორმირებულნი უნდა ვიყოთ და, შესაბამისად, შეძლებისდაგვარად ვაკონტროლოთ.
მაგალითად, მკერდის კიბოს გამომწვევი მიზეზებიდან ერთ-ერთი შეიძლება იყოს გენეტიკური ფაქტორი. თუკი თქვენს ოჯახის წევრს (ბებიასა ან ბაბუას, მშობელს, დედმამიშვილს ან შვილს) გადატანილი აქვს მკერდის სიმსივნე, თქვენც რისკჯგუფში ხართ.
სიმსივნის წარმოქმნის ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს დიდი რაოდენობით ალკოჰოლის ხშირი მიღება. ასევე, რისკფაქტორია რადიაციული დასხივება - თუკი ოდესმე რადიაციული თერაპია ჩაგტარებიათ, ან მავნე დასხივების ქვეშ სხვა სახით ყოფილხართ, არის სიმსივნის განვითარების შანსი.
რისკჯგუფში არიან ჰორმონჩანაცვლებითი თერაპიის პაციენტებიც, ისევე, როგორც ჭარბწონიანები, მწეველები და ქალები 55 წელს ზემოთ.
როგორ მკურნალობენ დაავადებას?
იმისათვის, რომ სპეციალისტებმა დაავადების მკურნალობა დაიწყონ, საჭიროა, პირველ რიგში, დიაგნოსტირება და მთელი რიგი საკითხების განსაზღვრა. მაგალითად, ექიმებმა ზუსტად უნდა იცოდნენ, სად მდებარეობს სიმსივნური წარმონაქმნი/წარმონაქმნები, ძუძუს კიბოს სკრინინგით უნდა დადგინდეს დაავადების მიმდინარეობის სტადია, აქვს თუ არა მას მეტასტაზური ხასიათი და სხვ.
როგორც აღვნიშნეთ, სენსიტიური ბუნებიდან გამომდინარე კარგი იქნება, თუკი ექიმთან პერიოდულად ჩივილების გარეშეც გავივლით კონსულტაციას და შევემოწმებით. თუმცა, რაიმე სახის სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში ვიზიტი უკვე აუცილებელია.
იმისათვის, შესაძლო მკერდის კიბოს გამოკვლევა მოხერხდეს და დადგინდეს, არის თუ არა სიმპტომების მიზეზი სიმსივნე, ექიმებმა შეიძლება დიაგნოსტიკისთვის აირჩიონ:
- მკერდის ულტრაბგერითი კვლევა;
- მკერდის მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (MRI);
- ბიოფსია;
- იმუნოჰისტოქიმიური ტესტი ჰორმონის რეცეპტორების შესამოწმებლად;
- გენეტიკური ტესტები ძუძუს კიბოს გამომწვევი მუტაციების იდენტიფიცირებისთვის.
ხშირია გავრცელებული ინფორმაცია, რომ კონკრეტული კვლევა მხოლოდ რომელიმე კონკრეტული სახის სიმსივნეს აღმოაჩენს, თუმცა, ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგალითად, ბიოფსია სარძევე ჯირკვლის მკერდის კიბოს ისევე აღმოაჩენს, როგორც სხვა ნებისმიერ წარმონაქმნს.
მკერდის კიბოს სკრინინგის შემდეგ კი სპეციალისტები განსაზღვრავენ, მკურნალობის რომელი გზა შეიძლება იყოს ყველაზე ოპტიმალური თქვენს მდგომარეობაში.
ამ დაავადების წინააღმდეგ მთავარი იარაღი მკერდის კიბოს ოპერაცია და ქირურგიული ჩარევით მოკვეთაა. სხვა გავრცელებული მეთოდებია ქიმიოთერაპია, რადიოთერაპია, ჰორმონოთერაპია, იმუნოთერაპია და მედიკამენტოზური მკურნალობა.
მკურნალობის რა სტილი იქნება შერჩეული, დამოკიდებულია რამდენიმე გარემოებაზე: რა ზომის და რა სახისაა სიმსივნე, სად არის ის, აქვს თუ არა მეტასტაზები ან ხომ არ არის მეტასტაზური ხასიათის, ე.წ. მეორეული მკერდის სიმსივნე (ანუ წარმოშობილი სხვა ორგანოში და გაშლილი ორგანიზმში, მიმდებარე ორგანოებში) და ბოლოს - როგორია თქვენი ზოგადი ჯანმრთელობის მდგომარეობა.
არ არსებობს წინასწარ გაწერილი წესები. მაგალითად, ჰორმონოთერაპია ძუძუს კიბოს დროს სიმსივნის რომელიმე კონკრეტულ სახეობაზე არ გამოიყენება. ისევე, როგორც არ არსებობს მკერდის კიბო მეორე სტადიის მკურნალობის ცალკე მეთოდები.
როგორც წესი, ექიმები ხშირად მიმართავენ ქირურგიულ ჩარევას და კვეთენ სიმსივნურ წარმონაქმნს. ამის შემდეგ კი პოსტოპერაციული პერიოდი შეიძლება მოიცავდეს მკურნალობის სხვა მეთოდებს - მაგალითად, საჭირო გახდეს ქიმიოთერაპიის გაგრძელება, დაინიშნოს რადიოთერაპია და ა.შ.
არანაკლებ მნიშვნელოვანია მკერდის კიბოს ოპერაციის შემდგომი პერიოდი და, ზოგადად, მკურნალობის სრული კურსის შემდგომი ეტაპები. ამ დროს აუცილებელია, დავიცვათ ექიმის მოცემული მითითებები - ჯანსაღი ცხოვრების წესი, კვების რაციონი, მავნე ჩვევებზე უარის თქმა და მრავალი სხვა.
როგორ ავირიდოთ მკერდის კიბო?
ყველაზე მნიშვნელოვანი კითხვა, რაც მკერდისა და ზოგადად ნებისმიერი სიმსივნის შესახებ ისმის, არის - როგორ ავარიდოთ თავი დაავადებას?
ძუძუს კიბოს პრევენცია 100%-ით შეუძლებელია - ამის გარანტიას, სამწუხაროდ, ვერაფერი მოგვცემს. თუმცა, არის მთელი რიგი გზები, რათა გაჩენის რისკის მინიმუმამდე დავიყვანოთ.
პირველ რიგში, ეს არის ჯანსაღი ცხოვრების წესი. თუკი გაქვთ საშუალება, ჩართეთ პროცესში ნუტრიციოლოგი, გაიგეთ, როგორი უნდა იყოს თქვენი ჯანსაღი წონა, როგორ იკვებოთ სწორად და რა ნივთიერებების მიღებაზე გაამახვილოთ ყურადღება.
თუკი ამას ვერ ახერხებთ, გაეცანით კვლევებს. ჯანსაღი კვება მოიცავს დაბალანსებულად ბოსტნეულის, ხილის, რძის პროდუქტებისა და ცილებით მდიდარი საკვების მიღებას. ასევე, კარგი იქნება უარი თქვათ გადამუშავებული ხორცპროდუქტების მიღებაზე - სოსისები, ძეხვეული და ამ კატეგორიის საკვები.
ყოველდღიურად იყავით ფიზიკურად დატვირთულნი - კვლევები აჩვენებს, რომ აქტივობა, ვარჯიში და მოძრაობაში ყოფნაც ამცირებს სიმსივნის განვითარების რისკს.
თავი აარიდეთ ალკოჰოლურ სასმელებს, რადგან ეს პროდუქტი ერთ-ერთი მიზეზი შეიძლება იყოს, რაც სიმსივნის წარმოქმნას უწყობს ხელს.
გარდა ამისა, მნიშვნელოვანია მუდმივი სკრინინგი - მამოგრამა მაშინაც კი ახერხებს წარმონაქმნების აღმოჩენას, როცა ეს არც გასინჯვით იგრძნობა და არც ხილულია.
ხშირი სკრინინგი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ შემთხვევაში, თუკი გაქვთ გენეტიკური რისკფაქტორი, ანუ ოჯახის წევრს აქვს გადატანილი სიმსივნე. ამ დროს კარგი იქნება, თუკი მიმართავთ გენეტიკურ კვლევებსაც და შეისწავლით სიმსივნის წარმოქმნის ფაქტორს თქვენს ორგანიზმში.
გარდა ზემოხსენებული კვლევებისა, შეგიძლიათ, თქვენს ექიმსაც ჰკითხოთ - ხომ არ შეიძლება, ჩაიტაროთ რაიმე ანალიზი და გაიგოთ, გემუქრებათ თუ არა მკერდის კიბოს განვითარების რისკი.
ქვემოთ მოცემული ინფორმაცია საჭიროა სოციალური ავტორიზაციისთვის
შესვლა
Create New Account